ghn.ge.rss.xml - sfeed_tests - sfeed tests and RSS and Atom files
 (HTM) git clone git://git.codemadness.org/sfeed_tests
 (DIR) Log
 (DIR) Files
 (DIR) Refs
 (DIR) README
 (DIR) LICENSE
       ---
       ghn.ge.rss.xml (1048859B)
       ---
            1 <rss version="2.0" xmlns:atom="http://www.w3.org/2005/Atom">
            2     <channel>
            3 
            4         <title>GHN</title>
            5         <description>RSS Feed</description>
            6         <link>https://www.ghn.ge</link>
            7 
            8         
            9             
           10             <item>
           11                 <title>ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტს ელიან ტილიეს შეხვდა</title>
           12                 <content:encoded>საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ბელგიის სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტს ელიან ტილიეს შეხვდა.
           13 
           14 მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები და ყურადღება გაამახვილეს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განმტკიცების შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე დადებითი შეფასება მიეცა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მჭიდრო პარტნიორობას და ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური, ინვესტიციების, ტურიზმის, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
           15 
           16 პრემიერ-მინისტრმა ბელგიის სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტთან შეხვედრისას ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და&nbsp; ევროკომისიის 12 პრიორიტეტის დიდი ნაწილის შესრულების მიმართულებით. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე და ხაზი გაუსვა წლის ბოლოს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.
           17 
           18 პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო წელს პირველადაა წარმოდგენილი მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ისეთი მაღალი დონის საერთაშორისო კულტურულ ფესტივალში, როგორიცაა &quot;ევროპალია&quot;. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფესტივალი სრულად ეძღვნება საქართველოს, რაც ბელგიის სამეფოსა და მთლიანად ევროპაში ქვეყნის შესახებ ცნობადობის გაზრდას და საქართველოს ევროპული კულტურის პოპულარიზაციას მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს.
           19 
           20 ირაკლი ღარიბაშვილმა&nbsp; საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.
           21 
           22 პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ელიან ტილიემ საქართველოს დელეგაციას ბელგიის სამეფოს პარლამენტის ისტორიული შენობა დაათვალიერებინა.</content:encoded>
           23                 <link>https://www.ghn.ge/news/297606-irakli-gharibashvili-belgiis-samefos-tsarmomadgenlobiti-palatis-prezidents-elian-tilies-shekhvda</link>
           24                 <description>ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტს ელიან ტილიეს შეხვდა</description>
           25                 <topic>პოლიტიკა</topic>
           26                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/666950815.jpg</image>
           27                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
           28                 <guid>297606</guid>
           29             </item>
           30 
           31         
           32             
           33             <item>
           34                 <title>ბავშვები რომ დავიცვათ სექსუალური ძალადობისგან, უნდა შეიქმნას საჯარო რეესტრი, სადაც შეყვანილი იქნება ყველა, ვისაც ოდესმე არასრულწლოვანზე უძალადია - თამარ ჩერგოლეიშვილი</title>
           35                 <content:encoded>ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილის პედოფილიის მორიგ ფაქტს გამოეხმაურა, რომლის შედეგადაც 15 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
           36 
           37 ჩერგოლეიშვილის თქმით, მოძალადეები, მანიაკები, პედოფილები არსებობენ ყველა ქვეყანაში, მაგრამ საზოგადოებისა და სახელმწიფოს სიჯანსაღე იზომება იმით, თუ რა პასუხს სცემს მათ.
           38 
           39 &bdquo;ჩვენ, ევროპულ საქართველოს მიგვაჩნია აუცილებლად იმისთვის, რომ არასრულწლოვნები და ბავშვები დავიცვათ, უნდა შეიქმნას რეესტრი, სადაც ნებისმიერი ადამიანის სახელები და გვარები იქნება შეტანილი, ვინც ოდესმე შემჩნეული, დამნაშავე და ბრალდებული ყოფილა პედოფილიაში და ბრალი დადასტურებული აქვს.
           40 
           41 ეს სახელები და გვარები ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის და ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა გაიგოს ბინის ყიდვისას შემთხვევით გვერდით პედოფილი ჰომ არ ცხოვრობს, რომ თავისი შვილი უკეთ დაიცვას ასეთი უმსგავსობისგან. ჩვენ ვიცით, ეს რა ტიპის დანაშაულია, ხშირად ბავშვებს რცხვენიათ ამაზე საუბარი, არ ეუბნებიან მშობლებს და შემდეგ ხდება, ის რაც ხდება&ldquo; - თქვა ჩერგოლეიშვილმა.
           42 
           43 საქარველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმში, ბრალდებული 16 წლის ასაკს მუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ასევე სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს, დაზარალებულმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.</content:encoded>
           44                 <link>https://www.ghn.ge/news/297605-bavshvebi-rom-davitsvat-seksualuri-dzaladobisgan-unda-sheikmnas-sajaro-reestri-sadats-sheqvanili-ikneba-qvela-visats-odesme-arasrultslovanze-udzaladia-tamar-chergoleishvili</link>
           45                 <description>ბავშვები რომ დავიცვათ სექსუალური ძალადობისგან, უნდა შეიქმნას საჯარო რეესტრი, სადაც შეყვანილი იქნება ყველა, ვისაც ოდესმე არასრულწლოვანზე უძალადია - თამარ ჩერგოლეიშვილი</description>
           46                 <topic>კომენტარი</topic>
           47                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1400525407.jpg</image>
           48                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
           49                 <guid>297605</guid>
           50             </item>
           51 
           52         
           53             
           54             <item>
           55                 <title>ჩვენ ჯერ არ ვიცით, იქნება თუ არა უკრაინის კონტრშეტევა ომში გარდამტეხი - იენს სტოლტენბერგი</title>
           56                 <content:encoded>ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჯერ ნაადრევია დასკვნების გაკეთებამ იქნება თუა რა უკრაინის კონტრშეტევა &nbsp;ომში გარდამტეხი.
           57 
           58 ამის შესახებ მან ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
           59 
           60 &bdquo;ეს ჯერ კიდევ საწყისი დღეებია {კონრეშეტევის} და ჩვენ არ ვიცით იქნება თუ არა ის ომში გარდამტეხი მომენტი&ldquo;, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
           61 
           62 თუმცა მან აღნიშნა, რომ უკრაინის არმია წინ მიიწევს და ათავისუფლებს მეტ ოკუპირებულ ტერიტორიებს. სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის პროგრესი ბრძოლის ველზე გააძლიერებს კიევის პოზიციას მოლაპრაკებების დროს.
           63 
           64 &bdquo;რაც უფრო მეტ მიზანს მიაღწევს უკრაინა, მით უფრო გაიგებს პრეზიდენტი პუტინი, რომ ვერ გაიმარჯვებს და უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები სამართლიან მშვიდობაზე&ldquo;, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.</content:encoded>
           65                 <link>https://www.ghn.ge/news/297604-chven-jer-ar-vitsit-ikneba-tu-ara-ukrainis-kontrsheteva-omshi-gardamtekhi-iens-stoltenbergi</link>
           66                 <description>ჩვენ ჯერ არ ვიცით, იქნება თუ არა უკრაინის კონტრშეტევა ომში  გარდამტეხი მომენტი - იენს სტოლტენბერგი</description>
           67                 <topic>მსოფლიო</topic>
           68                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1081779349.jpg</image>
           69                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
           70                 <guid>297604</guid>
           71             </item>
           72 
           73         
           74             
           75             <item>
           76                 <title>ნაყოფიერი დისკუსია მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან, ვიმედოვნებთ, წელს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭება - ირაკლი ღარიბაშვილი  </title>
           77                 <content:encoded>ვიმედოვნებთ, რომ წელს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭება -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ&nbsp; ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ &bdquo;ტვიტერში&ldquo; წერს.
           78 
           79 ირაკლი ღარიბაშვილი ოლივერ ვარჰეის საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერი პოზიციისთვის მადლობას უხდის.
           80 
           81 &bdquo;ნაყოფიერი დისკუსია მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ბრიუსელში. განვიხილეთ 12 პრიორიტეტის შესრულების თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ჩვენ ვაფასებთ კომისრის მხარდამჭერ პოზიციას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ. ვიმედოვნებთ, რომ წელს საქართველოს მიენიჭება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი&ldquo;, - წერს პრემიერ-მინისტრი.</content:encoded>
           82                 <link>https://www.ghn.ge/news/297603-naqofieri-diskusia-mkonda-evrokomisar-oliver-varheistan-vimedovnebt-tsels-sakartvelos-evrokavshiris-kandidatis-statusi-mienicheba-irakli-gharibashvili</link>
           83                 <description>ნაყოფიერი დისკუსია მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან, ვიმედოვნებთ, წელს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭება - ირაკლი ღარიბაშვილი  </description>
           84                 <topic>პოლიტიკა</topic>
           85                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1637216275.jpg</image>
           86                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
           87                 <guid>297603</guid>
           88             </item>
           89 
           90         
           91             
           92             <item>
           93                 <title>ლიბერთი და ევექსი თანამშრომლობას აგრძელებენ</title>
           94                 <content:encoded>დღეს, ლიბერთიმ ევექსთან განახლებული მემორანდუმი გააფორმა და სიახლეებიც დააანონსა. &nbsp;მემორანდუმის ფარგლებში, გრძელდება პროექტი, რომლითაც ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, ევექსის 34 კლინიკაში მთელი საქართველოს მასშტაბით, სპეციალური პირობებით სარგებლობენ. &nbsp;
           95 
           96 განახლებული მემორანდუმის ფარგლებში, უახლოეს მომავალში, ასაკით პენსიონერი, ყველა ის ადამიანი, რომელიც &nbsp;სახელმწიფო პენსიის მიმღები პირი გახდება, ლიბერთის სოციალურ ბარათთან ერთად საჩუქრად&nbsp; ევექსის 150 ლარიან ვაუჩერს მიიღებს &nbsp;და&nbsp; ევექსის ნებისმიერ ფილიალში, ერთჯერადი ვიზიტის დროს, წინასწარ შერჩეული&nbsp; 3 სახის &nbsp;სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებს. ევექსის სასაჩუქრე ვაუჩერით&nbsp;სარგებლობა შესაძლებელი იქნება მისი მიღებიდან 2 თვის განმავლობაში.
           97 
           98 ,,დღეს, ევექსის ქსელს კიდევ ერთი ახალი პოლიკლინიკა შეემატა საბურთალოს რაიონში და პარალელურად, ლიბერთისთან ურთიერთთანამშრომლობის&nbsp; მემორანდუმი განახლდა. რომლის ფარგლებშიც, ახლად დარეგისტრირებული ასაკით პენსიონერები, სულ მალე&nbsp;&nbsp;ევექსისგან საჩუქრად 150 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ.&nbsp; მოხარული ვართ, რომ ორი კომპანიის კოლაბორაციით ვაგრძელებთ პროექტს და სოციალური ბარათით მოსარგებლე ადამიანები&nbsp; ევექსის ქსელში შეძლებენ &nbsp;ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე 50%-მდე ფასდაკლებებით სარგებლობას&ldquo;- &nbsp;გიორგი გორდაძე, ევექსის დირექტორი.
           99 
          100 &bdquo;ლიბერთის&nbsp; სტრატეგიის ფარგლებში, ვაგრძელებთ უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვას. ევექსი კლინიკებთან, უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ვთანამშრომლობთ. ერთობლივი სოციალური პროექტი 2020 წელს დავიწყეთ და ათასობით ადამიანს ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა მივეცით. მოხარული ვართ, რომ&nbsp; დღეიდან, განახლებული მემორანდუმით,&nbsp; ერთობლივად&nbsp; შევძლებთ უფროსი ასაკის მომხმარებლებისთვის პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და&nbsp; მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზებას&ldquo; - გიორგი ქოროღლიშვილი, ლიბერთის ციფრული ბანკინგისა და ინოვაციების ოფისის ხელმძღვანელი.
          101 
          102 პროექტის შესახებ:
          103 
          104 ლიბერთისა და ევექსის ერთობლივი პროექტი ყოველწლიურად იხვეწება და ლიბერთის სოციალური ბარათის მომხმარებლებს სთავაზობს განსაკუთრებულ ფასდაკლებებს და ახალ შეთავაზებებს.
          105 
          106 პროექტის დასაწყისში, ფასდაკლების პირობებით მხოლოდ სოციალური ბარათის მფლობელები სარგებლობდნენ, რომლებიც სოციალური ბარათით ანგარიშწორების შემთხვევაში, სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებებზე, მნიშვნელოვან ფასდაკლებებს იღებდნენ.&nbsp; შემდგომ ეტაპზე, პროექტში ლიბერთის სახელფასე ბარათებით მოსარგებლე &nbsp;პედაგოგები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც ჩაერთნენ და მათ ევექსმა, გარკვეულ სამედიცინო მომსახურებებზე,&nbsp; მნიშვნელოვანი ფასდაკლებები შესთავაზა.&nbsp; &nbsp;&nbsp;
          107 
          108 დღეისათვის,&nbsp; ევექსის ყველა კლინიკაში, ლიბერთისთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სოციალური სარგოს მიმღები პირებისთვის, მათ შორის, სახელმწიფო პენსიის ბენეფიციართათვის,&nbsp; კვლავ ძალაში რჩება არსებული ფასდაკლების სქემა როგორც ამბულატორიულ,&nbsp; ასევე სტომატოლოგიურ (ნიუ დენტი) სერვისებზე. &nbsp;
          109 
          110 განსაკუთრებული ფასდაკლებები ვრცელდება შემდეგ სამედიცინო სერვისებზე:
          111 
          112 &middot;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp; &nbsp;
          113 
          114 &middot;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp; - 30% სპეციალისტის კონსულტაციაზე
          115 
          116 &middot;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp; - 20% ექოსკოპიურ კვლევებზე
          117 
          118 &middot;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp; - 30% ლაბორატორიულ კვლევებზე
          119 
          120 &middot;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp; - 50% კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე
          121 
          122 &nbsp;
          123 
          124 &middot;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp; უფასო სტომატოლოგის კონსულტაცია
          125 
          126 &middot;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp; - 50% ქირურგიაზე და წმენდაზე
          127 
          128 &middot;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp; - 40% იმპლანტაციაზე
          129 
          130 &middot;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp; - 30% თერაპიაზე
          131 
          132 &middot;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp; - 10%-30% ორთოპედიაზე (პროთეზირება) და ორთოდონტიაზე (ბრეკეტები)
          133 
          134 &nbsp;&middot;&nbsp;დეტალები იხილეთ :
          135 
          136 &nbsp;https://libertybank.ge/ka/chven-shesakheb/kompaniis-shesakheb/sotsialuri-baratis-benefitebi/evexi
          137 
          138 &nbsp;</content:encoded>
          139                 <link>https://www.ghn.ge/news/297602-liberti-da-eveksi-tanamshromlobas-agrdzeleben</link>
          140                 <description>ლიბერთი და ევექსი თანამშრომლობას აგრძელებენ</description>
          141                 <topic>პოლიტიკა</topic>
          142                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/262936170.jpg</image>
          143                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          144                 <guid>297602</guid>
          145             </item>
          146 
          147         
          148             
          149             <item>
          150                 <title>ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა</title>
          151                 <content:encoded>საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
          152 
          153 შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ოლივერ ვარჰეის მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის განხორციელების დადებით დინამიკაზე და სახელმწიფოს ძალისხმევაზე,&nbsp; სრულად შეესრულებინა ევროკავშირის რეკომენდაციები. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე და ხაზგასმით აღნიშნა, თუ რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.
          154 
          155 შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში დაკავშირებადობის ინიციატივებსა და ამ კუთხით საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე.
          156 
          157 მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მხარს უჭერს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.</content:encoded>
          158                 <link>https://www.ghn.ge/news/297601-irakli-gharibashvili-evrokomisar-oliver-varheis-shekhvda</link>
          159                 <description>ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა</description>
          160                 <topic>პოლიტიკა</topic>
          161                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/2111233692.jpeg</image>
          162                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          163                 <guid>297601</guid>
          164             </item>
          165 
          166         
          167             
          168             <item>
          169                 <title>სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე. ქართველი ხალხისთვის - შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ეხმიანება</title>
          170                 <content:encoded>ისტორიული ევროპული პერსპექტივიდან გამომდინარე, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, თაობებისთვის საქართველოს ახალი ტრაექტორია დახაზოთ, &ndash; ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, &bdquo;ტვიტერზე&ldquo; წერს.
          171 
          172 &bdquo;კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბრიუსელში, პრემიერ-მინისტრო ღარიბაშვილო. ისტორიული ევროპული პერსპექტივიდან გამომდინარე, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, თაობებისთვის საქართველოს ახალი ტრაექტორია დახაზოთ. სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე. ქართველი ხალხისთვის&ldquo;, &ndash; წერს შარლ მიშელი.</content:encoded>
          173                 <link>https://www.ghn.ge/news/297600-sistemuri-reformebi-inkluziuroba-da-gamchvirvaloba-akhla-ufro-metad-sachiroa-vidre-odesme-kartveli-khalkhistvis-sharl-misheli-irakli-gharibashviltan-shekhvedras-ekhmianeba</link>
          174                 <description>სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე. ქართველი ხალხისთვის - შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ეხმიანება</description>
          175                 <topic>პოლიტიკა</topic>
          176                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1432541842.jpg</image>
          177                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          178                 <guid>297600</guid>
          179             </item>
          180 
          181         
          182             
          183             <item>
          184                 <title>საქართველოს ეროვნული ბანკი CENTRAL BANKING - მა ციფრული ვალუტის ინიციატივს კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა</title>
          185                 <content:encoded>საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წამყვანი საერთაშორისო გამოცემა Central Banking - ის კიდევ ერთი ჯილდო -&nbsp;ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ინიციატივის&nbsp;- &quot;CBDC Initiative&quot; მიიღო.
          186 
          187 საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს ფინანსური ბაზრის განვითარებაზე, ხელს უწყობს ფინტექ საქმიანობისთვის საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნას და ორიენტირებულია მოძებნოს ოპტიმალური ბალანსი &nbsp;ინოვაციებსა და რისკებს შორის.
          188 
          189 სებ-ი 2020 წლიდან აქტიურად მუშაობს CBDC-ის თემაზე. ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის კონცეფციისა და დეცენტრალიზებული ფინანსების შესახებ არაერთი კვლევა ჩატარდა. საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შედეგად ეროვნულმა ბანკმა ციფრული ვალუტის პილოტური პროექტის ინიცირების გადაწყვეტილება მიიღო.
          190 
          191 ახალი ტექნოლოგიების ხელშესაწყობად და ფინტექის ეკოსისტემის განვითარების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა: ციფრული ლარი, ღია ბანკინგი, მყისიერი გადახდები, ციფრული ბანკი და სხვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი იყენებს ღია მარეგულირებელ ჩარჩოს, რომელიც ფინტექ ინოვატორებს საზედამხედველო ჩარჩოს განვითარებაში მონაწილეობის მიღების საშუალებას აძლევს.
          192 
          193 ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა უფრო მეტია, ვიდრე გადახდის კიდევ ერთი საშუალება. პლატფორმის შექმნა, რომელსაც ჭკვიანი კონტრაქტების და პროგრამირებადი ტოკენური შესაძლებლობები ექნება, ფინანსურ სექტორში ბანკებისა და ფინტექ კომპანიების ნოვატორობას წაახალისებს. ციფრული ლარი უნდა იყოს ახალი, კომფორტული, თანამედროვე ტექნოლოგიებზე მორგებული გადახდის საშუალება.
          194 
          195 &quot;CBDC პლატფორმა შეავსებს გადახდის არსებულ არხებს (მათ შორის ახლო მომავალში მყისიერი გადახდების სისტემასაც) და კერძო სექტორის ინოვაციებისთვის უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს, საზოგადოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ასევე, ეროვნული ბანკი მხარს დაუჭერს უფრო მასშტაბურ ტენდენციებსა და ინოვაციებს, ფულის ახალი ციფრული ფორმის დანერგვით, ისეთი ფუნქციებითა და ინსტრუმენტებით, რაც საცალო მომხმარებლებისა და კერძო სექტორისთვის გაზრდის მის ფუნქციონალს და ღირებულებას&quot;, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ.
          196 
          197 ჯილდო ეროვნულ ბანკს ყოველწლიური საზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გადაეცა, რომელიც საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ის ორგანიზებით იმართება. აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში ეროვნულ ბანკს გამოცემა Central Banking-ის სხვადასხვა ჯილდო აქვს მიღებული.
          198 
          199 Central Banking Publications 1990 წელს, ლონდონში, მისი პირველი რედაქტორის, რობერტ პრინგლის მიერ დაარსდა, რომელიც მანამდე The Banker-ის რედაქტორი იყო. CENTRAL BANKING წარმოადგენს ფინანსურ მედია პორტალსა და გამომცემლობას. მას ძალზე&nbsp;დიდი&nbsp;აუდიტორია ჰყავს, რომელიც ძირითადად, მოიცავს მსოფლიოს ცენტრალურ ბანკებს და საფინანსო სექტორის&nbsp;მარეგულირებლებს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს და&nbsp;საფინანსო&nbsp;სექტორის სხვა წარმომადგენლებს.</content:encoded>
          200                 <link>https://www.ghn.ge/news/297599-sakartvelos-erovnuli-banki-central-banking-ma-tsifruli-valutis-initsiativs-kategoriashi-gamarjvebulad-daasakhela</link>
          201                 <description>საქართველოს ეროვნული ბანკი CENTRAL BANKING - მა ციფრული ვალუტის ინიციატივს კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა</description>
          202                 <topic>ეკონომიკა</topic>
          203                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1867967630.jpg</image>
          204                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          205                 <guid>297599</guid>
          206             </item>
          207 
          208         
          209             
          210             <item>
          211                 <title>სალომე ზურაბიშვილმა ანა გოგუაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა</title>
          212                 <content:encoded>საქართველოს პრეზიდენტმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, მათი პრობლემების საზოგადოებაში წარმოჩენისათვის, ამ პრობლემებთან მიმართებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და მტკიცე სამოქალაქო პოზიციისთვის ანა გოგუაძე ღირსების მედლით დაჯილდოვა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
          213 
          214 &bdquo;საჭიროა მეტი ძალისხმევა და მეტი ხელშეწყობა, იქნება ეს სახელმწიფოსგან, თუ საზოგადოებისგან. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება და ამას ძალიან დიდი შედეგი აქვს. პირველ რიგში, შედეგი მოაქვს პიროვნებების აქტივობას. წინა წლებში, სხვა სისტემაში ყველაფრის მოლოდინი სახელმწიფოსგან იყო, დღეს კი, თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანების აქტივობას.
          215 
          216 ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მეძლევა შესაძლებლობა, დავაჯილდოო ანა გოგუაძე, რომელიც არის მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა დანებდე, გარე ბარიერებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, როგორ უნდა დაიცვა საკუთარი თავი და აკეთო შენი საქმე&ldquo;, &ndash; განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ანა გოგუაძის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
          217 
          218 პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა შშმ პირების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის გაძლიერების საკითხზე ისაუბრა და ასისტენტის დანიშვნის უფლების რეალიზაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
          219 
          220 &bdquo;ანა გოგუაძის მაგალითი სარჩელთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია. აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ხელი შეგიწყვეს, ადვოკატები, რომელთა გარეშეც არ იქნებოდა ის შედეგი, რაც დადგა. ეს არის ერთი ნაბიჯი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, სახელმწიფომ აღიარა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ზოგიერთ თქვენგანს დახმარება სჭირდება და უნდა დაუნიშნოს ასისტენტი. მე არ ვიცი, დღეს რამდენი ადამიანი სარგებლობს ამ საშუალებით, მაგრამ ამ მაგალითით ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ამის უფლება აქვთ და გამოიყენონ ეს უფლება.
          221 
          222 თქვენ ხართ ძალიან დიდი მაგალითი იმისა, რომ ყველაზე რთულ პირობებშიც შეიძლება, იბრძოლოთ. მე ყველას მინდა მოვუწოდო &ndash; ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ყოველთვის არის შედეგი და გამარჯვება. თანაბარი უფლებები ჩვენი სახელმწიფოს საყრდენი და საძირკველია. თუ ეს ყველასთვის არ იქნება, მაშინ არაფერი არ იქნება. ყველასთვის უნდა არსებობდეს ეს თანასწორობა და თანაბარი უფლებები. მინდა მოგილოცოთ ყველას ეს დღე, გისურვოთ წინსვლა და წარმატება&ldquo;, &ndash; განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
          223 
          224 თავსი მხრივ, ანა გოგუაძემ საქართველოს პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა.
          225 
          226 &bdquo;ჩვენ მოვიგეთ სასამართლო, ვისაც ესაჭიროებოდა პირადი ასისტენტის სერვისი. მიხარია, რომ ეს გამოგვივიდა. ჩემი აზრით, ნებისმიერი ადამიანი, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უნდა ზრუნავდეს საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და შენებაზე&ldquo;,- განაცხადა ანა გოგუაძემ.</content:encoded>
          227                 <link>https://www.ghn.ge/news/297598-salome-zurabishvilma-ana-goguadze-ghirsebis-medlit-daajildova</link>
          228                 <description>სალომე ზურაბიშვილმა ანა გოგუაძე ღირსების</description>
          229                 <topic>საზოგადოება</topic>
          230                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1825391014.jpg</image>
          231                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          232                 <guid>297598</guid>
          233             </item>
          234 
          235         
          236             
          237             <item>
          238                 <title>საბერძნეთის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 59 მიგრანტი დაიღუპა</title>
          239                 <content:encoded>სულ მცირე 59 მიგრანტი დაიღუპა ნავის ჩაძირვის შედეგად, სამხრეთ საბერძნეთის სანაპიროსთან. გავრცელებული ინფორმაციით, ნავი ლიბიიდან გამოვიდა და იტალიისკენ მიემართებოდა.
          240 
          241 მასშტაბური სამაშველო ოპერაციის შედეგად 104 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ისინი მაშველებმა საბერძნეთის რეგიონის პელოპონესისდან 75 კილომეტრში იპოვეს. გადარჩენილები ქალაქ კალამატაში გადაიყვანეს.
          242 
          243 ნავი, ლიბიის ტორბუკის რაიონიდან გამოვიდა. საბერძნეთის სანაპირო დაცვის განცხადებით, აღნიშნული ნავი საერთაშორისო წყლებში სამშაბათს ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს კუთვნილმა თვითმფრინავმა დააფიქსირა. მათივე ინფორმაციით, ბორტზე არცერთ მგზავრს არ ეცვა სამაშველო ჟილეტი და მგზავრებმა შეთავაზებულ დახმარებებზე უარი განაცხადეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი ნავი ჩაიძირა.</content:encoded>
          244                 <link>https://www.ghn.ge/news/297597-saberdznetis-sanapirostan-navis-chadzirvis-shedegad-sul-mtsire-59-migranti-daighupa</link>
          245                 <description>საბერძნეთის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 59 მიგრანტი დაიღუპა</description>
          246                 <topic>მსოფლიო</topic>
          247                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1379516649.png</image>
          248                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          249                 <guid>297597</guid>
          250             </item>
          251 
          252         
          253             
          254             <item>
          255                 <title>ოთარ შამუგია გეოგრაფიული აღნიშვნების  მსოფლიო სიმპოზიუმის გახსნას დაესწრო</title>
          256                 <content:encoded>გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმის გახსნას დაესწრო. სიმპოზიუმი, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ორგანიზებით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრთან (საქპატენტი) თანამშრომლობით ტარდება.
          257 
          258 &bdquo;ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემა, აგროპროდუქტის ხარისხის უზრუნველსაყოფის, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის და ბიზნესისათვის კეთილსინდისიერი კონკურენციის პირობების შექმნის ერთ-ერთი მთავარი მდგენელია. ქვეყანაში წარმოების ზრდის პარალელურად, მზარდია ექსპორტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული პროდუქცია საკუთარ ადგილს იმკვიდრებს საერთაშორისო ბაზრებზე. გეოგრაფიული აღნიშვნით და ადგილწარმოშობის დასახელებით დაცული პროდუქტების შენარჩუნება და პოპულარიზაცია ბიძგს აძლევს ეკონომიკურ განვითარებას, ასეთი აგროსასურსათო პროდუქტები მაღალი მოთხოვნით სარგებლობს ბაზარზე. უნდა აღინიშნოს, რომ დღეს, საქართველოს ინტელექტუალური დაცვის ეროვნულ ცენტრში, ადგილწარმოშობის დასახელებით რეგისტრირებულია 29 დასახელების ღვინო, 8 დასახელების მინერალური წყალი, გეოგრაფიული აღნიშვნით დაცულია 26 დასახელების სურსათი. 2021 წელს კი, საღვინე ჭურჭელი &bdquo;ქვევრი&ldquo; პირველი არასასურსათო პროდუქტი გახდა, რომელიც გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს დაემატა”&ldquo;, - განაცხადა ოთარ შამუგიამ სიმპოზიუმზე სიტყვით გამოსვლისას.
          259 
          260 აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნა &bdquo;საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების სქემების განვითარების, პროდუქტის ბრენდინგის, მარკეტინგის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობისა და მათი დაცვის სამართლებრივი და ინსტიტუციონალური მექანიზმების სრულყოფის მიზნით მარკეტინგული საბჭო&ldquo;, რომელიც საქმიანობას საერთაშორისო პრაქტიკით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ახორციელებს და აქტიურად თანამშრომლობს საქპატენტთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ამასთან, ხარისხის სქემების განვითარებასა და დაცვის სამართლებრივი მექანიზმების გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობს სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტი.
          261 
          262 სიმპოზიუმის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის WIPO-ს გენერალური დირექტორის მოადგილეს, ვანგ ბინინგს შეხვდა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობას, მსოფლიო სიმპოზიუმის ორგანიზებისათვის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და კონტროლის საკითხი, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში ერთ-ერთი გამოწვევაა და საერთაშორისო გამოცდილების გაცნობა და გაზიარება, რის შესაძლებლობასაც თბილისში მიმდინარე გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ მსოფლიო სიმპოზიუმი იძლევა, ძალზედ მნიშვნელოვანია.
          263 
          264 გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ საქართველოს ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და WIPO გენერალური დირექტორის მოადგილე ვანგ ბინინგი.
          265 
          266 სიმპოზიუმის ფარგლებში, 14-16 ივნისს,&nbsp; გაიმართება სესიები თემებზე: გეოგრაფიული აღნიშვნების ბრენდინგისა და მარკეტინგის სტრატეგიები; განვითარების შერჩეული მაგალითები; გეოგრაფიული აღნიშვნები ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვში: გასტრონომიული ტურიზმი/ენოტურიზმი; გეოგრაფიულ აღნიშვნების მართვა და ხარისხი; გეოგრაფიული აღნიშვნები, სავაჭრო და საერთო სახელწოდებები; თანამშრომლობა გეოგრაფიული აღნიშვნებისთვის.</content:encoded>
          267                 <link>https://www.ghn.ge/news/297596-otar-shamugia-geografiuli-aghnishvnebis-msoflio-simpoziumis-gakhsnas-daestsro</link>
          268                 <description>ოთარ შამუგია გეოგრაფიული აღნიშვნების  მსოფლიო სიმპოზიუმის გახსნას დაესწრო</description>
          269                 <topic>საზოგადოება</topic>
          270                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1114485235.jpg</image>
          271                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          272                 <guid>297596</guid>
          273             </item>
          274 
          275         
          276             
          277             <item>
          278                 <title>შარლ მიშელთან შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ არის მტკიცე, როგორც არასდროს - ირაკლი ღარიბაშვილი</title>
          279                 <content:encoded>საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრაზე ევროპისკენ საქართველოს სწრაფვის შესახებ ისაუბრეს.
          280 
          281 როგორც ღარიბაშვილი &bdquo;ტვიტერის&ldquo; გვერდზე წერს, მადლობას უხდის შარლ მიშელს საქართველოს ევროპული მომავლისადმი პერსონალური მხარდაჭერისთვის.
          282 
          283 &bdquo;მოხარული ვარ, რომ შევხვდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს. აღვნიშნეთ, რომ საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ არის მტკიცე, როგორც არასდროს და ჩვენ ვიმედოვნებთ, ევროპის საბჭო მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას წელს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ პრეზიდენტ მიშელს საქართველოს ევროპული მომავლისადმი პერსონალური მხარდაჭერისთვის&ldquo;, &ndash; წერს ირაკლი ღარიბაშვილი.</content:encoded>
          284                 <link>https://www.ghn.ge/news/297595-sharl-misheltan-shekhvedraze-aghvnishnet-rom-sakartvelos-stsrafva-evropisken-aris-mtkitse-rogorts-arasdros-irakli-gharibashvili</link>
          285                 <description>შარლ მიშელთან შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ არის მტკიცე, როგორც არასდროს -ირაკლი ღარიბაშვილი</description>
          286                 <topic>პოლიტიკა</topic>
          287                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/917812248.jpg</image>
          288                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          289                 <guid>297595</guid>
          290             </item>
          291 
          292         
          293             
          294             <item>
          295                 <title>რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს - სუს</title>
          296                 <content:encoded>გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაახლეს 2022 წელს დაწყებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რომლის ფარგლებში უკანონოდ დაამონტაჟეს ლითონის ბოძები და მავთულხლართები. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
          297 
          298 მათივე ცნობით, აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
          299 
          300 &bdquo;საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს.
          301 
          302 საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ თითოეულ დესტრუქციულ ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპციო ძალას&ldquo;, &ndash; ნათქვამია სუს-ის ინფორმაციში.</content:encoded>
          303                 <link>https://www.ghn.ge/news/297594-rusetis-saokupatsio-dzalebma-khurvaletis-mimdebare-okupirebul-teritoriaze-ukanono-ets-borderizatsiis-protsesi-ganaakhles-sus</link>
          304                 <description>რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს - სუს-ი</description>
          305                 <topic>კონფლიქტები</topic>
          306                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/287410263.jpg</image>
          307                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          308                 <guid>297594</guid>
          309             </item>
          310 
          311         
          312             
          313             <item>
          314                 <title>ირაკლი ღარიბაშვილის შარლ მიშელთან შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იყო - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია</title>
          315                 <content:encoded>საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში შეხვედრებს აგრძელებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ირაკლი ღარიბაშვილს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
          316 
          317 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იყო. მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით.
          318 
          319 &bdquo;ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული გადაწყვეტილებაა და ხაზი გაუსვეს, რომ წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, მათ შორის, პოლარიზაციის დასრულების თვალსაზრისით. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებას. აქცენტი გაკეთდა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის.
          320 
          321 შექმნილ ვითარებაში პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა რეგიონში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა როგორც მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის, ისე საქართველოსა და ევროკავშირს შორის შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის საქმეში გაწეული პირადი ძალისხმევისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა&ldquo;, &ndash; ნათქვამია ინფორმაციაში.</content:encoded>
          322                 <link>https://www.ghn.ge/news/297593-irakli-gharibashvilis-sharl-misheltan-shekhvedris-mtavari-tema-sakartvelos-evrokavshirshi-gatsevrianebis-protsesi-iqo-sakartvelos-mtavrobis-administratsia</link>
          323                 <description>ირაკლი ღარიბაშვილის შარლ მიშელთან შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იყო</description>
          324                 <topic>პოლიტიკა</topic>
          325                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/530577493.jpg</image>
          326                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          327                 <guid>297593</guid>
          328             </item>
          329 
          330         
          331             
          332             <item>
          333                 <title>ლოტკინის დასახლებაში „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დანაგვიანებული ტერიტორია სამშენებლო ნარჩენისგან გაწმინდეს</title>
          334                 <content:encoded>შპს &bdquo;თბილსერვის ჯგუფის&ldquo; თანამშრომლებმა ლოტკინის დასახლებაში, დავით იოსელიანისა და მაჩხაანის ქუჩების მიმდებარედ დანაგვიანებული ტერიტორია დაასუფთავეს.
          335 
          336 ღონისძიებაში ჩართული იყო კომპანიის 30 თანამშრომელი და შესაბამისი ტექნიკა. აღნიშნული ტერიტორია სამშენებლო ნარჩენისგან გაიწმინდა და მონიტორინგის მიზნით, კონტროლის გასამკაცრებლად ფოტოხაფანგები დამონტაჟდება.
          337 
          338 სამუშაოებს &bdquo;თბილსერვის ჯგუფის&ldquo; დირექტორი დავით ფაჩულია ადგილზე გაეცნო.
          339 
          340 &bdquo;მსგავსი აქციებით, გარდა იმისა, რომ ვასუფთავებთ კონკრეტულ ადგილებს, ასევე, მოვუწოდებთ იმ ადამიანებს, ვინც კანონს არღვევს, ნუ დაანაგვიანებენ ქალაქს. აღნიშნული ტერიტორია თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ხვალიდან მკაცრად გაკონტროლდება და ფოტოხაფანგებიც მოეწყობა. სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების შემთხვევაში, კანონის შესაბამისად მოხდება რეაგირება და ჯარიმებიც გამოიწერება&ldquo;, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.
          341 
          342 &bdquo;თბილსერვის ჯგუფის&ldquo; პოლიგონზე სამშენებლო ნარჩენის კანონიერად განთავსების შესახებ მოქალაქეებს სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ კომპანიის ცხელ ხაზზე - 2 61 90 50.&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;</content:encoded>
          343                 <link>https://www.ghn.ge/news/297592-lotkinis-dasakhlebashi-tbilservis-jgufis-tanamshromlebma-danagvianebuli-teritoria-samsheneblo-narchenisgan-gatsmindes</link>
          344                 <description>ლოტკინის დასახლებაში „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დანაგვიანებული ტერიტორია სამშენებლო ნარჩენისგან გაწმინდეს</description>
          345                 <topic>საზოგადოება</topic>
          346                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1546031140.jpg</image>
          347                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          348                 <guid>297592</guid>
          349             </item>
          350 
          351         
          352             
          353             <item>
          354                 <title>ბრალდება წარედგინა პირს, რომელიც 16 წლის ასაკს მუღწეველთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ამცირებდა, ლახავდა მის ღირსებას, რის გამოც დაზარალებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა</title>
          355                 <content:encoded>საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 16 წლის ასაკს მუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების და &nbsp;თვითმკვლელობამდე მიყვანის &nbsp;ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა.&nbsp;
          356 
          357 უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, ბრალდებული 16 წლის ასაკს მუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ასევე სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს, დაზარალებულმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
          358 
          359 სამართალდამცველებმა ბრალდებული 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის &nbsp;მეორე ნაწილის ,,ა&rsquo;&rsquo; ქვეპუნქტით (თვითმკვლელობამდე მიყვანა გენდერის ნიშნით) და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწევლთან) წარედგინა.&nbsp;
          360 
          361 პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს &nbsp;კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.</content:encoded>
          362                 <link>https://www.ghn.ge/news/297591-braldeba-tsaredgina-pirs-romelits-16-tslis-asaks-mughtseveltan-sistematurad-amqarebda-skesobriv-kavshirs-amtsirebda-lakhavda-mis-ghirsebas-ris-gamots-dazaralebulma-sitsotskhle-tvitmkvlelobit-daasrula</link>
          363                 <description>ბრალდება წარედგინა პირს, რომელიც 16 წლის ასაკს მუღწეველთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ამცირებდა, ლახავდა მის ღირსებას, რის გამოც დაზარალებულმა  მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა</description>
          364                 <topic>სამართალი</topic>
          365                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/41718317.jpg</image>
          366                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          367                 <guid>297591</guid>
          368             </item>
          369 
          370         
          371             
          372             <item>
          373                 <title>მე-10 მოწვევის პარლამენტმა დღემდე ბევრი რამ გააკეთა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გაძლიერების კუთხით - შალვა პაპუაშვილი</title>
          374                 <content:encoded>ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის ინიციატივით, პარლამენტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა.
          375 
          376 ღონისძიებასთან დაკავშირებით პარლამენტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უმასპინძლეს. გაიმართა ფოტო-გამოფენა, რომელიც პროექტის - &bdquo;ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან&ldquo; - ფარგლებში &bdquo;შვედური ინსტიტუტის&ldquo; მხარდაჭერით მომზადდა.
          377 
          378 პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების ხედვისა და დამოკიდებულების&nbsp; შეცვლა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა.
          379 
          380 პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისთვის სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
          381 
          382 &bdquo;მე-10 მოწვევის პარლამენტმა დღემდე ბევრი რამ გააკეთა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გაძლიერების კუთხით, როგორიცაა: სამართლებრივი, გაეროს შესაბამისი კონვენციების&nbsp; ფაკულტატიური&nbsp; ნაწილების რატიფიცირება და სოციალური კუთხით კი პაკეტების გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია,&nbsp; რომ&nbsp;&nbsp; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჩართულობა უზრუნველყოფილი იყოს პოლიტიკის შემუშავებაში და განხორციელების პროცესში&ldquo;, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
          383 
          384 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ შეზღუდული შესაძლებლობების&nbsp; მქონე პირთა&nbsp; უფლებების დაცვის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
          385 
          386 მოწვეულმა სტუმრებმა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.
          387 
          388 &nbsp;</content:encoded>
          389                 <link>https://www.ghn.ge/news/297590-me-10-motsvevis-parlamentma-dghemde-bevri-ram-gaaketa-shezghuduli-shesadzleblobebis-mkone-pirta-uflebebis-gadzlierebis-kutkhit-shalva-papuashvili</link>
          390                 <description>მე-10 მოწვევის პარლამენტმა დღემდე ბევრი რამ გააკეთა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გაძლიერების კუთხით - შალვა პაპუაშვილი</description>
          391                 <topic>პოლიტიკა</topic>
          392                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/37459000.jpg</image>
          393                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          394                 <guid>297590</guid>
          395             </item>
          396 
          397         
          398             
          399             <item>
          400                 <title>პარლამენტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო</title>
          401                 <content:encoded>პარლამენტმა &bdquo;პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ&ldquo;&nbsp; კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, 77&nbsp; ხმით, ერთხმად მიიღო.
          402 
          403 &bdquo;მნიშვნელოვანი ახალი საკანონმდებლო აქტი იქმნება და ამით ერთი მხრივ, შესრულდება 12-პუნქტიანი რეკომენდაციების მოთხოვნები და ამასთან ერთად, ქართული კანონმდებლობა მნიშვნელოვნად დაუახლოვდება ევროპულ კანონმდებლობას&ldquo;, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ &bdquo;პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ&ldquo; კანონპროექტის მესამე მოსმენით წარდგენისას.
          404 
          405 კანონპროექტის თანახმად, მოწესრიგდება მონაცემთა დამუშავების კანონიერებასთან, მონაცემთა სუბიექტის უფლებებთან, მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის ვალდებულებებთან დაკავშირებული საკითხები.
          406 
          407 როგორც სხდომაზე აღინიშნა, კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში არსებული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების, საქართველოს მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და&nbsp; საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრების საჭიროებით.
          408 
          409 პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაცია და კონსოლიდაცია წარმოადგენს საქართველოს მიერ ევროპის კავშირთან ასოცირების შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრ ვალდებულებას.</content:encoded>
          410                 <link>https://www.ghn.ge/news/297589-parlamentma-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb-kanonproekti-miigho</link>
          411                 <description>პარლამენტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო</description>
          412                 <topic>პოლიტიკა</topic>
          413                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1884045563.jpg</image>
          414                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          415                 <guid>297589</guid>
          416             </item>
          417 
          418         
          419             
          420             <item>
          421                 <title>უნდა შეეგუონ, რომ არიან რუსები, მოღალატეები, თავიანთი ქმედებებით რუსულ ძალებს აძლიერებენ და უნდა შეეჩვიონ იმასაც, რომ საქართველოს მოქალაქეების 90% აგინებს და ამის შეწერა მოუწევთ - ანა წითლიძე კობახიძესა და მდინარაძეზე</title>
          422                 <content:encoded>&ldquo;ირაყლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს აგინებს საქართველოს მოქალაქეების 90 პროცენტი, რომელსაც ირაყლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე აკარგვინებენ ამ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.&ldquo; - განაცხადა &bdquo;ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&ldquo;დეპუტატმა, ანა წითლიძემ.
          423 
          424 ანა წითლიძე გამოეხმაურა &ldquo;ქართული ოცნების&ldquo; თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლშიც ის ამბიბს: &bdquo;ნაციონალური მოძრაობა&ldquo; თვითონვე გამოდის, ისვრიან რუსულ რუბლს სხდომათა დარბაზში, მერე ტაშს უკრავენ სხვა &bdquo;ნაციონალები&ldquo;, მერე გვიწევს, დედა ვაგინოთ &bdquo;ნაციონალებს&ldquo;, კი ირგებენ ამას, მაგრამ მაინც პოლარიზაციაა ეს ყველაფერი,”.
          425 
          426 &ldquo;ირაყლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს აგინებს საქართველოს მოქალაქეების 90 პროცენტი, რომელსაც ირაყლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე აკარგვინებენ ამ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას, ამიტომაც საქართველოს მოქალაქეების 90 პროცენტის ეს გინება ირაყლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს აქვს შეწერილი და თან შეწერილი აქვთ სამუდამოდ, ისიც შეწერილი აქვთ, რომ არიან რუსები და შიგნით რაც მოხდა ამის ამსახველი ვიდეო მე დავდე, იყო მცდელობა, რომ პროვოკაციაზე წამოეგოთ ოპოზიცია და ფიზიკური დაპირისპირება ყოფილიყო, ამას ცდილობდა მამუკა მდინარაძე, თუმცა მამუკა მდინარაძეს შემდეგ მოუწია დარბაზის დატოვება და განმარტოება მოსაწევ ოთახში მანამ, სანამ არ დაიწყო ისევ სესია. ეს იყო საქართველოს მოქალაქე, რომელმაც გამოხატა თავისი პროტესტი ისე, როგორც გამოხატა, რაც მათ გულზე მოხვდათ და მესმის, რომ მოხვდათ კიდეც. ისინი უნდა შეეგუონ, რომ არიან რუსები, არიან მოღალატეები და თავიანთი ქმედებებით სწორედ ამას შვრებიან, რუსულ ძალებს აძლიერებენ ამ ქვეყანაში და უნდა შეეჩვიონ იმასაც, რომ საქართველოს მოქალაქეების 90 პროცენტი ესე აგინებს და ამის შეწერა მოუწევთ მაშინაც, როდესაც ხელისუფლებაში არიან და მაშინაც, როცა ხელისუფლებაში არ იქნებიან.&ldquo; - ასე გამოეხმაურა ანა წითლიძე ირაკლი კობახიძის განცხადებას &bdquo;ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე&ldquo;</content:encoded>
          427                 <link>https://www.ghn.ge/news/297588-unda-sheeguon-rom-arian-rusebi-moghalateebi-tavianti-kmedebebit-rusul-dzalebs-adzliereben-da-unda-sheechvion-imasats-rom-sakartvelos-mokalakeebis-90-aginebs-da-amis-shetsera-moutsevt-ana-tsitlidze-kobakhidzesa-da-mdinaradzeze</link>
          428                 <description>უნდა შეეგუონ, რომ არიან რუსები, მოღალატეები, თავიანთი ქმედებებით რუსულ ძალებს აძლიერებენ და უნდა შეეჩვიონ იმასაც, რომ საქართველოს მოქალაქეების 90% აგინებს და ამის შეწერა მოუწევთ - ანა წითლიძე კობახიძესა და მდინარაძეზე</description>
          429                 <topic>პოლიტიკა</topic>
          430                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/720387677.png</image>
          431                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          432                 <guid>297588</guid>
          433             </item>
          434 
          435         
          436             
          437             <item>
          438                 <title>რთული ასატანია, როცა რუსული საქმის მკეთებლები ვითომ პროდასავლურად დეკლარირებენ, წინ გისხედან პარტიის წარმომადგენლები, რომელთაც ქართველ სამხედროებს ომის დაწყება და ომის დანაშაული დააბრალეს - მამუკა მდინარაძე</title>
          439                 <content:encoded>ფრაქცია &bdquo;ქართული ოცნების&ldquo; თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, პარლამენტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როცა რუსულ თემაზეა საუბარი, მომხდარის მოთმენა პრაქტიკულად შეუძლებელია. &bdquo;რომ არა ჩვენი, -&nbsp; პოლიტიკოსების თმენის ვალდებულება, ალბათ, არ ვიცი აქ რა მოხდებოდა. მაგრამ ძალიან კარგია, რომ ეს თმენის ვალდებულება არსებობს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ამ წესის დაცვას, მაგრამ ადამიანები, რომლებიც პარტიას წარმოადგენენ, რომელმაც, თავის მხრივ, ომის დანაშაულში ქართველი სამხედროები დაადანაშაულა, მათგან&nbsp; ამ არგუმენტებს მიღება შეუძლებელია&ldquo;, აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
          440 
          441 როგორც მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, ის კარგად იცნობს შშმ პირების თემებს, როგორც პროფესიული, ისე წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე და&nbsp; ოჯახიდანაც, &bdquo;როდესაც პოლიტიკური მიზნებისთვის ასეთ სტრესს აყენებენ ბავშვებს, შშმ პირებს, შვილებს და მერე ამაზე ტაშს უკრავს ვიღაცა და მერე თავს გამოიდებს, დიახ, მე დავუკარი ტაში ამ პერფორმანსზეო, ასეთ ხალხს ყველაფერი ეკუთვნის&ldquo;, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.
          442 
          443 &bdquo;ჩემთვის ერთი ფოტო, ყველაზე ამაღელვებელი იყო - ყურებში თითებგარჭობილი ბავშვი, შშმ პირი, ამ საშინელების და მარაზმის შედეგად, წარმოუდგენელი ამბავია. არ შეიძლება ხალხო, არ შეიძლება ყველაფერი იკადრონ&nbsp; ადამიანებმა. შშმ პირებს, ბავშვებს, დაჭირდათ რომ ხელები დაეფარათ ყურებზე და ყურებში თითები გაირჭეს, რომ ამ უბედურებისთვის, ამ საშინელებისთვის არ შეეხედათ, ამის კადრება არ შეიძლება. &bdquo;ნაცი&ldquo; კი არა, მართლა ფაშისტი რომ იყო წინა საუკუნიდან და ათასგვარი&nbsp; უბედურების წარმომადგენელი, მაშინ არ უნდა იკადრო ეს. სწორედ ეს იყო ჩემი რეაქციის საფუძველი, რომ დიახ, მე დაუკარი ამ პერფორმანს ტაშიო და ბავშვები საერთოდ არ აინტერესებდათ, ამას შეფასების მიღმა დავტოვებ იმიტომ, რომ არ შეიძლება კორექტულად ეს შეაფასო&ldquo;, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.</content:encoded>
          444                 <link>https://www.ghn.ge/news/297587-rtuli-asatania-rotsa-rusuli-sakmis-mketeblebi-vitom-prodasavlurad-deklarireben-tsin-giskhedan-partiis-tsarmomadgenlebi-romeltats-kartvel-samkhedroebs-omis-datsqeba-da-omis-danashauli-daabrales-mamuka-mdinaradze</link>
          445                 <description>რთული ასატანია, როცა რუსული საქმის მკეთებლები ვითომ პროდასავლურად დეკლარირებენ, წინ გისხედან პარტიის წარმომადგენლები, რომელთაც ქართველ სამხედროებს ომის დაწყება და ომის დანაშაული დააბრალეს - მამუკა მდინარაძე</description>
          446                 <topic>კომენტარი</topic>
          447                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/333991326.jpg</image>
          448                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          449                 <guid>297587</guid>
          450             </item>
          451 
          452         
          453             
          454             <item>
          455                 <title>თბილისში საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს მთავრობას შორის საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა – 2023 წლის პრიორიტეტად დადგინდა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვა</title>
          456                 <content:encoded>14 ივნისს თბილისში გაიმართა მესამე ყოველწლიური საკონსულტაციო შეხვედრა საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის, სადაც განიხილეს მიმდინარე განვითარების პროექტების განხორციელება.
          457 
          458 შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკა გუნცაძე, AFD-ის ევრაზიის რეგიონული დირექტორი სესილ კუპრი და მისი აღმატებულება საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი ესწრებოდნენ.
          459 
          460 სოფლის მეურნეობის განვითარებისა და გარემოს დაცვის მზარდი მხარდაჭერა საქართველოსა და AFD-ს შორის თანამშრომლობის მთავარი მიღწევაა.
          461 
          462 ფრანგულ-ქართული სასოფლო-სამეურნეო თანამშრომლობა ეფუძნება განვითარების ინოვაციურ მიდგომებს პროექტებისა AFD/EU FinExCoop Georgia და FASEP, პროექტი საქართველოში წვრილფეხა ცხოველების განვითარების შესახებ, რომელსაც ახორციელებს საფრანგეთის ხაზინა/გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ორივე პროექტი აერთიანებს სტრატეგიული პოლიტიკის რჩევებს პრაქტიკულ მუშაობასთან, რათა გააუმჯობესოს ქართველების ტექნიკური შესაძლებლობები საკვანძო ღირებულებების ჯაჭვში, აქტიური თანამშრომლობით ფრაგულ-ქართულ უნივერსიტეტთან.
          463 
          464 2022 წლის ივნისში საქართველოს წარედგინა ევროკავშირის პერსპექტივა თორმეტ რეკომენდაცასთან ერთად, რაც ისახავდა მიზნად ამ პროცესის რეფორმების ძირითადი სფეროების განხილვას. კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია, ისევე როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროს სოციალურად ინკლუზიური მოდერნიზაცია უნდა გახდეს ფრაგულ-ქართული თანამშრომლობის საფუძველი. ამ თანამშრომლობის მასშტაბი ვრცელია: მასში ჩართულია ცენტრალური მთავრობები, რეგიონალური ხელისუფლებები AFD საბჭოს მიერ 2023 წლის მარტში დამტკიცებული PADAIG პროგრამის ფარგლებში, აკადემიური სექტორი, კერძო კომპანიები, მათ შორის კოოპერატიული საწარმოები, ფერმერთა ორგანიზაციები და ინდივიდუალური ფერმერები.
          465 
          466 13 ივნისს საფრანგეთის დელეგაცია, რომელიც შედგებოდა AFD-ისგან, საფრანგეთის საელჩოსა და ორგანიზაციებისგან: LACTALIS, Carrefour, UFG (ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი) და FinExCoop პროექტი, ქართველ პარტნიორებთან ერთად ეწვია ობიექტებს. ეს მოგზაურობა მიეძღვნა ამ სფეროში საფრანგეთისა და საქართველოს თანამშრომლობის ორ სიმბოლოს: ქართველი და ფრანგი ინვესტორების თანამფლობელობაში არსებულ &nbsp;ქარხანას Sant&eacute; Lactalis-ს და ვიზიტს მევენახეობისა და მეცხოველეობის ინოვაციური ფერმაში სართიჭალში. ეს ვიზიტები ასახავს სოფლის მეურნეობის სტრატეგიულ მნიშვნელობას საფრანგეთ-ქართულ პარტნიორობაში.
          467 
          468 ორ ქვეყანას შორის სასოფლო-სამეურნეო თანამშრომლობის პატივსაცემად, 2023 წლის ოქტომბერში საქართველო საფრანგეთის ქალაქ კლერმონ-ფერანში მეცხოველეობის სამიტის სტუმარი ქვეყანა იქნება. ეს ღონისძიება იქნება ორ ქვეყანას შორის მომავალი ქმედებების უკეთესი დაგეგმვის შესაძლებლობა.
          469 
          470 მისი აღმატებულება საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი:&nbsp; &ldquo;მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ მესამე ყოველწლიურ კონსულტაციაში AFD-სა და საქართველოს მთავრობას შორის. საფრანგეთი საქართველოს წარმატებული განვითარებისა და მისი ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია. სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლა ადეკვატური სოციალური და ჯანდაცვის უზრუნველყოფის გზით, გარემოს დაცვა, ენერგეტიკისა და სურსათის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის ხელშეწყობა ჩვენი საერთო პრიორიტეტებია. ჩვენ მივაღწიეთ პროგრესს და გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოში ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან, ინსტიტუციებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, როგორც &ldquo;გუნდი ევროპას” ნაწილი, რათა დავაკმაყოფილოთ საქართველოს ამბიციები თავისი ხალხის კეთილდღეობისთვის.”
          471 
          472 ეკა გუნცაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე: &ldquo;ჩვენი თანამშრომლობის პერიოდში საფრანგეთი ჩამოყალიბდა საქართველოს წამყვან პარტნიორად, რომელიც დროულ და ეფექტურ დახმარებას უწევს მას AFD-ის მეშვეობით ქვეყნის განვითარების პრიორიტეტების შესაბამისად. მინდა ხაზი გავუსვა, რამდენად ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას და ველით მის გაგრძელებას.
          473 
          474 გარდა ამისა, მსურს გამოვხატო ჩვენი მადლიერება AFD-ის მიერ გაწეული მხარდაჭერისთვის საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა ენერგო დამოუკიდებლობა და ეფექტურობა, ირიგაცია, ადამიანური კაპიტალი, რეგიონული განვითარება, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, რკინიგზა, ტრანსპორტის რეფორმა, წყალმომარაგება, სოციალური უზრუნველყოფა, ჯანმრთელობა და კლიმატის ცვლილება.
          475 
          476 ჩვენ ვაცხადებთ მზადყოფნას ვიმუშაოთ საფრანგეთთან, რათა შემდგომ განვავითაროთ ჩვენი პარტნიორობა საქართველოს მიმდინარე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მხარდასაჭერად&ldquo;.
          477 
          478 თენგიზ ნასარიძე, მინისტრის მოადგილე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: &ldquo;ყველა აქტივობა, პროგრამა და ღონისძიება, რომელსაც ვგეგმავთ და ვახორციელებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ერთი მხრივ, მიმართულია აგრარულ დარგში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად და ეფექტიანად ათვისებისკენ, საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნადი, კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების და რეალიზაციის ხელშეწყობისკენ, ხოლო მორე მხრივ, ჩვენი მიზანია, წარმოების განვითარების და ზრდის პარალელურად, მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენი გარემო, დაცული იყოს წყლის, მიწის, ტყის რესურსი ზეწოლისგან და დაზიანებისგან.
          479 
          480 შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო სტანდარტების, ევროპული მართვის სისტემების დანერგვის საკითხებზე. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და საუკეთესი პრაქტიკების გაზიარება არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი დასახული მიზნების მისაღწევად. მადლობას ვუხდი ყველა საერთშორისო და დონორ ორგანიზაციას, მათ შორის საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მრავალწლიანი წარმატებული და დაგეგმილი სამომავალო თანამშრომლობისთვის.”
          481 
          482 სესილ კუპრი, AFD-ის ევრაზიის რეგიონალური დირექტორი: &bdquo;ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან აღინიშნა ყოველწლიურ საკონსულტაციო შეხვედრებზე და განახლდება შემდეგი 2024-2027 წლებისთვის. იგი მოიცავს პროექტების დაფინანსებას ენერგეტიკის, წყლის, ადამიანური რესურსების განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სექტორში საქართველოს სტრატეგიული პრიორიტეტების ფარგლებში. ყოველწლიური კონსულტაციები არის საკვანძო მომენტი, რათა შევაჯამოთ ჩვენი პროექტების შედეგები და ვნახოთ თუ რა წვლილი აქვთ მათ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში. AFD-ს აქვს პატივი, მხარი დაუჭიროს საქართველოს მის ევროპულ პერსპექტივაში და მომავალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებში. ”</content:encoded>
          483                 <link>https://www.ghn.ge/news/297586-tbilisshi-safrangetis-ganvitarebis-saagentosa-da-sakartvelos-mtavrobas-shoris-sakonsultatsio-shekhvedra-gaimarta-2023-tslis-prioritetad-dadginda-soflis-meurneobisa-da-garemos-datsva</link>
          484                 <description>თბილისში საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს მთავრობას შორის საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა – 2023 წლის პრიორიტეტად დადგინდა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვა</description>
          485                 <topic>საზოგადოება</topic>
          486                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/231919129.jpg</image>
          487                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          488                 <guid>297586</guid>
          489             </item>
          490 
          491         
          492             
          493             <item>
          494                 <title>გარდაბნის რაიონში „ჩირინას“ ხორცპროდუქტების ახალი საწარმო გაიხსნება - პროექტის პარტნიორი საქართველოს ბანკია</title>
          495                 <content:encoded>საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით &bdquo;ჩირინა&ldquo; გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში ხორცპროდუქტების ახალ საწარმოს გახსნის.
          496 
          497 საწარმო 2600 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, თუმცა დამხმარე შენობებთან ერთად ის მთლიანობაში&nbsp; 2 ჰა მიწის ფართობს იკავებს. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 35 მილიონი ლარია. პროექტის თანადაფინანსება საქართველოს ბანკის, EBRD-ის და პროექტ &bdquo;აწარმოე საქართველოს&ldquo; მიერ 10 მილიონი ლარის მოცულობით განხორციელდა.&nbsp;
          498 
          499 &bdquo;საწარმოს სრული მასშტაბით ამოქმედებას ივლისში ვგეგმავთ, თუმცა, ამ ეტაპზე უკვე მზადდება კონკრეტული პროდუქტები, რომლის რეალიზაციასაც სუპერმარკეტების ქსელებსა და &bdquo;ბიუ ბიუს&ldquo; მაღაზიებში ვახდენთ, სამომავლოდ კი &bdquo;ბიუ ბიუ გასტრონომის&ldquo; საფირმო მაღაზიებში მოვახდენთ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გვეძლევა შესაძლებლობა, მომხმარებელს ნედლი ქათმის ხორცისგან დამზადებული ხორცპროდუქტების ფართო ასორტიმენტი შევთავაზოთ. მნიშვნელოვანია, რომ &bdquo;ჩირინას&ldquo; ახალი&nbsp; საწარმო იქნება პირველი ხორცის გადამუშავების საწარმო საქართველოში, რომელსაც აქვს საკუთარი ნედლეულის ბაზა. პირველად ჩვენ გვექნება წარმოება, რომელიც მოახდენს ხორცპროდუქტების ინდუსტრიულ წარმოებას ახალი, ნედლი ხორცისგან&ldquo;, - განაცხადა ნინო ვაშაკიძემ, &bdquo;ჩირინას&ldquo; დირექტორის მოადგილემ.
          500 
          501 &bdquo;მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ ბიზნესს, გააფართოვოს საქმიანობა ახალი საწარმოს გახსნით, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები. ჩირინას ამ ეტაპზე დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 500 ადამიანი, ამ ციფრებს კი ახალ საწარმოში დასაქმებულთა რიცხვიც შეემატება. საწარმო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი და სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო დონის სტანდარტებთან. ახალ საწარმოს აქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ მომხმარებელს გამორჩეული გემოვნური თვისებების, ჯანსაღი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი შესთავაზოს. საწარმო საკმაოდ დიდ მასშტაბებზეა გათვლილი. საწყის ეტაპზე წარმოების დღიური წარმადობა 7 ტონა იქნება. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას. გვჯერა, რომ ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეკონომიკის განვითარებაში&ldquo;, - განაცხადა ნინო აფციაურმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
          502 
          503 ინფორმაციისთვის, კომპანია &bdquo;ჩირინა&ldquo; ბაზარზე 2013 წლიდან არის წარმოდგენილი. &bdquo;ჩირინას&ldquo; ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური საწარმოო კომპლექსი აქვს, დღეისათვის მის მფლობელობაშია: სარემონტო-სადედე და ბროილერის ფერმები,&nbsp; კომბინირებული საკვები ქარხანა; ნედლეულის საშრობი ქარხანა, ხორცის დამუშავების საწარმო, ინკუბატორი, ცილოვანი საკვების ქარხანა, წყალგამწმენდი სადგური, ვაშლის ბაღები,&nbsp; ხილის სამაცივრე კომპლექსი, ვეტერინარულ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია &quot;სანა&quot;. კომპანია &bdquo;ჩირინას&ldquo; მიერ გახსნილი ბრენდი &bdquo;ბიუ-ბიუ&ldquo; დღეისათვის 60 ფილიალს აერთიანებს და 10 წელზე მეტს ითვლის.</content:encoded>
          504                 <link>https://www.ghn.ge/news/297585-gardabnis-raionshi-chirinas-khortsproduktebis-akhali-satsarmo-gaikhsneba-proektis-partniori-sakartvelos-bankia</link>
          505                 <description>გარდაბნის რაიონში „ჩირინას“ ხორცპროდუქტების ახალი საწარმო გაიხსნება - პროექტის პარტნიორი საქართველოს ბანკია</description>
          506                 <topic>ბიზნესი</topic>
          507                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/546543469.png</image>
          508                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          509                 <guid>297585</guid>
          510             </item>
          511 
          512         
          513             
          514             <item>
          515                 <title>როდესაც საუბარია ორიენტაციაზე, ეს არის პოლიტიკური და იდეოლოგიური ორიენტაცია, რაც ამ ახალგაზრდებს მძიმედ აქვთ არეული - ირაკლი კობახიძე</title>
          516                 <content:encoded>მე რა თქმა უნდა, არავის პირად ცხოვრებას არ ვეხები, ეს არც ვინმეს განსჯა, არც ვინმეს განკითხვა ჩემი უფლება არაა, ყველას აქვს თავისი პირადი ცხოვრება, - ამის შესახებ &bdquo;ქართული ოცნების&ldquo; თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
          517 
          518 მას შეკითხვა დაუსვეს არის თუ არა ჰომოფობია და ძალადობის წახალისება ახალგაზრდებისთვის &quot;ორიენტაციაარეულების&quot; წოდება.
          519 
          520 &bdquo;როდესაც საუბარია ორიენტაციაზე, აქ ჩემთვის საინტერესოა პირველ რიგში, ორი კატეგორიის ორიენტაცია, ეს არის პოლიტიკური ორიენტაცია რაც ამ ახალგაზრდებს აქვთ მძიმედ არეული და ეს არის იდეოლოგიური ორიენტაცია, რაც ასევე ამ ახალგაზრდებს მძიმედ აქვთ არეული. შესაბამისად, მე ამაზე ყურადღების გამახვილება მიმაჩნია ჩემს პასუხისმგებლობად.
          521 
          522 არავითარ შემთხვევაში [არ ახალისებს ეს განცხადებები ძალადობას] არ შეიძლება ადამიანების პრობლემების გამოყენება პოლიტიკური ძალადობისთვის და პოლიტიკური აქტივობებისთვის. არ შეიძლება როცა ახალგაზრდას აქვს თავისი ამბები და ამის გამო ცდილობ, რომ ჩართო ძალადობრივ პოლიტიკურ ქმედებებში&ldquo;, - განაცხადა კობახიძემ.</content:encoded>
          523                 <link>https://www.ghn.ge/news/297584-rodesats-saubaria-orientatsiaze-es-aris-politikuri-da-ideologiuri-orientatsia-rats-am-akhalgazrdebs-mdzimed-akvt-areuli-irakli-kobakhidze</link>
          524                 <description>როდესაც საუბარია ორიენტაციაზე, ეს არის პოლიტიკური და იდეოლოგიური ორიენტაცია, რაც ამ ახალგაზრდებს მძიმედ აქვთ არეული - ირაკლი კობახიძე</description>
          525                 <topic>კომენტარი</topic>
          526                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/2051609052.png</image>
          527                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          528                 <guid>297584</guid>
          529             </item>
          530 
          531         
          532             
          533             <item>
          534                 <title>გიორგი ტუღუშს &quot;წვლილი&quot; თუ ჰქონდა სისხლიანი რეჟიმის ფუნქციონიერებაში, ევროკავშირის სტრუქტურებში მისი დანიშვნა მისაღები არაა, თუმცა ეს ჩვენი საქმე არ არის - ირაკლი კობახიძე</title>
          535                 <content:encoded>გიორგი ტუღუში ყველაზე ზომიერი იყო &bdquo;ნაცმოძრაობაში&ldquo; თუ &bdquo;ევროპულ საქართველოში&ldquo;, მაგრამ როცა საქმე პოლიტიკურ წარსულს ეხება, საკუთარ გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს, &ndash; ამის შესახებ &bdquo;ქართული ოცნების&ldquo; თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
          536 
          537 კობახიძეს ჰკითხეს სახალხო დამცველის აპარატის მხარდასაჭერი პროექტის ხელმძღვანელად გიორგი ტუღუშის დანიშვნაზე,&nbsp;პროექტი კი ევროკავშირს ეკუთვნის.
          538 
          539 &bdquo;მგონი, რაღაცებს პატივი უნდა სცენ ხოლმე, როცა საკადრო გადაწყვეტილებებს იღებენ. ეს ამბავი პიროვნული არ არის, პირიქით, გიორგი ტუღუში ყველაზე ზომიერი იყო &bdquo;ნაცმოძრაობაში&ldquo; თუ &bdquo;ევროპულ საქართველოში&ldquo;, მაგრამ როცა საქმე პოლიტიკურ წარსულს ეხება, საკუთარ გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცენ. ტუღუშს სახალხო დამცველობა მაშინ მოუწია, როცა ციხის კადრები გავრცელდა და ყველამ იცოდა, ციხეებში რაც ხდებოდა, მაგრამ მაშინ სახალხო დამცველის ანგარიშებში ეს არ აისახებოდა ხოლმე სათანადოდ. კადრების გავრცელების შემდეგ ტუღუშმა სამინისტროს ხელმძღვანელობის თაობაზე სააკაშვილის წინადადება მიიღო, რაც ძალიან მძიმეა. როცა ასეთი წარსულის პირობებში ადამიანი ინიშნება ევროკავშირის ასეთ თანამდებობაზე, ეს მიუღებელია, რადგან ჩვენს ბოლშევიკურ წარსულს ანგარიში ყველამ უნდა გაუწიოს. კონკრეტულ ადამიანს რაიმე &bdquo;წვლილი&ldquo; თუ ჰქონდა სისხლიანი რეჟიმის ფუნქციონიერებაში, რა თქმა უნდა, ევროკავშირის სტრუქტურებში მისი დანიშვნა მისაღები არ არის, თუმცა ეს ჩვენი საქმე არ არის და მათი გადასაწყვეტია&ldquo;, &ndash; განაცხადა კობახიძემ.</content:encoded>
          540                 <link>https://www.ghn.ge/news/297583-giorgi-tughushs-tsvlili-tu-hkonda-siskhliani-rezhimis-funktsionierebashi-evrokavshiris-strukturebshi-misi-danishvna-misaghebi-araa-tumtsa-es-chveni-sakme-ar-aris-irakli-kobakhidze</link>
          541                 <description>გიორგი ტუღუშს &quot;წვლილი&quot; თუ ჰქონდა სისხლიანი რეჟიმის ფუნქციონიერებაში, ევროკავშირის სტრუქტურებში მისი დანიშვნა მისაღები არ არის, თუმცა ეს ჩვენი საქმე არ არის - ირაკლი კობახიძე</description>
          542                 <topic>კომენტარი</topic>
          543                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/74849595.jpg</image>
          544                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          545                 <guid>297583</guid>
          546             </item>
          547 
          548         
          549             
          550             <item>
          551                 <title>კოლექტიური „ნაცმოძრაობიდან“ არც ერთი ადამიანი არ იქნება არჩეული პარლამენტის ვიცე-სპიკერად - ირაკლი კობახიძე</title>
          552                 <content:encoded>კოლექტიური &bdquo;ნაცმოძრაობიდან&ldquo; არ ცერთი ადამიანი არ იქნება არჩეული პარლამენტის ვიცე-სპიკერად, &ndash; ამის შესახებ &bdquo;ქართული ოცნების&ldquo; თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
          553 
          554 მისი თქმით,&nbsp;&bdquo;კოლექტიურ ნაცმოძრაობაში&ldquo; იგულისხმება &ndash; &bdquo;ნაცმოძრაობა&ldquo;, &bdquo;ლელო&ldquo;, პარტია &bdquo;საქართველოსთვის&ldquo; და &bdquo;სტრატეგია აღმაშენებელი&ldquo;.
          555 
          556 &bdquo;კოლექტიური &bdquo;ნაცმოძრაობა&ldquo; კანდიდატურის წარმოდგენაზე უარს თუ იტყვის და დანარჩენი ოპოზიციიდან იქნება კანდიდატი წარმოდგენილი, ამ შემთხვევაში, მხარდაჭერას განვიხილავთ. &bdquo;კოლექტიურ ნაცმოძრაობაში&ldquo; იგულისხმება &ndash; &bdquo;ნაცმოძრაობა&ldquo;, &bdquo;ლელო&ldquo;, გახარიას პარტია, ვაშაძის პარტია. თქვენც ხვდებით, რომ არჩევანი არის უკიდურესად დავიწროებულია. შესაბამისად, იმის პერსპექტივა, რომ ვიცე-სპიკერის არჩევა მოვახერხოთ, ძალიან დაბალია. ეს თანამდებობა თუ&nbsp;არ შეივსება, პრობლემა არ არის&ldquo;, &ndash; განაცხადა კობახიძემ.</content:encoded>
          557                 <link>https://www.ghn.ge/news/297582-kolektiuri-natsmodzraobidan-arts-erti-adamiani-ar-ikneba-archeuli-parlamentis-vitse-spikerad-irakli-kobakhidze</link>
          558                 <description>კოლექტიური „ნაცმოძრაობიდან“ არც ერთი ადამიანი არ იქნება არჩეული პარლამენტის ვიცე-სპიკერად - ირაკლი კობახიძე</description>
          559                 <topic>კომენტარი</topic>
          560                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/623485426.jpg</image>
          561                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          562                 <guid>297582</guid>
          563             </item>
          564 
          565         
          566             
          567             <item>
          568                 <title>პროვოკაცია, რომელიც პარლამენტში განხორციელდა. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება - ირაკლი კობახიძე</title>
          569                 <content:encoded>პარტია &bdquo;ქართული ოცნების&ldquo; თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და მას ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება უწოდა.
          570 
          571 კობახიძის თქმით, სამწუხაროა, რომ შშმ პირები გამოიყენეს პროვოკაციისთვის.
          572 
          573 &bdquo;მინდა, გამოვეხმაურო პროვოკაციას, რომელიც პარლამენტში განხორციელდა. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება, მორიგი აქტი. ყველაზე სამწუხაროა, რომ შშმ ბავშვები გამოიყენეს ამ პროვოკაციისთვის, ლიბერალური ფაშიზმის ამ აქტისთვის. ეს აჩვენებს იმ ადამიანების სახეს, რომლებიც ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობენ რაღაც მიზნების მიღწევას. ეს არის კოლექტიური &bdquo;ნაცმოძრაობა&ldquo;. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, კატეგორიულად მიუღებელია ასეთი პროვოკაციების განხორციელება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება შშმ ბავშვებს ამისთვის გამოყენება&ldquo;, &ndash; აღნიშნა კობახიძემ.
          574 
          575 მისი განცხადებით, განხორციელდა პროვოკაცია, რომელსაც ტაშით შეხვდა კოლექტიური &bdquo;ნაცმოძრაობა&ldquo;.
          576 
          577 &bdquo;ძალიან კარგად შეირგეს პასუხი, რადგან იციან, რომ არ არიან მართლები. ეს იყო და ეს. არავითარი ფიზიკური მუქარა არ ყოფილა. მათ მიიღეს სათანადო სიტყვები და ეს ძალიან კარგად შეირგეს, რაც სწორია, რადგან ისინი არ არიან მართლები, მეტი არაფერი ყოფილა. რაც შეეხება თვითონ კოორდინაციას, მინდა, გითრათ, რომ იგივე კუპიურები იყო აქ ზუსტად გადმოყრილი, რაც მანამდე რამდენიმე დღის წინ. სიმბოლურია, რომ ეს ყო 5 000-რუბლიანი კუპიურები. ისიც სიმბოლურია, რომ მანამდე ხოშტარიას ჩაერიცხა 5 მილიონი რუბლი. საერთო კოორდინაციაა და ეს ძალიან კარგად ჩანს. სად არის საზოგადოება? იქ იყო სამი, თუ ოთხი &bdquo;გირჩელი&ldquo; მოსული &bdquo;ფორმულასთან&ldquo; ერთად. ანუ, &bdquo;ფორმულამ&ldquo; დაგეგმა პროვოკაცია და ამისთვის მიიყვანეს მასთან აფილირებული &bdquo;გირჩელები&ldquo;. სამი, თუ ოთხი კაცი იყო მთლიანად მოსული. მათი სახე ნახეთ&ldquo;, &ndash; განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
          578 
          579 ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტში რაც მოხდა, ეს იყო პოლიტიკურად დაგეგმილი, კოორდინირებული ქმედებები.
          580 
          581 &bdquo;დღევანდელი პროვოკაციის ავტორების სახე ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ. ეს არის ჩვეულებრივად პოლიტიკურად დაგეგმილი, კოორდინირებული ქმედებები, რაც არის პირდაპირ აკერმანის სახელმღვანელოში წარმოდგენლი. მტკიცებულება გვაქვს ის, რომ ისინი არიან პირდაპირ აქტივისტები&ldquo;, &ndash; განაცხადა ირაკლი კობახიძემ.</content:encoded>
          582                 <link>https://www.ghn.ge/news/297581-provokatsia-romelits-parlamentshi-gankhortsielda-es-aris-liberaluri-fashizmis-morigi-gamokhatuleba-irakli-kobakhidze</link>
          583                 <description>პროვოკაცია, რომელიც პარლამენტში განხორციელდა. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება - ირაკლი კობახიძე</description>
          584                 <topic>კომენტარი</topic>
          585                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/692710097.jpg</image>
          586                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          587                 <guid>297581</guid>
          588             </item>
          589 
          590         
          591             
          592             <item>
          593                 <title>ბოდიშს ვუხდი ბავშვებს, რომელთაც დღეს დიდი სტრესი განიცადეს. ყველაფერს აქვს თავისი ეთიკა, მაგრამ ზოგიერთი უზნეო საქციელიც საზღვრებს სცდება - მიხეილ სარჯველაძე</title>
          594                 <content:encoded>ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ, დღეს პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პლენარულ სხდომაზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მომხდარი უზნეო საქციელია, მან ბოდიში მოუხადა შშმ პირებს, მათ თანმხლებებს და დეპუტატებს მომხდარი ინციდენტის გამო.&nbsp;
          595 
          596 &bdquo;სამწუხაროდ, ისე ხდება ხოლმე, რომ ადამიანური ფაქტორებს ზოგიერთი მერკანტილური მოტივებით და მიზნებით იყენებს. ეს არის სისაძაგლე. ყველაფერს თავისი ეთიკა აქვს, გამოხატვასაც და სიტყვის თქმასაც, მაგრამ როდესაც ამას უზნეოდ აკეთებენ, ეს რა თქმა უნდა, არანაირ საზღვარებში აღარ ჯდება. ასევე ყველამ თავისი თავი შეაფასოს ვინც შეეცადა ამაზე ხელი მოეთბო,&ldquo; - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
          597 
          598 დღეს, ინციდენტი მოხდა პარლამენტში პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, ერთ-ერთმა მოქალაქემ გადმოფინა ბანერი წარწერით: &quot;არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას დაოჯახებულებისგან&quot;.&nbsp;მოქალაქემ &quot;ქათული ოცნების&quot; დეპუტატებს თავზე რუსული რუბლები დააყარა. ინციდენტს დეპუტატბს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.</content:encoded>
          599                 <link>https://www.ghn.ge/news/297580-bodishs-vukhdi-bavshvebs-romeltats-dghes-didi-stresi-ganitsades-qvelafers-akvs-tavisi-etika-magram-zogierti-uzneo-saktsielits-sazghvrebs-stsdeba-mikheil-sarjveladze</link>
          600                 <description>ბოდიშს ვუხდი ბავშვებს, რომელთაც დღეს დიდი სტრესი განიცადეს. ყველაფერს აქვს თავისი ეთიკა, მაგრამ ზოგიერთი უზნეო საქციელიც საზღვრებს სცდება - მიხეილ სარჯველაძე</description>
          601                 <topic>კომენტარი</topic>
          602                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1903157336.jpg</image>
          603                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          604                 <guid>297580</guid>
          605             </item>
          606 
          607         
          608             
          609             <item>
          610                 <title>„ნაციონალური მოძრაობა“ ისვრის რუსულ რუბლს სხდომათა დარბაზში, გვიწევს დედა ვაგინოთ „ნაციონალებს“, ისინიც ირგებენ, მაგრამ საბოლოოდ არის პოლარიზაცია, რა უნდა გავაკეთოთ? - ირაკლი კობახიძე</title>
          611                 <content:encoded>რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ დეპოლარიზაციისთვის? &bdquo;ნაციონალური მოძრაობა&ldquo; თვითონვე გამოდის, ისვრიან რუსულ რუბლს სხდომათა დარბაზში, მერე ტაშს უკრავენ სხვა &bdquo;ნაციონალები&ldquo;, მერე გვიწევს, დედა ვაგინოთ &bdquo;ნაციონალებს&ldquo;, კი ირგებენ ამას, მაგრამ მაინც პოლარიზაციაა ეს ყველაფერი, &ndash; ამის შესახებ &bdquo;ქართული ოცნების&ldquo; თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
          612 
          613 &bdquo;როდესაც მოდიან &bdquo;ნაციონალები&ldquo;, ხელში უჭირავთ რუსული რუბლები, ისვრიან პარლამენტის დარბაზში, მერე, როდესაც ამას სხვა &bdquo;ნაციონალი&ldquo; ტაშს უკრავს, ჩვენ დედას ვაგინებთ, ისინი ირგებენ, მაგრამ საბოლოოდ არის პოლარიზაცია. აქ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? ვერაფერს გავაკეთებთ. ძალიან სწორი მინიშნებაა პრემიერის მხრიდან, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება გამოიწვევს პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას. გახსოვთ, ივნისში რომ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, ამან წაახალისა პოლარიზაცია. მთავარი ფაქტორი არის კანდიდატის სტატუსის თემა, რასაც ოპოზიცია იყენებს. რადიკალურ ოპოზიციას გამოეცლება საბაბი. სტატუსი რომ მოგვნიჭებოდა, შემცირდებოდა პოლარიზაციის ხარისხი და იგივე გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული დეკემბერში, პოლარიზაციის ხარისხი დარჩება იგივე&ldquo;, &ndash; განაცხადა კობახიძემ.</content:encoded>
          614                 <link>https://www.ghn.ge/news/297579-natsionaluri-modzraoba-isvris-rusul-rubls-skhdomata-darbazshi-gvitsevs-deda-vaginot-natsionalebs-isinits-irgeben-magram-sabolood-aris-polarizatsia-ra-unda-gavaketot-irakli-kobakhidze</link>
          615                 <description>„ნაციონალური მოძრაობა“ ისვრის რუსულ რუბლს სხდომათა დარბაზში, გვიწევს დედა ვაგინოთ „ნაციონალებს“, ისინიც ირგებენ, მაგრამ საბოლოოდ არის პოლარიზაცია, რა უნდა გავაკეთოთ? - ირაკლი კობახიძე</description>
          616                 <topic>კომენტარი</topic>
          617                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/545907324.png</image>
          618                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          619                 <guid>297579</guid>
          620             </item>
          621 
          622         
          623             
          624             <item>
          625                 <title>ვიმედოვნებთ, დიდი პროგრესი იქნება ნაჩვენები 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. ძალიან გვჭირდება, მხოლოდ კარგი ამბები მოდიოდეს საქართველოდან, მაგრამ ეს თავად ქართველების ხელშია - პაველ ჰერჩინსკი</title>
          626                 <content:encoded>გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ შეძლებისდაგვარად დიდი პროგრესი იქნება ნაჩვენები 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. ძალიან გვჭირდება, მხოლოდ კარგი ამბები მოდიოდეს საქართველოდან, &ndash; ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
          627 
          628 მისივე თქმით, ამისთვის ჯერ კიდევ არის დრო.
          629 
          630 &bdquo;ჯერ კიდევ არის დრო, ვიდრე ევროკომისია საქართველოსთან დაკავშირებით გაფართოების ანგარიშს გამოსცემს ოქტომბერში, 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებამდე, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრემიერ-მინისტრების და პრეზიდენტების დონეზე. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ შეძლებისდაგვარად დიდი პროგრესი იქნება ნაჩვენები 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. ასევე, გულწრფელად რომ ვთქვათ, ძალიან გვჭირდება, მხოლოდ კარგი ამბები მოდიოდეს საქართველოდან. გულწრფელად ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად დასრულდება, მაგრამ ეს თავად ქართველების ხელშია და საბოლოო გადაწყვეტილება ეკუთვნის 27 წევრ ქვეყანას&ldquo;, &ndash; განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.</content:encoded>
          631                 <link>https://www.ghn.ge/news/297578-vimedovnebt-didi-progresi-ikneba-nachvenebi-12-prioritettan-dakavshirebit-dzalian-gvchirdeba-mkholod-kargi-ambebi-modiodes-sakartvelodan-magram-es-tavad-kartvelebis-khelshia-pavel-herchinski</link>
          632                 <description>ვიმედოვნებთ, დიდი პროგრესი იქნება ნაჩვენები 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. ძალიან გვჭირდება, მხოლოდ კარგი ამბები მოდიოდეს საქართველოდან, მაგრამ ეს თავად ქართველების ხელშია - პაველ ჰერჩინსკი</description>
          633                 <topic>კომენტარი</topic>
          634                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1672516418.jpg</image>
          635                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          636                 <guid>297578</guid>
          637             </item>
          638 
          639         
          640             
          641             <item>
          642                 <title>სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ატესტატების გაცემას 3 ივლისიდან დაიწყებს</title>
          643                 <content:encoded>საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მისაღებად განცხადებების მიღება და ატესტატის გაცემა 3 ივლისიდან დაიწყება.
          644 
          645 მთელი ქვეყნის მასშტაბით წელს სკოლა 47 306-მა მე-12 კლასელმა დაამთავრა.
          646 
          647 სკოლადამთავრებულები სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო მატერიალური დოკუმენტის მისაღებად განაცხადის გაკეთებას შეძლებენ იუსტიციის სახლებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში.
          648 
          649 აბიტურიენტები მზა ატესტატებს განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ მიიღებენ. დოკუმენტის უფასოდ მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ატესტატის დაჩქარებული წესით აღების შემთხვევაში კი, დაწესებულია შესაბამისი საფასური.
          650 
          651 სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის &ndash; ატესტატის მიღება შესაძლებელია როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ატესტატი არის ორიგინალი დოკუმენტის ასლი, რომელიც დედნის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული დოკუმენტია.
          652 
          653 დაინტერესებულ პირებს მატერიალური დოკუმენტის დამზადების შემდეგ, ნებისმიერ დროს, ადგილიდან გაუსვლელად შეუძლიათ ელექტრონული პორტალიდან (my.gov.ge) ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვა. ამისათვის უნდა გამოიყენონ განცხადების ჩაბარებისას მათთვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომერი და კოდი.
          654 
          655 აბიტურიენტებს ელექტრონული ატესტატით სარგებლობა შეუზღუდავად შეუძლიათ, იმის მიუხედავად, გაიტანენ თუ არა მზა მატერიალურ დოკუმენტს.</content:encoded>
          656                 <link>https://www.ghn.ge/news/297577-sakhelmtsifo-servisebis-ganvitarebis-saagento-atestatebis-gatsemas-3-ivlisidan-daitsqebs</link>
          657                 <description>სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ატესტატების გაცემას 3 ივლისიდან დაიწყებს</description>
          658                 <topic>საზოგადოება</topic>
          659                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/613711145.jpg</image>
          660                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          661                 <guid>297577</guid>
          662             </item>
          663 
          664         
          665             
          666             <item>
          667                 <title>ჯიღაურაში მეგრული და გურული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა</title>
          668                 <content:encoded>სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების საცდელ სადემონსტრაციო ბაზაზე მეგრული და გურული ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია&nbsp; გაიმართა. ღონისძიებას ცენტრის მევენახეობა-მეღვინეობის კვლევის სამსახურის უფროსი, დავით ჩიჩუა უძღვებოდა.
          669 
          670 სადეგუსტაციო შემადგენლობას ღვინის კლუბის წარმომადგენლები და მევენახეობა-მეღვინეობის სტუდენტები წარმოადგენდნენ.
          671 
          672 სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო მიკროვინიფიკაციის ბაზაზე დამზადებული 22 საკვლევი თეთრი და წითელი ნიმუში, რომლებიც, კომისიამ მათი ფერის, გემოვნური თვისებების და ქიმიური მახასიათებლების მიხედვით შეაფასა.
          673 
          674 განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს ჯიშებმა: ჭვიტილური, კუნძა, ჯანი, კამური, პანეში, კოლოში.
          675 
          676 აღსანიშნავია, რომ ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების პოპულარიზაციასა და სამრეწველო ბაზარზე მათი დაბრუნების მიზნით,&nbsp; სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მუდმივად მიმდინარეობს სამუშაო დეგუსტაციები.</content:encoded>
          677                 <link>https://www.ghn.ge/news/297576-jighaurashi-megruli-da-guruli-vazis-jishebisgan-daqenebuli-ghvinoebis-degustatsia-gaimarta</link>
          678                 <description>ჯიღაურაში მეგრული და გურული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა</description>
          679                 <topic>საზოგადოება</topic>
          680                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/2095057681.JPG</image>
          681                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          682                 <guid>297576</guid>
          683             </item>
          684 
          685         
          686             
          687             <item>
          688                 <title>ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან რეგიონული და გლობალური გამოწვევები, ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა განვიხილეთ - ირაკლი ღარიბაშვილი</title>
          689                 <content:encoded>ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე რეგიონული და გლობალური გამოწვევები, ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა განვიხილეთ, &ndash; ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი &bdquo;ტვიტერში&ldquo; წერს.
          690 
          691 მთავრობის მეთაური ბელგიის სამეფოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
          692 
          693 &bdquo;ძალიან კარგი საუბარი შედგა ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან ალექსანდერ დე კროოსთან. განვიხილეთ რეგიონული და გლობალური გამოწვევები, ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის ბელგიის სამეფოს მადლობელი ვართ”,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.</content:encoded>
          694                 <link>https://www.ghn.ge/news/297575-belgiis-samefos-premier-ministrtan-regionuli-da-globaluri-gamotsvevebi-ormkhrivi-urtiertobebi-da-sakartvelos-evropuli-mistsrafebebis-mkhardachera-ganvikhilet-irakli-gharibashvili</link>
          695                 <description>ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან რეგიონული და გლობალური გამოწვევები, ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა განვიხილეთ - ირაკლი ღარიბაშვილი</description>
          696                 <topic>პოლიტიკა</topic>
          697                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1026620050.jpg</image>
          698                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          699                 <guid>297575</guid>
          700             </item>
          701 
          702         
          703             
          704             <item>
          705                 <title>დუმის დეპუტატი და კადიროვის უახლოესი მოკავშირე ადამ დელიმხანოვი დაჭრილია</title>
          706                 <content:encoded>რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, ადამ დელიმხანოვი დაჭრილია, თუმცა ცოცხალი. ინფორნაციას BBC-ის რუსული ბიურო რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
          707 
          708 მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ დელიმხანოვი მოკლულია. კონკრეტულად, სად დაჭრეს დელიმხანოვი ჯერ უცნობია.
          709 
          710 დელიმხანოვი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდანრუსეთის ომში მონაწილეობს. ხელმძღვანელობდა მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის შტურმს, რისთვისაც პუტინმა მას რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა.</content:encoded>
          711                 <link>https://www.ghn.ge/news/297574-dumis-deputati-da-kadirovis-uakhloesi-mokavshire-adam-delimkhanovi-dachrilia</link>
          712                 <description>დუმის დეპუტატი და კადიროვის უახლოესი მოკავშირე ადამ დელიმხანოვი დაჭრილია</description>
          713                 <topic>მსოფლიო</topic>
          714                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1266298458.jpg</image>
          715                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          716                 <guid>297574</guid>
          717             </item>
          718 
          719         
          720             
          721             <item>
          722                 <title>&quot;არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას დაოჯახებულებისგან&quot; - მოქალაქემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბანერი გადმოფინა</title>
          723                 <content:encoded>ინციდენტი მოხდა პარლამენტში პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, ერთ-ერთმა მოქალაქემ გადმოფინა ბანერი წარწერით: &quot;არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას დაოჯახებულებისგან&quot;.&nbsp;მოქალაქემ &quot;ქათული ოცნების&quot; დეპუტატებს თავზე რუსული რუბლები დააყარა.
          724 
          725 პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნულ ინციდენტს სამწუხარო უწოდა.
          726 
          727 &bdquo;სამწუხაროა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად არაადეკვატური ჯგუფები არიან ჩვენს საზოგადოებაში, როდესაც ადამიანი, ეს ქალბატონი, არ ვიცი, ვერ ვიცანი, შეიძლება, ვინმე ცნობადი სახეა, ასეთ რაღაცას კადრულობს. ჩვენთან სტუმრად არიან ადამიანები და ასეთ რაღაცას კადრულობს. ეს აჩვენებს, რომ ამ ადამიანებს არანაირი რეალობის და ადეკვატურობის აღქმა არა აქვთ, ყველას და ყველაფერს გადაუვლიან, გადათელავენ საკუთარი ინტერესის გამო&ldquo;, &ndash; განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
          728 
          729 ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ნახევარსაათიანი შესვენება გამოაცხადა და სესიის განახლებამდე ჩანიშნა ბიუროს სხდომა.</content:encoded>
          730                 <link>https://www.ghn.ge/news/297573-ara-orientatsiaareul-kots-rusul-mtavrobas-daojakhebulebisgan-mokalakem-parlamentis-skhdomata-darbazshi-baneri-gadmofina</link>
          731                 <description>&quot;არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას დაოჯახებულებისგან&quot; - მოქალაქემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბანერი გადმოფინა</description>
          732                 <topic>პოლიტიკა</topic>
          733                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/2139356685.png</image>
          734                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          735                 <guid>297573</guid>
          736             </item>
          737 
          738         
          739             
          740             <item>
          741                 <title>ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ალექსანდერ დე კროოს შეხვდა</title>
          742                 <content:encoded>საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ალექსანდერ დე კროოს შეხვდა. პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრა ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გაიმართა.
          743 
          744 შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური, ინვესტიციების, ტურიზმის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებით.
          745 
          746 შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე. აღინიშნა, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაცია საქართველოს მიერ თითქმის შესრულებულია. ამ ფონზე, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კრიტიკული მნიშვნელობა როგორც საქართველოს ევროპული მომავლის, ისე გეოპოლიტიკურ კონტექსტში. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას.
          747 
          748 ბელგიის სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორმხრივი ვიზიტი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის &ndash; &bdquo;ევროპალია-საქართველოს&ldquo; პროგრამის წარდგენის პარალელურად იმართება. ფესტივალი წელს სრულად ეძღვნება საქართველოს, რაც უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის ევროპის პოლიტიკურ ცენტრში საქართველოს ევროპული ისტორიის, იდენტობისა და კულტურის წარმოსაჩენად. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, &bdquo;ევროპალია-საქართველოს&ldquo; განსაკუთრებული დატვირთვა აქვს იმ ფონზე, როდესაც წლის ბოლოს ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება.
          749 
          750 პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბელგიის სამეფოს ფედერალური საჯარო სამსახურის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ.
          751 
          752 ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.</content:encoded>
          753                 <link>https://www.ghn.ge/news/297572-irakli-gharibashvili-belgiis-samefos-premier-ministrs-aleksander-de-kroos-shekhvda</link>
          754                 <description>ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ალექსანდერ დე კროოს შეხვდა</description>
          755                 <topic>პოლიტიკა</topic>
          756                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/710288680.jpeg</image>
          757                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          758                 <guid>297572</guid>
          759             </item>
          760 
          761         
          762             
          763             <item>
          764                 <title>მაშინ, როცა პრემიერი კრემლის სახელმძღვანელოთი დადის და იმეორებს იმ ნარატივებს, რასაც პუტინის დაახლოებული პირები, რთულია, ვისაუბროთ შესაძლებლობაზე - თეონა აქუბარდია</title>
          765                 <content:encoded>ხელისუფლება ევროპული მომავლის დაზიანებას თუ გააგრძელებს, მაშინ მოლოდინი არ უნდა იყოს სასარგებლო და ამაზე პასუხისმგებლობა &bdquo;ქართულმა ოცნებამ&ldquo; უნდა აიღოს, &ndash; ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
          766 
          767 &bdquo;ორი მთავარი კრიტერიუმი გვაქვს, რის შედეგადაც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს. ერთია, 12 რეკომენდაციის შესრულება და მეორეა ევროპული ქცევა, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერა. 12 რეკომენდაცია როცა არ არის სრულფასოვნად შესრულებული, რასაც უკვე გვეუბნებიან პარტნიორები, განსაკუთრებით პრობლემურია მართლმსაჯულების რეფორმა და სავარაუდოდ პრობლემური დარჩება, მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის პრემიერი ლამის კრემლის სახელმძღვანელოთი დადის და იმეორებს იმ ნარატივებს, რასაც პუტინის დაახლოებული პირები იმეორებენ, ისევე, როგორც პროპაგანდისტები, ამ მოცემულობაში რთულია, ვისაუბროთ შესაძლებლობაზე. ხალხმა, 90%-მა აირჩია ევროპა და ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა, ხალხის არჩევანი უზრუნველყოს საქმით. ჩვენ ოქტომბერში ველოდებით კომისიის შეფასებას, რეფორმები დეტალურად იქნება შეფასებული და შემდეგ ველოდებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.
          768 
          769 ხელისუფლება ქვეყნის ევროპული მომავლის დაზიანებას თუ გააგრძელებს, მაშინ მოლოდინი არ უნდა იყოს საქართველოს სასარგებლო და ამაზე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს &bdquo;ქართულმა ოცნებამ&ldquo;. საქართველოს შესაძლებლობები კვლავ აქვს დარჩენილი და ყველაფერი დამოკიდებულია &bdquo;ქართულ ოცნებაზე&ldquo;, მის პოლიტიკურ ნებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება გამოუსწორებელი დანაშაული ქვეყნის მოსახლეობის და კონსტიტუციით გამყარებული საგარეო ვექტორის წინააღმდეგ. მაშინ, როცა &bdquo;ქართული ოცნება&ldquo; დილა-საღამოს ლანძღავს ევროკავშირს და პირდაპირ იმეორებს რუსულ პროპაგანდას, ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს საქართველოში რეფორმების შეუსრულებლობასთან ერთად, ძალიან მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ამ მოცემულობაში ერთია თქმა და მეორეა &ndash; გაკეთება. საქმე და სიტყვა ერთმანეთთან არ არის პროპორციული, რაც მთავარი პრობლემაა&ldquo;, &ndash; განაცხადა თეონა აქუბარდიამ.</content:encoded>
          770                 <link>https://www.ghn.ge/news/297571-mashin-rotsa-premieri-kremlis-sakhelmdzghvaneloti-dadis-da-imeorebs-im-narativebs-rasats-putinis-daakhloebuli-pirebi-rtulia-visaubrot-shesadzleblobaze-teona-akubardia</link>
          771                 <description>მაშინ, როცა პრემიერი კრემლის სახელმძღვანელოთი დადის და იმეორებს იმ ნარატივებს, რასაც პუტინის დაახლოებული პირები, რთულია, ვისაუბროთ შესაძლებლობაზე - თეონა აქუბარდია</description>
          772                 <topic>პოლიტიკა</topic>
          773                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/860989088.jpg</image>
          774                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          775                 <guid>297571</guid>
          776             </item>
          777 
          778         
          779             
          780             <item>
          781                 <title>ნინო თანდილაშვილი USDA-ს რეგიონულ ხელმძღვანელს მაიკლ ფრენკომს შეხვდა</title>
          782                 <content:encoded>გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) რეგიონულ ხელმძღვანელს მაიკლ ფრენკომს შეხვდა.
          783 
          784 შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
          785 
          786 ნინო თანდილაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს მრავალი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის და ყურადღება კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
          787 
          788 მხარეებმა ქვეყანაში ირიგაციის გაუმჯობესების, ორგანული პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება; განიხილეს მარცვლეული კულტურების წარმოების ზრდის უზრუნველყოფისთვის სექტორში არსებული საჭიროებები.
          789 
          790 მაიკლ ფრენკომის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტები ეფექტიანია და მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.
          791 
          792 შეხვედრას USDA-ს წარმომადგენელი საქართველოში დემნა ძირკვაძე და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.</content:encoded>
          793                 <link>https://www.ghn.ge/news/297569-nino-tandilashvili-usda-s-regionul-khelmdzghvanels-maikl-frenkoms-shekhvda</link>
          794                 <description>ნინო თანდილაშვილი USDA-ს რეგიონულ ხელმძღვანელს მაიკლ ფრენკომს შეხვდა</description>
          795                 <topic>ეკონომიკა</topic>
          796                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/530455583.jpg</image>
          797                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          798                 <guid>297569</guid>
          799             </item>
          800 
          801         
          802             
          803             <item>
          804                 <title>თბილისის წარწერის აღმნიშვნელი კონსტრუქციის დიზაინის შესაქმნელად, კონკურსი გამოცხადდება</title>
          805                 <content:encoded>თბილისის მერიის ინიციატივით ცხადდება კონკურსი, რომელიც თბილისის წარწერის აღმნიშვნელი კონსტრუქციის დიზაინის შექმნას გულისხმობს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
          806 
          807 მისი თქმით, წარწერა განთავსდება დედაქალაქის შესასვლელსა და გასასვლელში, ასევე, კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის მანიშნობელი.
          808 
          809 დაინტერესებული პირებისთვის&nbsp; პროექტსა და კონკურსზე&nbsp; დამატებითი ინფორმაციის მიწოდება თბილისის მერმა საკუთარ მოადგილეს, ანდრია ბასილაიას დაავალა.
          810 
          811 &bdquo;გადავწყვიტეთ, გამოვაცხადოთ კონკურსი, რაც გულისხმობს წარწერის აღმნიშვნელი კონსტრუქციის დიზაინის შექმნას, რომელიც განთავსდება დედაქალაქის შესასვლელსა და გასასვლელში, ასევე, აეროპორტის გზაზე, აეროპორტის მანიშნობელი.&nbsp; გვინდა, თბილისის შემოსასვლელები ახალი, თანამედროვე კონსტრუქციებით იყოს გაკეთებული. დიზაინერებს ვთხოვთ, პროცესში ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ. ანდრია ბასილაიას მინდა ვთხოვო, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას პროექტის განხორციელებაზე. გათვალისწინებულია ჯილდოც&ldquo;, - აღნიშნა კახა კალაძემ.
          812 
          813 მისივე თქმით, კონკურსი 15 ივნისიდან გამოცხადდება და ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.
          814 
          815 შესაბამისი კომისია შეაფასებს, იმსჯელებს და აარჩევს, თუ რომელი დიაზინის პროექტი იქნება მისაღები. რა თქმა უნდა, საზოგადოეაბასაც მივცემთ ჩართულობის შესაძლებლობას. ერთად შევარჩიოთ და განვსაზღვროთ, თუ რომელი პროექტი განვახორციელოთ. კახეთის გზატკეცილზეც არ გვაქვს აეროპორტის მანიშნობელი და გვინდა, ეს პროექტიც განავახორციელოთ. მოგვაწოდეთ თქვენი იდეები. კონკურსი გამოცხადდება 15 ივნისს&nbsp; და დასრულდება ივლისის ბოლოს&ldquo;, - განაცხადა კახა კალაძემ.
          816 
          817 აღსანიშნავია, რომ ნამუშევრების გადმოგზავნა შესაძლებელი იქნება ელექტრონული ფოსტით მისამართზე: Ideas@tbilisi.gov.ge.</content:encoded>
          818                 <link>https://www.ghn.ge/news/297568-tbilisis-tsartseris-aghmnishvneli-konstruktsiis-dizainis-shesakmnelad-konkursi-gamotskhaddeba</link>
          819                 <description>თბილისის წარწერის აღმნიშვნელი კონსტრუქციის დიზაინის შესაქმნელად, კონკურსი გამოცხადდება</description>
          820                 <topic>საზოგადოება</topic>
          821                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/2110383405.jpeg</image>
          822                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          823                 <guid>297568</guid>
          824             </item>
          825 
          826         
          827             
          828             <item>
          829                 <title>პარტნიორები დღემდე გვეუბნებიან, რომ შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა საქართველოსთვის და ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ ეს ფანჯარა სამუდამოდ დაიხუროს - ანა წითლიძე</title>
          830                 <content:encoded>&ldquo;მე არ ვიცი რა უნდა უთხრას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელს, რაც გუშინ გააკეთეს დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით და როგორ უნდა აუხსნას, რომ ვენეციის კომისიის უარის შემდეგ, ეს კანონი ასე ჩუმად მიიღეს”, - ამის შესახებ განაცხადა &ldquo;ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტის დეპუტატმა, ანა წითლიძემ.
          831 
          832 მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს შარლ მიშელისთვის არაფერი აქვს სათქმელი.
          833 
          834 &ldquo;მე არ ვიცი რა უნდა უთხრას საქართველოს პრემიერ მინისტრმა შარლ მიშელს, რა უნდა უთხრას იმასთან დაკავშირებით, რაც გუშინ გააკეთეს დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით გუშინ და როგორ უნდა აუხსნას, რომ ვენეციის კომისიის უარის შემდეგ, ეს კანონი ასე ჩუმად მიიღეს. რა უნდა უთხრას დეპოლარიზაციის შემცირებაზე, როდესაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავს ქვეყანას - საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია. რა უნდა უთხრას სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე 12-პუნქტიანი ვალდებულების ერთ-ერთი პუნქტია და სანქცირებული მოსამართლეები ჰყავს და როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთან დაკავშირებით გააკეთეს ის, რაც გააკეთეს, რა უნდა უთხრას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც 12-პუნქტიანი ვალდებულებიდან ასევე ერთ-ერთია და რა საკანონმდებლო ცვლილებები მიიღეს, როდესაც პრეზიდენტს ჩამოართვეს უფლება ცენტრალური საარჩევნო კომისიის არჩევაში მიიღოს მონაწილეობა. რეალურად, საქართველოს პრემიერ მინისტრს არაფერი არ აქვს, საინტერესო იქნება რითი უნდა იმართლოს თავი, როცა ამბობს, რომ დასავლეთს მეორე ფრონტი უნდა, რომ დასავლეთი გვაიძულებს დავაკანონოთ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დავაკანონოთ და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რის გამოც არ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს. მე არ ვიცი რა ექნება სათქმელი ირაკლი ღარიბაშვილს, მაგრამ ვხვდები რა იქნება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების კიდევ ერთი ძალიან მკაცრი პასუხი იმის შემდეგ, რაც გააკეთეს განსაკუთრებით გუშინ, როდესაც მიიღეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები დღემდე გვეუბნებიან, რომ შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა საქართველოსთვის და ეს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ ეს ფანჯარა სამუდამოდ დაიხუროს.” - განაცხადა ანა წითლიძემ.</content:encoded>
          835                 <link>https://www.ghn.ge/news/297565-partniorebi-dghemde-gveubnebian-rom-shesadzleblobis-fanjara-ghiaa-sakartvelostvis-da-khelisufleba-aketebs-qvelafers-rom-es-fanjara-samudamod-daikhuros-ana-tsitlidze</link>
          836                 <description>პარტნიორები დღემდე გვეუბნებიან, რომ შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა საქართველოსთვის და ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ ეს ფანჯარა სამუდამოდ დაიხუროს - ანა წითლიძე</description>
          837                 <topic>კომენტარი</topic>
          838                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1134791553.png</image>
          839                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          840                 <guid>297565</guid>
          841             </item>
          842 
          843         
          844             
          845             <item>
          846                 <title>რაც გუშინ “ქართულმა ოცნებამ” ჩაიდინა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონთან დაკავშირებით, იყო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიმართ კიდევ ერთი საბოტაჟი - ანა წითლიძე</title>
          847                 <content:encoded>&ldquo;რაც გუშინ &ldquo;ქართულმა ოცნებამ” ჩაიდინა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონთან დაკავშირებით, იყო კიდევ ერთი საბოტაჟი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის,” - ამის შესახებ განაცხადა &ldquo;ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტის დეპუტატმა, ანა წითლიძემ.
          848 
          849 მისი თქმით, &ldquo;ქართული ოცნების&ldquo; მმართველობის პირობებში რეკომენდაციები არ შესრულდება.
          850 
          851 &ldquo;რაც გუშინ გააკეთა &ldquo;ქართულმა ოცნებამ”&nbsp; მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიამ უთხრა, რომ კანონი დეოლიგარქიზაციაზე ამ ფორმით იქნებოდა რეპრესიული და არ უნდა მიეღო, &ldquo;ქართულმა ოცნებამ” გუშინ, მაშინ, როდესაც დასრულებული იყო სხდომა, ოპოზიცია პარლამენტში არ იმყოფებოდა, მიიღეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი. &ldquo;ქართული ოცნების” გუშინდელი საქციელი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ არანაირი 12-პუნქტიან ვალდებულებას &ldquo;ქართული ოცნება” არ შეასრულებს. გუშინ რაც ჩაიდინეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე, როდესაც მთელი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ეუბნებოდნენ, რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება და იყო კატეგორიული უარი ვენეციის კომისიიდან, ამით &ldquo;ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთი საბოტაჟი განახორციელა კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მაშინ, როდესაც ჩვენ ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ და რამდენიმე თვე არის დარჩენილი იმისთვის, რომ გავიგოთ პასუხი. &ldquo;ქართული ოცნების&ldquo; მმართველობის პირობებში რეკომენდაციები არ შესრულდება და მეორე, რასაც აკეთებს ხელისუფლება ეს არის საბოტაჟი კანდიდატის სტატუსის მისაღებად.” განაცხადა ანა წითლიძემ.</content:encoded>
          852                 <link>https://www.ghn.ge/news/297564-rats-gushin-kartulma-otsnebam-chaidina-deoligarkizatsiis-shesakheb-kanontan-dakavshirebit-iqo-evrokavshiris-kandidatis-statusis-mimart-kidev-erti-sabotazhi-ana-tsitlidze</link>
          853                 <description>რაც გუშინ “ქართულმა ოცნებამ” ჩაიდინა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონთან დაკავშირებით, იყო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიმართ კიდევ ერთი საბოტაჟი - ანა წითლიძე</description>
          854                 <topic>კომენტარი</topic>
          855                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/203374846.png</image>
          856                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          857                 <guid>297564</guid>
          858             </item>
          859 
          860         
          861             
          862             <item>
          863                 <title>რეკრეაციულ სივრცეებში მოქალაქეები ხეებზე ძაღლებს ავარჯიშებენ და მცენარეებს აზიანებენ, რაც ძალიან სამწუხაროა - კახა კალაძე</title>
          864                 <content:encoded>დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გახშირებული ვანდალიზმის ფაქტებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში გამოიკვეთა რეკრეაციულ სივრცეებში ხე-მცენარეების დაზიანების ფაქტები.
          865 
          866 როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები&nbsp; ხეებზე ძაღლებს ავარჯიშებენ, რაც ხე-მცენარეების დაზიანებას იწვევს.
          867 
          868 &bdquo;ვანდალიზმი ჩვენთვის უდიდესი გამოწვევაა. გვაქვს კონკრეტული სივრცეები, ახლად რეაბილიტირებული სკვერები, პარკები, განახლებული ინფრასტრუქტურა, რომელთა მიზანმიმართული დაზიანება ხდება. თუ აქამდე საუბარი იყო საპარკო ინფრასტრუქტურაზე, დღეს გვაქვს სრულიად ახალი რეალობა, რაც ძალიან სამწუხაროა. ბოლო თვეებია ახალრეაბილიტირებულ სკვერებში ხდება ხეების დაზიანება, მათი მოპარვა. ჩვენ დავინტერესდით, თუ რატომ ზიანდება ხე-მცენარეები და გამოიკვეთა, რომ მოქალაქეები ახალდარგულ ხეებზე ძაღლებს ავარჯიშებენ. გვაქვს შესაბამისი ვიდეოკადრებიც. ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია მსგავსი დამოკიდებულება. მძიმეა და გულდასაწყვეტი, რადგან ჩვენ გვინდა, რომ ამ ქალაქისთვის და აქ მცხოვრებლებისთვის ყველაფერი საუკეთესო გავაკეთოთ. ამაში იხარჯება თქვენივე თანხები, ჩვენ კი უბრალოდ მენეჯმენტს ვუწევთ ახალი პროექტების განხორციელებას&ldquo;, - აღნიშნა კახა კალაძემ.
          869 
          870 მისივე თქმით, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და ვანდალიზმის ფაქტებს ერთად შეებრძოლოს.
          871 
          872 &bdquo;დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოება ერთად დავდგებით, ერთად შევებრძოლებით ვანდალიზმს და ამ უმსგავსო ფაქტებს. რეკრეაციულ სივრცეებს რომ ვაკეთებთ, იქ შინაური ცხოველებისთვის სპეციალურ ადგილებს გამოვყოფთ სასეირნოდ, სავარჯიშოდ, მაგრამ არ ვიცი, რატომ უნდა ავარჯიშო და გაწვრთნა ძაღლი ხე-მცენარეზე და ამით გამწვანება დააზიანო&ldquo;, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. &nbsp;
          873 
          874 &nbsp;</content:encoded>
          875                 <link>https://www.ghn.ge/news/297563-rekreatsiul-sivrtseebshi-mokalakeebi-kheebze-dzaghlebs-avarjisheben-da-mtsenareebs-azianeben-rats-dzalian-samtsukharoa-kakha-kaladze</link>
          876                 <description>რეკრეაციულ სივრცეებში მოქალაქეები ხეებზე ძაღლებს ავარჯიშებენ და მცენარეებს აზიანებენ, რაც ძალიან სამწუხაროა - კახა კალაძე</description>
          877                 <topic>საზოგადოება</topic>
          878                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/843049620.jpeg</image>
          879                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          880                 <guid>297563</guid>
          881             </item>
          882 
          883         
          884             
          885             <item>
          886                 <title>თბილისის მერია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ცხრა პროგრამას ახორციელებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 16 მლნ ლარამდეა</title>
          887                 <content:encoded>14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა.
          888 
          889 თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის არსებულ პროგრამებზე ისაუბრა.
          890 
          891 მისი თქმით, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ცხრა ასეთ პროგრამას ახორციელებს, რომელთა ბიუჯეტი 16 მლნ ლარამდეა.
          892 
          893 &bdquo;დედაქალაქში მიმდინარე წელს 2 400&ndash;მდე საკურორტო ვაუჩერი გაიცა &bdquo;შშმ ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამის&ldquo; ფარგლებში. სოციალურად დაუცველი არასრულწლოვანი შშმ პირებისთვის არსებული პროგრამა ყოველწლიურად, 800-ლარიანი დახმარების გაცემას ითვალისწინებს. მის ფარგლებში, 1 300-მდე პირი იღებს ფინანსურ დახმარებას. გარდა ამისა, გვაქვს სოციალურად დაუცველი, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირთა დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებში, 900-ლარიან დახმარებას 600-ზე მეტი უსინათლო პირი იღებს. აღსანიშნავია, რომ ისინი, მათ გამცილებლებთან ერთად, მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობენ&ldquo;, - განაცხადა კახა კალაძემ.
          894 
          895 მისი თქმით, მუნიციპალიტეტმა უნდა შექმნას ყველა პირობა, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ დამოუკიდებლად ცხოვრებისა და გადაადგილების, ასევე, საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის შესაძლებლობა.
          896 
          897 &bdquo;შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, შშმ პირთა და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების განცხადებები და პროექტები ფინანსდება. წლის დასაწყისიდან დღემდე, მერიამ 58 ასეთი განაცხადი დააფინანსა. ამასთან, შშმ პირები მერიის სამედიცინო საჭიროებების დაფინანსების პროგრამაში, პრიორიტეტულ ჯგუფს მიეკუთვნებიან. რაც მთავარია, აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ქალაქში დაცული იყო ინკლუზიურობის პრინციპი, ეს იქნება ქუჩა, მუნიციპალური ტრანსპორტი, რეკრეაციული სივრცე და სხვა ადგილები&ldquo;, - აღნიშნა კახა კალაძემ.&nbsp;</content:encoded>
          898                 <link>https://www.ghn.ge/news/297562-tbilisis-meria-shezghuduli-shesadzleblobebis-mkone-pirebistvis-tskhra-programas-akhortsielebs-romelta-saerto-biujeti-16-mln-laramdea</link>
          899                 <description>თბილისის მერია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ცხრა პროგრამას ახორციელებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 16 მლნ ლარამდეა</description>
          900                 <topic>საზოგადოება</topic>
          901                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1439707736.jpeg</image>
          902                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          903                 <guid>297562</guid>
          904             </item>
          905 
          906         
          907             
          908             <item>
          909                 <title>მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელებაში დედაქალაქის მერიაც ერთვება</title>
          910                 <content:encoded>თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც თბილისის ტერიტორიის შერჩეულ არეალებში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს.
          911 
          912 ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
          913 
          914 &bdquo;აღნიშნული პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან უამრავი ადამიანი, ოჯახია, რომელიც ვერ ახერხებს მიწის რეგისტრაციას, სხვადასხვა რაიონსა და უბანში. ამ პროგრამაში, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, დედაქალაქი არ იყო ჩართული. შესაბამისად, გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელიც მოგვცემს შესაძლებელობას, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს. დღეის მდგომარეობით, თბილისის ტერიტორიაზე არსებობს არაერთი დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი, რომელზეც, სხვადასხვა ობიექტური გარემოების გამო, ვერ რეგისტრირდება ვერც მუნიციპალიტეტის და ვერც სხვა დაინტერესებული პირების საკუთრების უფლება. ვინაიდან, საჯარო რეესტრი წარმოადგენს ამ მიმართულებით უფლებამოსილ და კომპეტენტურ ორგანოს, პროექტს განახორციელებს საჯარო რეესტრი, ხოლო მის ფინანსურ მხარდაჭერას სრულად უზრუნველყოფს თბილისის მუნიციპალიტეტი. შესაბამისად, მოქალაქეებისთვის აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდება სრულიად უფასოდ&ldquo;, - განაცხადა კახა კალაძემ.
          915 
          916 მისივე თქმით, პროექტის შედეგად, შერჩეულ არეალებში, საკუთრების უფლებისა და მართლზომიერი მფლობელობის დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე და ასევე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების სტატუსით, ათასობით მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდება. საუბარია 27 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე.
          917 
          918 დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ იდენტიფიცირებული იქნება მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და განხორციელდება მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების ფონდის მონაცემების სრულყოფაც.
          919 
          920 &bdquo;პროექტი განხორციელდება ეტაპობრივად. ამ ეტაპზე შერჩეულია რამდენიმე პრობლემური ლოკაცია: დიდგორი, ძველი ვეძისი, დიღომი, კვესეთი, ბეთანია, წყნეთი, ახალდაბა, კიკეთი-საღორისი, კოჯორი, წავკისი, შინდისი, ტაბახმელა&ldquo;, - აღნიშნა მერმა.
          921 
          922 მისივე ინფორმაციით, პროექტი 2024 წლის 31 დეკემბრამდე დასრულდება.</content:encoded>
          923                 <link>https://www.ghn.ge/news/297561-mitsis-sistemuri-registratsiis-proektis-gankhortsielebashi-dedakalakis-meriats-ertveba</link>
          924                 <description>მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელებაში დედაქალაქის მერიაც ერთვება</description>
          925                 <topic>საზოგადოება</topic>
          926                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/568207585.jpeg</image>
          927                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          928                 <guid>297561</guid>
          929             </item>
          930 
          931         
          932             
          933             <item>
          934                 <title>თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 20 ივნისს დაიწყება</title>
          935                 <content:encoded>თბილისის მასშტაბით, საზაფხულო საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 20 ივნისიდან დაიწყება და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
          936 
          937 მისი თქმით, ივლისის განმავლობაში, 17 000-მდე აღსაზრდელს 45 მუნიციპალური&nbsp; საბავშვო ბაღი მოემსახურება.
          938 
          939 &bdquo;მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით. პანდემიის პერიოდში, იმ დროისთვის არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, საზაფხულო ბაღები არ მუშაობდა. წელს მივიღეთ გადაწყვეტილება და ბაღები იფუნქციონირებს. გავითვალისწინეთ ბაღის აღსაზრდელთა მშობლების მოთხოვნა, ვინაიდან ძალიან ბევრი ოჯახი ვერ ახერხებს ივლისის პერიოდში შვებულების აღებას და ქალაქიდან გასვლას. მათ მუშაობა უწევთ. რა თქმა უნდა, ამ ოჯახებს ყველანაირად გვერდით დავუდგებით. ივლისში, მუნიციპალური ბაღების 17 000-მდე აღსაზრდელს 45 საბავშვო ბაღი მოემსახურება. საზაფხულო საბავშვო ბაღები შერჩეულია ტერიტორიული პრინციპით, ისე, რომ ქალაქის მასშტაბით მაქსიმალურად იყოს ხელმისაწვდომი. ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება 20 ივნისიდან და გაგრძელდება 30 ივნისის ჩათვლით&ldquo;, - აღნიშნა კახა კალაძემ.
          940 
          941 მისივე ინფორმაციით, რეგისტრაციის პროცესი იწარმოებს ვებგვერდზე: www.kids.org.ge.
          942 
          943 &nbsp;</content:encoded>
          944                 <link>https://www.ghn.ge/news/297560-tbilisis-sazafkhulo-sabavshvo-baga-baghebshi-registratsia-20-ivniss-daitsqeba</link>
          945                 <description>თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 20 ივნისს დაიწყება</description>
          946                 <topic>საზოგადოება</topic>
          947                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1511034581.jpg</image>
          948                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          949                 <guid>297560</guid>
          950             </item>
          951 
          952         
          953             
          954             <item>
          955                 <title>2024 წლის 1-ელი იანვრიდან ავტომობილების გამონაბოლქვის შემცირების მიზნით, ახალი რეგულაციები ამოქმედდება</title>
          956                 <content:encoded>მაღალი გაფრქვევების მქონე ავტომობილების შემოყვანის შეზღუდვის გზით, გამონაბოლქვის შემცირებისკენ მიმართული რეგულაციების დადგენა, ქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას შეუშლის ხელს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
          957 
          958 მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის ევრო 5 სტანდარტის შესაბამისი ზღვრული ნორმების დაწესებას ეხება.
          959 
          960 &bdquo;ცხადია, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს დედაქალაქში მომრავლებული კერძო ავტომობილები. სტატისტიკას გეტყვით: 2012 წლამდე თბილისში, პიკის საათებში, დაახლოებით, 180 000 კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა. დღეის მონაცემებით, თბილისში 600 000-ზე მეტი კერძო ავტომობილი მოძრაობს. ეს კი გამონაბოლქვის და ჰაერის დაბინძურების მხრივ, უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. ასევე, სამწუხაროდ, ძალიან ცუდი პრაქტიკა დაინერგა საქართველოში, როცა ავტომობილების უდიდეს ნაწილს ე.წ. კატალიზატორს აცლიან, ჰყიდიან და ამ დროს, ავტომობილი ჰაერის საშინლად და სახიფათოდ დაბინძურებული ხდება. სწორედ ესაა უმთავრესი მიზეზი აზოტის ოქსიდებით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების და ამ მხრივ, დედაქალაქში მართლაც არასახარბიელო მდგომარეობაა&ldquo;, - განაცხადა კახა კალაძემ.
          961 
          962 მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტის მხრიდანაც გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ აღნიშნული მიმართულება მოწესრიგდეს.
          963 
          964 &bdquo;არსებული ვითარების გათვალისწინებით, მივესალმები იმ ძალიან სწორ და საჭირო ინიციატივას, რაც პრემიერ-მინისტრმა დაანონსა. ამ რეგულაციების დადგენა, რასაკვირველია, შეზღუდავს მოძველებული და მაღალი გაფრქვევების მქონე ავტომობილების შემოყვანას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუშლის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას. ასევე, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ქალაქში მოძრაობს ისეთი ავტომობილები, რომლებიც ტექდათვალიერების მიმართულებით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ამ მიმართულების მოსაწესრიგებლადაც გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ ყველას ჩართულობით, ჰაერის გასუფთავებას მივაღწიოთ, რაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია&ldquo;, - განაცხადა კახა კალაძემ. &nbsp;&nbsp;&nbsp;
          965 
          966 თბილისის მერმა ისაუბრა ტრანსპორტის რეფორმასა და ყველა იმ აქტივობაზე, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ 2017 წლის შემდეგ, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით განახორციელა.
          967 
          968 &bdquo;ჩვენ არაერთხელ გვითქვამს რომ დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და ყველამ, როგორც მუნიციპალიტეტმა, ასევე ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ამ ქალაქში მცხოვრებმა ადამიანებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღნიშნული მიმართულება მოწესრიგდეს. ჩვენ 2017 წელს რაზეც დავიწყეთ აქტიური&nbsp; მუშაობა, ერთ-ერთი იყო ეს თემა და ბევრი სასიკეთო ნაბიჯიც გადაიდგა. გავამკაცრეთ რეგულაციები ამტვერებადი მასალების ტრანსპორტირებაზე და განთავსებაზე; მოეწყო არაერთი რეკრეაციული სივრცე, სადაც დაირგო ათასობით ნერგი და ეს პროცესი გრძელდება; სრულად განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები და მიკროავტობუსები. გვახსოვს, როგორი გამონაბოლქვი ჰქონდა, როგორც ავტობუსს, ასევე მიკროავტობუსს, რომელიც უდიდესი პრობლემა იყო. ამ ყველაფერს ვსუნთქავდით ჩვენ, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. დღეს დედაქალაქს ჰყავს სრულად განახლებული ევრო 6-ის ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტი&ldquo;, - აღნიშნა თბილისის მერმა.</content:encoded>
          969                 <link>https://www.ghn.ge/news/297559-2024-tslis-1-eli-ianvridan-avtomobilebis-gamonabolkvis-shemtsirebis-miznit-akhali-regulatsiebi-amokmeddeba</link>
          970                 <description>2024 წლის 1-ელი იანვრიდან ავტომობილების გამონაბოლქვის შემცირების მიზნით, ახალი რეგულაციები ამოქმედდება</description>
          971                 <topic>საზოგადოება</topic>
          972                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1557139056.jpeg</image>
          973                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
          974                 <guid>297559</guid>
          975             </item>
          976 
          977         
          978             
          979             <item>
          980                 <title>თბილისის მერიის ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია 15 ივნისს დაიწყება</title>
          981                 <content:encoded>ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, ახალგაზრდებისთვის მასშტაბური საზაფხულო პროგრამები განახლდება, რომელზე რეგისტრაციაც 15 ივნისიდან დაიწყება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
          982 
          983 მისი თქმით, საზაფხულო პროგრამებში მონაწილეობის მიღება დედაქალაქში მცხოვრებ 18-29 წლის ახალგაზრდებს შეეძლებათ.
          984 
          985 &bdquo;მინდა საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, მნიშვნელოვანი პროგრამის შესახებ მივაწოდო ინფორმაცია. ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და მისი დანერგვა ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩემი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე. არ არის აუცილებელი, რომ ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გახდეს, მაგრამ მთავარია ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება. ჩვენი მხრიდან ამ მიმართულებას ხელშეწყობა ყოველთვის ექნება. 2023 წლის საზაფხულო პროგრამებში, დაახლოებით, 5 000-მდე ახალგაზრდა ჩაერთვება. ეს ეხება თბილისში მცხოვრებ 18-29 წლის ახალგაზრდებს, რომლებსაც სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ. მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტით, კვებით, ეკიპირებით და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურებით&ldquo;, - განაცხადა კახა კალაძემ.
          986 
          987 მისივე თქმით, პროგრამებზე რეგისტრაცია 25 ივნისს დასრულდება.&nbsp;
          988 
          989 &bdquo;დეტალური ინფორმაცია განთავსდება თბილისის მერიის ვებგვერდზე და იმედი მაქვს, საზაფხულო პროგრამებით ბევრი ახალგაზრდა ისარგებლებს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი არის უფასო&ldquo;, - აღნიშნა თბილისის მერმა.
          990 
          991 2023 წლის &bdquo;საზაფხულო პროგრამის&ldquo; ფარგლებში, შემდეგი აქტივობებია დაგეგმილი:
          992 
          993 1.&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp; კარტინგი, მინი გოლფი, სასროლეთი (ლისის მიმდებარე ტერიტორია);
          994 
          995 2.&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp; მუნიციპალური საცურაო აუზი (ზღვის უბანში) - ზღვის უბანში არსებული საცურაო აუზით ერთი თვის განმავლობაში, სარგებლობა შესაძლებელი იქნება 200-ზე მეტი ახალგაზრდისთვის.
          996 
          997 3.&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp; ჩოგბურთის კორტები (ვაკის პარკის კორტები)
          998 
          999 4.&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp; ჯომარდობა (ფასანაური)
         1000 
         1001 5.&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp; ლაშქრობები &bdquo;თბილისის გარშემო&ldquo; - წარიმართება ოთხი ორდღიანი და რვა ერთდღიანი საველე სალაშქრო ბანაკების სახით.</content:encoded>
         1002                 <link>https://www.ghn.ge/news/297558-tbilisis-meriis-akhalgazrdul-sazafkhulo-programebze-registratsia-15-ivniss-daitsqeba</link>
         1003                 <description>თბილისის მერიის ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია 15 ივნისს დაიწყება</description>
         1004                 <topic>საზოგადოება</topic>
         1005                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/628065342.jpeg</image>
         1006                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
         1007                 <guid>297558</guid>
         1008             </item>
         1009 
         1010         
         1011             
         1012             <item>
         1013                 <title>მეშინია, „ქართულ ოცნებას“ თავისმა კარმამ არ უწიოს და დეოლიგარქიზაციის კანონით გასამართლება თავად არ მოუწიოს - იაგო ხვიჩია</title>
         1014                 <content:encoded>დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით ყოველგვარი ინტერესი დავკარგე. სამწუხაროდ, ეს კანონი &bdquo;გირჩს&ldquo; არანაირად შეეხება, ნეტავ, ის ფინანსური საშუალება გვქონდეს, რაც გათვალისწინებულია იმ ხალხისთვის, ვისზეც კანონის რეგულირება ვრცელდება, &ndash; ამის შესახებ &bdquo;გირჩის&ldquo; ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
         1015 
         1016 მისი თქმით, &bdquo;ეს კანონი ყველაზე მეტად &bdquo;ქოცებზე&ldquo; ვრცელდება&ldquo;.
         1017 
         1018 &bdquo;ღმერთი სამართლიანია, ზემოდან გვიყურებს და ეს ძალიან საშიში ამბავია. მეშინია, რომ &bdquo;ქართულ ოცნებას&ldquo; თავისმა კარმამ არ უწიოს და ამ კანონით გასამართლება თავად არ მოუწიოს, რასაც ასე თავგამოდებით იღებს და თან დასავლეთთან ცინიკური საუბრის საგანია. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღების არანაირი საჭიროება არაა, მაგრამ ვინაიდან &bdquo;ქართულ ოცნებას&ldquo; აქვს და ძირითადად მასზე ვრცელდება, მიიღონ და ამ კანონით მართლმსაჯულების წინაშე თავად წარდგებიან&ldquo;, &ndash; განაცხადა ხვიჩიამ.</content:encoded>
         1019                 <link>https://www.ghn.ge/news/297567-meshinia-kartul-otsnebas-tavisma-karmam-ar-utsios-da-deoligarkizatsiis-kanonit-gasamartleba-tavad-ar-moutsios-iago-khvichia</link>
         1020                 <description>მეშინია, „ქართულ ოცნებას“ თავისმა კარმამ არ უწიოს და დეოლიგარქიზაციის კანონით გასამართლება თავად არ მოუწიოს - იაგო ხვიჩია</description>
         1021                 <topic>კომენტარი</topic>
         1022                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/2134605330.jpg</image>
         1023                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
         1024                 <guid>297567</guid>
         1025             </item>
         1026 
         1027         
         1028             
         1029             <item>
         1030                 <title>დავით არახამიას ჭკუის სასწავლებელი საქართველოს, ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას არაფერი სჭირს - ალუდა ღუდუშაური</title>
         1031                 <content:encoded>არახამიას ვუპასუხებდი, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, ქართველი ხალხი არის ამაყი, ძალიან დიდი ისტორიის მქონე ხალხი, მას ვურჩევდი, საქართველოს და ჩვენს ხელისუფლებას ვიდრე რაიმეს ურჩევს, მით უმეტეს, ასეთ მტკიცებით ფორმაში და ჭკუის დარიგებას დაგვიწყებს, ჯერ იქნებ ეს ქართულად გვითხრას, &ndash; ამის შესახებ &bdquo;ქართული ოცნების&ldquo; წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
         1032 
         1033 მისი თქმით, საქართველო უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და მას გამარჯვებას უსურვებს.
         1034 
         1035 &bdquo;ჩვენ ვდგავართ უკრაინელ ხალხთან ერთად, ბუნებრივია, ვუსურვებთ უკრაინას გამარჯვებას და დროულად ვუსურვებთ სტაბილურ მშვიდობას, ისე, როგორც არის მათ ინტერესებში, თუმცა არახამია ვერ და არ წარმოადგენს უკრაინელ ხალხს და უკრაინას მთლიანად. მისი ცალკეული შეფასებები და სუბიექტური მოსაზრებები არის ცნობილი ყველასთვის. აქედან გამომდინარე, დავით არახამიას ჭკუის სასწავლებელი საქართველოს, ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას არაფერი სჭირს&ldquo;, &ndash; განაცხადა ღუდუშაურმა.
         1036 
         1037 უკრაინის რადის მმართველი ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ სოციალურ ქსელში&nbsp;დაწერა:&nbsp;&bdquo;მთელ მსოფლიოში არის გაყინული რუსული აქტივები, რომლებიც გამოყენებულ იქნება უკრაინის აღდგენისთვის, კარგი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებასაც გამოეჩინა მსგავსი სოლიდარობა&ldquo;.</content:encoded>
         1038                 <link>https://www.ghn.ge/news/297566-davit-arakhamias-chkuis-sastsavlebeli-sakartvelos-kartvel-khalkhs-sakartvelos-khelisuflebas-araferi-schirs-aluda-ghudushauri</link>
         1039                 <description>დავით არახამიას ჭკუის სასწავლებელი საქართველოს, ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას არაფერი სჭირს - ალუდა ღუდუშაური</description>
         1040                 <topic>კომენტარი</topic>
         1041                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1395005270.jpeg</image>
         1042                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
         1043                 <guid>297566</guid>
         1044             </item>
         1045 
         1046         
         1047             
         1048             <item>
         1049                 <title>ოთარ შამუგია  საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა</title>
         1050                 <content:encoded>გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მეფუტკრეობის დარგში არსებული მდგომარეობა, &nbsp;ფერმერთა საჭიროებები და ქართული თაფლის საექსპორტო პოტენციალი განიხილეს.
         1051 
         1052 როგორც შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ აღნიშნა, ქვეყანაში მეფუტკრეობის დარგის ხელშემწყობი პროექტები აქტიურად ხორციელდება. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მეფუტკრე ფერმერების მხარდასაჭერად, იქმნება ისეთი &nbsp;პროექტები, რაც ხელს უწყობს ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას და ექსპორტის ზრდას.
         1053 
         1054 საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო პაპავამ&nbsp; მეფუტკრე ფერმერების საჭიროებებზე, მათ შორის, სკების რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის პროცესის გააქტიურებისა და ფუტკრის დაავადებების კონტროლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. აღინიშნა, რომ მიკვლევადობის სისტემის არსებობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თაფლის წარმოების და ექსპორტის&nbsp; ზრდას.
         1055 
         1056 შეხვედრაზე საუბარი შეეხო მეფუტკრეობის მიმართულებით სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე აქტივობებს. აღინიშნა, რომ,&nbsp; ამ ეტაპზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგისტაცია-იდენტიფიკაციის&nbsp; სისტემაში რეგისტრირებულია 45 საფუტკრე მეურნეობა,&nbsp; ჯამში 7 000 სკა. ფერმერთა დაინტერესებისა და რეგისტაცია-იდენტიფიკაციის სტიმულირების &nbsp;მიზნით, სამინისტრო შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს, რაც ტექნიკურ უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს.
         1057 
         1058 სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები კახა კაკაბაძე და თენგიზ ნასარიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის &bdquo;მერსი ქორფსი&ldquo; წარმომადგენლები ესწრებოდნენ.</content:encoded>
         1059                 <link>https://www.ghn.ge/news/297556-otar-shamugia-sakartvelos-mefutkreta-gaertianebis-tsarmomadgenlebs-shekhvda</link>
         1060                 <description>ოთარ შამუგია  საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა</description>
         1061                 <topic>ეკონომიკა</topic>
         1062                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1565643957.jpg</image>
         1063                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
         1064                 <guid>297556</guid>
         1065             </item>
         1066 
         1067         
         1068             
         1069             <item>
         1070                 <title>2023-2024 სააღმზრდელო წელს საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესში ცვლილებები შედის</title>
         1071                 <content:encoded>თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პროცესში 2023-2024 სააღმზრდელო წელს კიდევ ერთი პრიორიტეტული ჯგუფი დაემატება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
         1072 
         1073 მისი განმარტებით, ახალი წესით, საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია სამ ეტაპად განხორციელდება.
         1074 
         1075 &bdquo;რეგისტრაციისას გამოყოფილია სოციალური ჯგუფები, რომელთაც პრიორიტეტი ენიჭება. ამ ჯგუფებს დაემატება მუნიციპალური საბავშვო ბაღების თანამშრომელთა შვილები, რადგან ამ ადამიანებსაც ისევე სჭირდებათ მხარდაჭერა და პირობების შექმნა მათი მოვალეობების სრულფასოვნად შესრულებისას, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის წარმომადგენელს&ldquo;, - განაცხადა კახა კალაძემ.
         1076 
         1077 თბილისის მერის თქმით, დღემდე, პირველ ეტაპზე, პრიორიტეტული სოციალური ჯგუფების, ხოლო მეორე ეტაპზე, საყოველთაო რეგისტრაცია მიმდინარეობდა.
         1078 
         1079 &bdquo;პირველ&nbsp; ეტაპზე, პრიორიტეტული სოციალური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები დარეგისტრირდებიან, მეორე ეტაპზე, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები, ხოლო მესამე ეტაპზე, გამოცხადდება საყოველთაო რეგისტრაცია. აღნიშნული ცვლილებებისთვის მივმართავთ საკრებულოს და დამტკიცების შემდეგ, ივლისში რეგისტრაციის პროცესს დავიწყებთ&ldquo;, - აღნიშნა კახა კალაძემ.
         1080 
         1081 მისივე თქმით, გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღების მშენებლობას განაგრძობს.
         1082 
         1083 &bdquo;გრძელდება თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღების მშენებლობა.&nbsp; სექტემბერში&nbsp; თბილისს სამი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. საერთო ჯამში,&nbsp; ამ ეტაპზე, 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა და ორის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს&ldquo;, - განაცხადა კახა კალაძემ.</content:encoded>
         1084                 <link>https://www.ghn.ge/news/297557-2023-2024-saaghmzrdelo-tsels-sabavshvo-baghebshi-registratsiis-protsesshi-tsvlilebebi-shedis</link>
         1085                 <description>2023-2024 სააღმზრდელო წელს საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესში ცვლილებები შედის</description>
         1086                 <topic>საზოგადოება</topic>
         1087                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/673979401.jpg</image>
         1088                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
         1089                 <guid>297557</guid>
         1090             </item>
         1091 
         1092         
         1093             
         1094             <item>
         1095                 <title>საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართული ეკონომიკის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია</title>
         1096                 <content:encoded>საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 12 ივნისს ეკონომიკის ოლიმპიადის ფინალური ტური გაიმართა, რომელში მონაწილეობაც 10 საუკეთესო შედეგის მქონე ნახევარფინალისტმა მიიღო. მათგან ჟიურის წევრებმა 5 გამარჯვებული გამოავლინეს, რომლებიც ჯერ ეკონომიკის საზაფხულო ბანაკში, შემდეგ კი სლოვაკეთში, საერთაშორისო რაუნდში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან.
         1097 
         1098 აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადა სამ ეტაპად მიმდინარეობდა. პირველ ტურში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით მე-10, მე-11 და მე-12 კლასის 291 სკოლის 1300-მდე მოსწავლემ მიიღო. პირველ რაუნდში მოსწავლეებმა ონლაინ ტესტირება გაიარეს და 25 დახურულ შეკითხვას უპასუხეს, შედეგად, მეორე ტურში 230 საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდა გადავიდა.
         1099 
         1100 ნახევარფინალი თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც ახალგაზრდებს, ტესტირების პარალელურად, შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ პანელურ დისკუსიებში ეკონომიკისა და ფინანსების მართვის შესახებ.
         1101 
         1102 სესიებს ატარებდნენ ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია Economic Fundamentals Initiative-ის წარმომადგენლები რენდალ ფილერი, ჯოსეფ კალჰოუნი და ტაუნი ფერარინი.
         1103 
         1104 ფინალური ტურის ფარგლებში, საუკეთესო შედეგის მქონე 10-მა მოსწავლემ ჟიურისთან გაიარა გასაუბრება, შედეგად კი 5 გამარჯვებული გამოვლინდა: ნიკა ვანაძე, კლიმენტი ბერულავა, გუკა ცაგარეიშვილი, ანი გვარამაძე, ნიკოლოზ ყორანაშვილი.
         1105 
         1106 ახლა გამარჯვებულები ეკონომიკის საზაფხულო ბანაკში გაივლიან გადამზადებას, გაეცნობიან ეკონომიკის საფუძვლებს, დაესწრებიან ტრენინგებს და მოემზადებიან საერთაშორისო ტურში მონაწილეობის მისაღებად, სადაც ისინი 17 ქვეყნის გამარჯვებულებთან ერთად იასპარეზებენ.
         1107 
         1108 &bdquo;საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ეკონომიკური, ფინანსური და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობას. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი &bdquo;ეკონომიკის ოლიმპიადის&ldquo; გენერალური სპონსორია. გვჯერა, რომ აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ახალგაზრდების ეკონომიკით დაინტერესების პროცესში, რაც თავის მხრივ, სამოქალაქო ცნობიერების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული ინიციატივის წარმატებას კი ოლიმპიადისადმი მოსწავლეების მიერ გამოვლენილი ინტერესიც მოწმობს - დარეგისტრირებულ მოსწავლეთა რაოდენობით საქართველო რეგიონში პირველ ადგილს იკავებდა. ჩვენ ძალიან გვახარებს ეს ფაქტი და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზარდება ეკონომიკით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობა. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ახალი ინიციატივების მხარდაჭერას და მოსწავლეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას&ldquo;, - განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ლომთაძემ.
         1109 
         1110 აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის ოლიმპიადა ეკონომიკური განათლების ინსტიტუტის (INEV) პროექტის &bdquo;ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადა&ldquo; ფარგლებში INEV-ის მოდელით მათი მანდატის ქვეშ იმართება, რომელსაც ლოკალურად საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi) ექსკლუზიური უფლებით ახორციელებს.
         1111 
         1112 ეკონომიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი, მხარდამჭერები არიან Economic Fundamental Initiative (EFI) და თავისუფალი უნივერსიტეტი, ოლიმპიადის მედია პარტნიორია ბიზნეს მედია საქართველო (BMG), ოლიმპიადის სოციალური მედია პარტნიორია ორჯერ ორი (2x2).&nbsp;</content:encoded>
         1113                 <link>https://www.ghn.ge/news/297555-sakartvelos-bankis-mkhardacherit-gamartuli-ekonomikis-olimpiadis-gamarjvebulebi-tsnobilia</link>
         1114                 <description>საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართული ეკონომიკის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია</description>
         1115                 <topic>საზოგადოება</topic>
         1116                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/69566226.jpg</image>
         1117                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
         1118                 <guid>297555</guid>
         1119             </item>
         1120 
         1121         
         1122             
         1123             <item>
         1124                 <title>მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა</title>
         1125                 <content:encoded>მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა ითვალისწინებს მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას, გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლის, ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენისა და ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებაში ახალგაზრდა მკვლევრებისა და პროფესორ-მასწავლებლების თანამონაწილეობას, სხვადასხვა ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელების საკითხებს. &nbsp;&nbsp;
         1126 
         1127 თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის კანცლერმა კარლო კოპალიანმა.
         1128 
         1129 ღონისძიებაზე გიორგი მიშელაძემ ვრცლად ისაუბრა სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკაზე, პროგრამებზე, რომელსაც უწყება ახორციელებს და აღნიშნა, რომ სააგენტო ღიაა სტუდენტებთან თანამშრომლობისთვის.
         1130 
         1131 კარლო კოპალიანის განცხადებით, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებულად მოთხოვნადია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა მიმართულებების: ენერგეტიკის, მშენებლობის, სამთო-გეოლოგიური და სხვა ფაკულტეტების კურსდამთავრებული პროფესიონალი კადრები.
         1132 
         1133 აღინიშნა, რომ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა-აღსრულება ხელს შეუწყობს მემორანდუმით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას.</content:encoded>
         1134                 <link>https://www.ghn.ge/news/297554-mitsis-mdgradi-martvisa-da-mitsatsargeblobis-monitoringis-erovnul-saagentosa-da-sakartvelos-teknikur-universitets-shoris-tanamshromlobis-memorandumi-gaformda</link>
         1135                 <description>მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა</description>
         1136                 <topic>საზოგადოება</topic>
         1137                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1936948236.jpeg</image>
         1138                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
         1139                 <guid>297554</guid>
         1140             </item>
         1141 
         1142         
         1143             
         1144             <item>
         1145                 <title>დონალდ ტრამპმა წარდგენილ 37 ბრალდებაში თავი უდანაშაულოდ ცნო</title>
         1146                 <content:encoded>აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა &nbsp;საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებისთვის&nbsp;მისთვის შვიდი მუხლით 37 ეპიზოდზე წარდგენილი არც ერთი ბრალდება აღიარა. იუწყება The New York Times.
         1147 
         1148 ბრალდების ფორმალური გაცნობის შემდეგ, რა დროსაც ტრამპი დროებით დააკავეს, მაიამის ფედერალურმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს არ დააკისროს შეზღუდვები ფლორიდის შტატის ფარგლებს გარეთ მოგზაურობასთან დაკავშირებით.
         1149 
         1150 ამავე დროს როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ტრამპს აეკრძალა საქმეში ბრალდებულებთან დეტალების საქმის განხილვა, რათა ადგილი არ ჰქონდეს მათზე ზეგავლენას.
         1151 
         1152 დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებისთვის ბრალი შვიდი მუხლით 37 ეპიზოდზე აქვს წარდგენილი.</content:encoded>
         1153                 <link>https://www.ghn.ge/news/297553-donald-trampma-tsardgenil-37-braldebashi-tavi-udanashaulod-tsno</link>
         1154                 <description>დონალდ ტრამპმა წარდგენილ 37 ბრალდებაში თავი უდანაშაულოდ ცნო</description>
         1155                 <topic>მსოფლიო</topic>
         1156                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1979590246.png</image>
         1157                 <pubDate>2023-06-14 </pubDate>
         1158                 <guid>297553</guid>
         1159             </item>
         1160 
         1161         
         1162             
         1163             <item>
         1164                 <title>ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დაიკითხა პოლიციელი, რომელსაც აქციის ღამეს, მანქანასთან ერთად დაეწვა 7 000 ლარის ღირებულების ფეხსაცმელი, 3 200-ლარიანი სმარტ საათი და1 300-ლარიანი სათვალე</title>
         1165                 <content:encoded>თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.&nbsp;დღევანდელ პროცესზე გამოიკითხა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის უფროსის მოადგილე გიორგი მაისურაძე, რომლის&nbsp;ავტომობილის დაწვასაც ედავება ბრალდებულ გრიგორიადისს პროკურატურა.
         1166 
         1167 პოლიციელმა სასამართლოს უთხრა, რომ მის მანქანას ათზე მეტი დემონსტრანტი აზიანებდა, ასხამდა საღებავს და ურტყამდა, რის შემდეგაც იგი რუსთაველზე ამოაგორეს და ერთმა მათგანმა ცეცხლი წაუკიდა. მან აღნიშნა, რომ დაინახა, როგორ ამოატრიალეს მისი სამსახურებრივი ავტომობილი და როგორ გაუჩნდა მას ცეცხლი, მაგრამ მათი ამოცნობა ვინც ეს გააკეთა არ შეუძლია.
         1168 
         1169 ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა სხდომაზე თქვა, რომ შსს-ს თანამშრომლის პირვანდელ ჩვენებასა და სასამართლოზე ნათქვამს შორის შეუსაბამობა იყო, რადგან, თავდაპირველად გიორგი მაისურაძე ჩვენებაში ამბობდა, რომ საკუთარი მანქანის დაზიანების კადრები სოციალურ ქსელში ნახა და ის ფაქტი, რომ მან ეს ყველაფერი ადგილზე დაინახა, თავდაპირველ ჩვენებაში მითითებული არ ჰქონდა.
         1170 
         1171 გრიგორიადისის ადვოკატებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზეც, რომ პოლიციელს აქციის ღამეს სამსახურებრივ მანქანაში ეწყო ძვირადღირებული პირადი ნივთები. ლიკა ბითაძის თქმით, პოლიციელი ჩვენებაში წერდა, რომ იმ ღამეს მანქანასთან ერთად დაიწვა მისი ფეხსაცმელი, 7 000 ლარის ღირებულების, სმარტ საათი, რომლის ფასიც 3 200 ლარია, 1 300-ლარიანი სათვალე და სხვა ნივთები.
         1172 
         1173 პოლიციელმა დაადასტურა სასამართლოში, რომ ეს ნივთები მას ეკუთვნოდა, არ უარყო არც მათი ღირებულება და თქვა, რომ ყველა ნივთი თავად შეიძინა. მას შემდეგ, რაც პოლიციელმა ეს დაადასტურა, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატები პოლიციელის შემოსავლით დაინტერესდნენ.&nbsp;პროკურატურამ ეს კითხვა გააპროტესტა და თქვა, რომ ამ გარემოებას საქმესთან კავშირი არ აქვს.
         1174 
         1175 დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ასევე პროკურატურამ წარადგინა სახანძრო-ტექნიკური ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გრიგორიადისის ტანსაცმელზე ნავთობპროდუქტების კვალი ამოვიდა.&nbsp;
         1176 
         1177 ლაზარეს ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის &bdquo;მოლოტოვის კოქტეილის&quot; სროლა (საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას).
         1178 
         1179 მას 31 მარტს საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. 1 მაისს აღკვეთის ღონისძიების გადახედვისას, სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
         1180 
         1181 ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლაზარე გრიგორიადისს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
         1182 
         1183 წყარო: &bdquo;რადიო თავისუფლება&ldquo;</content:encoded>
         1184                 <link>https://www.ghn.ge/news/297552-lazare-grigoriadisis-sakmeze-daikitkha-politsieli-romelsats-aktsiis-ghames-mankanastan-ertad-daetsva-7-000-laris-ghirebulebis-fekhsatsmeli-3-200-lariani-smart-saati-da1-300-lariani-satvale</link>
         1185                 <description>ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დაიკითხა პოლიციელი, რომელსაც  აქციის ღამეს, მანქანასთან ერთად დაეწვა 7 000 ლარის ღირებულების ფეხსაცმელი, 3 200 ლარიანი სმარტ საათი და1 300-ლარიანი სათვალე</description>
         1186                 <topic>სამართალი</topic>
         1187                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/906104770.jpg</image>
         1188                 <pubDate>2023-06-13 </pubDate>
         1189                 <guid>297552</guid>
         1190             </item>
         1191 
         1192         
         1193             
         1194             <item>
         1195                 <title>დონალდ ტრამპი ფორმალურად დაკავებულია - CNN</title>
         1196                 <content:encoded>აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფორმალურად დაკავებულია. ამის შესახებ&nbsp;CNN&nbsp; წერს.
         1197 
         1198 ტრამპი მაიამის ფედერალურ სასამართლოში მივიდა, სადაც მას ბრალს გააცნობენ.
         1199 
         1200 ბრალის წაყენების პროცესში ტრამპი ფორმალურად დაკავებულად&nbsp; მიიჩნევა.&nbsp;სასამართლო პროცესის დროს ტრამპს თითის ანაბეჭდებს აუღებენ.
         1201 
         1202 დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებისთვის ბრალი შვიდი მუხლით 37 ეპიზოდზე აქვს წარდგენილი.
         1203 
         1204 &nbsp;</content:encoded>
         1205                 <link>https://www.ghn.ge/news/297551-donald-trampi-formalurad-dakavebulia-cnn</link>
         1206                 <description>დონალდ ტრამპი ფორმალურად დაკავებულია -  CNN</description>
         1207                 <topic>მსოფლიო</topic>
         1208                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/789133084.png</image>
         1209                 <pubDate>2023-06-13 </pubDate>
         1210                 <guid>297551</guid>
         1211             </item>
         1212 
         1213         
         1214             
         1215             <item>
         1216                 <title>პუტინი აცხადებს, რომ უკრაინას რუსეთის „ისტორიული ტერიტორიები“ აქვს &quot;ოკუპირებული&quot;</title>
         1217                 <content:encoded>რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის &bdquo;ისტორიულ ტერიტორიებზე&ldquo; მდებარეობს და მას რუსეთის მიწები აქვს &bdquo;ოკუპირებული&ldquo;
         1218 
         1219 &bdquo;მათ {უკრაინელებმა) რატომ უნდა იცხოვრონ ჩვენს ხარჯზე და ჩვენს ისტორიულ ტერიტორიებზე? და თუ სურთ იცხოვრონ ჩვენს ისტორიულ ტერიტორიებზე, მაშინ აიძულონ თავიანთი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რათა ნორმალური ურთიერთობები დაამყარონ რუსეთთან. ისე, რომ ჩვენ ამ ტერიტორიებთან ერთად არაფერი დაგვემუქროს. ესაა პრობლემა&ldquo;, - განაცხადა პუტინმა.
         1220 
         1221 პუტინმა კიდევ უფრო მეტი აღშფოთება გამოთქვა, რომ ნატო გეგმავს ამ &nbsp;&bdquo;ისტორიულ ტერიტორიებზე&ldquo; შესვლას. &bdquo;ისინი გაგიჟდნენ, არა?&ldquo; - თქვა პუტინმა.
         1222 
         1223 რუსეთის დიქტატორმა მორიგ ჯერზე გაიმეორა, რომ უკრაინა მხოლოდ 1922 წელს &bdquo;შეიქმნა&ldquo;, როდესაც ლენინმა ერთგვარი &bdquo;შიშის გამო&ldquo; მას &bdquo;რუსული მიწები&ldquo; გადასცა.
         1224 
         1225 &nbsp;</content:encoded>
         1226                 <link>https://www.ghn.ge/news/297549-putini-atskhadebs-rom-ukrainas-rusetis-istoriuli-teritoriebi-akvs-okupirebuli</link>
         1227                 <description>პუტინი აცხადებს, რომ უკრაინას რუსეთის „ისტორიული ტერიტორეიბი“ აქვს ოკუპირებული</description>
         1228                 <topic>მსოფლიო</topic>
         1229                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1703051742.png</image>
         1230                 <pubDate>2023-06-13 </pubDate>
         1231                 <guid>297549</guid>
         1232             </item>
         1233 
         1234         
         1235             
         1236             <item>
         1237                 <title>პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი</title>
         1238                 <content:encoded>პარლამენტმა &bdquo;დეოლიგარქიზაციის შესახებ&ldquo; კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო.
         1239 
         1240 ცვლილებებს დღღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 83-მა წევრმა. ცვლილებებს მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის ორმა წევრმა.
         1241 
         1242 როგორც კენჭისყრამდე საკითხზე მომხსენებელმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ვენეციის კომისია ფიქრობს, რომ უკეთესი იქნება, პერსონალურ მიდგომაზე საერთოდ უარი ითქვას, თუმცა ევროპული კომისიის გადაწყვეტილებით პარლამენტს განესაზღვრა ამ პუნქტის შესრულება. ოხანაშვილის განმარტებით, სასპეკულაციო სივრცე რომ არ დარჩეს, მიზანშეწონილია, ეს პროექტი კანონად დაამტკიცონ, თუმცა არ ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
         1243 
         1244 &bdquo;მოგეხსენებათ, ჩვენ ვენეციის კომისიას გავუგზავნეთ დასკვნისთვის შესაბამისი ცვლილებები, რომელიც უკავშირდება დეოლიგარქიზაციას. ვენეციის კომისიმ დაამტკიცა განახლებული დასკვნა და აღნიშნავს, რომ ყველა ის ცვლილება, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა შეტანილი წარმოდგენილ პროექტში, უმეტესწილად, ყველა ძირითად საკითხთან დაკავშირებით არის ასახული. უბრალოდ, ვენეციის კომისია ახლა ფიქრობს, რომ უკეთესი იქნება, საერთოდ უარი ითქვას პერსონალურ მიდგომაზე, რომელთან დაკავშირებით ჰქონდა მოსაზრებები, რომ ჩვენ დაგვეკონკრეტებინა და ჩვენ დავაკონკრეტეთ. თუმცა, ჩვენ სწორებას ვაკეთებთ ევროპული კომისიის გადაწყვეტილებაზე. იცით, რომ ევროპული კომისიის გადაწყვეტილებით ჩვენ განგვესაზღვრა ეს პუნქტი შესასრულებლად. ამიტომ რომ არ დარჩეს სასპეკულაციო სივრცე, მიზანშეწონილია, ეს პროექტი კანონად მივიღოთ. ევროპულმა კომისიამ აღნიშნა, რომ ეს პუნქტი შესასრულებელია. ევროპულმა კომისიამ უკრაინას, რომელ მოდელზე დაყრდნობითაც ჩვენ შევიმუშავეთ კანონი, მოუწოდა, დაეწყო იმპლემენტაცია, ანუ მიღებული კანონის აღსრულება და ახლა ვენეციის კომისია, ანუ ევროპული სტრუქტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპერტული დანაყოფი ამბობს, უკრაინასაც ეუბნებიან, რომ ის კანონი, რომელზეც ევროპულმა კომისიამ უთხრა, აღსრულება დაწყებულიყო, გააუქმონ. რეალურად გვაქვს მოცემულობა ორ ევროპულ სტრუქტურას შორის კოლიზიის. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სწორება გავაკეთოთ ევროპულ კომისიაზე, კანონი მივიღოთ, რომ სასპეკულაციო სივრცე არ დარჩეს, თუმცა არ ავამოქმედოთ გამოქვეყნებისთანავე. თუ ევროპული კომისია იტყვის, რომ ეს პუნქტი ჩვენთან მოხსნილია, მაშინ ის დათქმა, რომ 2024 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდეს, ჩვენ შეგვიძლია, საერთოდ გავაუქმოთ ეს კანონი. ასახულია ის ცვლილებები, რაც კომიტეტზე იქნა დარიგებული&ldquo;, &ndash; განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
         1245 
         1246 შეგახსენებთ, ვენეციის კომისიის&nbsp;რეკომენდაციაში,&nbsp;რომელიც საქართველოს მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ &bdquo;დეოლიგაქრიზაციის&nbsp;შესახებ&ldquo; კანონპროექტს ეხება, აღნიშნულია, რომ დეოლიგარქიზაციის&nbsp;კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული, ხოლო ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად საჭიროა არა პერსონალური, არამედ სისტემური მიდგომა.
         1247 
         1248 &nbsp;</content:encoded>
         1249                 <link>https://www.ghn.ge/news/297550-parlamentma-deoligarkizatsiis-shesakheb-kanonproekts-meore-mosmenit-dauchira-mkhari</link>
         1250                 <description>პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი</description>
         1251                 <topic>პოლიტიკა</topic>
         1252                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/814135469.jpeg</image>
         1253                 <pubDate>2023-06-13 </pubDate>
         1254                 <guid>297550</guid>
         1255             </item>
         1256 
         1257         
         1258             
         1259             <item>
         1260                 <title>მოკავშირეები უკრაინას 107 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების საჰაერო თავდაცვის საშუალებებს გადასცემენ</title>
         1261                 <content:encoded>დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის დახმარების ახალი სამხედრო პაკეტის გადაცემის შესახებ განაცხადა. პაკეტი, რომელიც 92 მილიონი გირვანქა სტერლინგის (107,5 მლნ ევროს) ღირებულებისაა, მიმართული იქნება საჰაერო თავდაცის გაძლიერებისაკენ.
         1262 
         1263 &bdquo;ევროპეისკა პრავდას&ldquo; ინფორმაციით, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა.
         1264 
         1265 დახმარების პაკეტის ფარგლებში კიევი მიიღებს რადარებს რუსეთის განურჩეველი საჰაერო დარტყმებისგან დასაცავად, ასევე საბრძოლო მასალების მნიშვნელოვან რაოდენობას.
         1266 
         1267 &bdquo;დიდმა ბრიტანეთმა კიდევ 250 მლნ გირვანქა სტერლინგი შეიტანა უკრაინისთვის საერთაშორისო ფონდში და მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ამ ფონდის საშუალებით ჩვენ გადავცემთ საჰაერო თავდაცვის საშუალებების პაკეტს, რათა დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეროვნული ინფრასტრუქტურა, ასევე თავი დაიცვას რუსეთის განურჩეველი საჰაერო დარტყმებისგან&ldquo;, - განაცხადა უოლესმა.
         1268 
         1269 საერთაშორისო ფონდი უკრაინისთვის (IFU) იყენებს საერთაშორისო პარტნიორების ფინანსურ შენატანებს უკრაინისთვის პრიორიტეტული სამხედრო დახმარების შესაძენად.
         1270 
         1271 დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის, ნიდერლანდების, დანიის, შვედეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის შენატანების შედეგად ფონდის მეშვეობით შეგროვებულია 520 მილიონზე მეტ გირვანქა სტერლინგი (607,8 მილიონი ევრო).</content:encoded>
         1272                 <link>https://www.ghn.ge/news/297548-mokavshireebi-ukrainas-107-milion-evroze-meti-ghirebulebis-sahaero-tavdatsvis-sashualebebs-gadastsemen</link>
         1273                 <description>მოკავშირეები უკრაინას 107 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების საჰაერო თავდაცვის საშუალებებს გადასცემენ</description>
         1274                 <topic>მსოფლიო</topic>
         1275                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1243757617.png</image>
         1276                 <pubDate>2023-06-13 </pubDate>
         1277                 <guid>297548</guid>
         1278             </item>
         1279 
         1280         
         1281             
         1282             <item>
         1283                 <title>პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია</title>
         1284                 <content:encoded>პარლამენტმა &bdquo;ეროვნული ბანკის შესახებ&ldquo; კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
         1285 
         1286 დღევანდელ პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 124-მა წევრმა. სხდომაზე თავდაპირველად კენჭი ეყარა პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტს, რომელიც ჩავარდა.
         1287 
         1288 პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების ჩაგდების შემდეგ, კენჭისყრაზე კანონპროექტის პირვანდელი რედაქცია დადგა. მას მხარი დაუჭირა 82-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის ცხრა წევრმა.
         1289 
         1290 ცვლილებებით, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება. ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას შეასრულებს.</content:encoded>
         1291                 <link>https://www.ghn.ge/news/297547-parlamentma-erovnuli-bankis-shesakheb-kanonze-prezidentis-veto-dadzlia</link>
         1292                 <description>პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია</description>
         1293                 <topic>პოლიტიკა</topic>
         1294                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1062930907.jpg</image>
         1295                 <pubDate>2023-06-13 </pubDate>
         1296                 <guid>297547</guid>
         1297             </item>
         1298 
         1299         
         1300             
         1301             <item>
         1302                 <title>პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა</title>
         1303                 <content:encoded>პარლამენტმა &bdquo;ეროვნული ბანკის შესახებ&ldquo; კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა. პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა 82 ხმით დაუჭირეს მხარი კანონპროექტის პირვანდელ პროექტს.&nbsp;
         1304 
         1305 ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებების აუცილებლობა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ განმარტა. მისი განცხადებით, კანონის ძველი რედაქციით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არ ყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ერთ-ერთი მოადგილე ასრულებდა, თუმცა კანონში გაწერილი არ იყო თუ რომელი ვიცე-პრეზიდენტი აღასრულებდა მის უფლებამოსილებას. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებებით კი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას მისი პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს. კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, მან ვერ მოისმინა ის არგუმენტები თუ რატომ არის საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოტანის წინააღმდეგი და თუ რა რისკებს და საფრთხეებს შეიცავს ახალი აღმასრულებელი სუბიექტის თანამდებობა.
         1306 
         1307 საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოტივირებული შენიშვნები დღეს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა. მან პარლამენტის მიერ 9 თებერვალს მიღებულ &bdquo;ეროვნული ბანკის შესახებ&ldquo; საქართველოს კანონზე პრეზიდენტის მხრიდან დოკუმენტზე ხელის არ მოწერის მიზეზები განმარტა და აღნიშნა,&nbsp; ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის შემოღება მაშინ, როდესაც სამი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ისედაც არსებობს, აუცილებლობას არ საჭიროებდა.
         1308 
         1309 
         1310 &nbsp;</content:encoded>
         1311                 <link>https://www.ghn.ge/news/297546-parlamentma-sakartvelos-prezidentis-mier-tsarmodgenili-motivirebuli-shenishvnebi-ar-gaitvalistsina</link>
         1312                 <description>პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა</description>
         1313                 <topic>პოლიტიკა</topic>
         1314                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1685248150.jpeg</image>
         1315                 <pubDate>2023-06-13 </pubDate>
         1316                 <guid>297546</guid>
         1317             </item>
         1318 
         1319         
         1320             
         1321             <item>
         1322                 <title>კრივი-რიჰში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა</title>
         1323                 <content:encoded>უკრაინის ქალაქ კრივი რიჰში სამძემბრო-სამაშველო ოპერაციები დასრულდა. გასულ ღამეს რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
         1324 
         1325 კრივი რიჰის თავდაცვის საბჭოს ხემძღვანელის ოლექსანდრ ვიკლულის ინფორმაციით, დაშავებულია 28 ადამიანი.
         1326 
         1327 13 ივნისის ღამეს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს ქალაქ კრივი რიჰის წინააღმდეგ,
         1328 
         1329 მტრის ჭურვი მოხვდა ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს. დაზიანდა სამოქალაქო ობიექტები, სამეურნეო ნაგებობბეი, ავტომობილები.
         1330 
         1331 უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო კრივი რიჰიდან.
         1332 
         1333 &bdquo;თანაგრძნობას ვუცხადებ ყველას, ვინც ახლობლები დაკარგა! არასდროს ვაპატიებთ ტერორისტებს, ყოველი რაკეტისთვის პასუხს აგებენ&ldquo;, - დაწერა ზელენსკიმ.</content:encoded>
         1334                 <link>https://www.ghn.ge/news/297545-krivi-rihshi-rusetis-saraketo-ierishis-shedegad-daghupulta-raodenoba-11-mde-gaizarda</link>
         1335                 <description>კრივი-რიჰში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა</description>
         1336                 <topic>მსოფლიო</topic>
         1337                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/387321414.png</image>
         1338                 <pubDate>2023-06-13 </pubDate>
         1339                 <guid>297545</guid>
         1340             </item>
         1341 
         1342         
         1343             
         1344             <item>
         1345                 <title>საფრანგეთმა უკრაინაში გამომძიებლებისა და ექსპერტების ჯგუფები გაგზავნა, რომლებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის რუსეთის დანაშაულების მტკიცებულებებს შეაგროვებენ</title>
         1346                 <content:encoded>საფრანგეთმა უკრაინაში გამომძიებლებისა და ექსპერტების ორი ჯგუფი გაგზავნა, რომლებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებებს შეაგროვებენ. ამის შესახებ უკრაინულ მედია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
         1347 
         1348 პირველი ჯგუფი ფოკუსირებული იქნება დანაშაულებზე, რომლებიც მოიცავს გარემოსთვის სერიოზული ზიანის მიყენებას.
         1349 
         1350 ამის გარდა, საფრანგეთი აგზავნის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის ეგიდით ტექნიკური ექსპერტების ჯგუფს. მისიამ უნდა შეაგროვოს ზიანის მტკიცებულებები, რომელიც სამოქალაქო ობიექტებს მიადგა.
         1351 
         1352 ჯგუფების მუშაობას საფრანგეთის ევროპის საკითხებისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.</content:encoded>
         1353                 <link>https://www.ghn.ge/news/297544-safrangetma-ukrainashi-gamomdzieblebisa-da-ekspertebis-jgufebi-gagzavna-romlebits-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostvis-rusetis-danashaulebis-mtkitsebulebebs-sheagroveben</link>
         1354                 <description>საფრანგეთმა უკრაინაში გამომძიებლებისა და ექსპერტების  ჯგუფები გაგზავნა, რომლებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის რუსეთის დანაშაულების მტკიცებულებებს შეაგროვებენ</description>
         1355                 <topic>მსოფლიო</topic>
         1356                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1446890946.jpg</image>
         1357                 <pubDate>2023-06-13 </pubDate>
         1358                 <guid>297544</guid>
         1359             </item>
         1360 
         1361         
         1362             
         1363             <item>
         1364                 <title>ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში, ბელოზიორკაში ეკლესიაზე იერიში მიიტანეს, დაღუპულია სასულიერო პირი</title>
         1365                 <content:encoded>რუსეთის ძალებმა ხერსონის ოლქში დასახლება ბელოზიორკაში ეკლესიაზე იერიში მიიტანეს.
         1366 
         1367 შემთხვევის შედეგად დაღუპულია 72 წლის სასულიერო პირი და დაშავებულია 76 წლის ქალი.
         1368 
         1369 როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი იტყობინება, რუსეთის არმიის იერიშის შედეგად ბელოზიორკაში დაზიანებულია ოთხი საცხოვრებელი სახლი, ფოსტა, ადმინისტრაციული შენობები, ცენტრალური მოედნები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.</content:encoded>
         1370                 <link>https://www.ghn.ge/news/297542-okupantebma-khersonis-olkshi-beloziorkashi-eklesiaze-ierishi-miitanes-daghupulia-sasuliero-piri</link>
         1371                 <description>ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში, ბელოზიორკაში ეკლესიაზე იერიში მიიტანეს, დაღუპულია სასულიერო პირი</description>
         1372                 <topic>პოლიტიკა</topic>
         1373                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/2135040893.jpg</image>
         1374                 <pubDate>2023-06-13 </pubDate>
         1375                 <guid>297542</guid>
         1376             </item>
         1377 
         1378         
         1379             
         1380             <item>
         1381                 <title>„ქართული ოცნება“ თავად არის ძალადობასა და სიძულვილზე დამყარებული ჯგუფი, რადგან სწორედ ამაში ხედავენ ძალაუფლების შენარჩუნების გზას - გიგა ბოკერია</title>
         1382                 <content:encoded>ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ქართული ოცნების მხრიდან არსებულ ჰომოფობიურ პროპაგანდას ეხმაურება.
         1383 
         1384 როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ქართულ ოცნებას წლებია ამ სიძულვილში ინვესტიცია აქვს ჩადებული, თან მოგონილ საკითხებზე აკეთებენ აპელირებას, თუმცა ფუნდამენტური თავისუფლების თემა და ყველა ადამიანის მიმართ ძალადობის დაუშვებლობა მათთვის არის მიუღებელი ამბავი.
         1385 
         1386 &bdquo;ქართული ოცნება თავად არის ძალადობასა და სიძულვილზე დამყარებული ჯგუფი, რადგან სწორედ ამაში ხედავენ ძალაუფლების შენარჩუნების გზას.საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ეს ხალხი ერთი მხრივ ჩვენს თავისუფლებას ემუქრება, არავის გამოყოფა არ არის სწორი, უმცირესობების თავისუფლება ჩვენი თავისუფლებაც არის, ხოლო მეორე მხრივ თან ცდილობენ ჩვენს მოტყუებას, როცა საუბრობენ, რომ თითქოს უმცირესობის დიქტატურის რაიმე საფრთხე არის საქართველოში და ამისგან იცავენ საზოგადოებას.
         1387 
         1388 არცერთ ამ მავნებლურ სიცრუეს საზოგადოება არ უნდა აყვეს და უნდა ვკონცენტრირდეთ ჩვენს მთავარ ამოცანაზე, რომ ამ ისტორიულ მომენტში თავისუფლების სამშვიდობოს გავიდეთ, დავუახლოვდეთ ევროკავშირს და გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა, ხოლო ამას სჭირდება ამ რეჟიმის გამოცვლა&ldquo; - თქვა გიგა ბოკერიამ.</content:encoded>
         1389                 <link>https://www.ghn.ge/news/297541-kartuli-otsneba-tavad-aris-dzaladobasa-da-sidzulvilze-damqarebuli-jgufi-radgan-stsored-amashi-khedaven-dzalauflebis-shenarchunebis-gzas-giga-bokeria</link>
         1390                 <description>„ქართული ოცნება“ თავად არის ძალადობასა და სიძულვილზე დამყარებული ჯგუფი, რადგან სწორედ ამაში ხედავენ ძალაუფლების შენარჩუნების გზას - გიგა ბოკერია</description>
         1391                 <topic>კომენტარი</topic>
         1392                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/933868458.jpeg</image>
         1393                 <pubDate>2023-06-13 </pubDate>
         1394                 <guid>297541</guid>
         1395             </item>
         1396 
         1397         
         1398             
         1399             <item>
         1400                 <title>პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა</title>
         1401                 <content:encoded>საქართველოს პროკურატურამ თბილისში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
         1402 
         1403 შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 ივნისს, თბილისში, პატარა ლილოს დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დაზარალებულს, სანადირო თოფით ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
         1404 
         1405 სამართალდამცველებმა ბრალდებული&nbsp; იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
         1406 
         1407 პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
         1408 
         1409 &nbsp;</content:encoded>
         1410                 <link>https://www.ghn.ge/news/297540-prokuraturam-ganzrakh-mkvlelobis-faktze-ert-pirs-braldeba-tsarudgina</link>
         1411                 <description>პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა</description>
         1412                 <topic>სამართალი</topic>
         1413                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/45017509.jpg</image>
         1414                 <pubDate>2023-06-13 </pubDate>
         1415                 <guid>297540</guid>
         1416             </item>
         1417 
         1418         
         1419             
         1420             <item>
         1421                 <title>„თეგეტა აკადემიამ“ USAID-ის მხარდაჭერით მძიმე ტექნიკის ოპერატორებისთვის სასწავლო პროგრამის სიმულატორი წარადგინა</title>
         1422                 <content:encoded>&bdquo;თეგეტა ჰოლდინგის&ldquo; შვილობილმა კომპანია &bdquo;თეგეტა აკადემიამ&ldquo; მძიმე ტექნიკის ოპერატორების გადამზადების პროგრამის ძირითადი ეტაპის პრეზენტაცია გამართა. კურსის მთავარი სიახლე უმაღლესი ხარისხისა და ფუნქციონალის მქონე სპეცტექნიკის სიმულატორი იქნება, რომელიც &bdquo;თეგეტა აკადემიამ&ldquo; USAID-ის პროგრამის ფარგლებში შეიძინა.&nbsp;&nbsp;
         1423 
         1424 მძიმე ტექნიკის ოპერატორების მომზადება/გადამზადების პროგრამის შემუშავება &bdquo;თეგეტა აკადემიამ&ldquo; 2022 წელს დაიწყო. პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამის - &bdquo;დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის&ldquo; ($24 მილიონი აშშ დოლარი) ფარგლებში ხორციელდება.
         1425 
         1426 
         1427 
         1428 მარიკა ოლსონი, USAID/საქართველოს ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი: &bdquo;მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენი და &bdquo;თეგეტას&ldquo; პარტნიორობის მეორე ფაზა დავიწყეთ. პირველ ეტაპზე, საპილოტო პროგრამის განმავლობაში, ტრენინგები სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სიმულაციურ სწავლებაზე უკვე ჩატარდა. დღეს კი სიმულატორის გამოყენებით სამ-სამ ახალ ტრენინგს ვიწყებთ. ეს არის უდიდესი მიღწევა და საშუალებას აძლევს ქვეყანას, განაახლოს და აღადგინოს მნიშვნელოვანი სფეროები, დაიწყოს მშენებლობასა და რეაბილიტაციაში კიდევ უფრო დიდი ნაბიჯების გადადგმა.
         1429 
         1430 ჩვენ კერძო სექტორის ჩართულობით ვცდილობთ, საქართველოში შევქმნათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის განვითარებაზე დადებითად აისახება. &bdquo;თეგეტა აკადემიის&ldquo; სპეცტექნიკის ოპერატორების მოსამზადებელი კურსი სიმულატორის გამოყენებით რამდენიმე კვირაში დაიწყება და იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება&ldquo;.
         1431 
         1432 USAID-ის 192 000-დოლარიანი გრანტის ფარგლებში, &bdquo;თეგეტა აკადემიამ&ldquo; მძიმე ტექნიკის ოპერატორებისთვის მომზადება-გადამზადების პროგრამები თავის პარტნიორებთან - ინფრასტრუქტურის მშენებელთა კომპანიების ასოციაციასთან და Tegeta Construction Equipment-თან ერთად შეიმუშავა. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 385 000 დოლარი იყო.
         1433 
         1434 
         1435 
         1436 ოთარ სიხარულიძე, &bdquo;თეგეტა აკადემიის&ldquo; დირექტორი: &bdquo;თეგეტა აკადემიისთვის&ldquo; პროფესიული უნარების განვითარებაზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია. აკადემიამ აღნიშნული პროექტის პირველ ეტაპზე გუნდი გადაამზადა, პროგრამები შეიმუშავა, სიმულატორი შეიძინა, სხვადასხვა დამსაქმებელთან პარტნიორობა განამტკიცა და 10 კომპანიასთან მემორანდუმი გააფორმა. თეორიული, სიმულაციური და პრაქტიკული სწავლების ერთობლიობა ყველაზე ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული გზაა სასწავლო პროგრამების შემუშავების პროცესში, რაც მძიმე ტექნიკის ოპერატორებს შესაბამის ცოდნას მისცემს და საჭირო უნარს გამოუმუშავებს, რათა ისინი კომპეტენტურ და კვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ. ამ პროგრამაზე სწავლა ივლისში დაიწყება&ldquo;.
         1437 
         1438 პროექტის ფარგლებში ჩატარდა დამსაქმებლების კვლევა და გამოიკვეთა ბაზარზე არსებული საჭიროებები კვალიფიციური ოპერატორების კუთხით; კვლევის საფუძველზე კი შემუშავდა მომზადებისა და გადამზადების სამ-სამი პროგრამა ექსკავატორის, ექსკავატორ-დამტვირთველისა და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორებისთვის.
         1439 
         1440 თეორიული სწავლების პროცესში მსმენელები დაეუფლებიან აღჭურვილობების საბაზისო სტრუქტურას, მოვლისა და ექსპლუატაციის წესებს, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სტანდარტებს. &bdquo;თეგეტა აკადემიის&ldquo; მიერ შეძენილი მძიმე ტექნიკის სიმულატორის საშუალებით კი მსმენელები სრულყოფილ და სიღრმისეულ კომპეტენციას შეიძენენ.
         1441 
         1442 გიორგი ცინარიძე, &bdquo;თეგეტა აკადემიის&ldquo; კომერციული პროექტების განვითარების სამსახურის უფროსი: &bdquo;საქართველოში მართვის მოწმობა სპეცტექნიკის ოპერატორებისთვის პრაქტიკული ცოდნის გარეშე გაიცემა. სწორედ ამიტომ სპეცტექნიკის ოპერატორებს უწევთ, ისწავლონ მართვა რეალურ გარემოში, მუშაობის პარალელურად, რაც იწვევს კომპანიებისთვის სხვადასხვა პრობლემას - დანახარჯების ზრდას, ტექნიკის დაზიანებას, სამუშაო პროცესის შეფერხებას. სიმულატორით სწავლება კი ახალი სიტყვა იქნება ბაზრისთვის. ის მოაგვარებს უამრავ პრობლემას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს. ამ დროისთვის სიმულატორი მუშა მდგომარეობაშია, აკადემიის ტრენერებმა გადამზადება გაიარეს ფინელ პროფესიონალებთან და ისწავლეს, როგორ გამოიყენონ სიმულატორი და როგორ უზრუნველყონ სიმულაციური სავარჯიშოების სასწავლო პროგრამებში ინტეგრირება&ldquo;.
         1443 
         1444 &bdquo;თეგეტა აკადემიაში&ldquo; მძიმე ტექნიკის ოპერატორების გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 165 პირი გადამზადდება.
         1445 
         1446 --
         1447 
         1448 &bdquo;თეგეტა ჰოლდინგის&ldquo; შვილობილი კომპანია &bdquo;თეგეტა აკადემია&ldquo; არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.
         1449 
         1450 &bdquo;თეგეტა აკადემია&ldquo; კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.</content:encoded>
         1451                 <link>https://www.ghn.ge/news/297539-tegeta-akademiam-usaid-is-mkhardacherit-mdzime-teknikis-operatorebistvis-sastsavlo-programis-simulatori-tsaradgina</link>
         1452                 <description>„თეგეტა აკადემიამ“ USAID-ის მხარდაჭერით მძიმე ტექნიკის ოპერატორებისთვის სასწავლო პროგრამის სიმულატორი წარადგინა</description>
         1453                 <topic>საზოგადოება</topic>
         1454                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/2031183160.png</image>
         1455                 <pubDate>2023-06-13 </pubDate>
         1456                 <guid>297539</guid>
         1457             </item>
         1458 
         1459         
         1460             
         1461             <item>
         1462                 <title>პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ეროვნული ბანკის შესახებ“ პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ კანონზე მსჯელობენ</title>
         1463                 <content:encoded>პარლამენტის პლენარულ სხდომაზე &bdquo;ეროვნული ბანკის შესახებ&ldquo; პრეზიდენტის მიერ&nbsp;ვეტოდადებულ&nbsp;კანონზე მსჯელობენ. დეპუტატებს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე აცნობს.
         1464 
         1465 გიორგი&nbsp;მსხილაძემ​&nbsp;აღნიშნა, რომ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღების საჭიროება არ იყო, ისევე როგორც არ არის საჭიროება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღების.
         1466 
         1467 ცვლილებების მიხედვით, ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღება ხდება.</content:encoded>
         1468                 <link>https://www.ghn.ge/news/297543-parlamentis-plenarul-skhdomaze-erovnuli-bankis-shesakheb-prezidentis-mier-vetodadebul-kanonze-msjeloben</link>
         1469                 <description>პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ეროვნული ბანკის შესახებ“ პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ კანონზე მსჯელობენ</description>
         1470                 <topic>პოლიტიკა</topic>
         1471                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1557017341.jpg</image>
         1472                 <pubDate>2023-06-13 </pubDate>
         1473                 <guid>297543</guid>
         1474             </item>
         1475 
         1476         
         1477             
         1478             <item>
         1479                 <title>„ქართულ ოცნებას“ თუ ვინმე ჰყავდა მხარდამჭერი, იყო ევროპელ სოციალისტთა პოლიტიკურ ჯგუფში, მაგრამ ამ ჯგუფიდანაც გამოაგდეს, რადგან ატარებენ ღიად პრორუსულ პოლიტიკას და საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ევროპულ მომავალს - თინა ბოკუჩავა</title>
         1480                 <content:encoded>&bdquo;თუ ვინმე ჰყავდა მხარდამჭერი &bdquo;ოცნებას&ldquo; იყო ევროპელ სოციალისტთა პოლიტიკურ ჯგუფში, მაგრამ&nbsp; ვხედავთ, რომ ამ პოლიტიკური ჯგუფიდანაც გამოაგდეს &bdquo;ქართული ოცნება&ldquo;, - ამის შესახებ განაცხადა &bdquo;ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&ldquo; ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
         1481 
         1482 მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენელბი ატარებენ ღიად პრორუსულ პოლიტიკად და ღიად საფრთხეს უქმნიან ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს&ldquo;
         1483 
         1484 &bdquo;ეს კონკრეტული ევროპარლამენტარი, რომელიც რომელიც ახლო წარსულამდე იყო ის პოლიტიკური ჯგუფი, რომლის წევრიც თავად &bdquo;ოცნება&ldquo; იყო და თუ ვინმე ჰყავდა ხოლმე მხარდამჭერი &bdquo;ოცნებას&ldquo; იყო ხოლმე ამ პოლიტიკურ ჯგუფში, მაგრამ&nbsp; ვხედავთ, რომ ამ პოლიტიკური ჯგუფიდანაც გამოაგდეს &bdquo;ქართული ოცნება&ldquo; და ამ პოლიტიკური ჯგუფის წევრებიც ახლა უკვე ხმამაღალ კრიტიკოსებად იქცნენ &bdquo;ოცნების&ldquo; წინააღმდეგ, რადგან ისინი ატარებენ ღიად პრორუსულ პოლიტიკად და ღიად საფრთხეს უქმნიან ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ხოლო ევროპარლამენტში ნებისმიერი ევროპარლამენტარი მიუხედავად მისი პოლიტიკური ჯგუფისა, ბუნებრივია არის საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი და ამიტომ უწევთ, რომ საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად ასე ღიად და ასე მწვავედ აკრიტიკონ დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს ართმევს.&ldquo; - განაცხადა&nbsp;თინა ბოკუჩავამ.</content:encoded>
         1485                 <link>https://www.ghn.ge/news/297538-kartul-otsnebas-tu-vinme-hqavda-mkhardamcheri-iqo-evropel-sotsialistta-politikur-jgufshi-magram-am-jgufidanats-gamoagdes-radgan-atareben-ghiad-prorusul-politikas-da-safrtkhes-ukmnian-kveqnis-evropul-momavals-tina-bokuchava</link>
         1486                 <description>„ქართულ ოცნებას“ თუ ვინმე ჰყავდა მხარდამჭერი, იყო ევროპელ სოციალისტთა პოლიტიკურ ჯგუფში, მაგრამ  ვხედავთ, რომ ამ  ჯგუფიდანაც გამოაგდეს, რადგან ატარებენ ღიად პრორუსულ პოლიტიკას და საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ევროპულ მომავალს - თინა ბოკუჩავა</description>
         1487                 <topic>პოლიტიკა</topic>
         1488                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/701298821.png</image>
         1489                 <pubDate>2023-06-13 </pubDate>
         1490                 <guid>297538</guid>
         1491             </item>
         1492 
         1493         
         1494             
         1495             <item>
         1496                 <title>ოპოზიციის დიდი ნაწილი დღეს აქტიურად იბრძვის, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მოუტანოს ქვეყანას ევროინტეგრაციის მიმართულებით - მიხეილ სარჯველაძე</title>
         1497                 <content:encoded>&bdquo;ოპოზიციის დიდი ნაწილი დღეს აქტიურად იბრძვის და იღწვის საიმისოდ, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მოუტანოს ქვეყანას ევროინტეგრაციის მიმართულებით&ldquo;, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
         1498 
         1499 მისი თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პარლამენტის სხდომაზე გაკეთებული განცხადებები პოპულისტურია.
         1500 
         1501 &bdquo;ნაციონალური მოძრაობის&ldquo; წარსულის მქონე ზოგიერთი პოლიტიკოსი გამოდის და ონკოპაციენტებზე ზრუნვას უწუნებს ამ ხელისუფლებას, ხელისუფლებას, რომლის წლიურმა დანახარჯმა ჯანდაცვაზე 7 მილიარდს გადააჭარბა, მაშინ როცა &bdquo;ნაციონალური მოძრაობის&ldquo; ხელისუფლება ისე დასრულდა, რომ 600 მილიონზე ზევით ეს ხარჯი არ წასულა. ახლა 10-ჯერ გაზრდილია საბიუჯეტო დაფინანსება&ldquo;, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.</content:encoded>
         1502                 <link>https://www.ghn.ge/news/297537-opozitsiis-didi-natsili-dghes-aktiurad-ibrdzvis-rom-rats-sheidzleba-meti-ziani-moutanos-kveqanas-evrointegratsiis-mimartulebit-mikheil-sarjveladze</link>
         1503                 <description>ოპოზიციის დიდი ნაწილი დღეს აქტიურად იბრძვის, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მოუტანოს ქვეყანას ევროინტეგრაციის მიმართულებით - მიხეილ სარჯველაძე</description>
         1504                 <topic>პოლიტიკა</topic>
         1505                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/224969177.JPG</image>
         1506                 <pubDate>2023-06-13 </pubDate>
         1507                 <guid>297537</guid>
         1508             </item>
         1509 
         1510         
         1511             
         1512             <item>
         1513                 <title>ლატვიის პოლიტიკური ისტებლიშმენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ხელისუფლების დღევანდელ სამშვიდობო პოლიტიკას - ბექა ოდიშარია</title>
         1514                 <content:encoded>სრული პასუხისმგებლობით მსურს განვაცხადო, რომ ლატვიის პოლიტიკური ისტებლიშმენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ხელისუფლების დღევანდელ სამშვიდობო პოლიტიკას
         1515 
         1516 ეს განცხადება დიასპორისა და კავკასიის საკითხთა&nbsp; კომიტეტის თავმჯდომარემ და ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
         1517 
         1518 ბექა ოდიშარიამ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე წლის 8-11 ივნისს ლატვიის რესპუბლიკაში ვიზიტის თაობაზე, სადაც ის ლატვიის რესპუბლიკის სეიმის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა და ისაუბრა ლატვიაში გამართული შეხვედრების შესახებ.
         1519 
         1520 &bdquo;აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი ლატვიის სეიმში ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფია და მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ამ&nbsp; ჯგუფს შეემატა სეიმის ახლადარჩეული თავმჯდომარე ედვარდს სმილტენი, რაც ბუნებრივია ჩვენი ქვეყნისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გამოხატავს.&nbsp; ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის სურვილი და ინტერესი ძალიან მაღალია. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ლატვიის პოლიტიკური ისტებლიშმენტი სრული შემადგენლობით უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ტერიტორიულ მთლიანობას და რაც ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, საქართველოს ხელისუფლების დღევანდელ სამშვიდობო პოლიტიკას&ldquo;, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
         1521 
         1522 მან ისაუბრა ლატვიაში გამართული შეხვედრების შესახებ, მათ შორის, სოფლის მეურნეობის მინისტრ დიდზის შმიდტთან, სეიმის კულტურის, განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს აგიტა ზარინა-სტურესთან, მიგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ინგმარ ლიდაკასთან.
         1523 
         1524 &bdquo;აღნიშნულმა ვიზიტმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა თუ რა მნიშვნელოვანია მეგობრობის ჯგუფების საპარლამენტო ფორმატში თანამშრომლობა და ამ მიმართულებით კოლეგებთან აქტიური მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრები იყო კონკრეტული დარგობრივი მიმართულებების ხელმძღვანელებთან, მთავარი ლეიტმოტივი იყო&nbsp; საქართველოს სრული პოლიტიკური მხარდაჭერა ევროატლანტიკურ ასპარეზზე. მსურს ამ ტრიბუნიდან, მთელი პარლამენტის და ხელისუფლების სახელით, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ლატვიელ კოლეგებს ჩვენი ქვეყნის მიმართ სწორი ხედვებისა და ძლიერი მხარდაჭერისათვის&ldquo;, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
         1525 
         1526 მისივე თქმით, ყველა შეხვედრაზე საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობის სურვილი გამოითქვა.
         1527 
         1528 &bdquo;აღსანიშნავია სეიმის კულტურის, განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება თანამშრომლობის თაობაზე როგორც ქართველ კოლეგებთან, ასევე შესაბამისი სფეროს მინისტრებთან. აქვე მსურს გამოვეხმაურო ერთ ფაქტს, რასაც ადგილი ჰქონდა დღეს პლენარულ სხდომათა დარბაზში - აქ იყო გაუგებარი წკავწკავი კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის მიმართ. მე მათ პასუხს არ გავცემ, სამაგიეროდ საზოგადოებას მსურს ვუთხრა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე&nbsp; ეფექტური მინისტრი, რომელიც ღარიბაშვილის კაბინეტის&nbsp; პოლიტიკის ფარგლებში ძალიან სწრაფად, როგორც სხვა არცერთი წინამორბედი, ასრულებს და მხარს უჭერს ყველა ახალ ინიციატივას და შემოქმედებით ჯგუფებს&ldquo;, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.</content:encoded>
         1529                 <link>https://www.ghn.ge/news/297536-latviis-politikuri-isteblishmenti-mkhars-uchers-sakartvelos-evroatlantikur-mistsrafebebs-teritoriul-mtlianobas-da-sakartvelos-khelisuflebis-dghevandel-samshvidobo-politikas-beka-odisharia</link>
         1530                 <description>ლატვიის პოლიტიკური ისტებლიშმენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ხელისუფლების დღევანდელ სამშვიდობო პოლიტიკას - ბექა ოდიშარია</description>
         1531                 <topic>პოლიტიკა</topic>
         1532                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/167915676.JPG</image>
         1533                 <pubDate>2023-06-13 </pubDate>
         1534                 <guid>297536</guid>
         1535             </item>
         1536 
         1537         
         1538             
         1539             <item>
         1540                 <title>საზოგადოება ნათლად გეუბნებათ, რომ არასოდეს გექნებათ ხელისუფლებაში დაბრუნების მცირე შანსიც კი, რადგან თქვენ მოქმედებთ სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესების საზიანოდ - გივი მიქანაძე ოპოზიციას</title>
         1541                 <content:encoded>&bdquo;ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის მომავალია და მათთვის ღირსეული პირობების შექმნა, რაც დაკავშირებულია განათლების ხელმისაწვდომობასა და შემდგომ კარიერულ განვითარებასთან, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს&ldquo;, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
         1542 
         1543 მისი თქმით, 2022 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობამ 2023-2026 წლების ახალგაზრდობის სტრატეგია და 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
         1544 
         1545 &bdquo;სტრატეგია დაეფუძნა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის მიერ დამტკიცებულ 2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციას. სტრატეგია ხუთ ძირითად ამოცანას ეფუძნება: ახალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობას; ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაძლიერებას; ახალგაზრდების ეკონომიკურ გაძლიერებას; ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობას საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში და ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის სისტემის გაუმჯობესებას&ldquo;, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
         1546 
         1547 მისივე თქმით, ფრაქცია &bdquo;ქართულმა ოცნებამ&ldquo; 2022 წელს ინიცირება მოახდინა და პარლამენტმა მხარი დაუჭირა &bdquo;საჯარო სამსახურის შესახებ&ldquo; საქართველოს კანონში ცვლილებებს. ცვლილებების თანახმად,&nbsp; უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, პროფესიული სასწავლებლის მეორე კურსის მსმენელებსა და ყველა დიპლომირებულ პირს 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან შესაძლებლობა მიეცა გაიაროს საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება, რაც მათ სამუშაო სტაჟში ჩაეთვლება.
         1548 
         1549 &bdquo;იმ ფონზე, რა საქმიანობაც მიმდინარეობს ხელისუფლების მხრიდან ახალგაზრდების მხარდასაჭერად, რას აკეთებს ოპოზიციის რადიკალური ფრთა ახალგაზრდების ხელშესაწყობად. სიტყვა ხელშეწყობის გამოყენება რადიკალურ ოპოზიციასთან მიმართებაში სრულიად ალოგიკურად ჟღერს, რადგან ბოლო პერიოდში განვითარებულმა არაერთმა მოვლენამ დაგვანახა, რომ რადიკალები ცდილობენ მცდარი ინფორმაციის გავრცელებით სრულიად არაადეკვატური აღქმა და წარმოდგენები ჩამოუყალიბოს ჩვენს ახალგაზრდებს, გამოიყენონ ისინი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, საკუთარი, ქვეყნის საწინააღმდეგო გეგმების განხორციელებაში, შთაუნერგონ ახალგაზრდებს სიძულვილის ენა. სწორედ ამ მიზნითა და ზრახვებით შეიქმნა ფრანკლინის კლუბი და მსგავსი გაერთიანებები, რომლებიც შემდგომ კადრებით ამარაგებენ რადიკალური ოპოზიციის მიერ დაფუძნებულ ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა &bdquo;სირცხვილია&ldquo;, &bdquo;დროა&ldquo; და სხვა მსგავსი სუბიექტები&ldquo;, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
         1550 
         1551 მისი თქმით, რადიკალების მიზანია ახალგაზრდობას დაუკარგონ საკუთარი სახელმწიფოსა და ეთნოსის იდენტობა, რისი ნათელი დადასტურებაც იყო გასულ კვირას ფრანკლინის კლუბის ერთ-ერთი სპიკერის მიერ ქართული დამწერლობის წინააღმდეგ წარმოებული აგიტაცია ვიდეო მიმართვის ფორმით.
         1552 
         1553 მისივე თქმით, ეს ადამიანი ამტკიცებდა, რომ მსოფლიოში არსებობს ასობით დამწერლობა და რომ 14 დამწერლობა, რომელთა შორის ერთ-ერთი ქართულია, არის უბრალო მითი. მათ შორის, ფრანკლინის კლუბის სპიკერი საზოგადოებას ეუბნებოდა, რომ ქართულ დამწერლობაში არაფერია განსაკუთრებული. ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართულ მცდელობას საზოგადოების უმწვავესი რეაქცია მოჰყვა, რის გამოც ვიდეო წაშალეს ყველა პლატფორმიდან.
         1554 
         1555 &bdquo;მოცემულ კონკრეტულ მაგალითში ნათლად ჩანს ვის რა მიზნები ამოძრავებს და როგორი ფორმებით ცდილობენ ამ მიზნების მიღწევას. თუმცა, მთავარი ისაა, როგორ რეაგირებს ასეთ მცდელობებზე საზოგადოება. როგორც ფრანკლინის კლუბის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე საზოგადოების მხრიდან იყო შეუვალი, უმწვავესი რეაქცია, ასეთივეა საზოგადოების უდიდესი ნაწილის რეაქცია რადიკალურ ოპოზიციასა და მასთან დაკავშირებულ შენაერთებზე. საზოგადოება ნათლად გეუბნებათ, რომ არასოდეს გექნებათ ამ ქვეყანაში რაიმე ფორმით ხელისუფლებაში დაბრუნების მცირე შანსიც კი, რადგან თითოეული თქვენი ნაბიჯი ცხადყოფს, რომ თქვენ მოქმედებთ ჩვენი სახელწიფოსა და ხალხის ინტერესების საზიანოდ. ხელისუფლება კი გააგრძელებს ახალგაზრდობის კეთილდღეობაზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რადგან ახალგაზრდობა არის ის ძალა, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ხვალინდელი დღეა&ldquo;, - განაცხადა გივი მიქანაძემ.</content:encoded>
         1556                 <link>https://www.ghn.ge/news/297535-sazogadoeba-natlad-geubnebat-rom-arasodes-geknebat-khelisuflebashi-dabrunebis-mtsire-shansits-ki-radgan-tkven-mokmedebt-sakhelmtsifosa-da-khalkhis-interesebis-sazianod-givi-mikanadze-opozitsias</link>
         1557                 <description>საზოგადოება ნათლად გეუბნებათ, რომ არასოდეს გექნებათ ხელისუფლებაში დაბრუნების მცირე შანსიც კი, რადგან თქვენ მოქმედებთ სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესების საზიანოდ - გივი მიქანაძე ოპოზიციას</description>
         1558                 <topic>პოლიტიკა</topic>
         1559                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/807622658.jpg</image>
         1560                 <pubDate>2023-06-13 </pubDate>
         1561                 <guid>297535</guid>
         1562             </item>
         1563 
         1564         
         1565             
         1566             <item>
         1567                 <title>ვენეციის კომისიის დასკვნა არის უკიდურესად მძიმე და პირდაპირ მოგიწოდებთ, არ მიიღოთ დეოლიგარქიზაციის კანონი! - თინათინ ბოკუჩავა უმრავლესობას</title>
         1568                 <content:encoded>დღეს რუსული ოცნება ევროპელ ქართველ ხალხს ართმევს ევროპულ მომავალს , - განაცხადა ფრაქცია &bdquo;ნაციონალური მოძრაობის&ldquo; თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
         1569 
         1570 მისივე თქმით, &bdquo;ქართული ოცნების&ldquo; ანტიდასავლური ნაბიჯების&nbsp; გამო საქართველომ შესაძლოა დაკარგოს&nbsp; შესაძლებლობა მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
         1571 
         1572 ის, ასევე შეეხო ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც დეოლიგარქიზაციის კანონს&nbsp; უკავშირდება.
         1573 
         1574 &bdquo;ეს დასკვნა არის უკიდურესად მძიმე. ვენეციის კომისია პირდაპირ მოგიწოდებთ, არ მიიღოთ ეს კანონი! მოწოდება არის ძალიან მარტივი და პირდაპირი - არ უნდა მიიღოთ ეს კანონი, რადგან ის ვერ აკმაყოფილებს&nbsp; ევროპულ კანონმდებლობას, ვერ მოახდენს დეოლიგარქიზაციას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის, ეს ვერ ჩაითვლება 12 პუნქტის შესრულებად და ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას&ldquo;, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.</content:encoded>
         1575                 <link>https://www.ghn.ge/news/297534-venetsiis-komisiis-daskvna-aris-ukiduresad-mdzime-da-pirdapir-mogitsodebt-ar-miighot-deoligarkizatsiis-kanoni-tinatin-bokuchava-umravlesobas</link>
         1576                 <description>ვენეციის კომისიის დასკვნა არის უკიდურესად მძიმე და პირდაპირ მოგიწოდებთ, არ მიიღოთ დეოლიგარქიზაციის კანონი! - თინათინ ბოკუჩავა უმრავლესობას</description>
         1577                 <topic>პოლიტიკა</topic>
         1578                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/630011359.jpg</image>
         1579                 <pubDate>2023-06-13 </pubDate>
         1580                 <guid>297534</guid>
         1581             </item>
         1582 
         1583         
         1584             
         1585             <item>
         1586                 <title>საერთოდ არ მაინტერესებს, რისი სჯერა დასავლეთს, ჩვენთვის ყველაზე მთავარია, რომ 12 რეკომენდაცია ივნისის ბოლოს ზედმიწევნით იქნება შესრულებული - კახა კალაძე</title>
         1587                 <content:encoded>თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რეფორმების განხორციელებასა და 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში მხოლოდ ხელისუფლებაა ჩართული, რადგან იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს, რათა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
         1588 
         1589 ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.&nbsp;
         1590 
         1591 &bdquo;გულწრფელად ვიტყვი, საერთოდ არ მაინტერესებს, რისი სჯერა დასავლეთს. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, რომ 12 რეკომენდაცია, რომელიც მოცემულია და სრულდება, ივნისის ბოლოს ზედმიწევნით იქნება შესრულებული. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ&nbsp; გზამკვლევში პირველი მოცემული იყო დეპოლარიზაცია, რომელიც ცალმხრივად ვერ განხორციელდება, ამას მეორე მხარეც ჭირდება, რომელიც დღეს რადიკალიზმს&nbsp; წამოადგენს და ბოიკოტის რეჟიმშია, ეს ბოიკოტი კი იკვეთება&nbsp; ქვეყნის და არა მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ. რეფორმებს და იმ 12-პუნქტიან გეგმას ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება, რადგან ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ ამას აქამდეც&nbsp; ვიმსახურებდით.&nbsp; შესრულდება ეს 12-პუნქტიანი გეგმა და შემდეგ უკვე დაველოდებით, დეკემბერში რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული&ldquo;, - განაცხადა კახა კალაძემ.
         1592 
         1593 მისივე თქმით, როდესაც &bdquo;თვალში ნაცრის შეყრას ცდილობენ&ldquo;, ეს არ უნდა დაუშვა.
         1594 
         1595 &bdquo;ჩვენ იმისთვის ვართ პოლიტიკოსები, რომ როდესაც არის მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, არასწორი ინფორმაცია გაავრცელონ, ეს არ უნდა დავუშვათ. მერე რა, თუნდაც დასავლელი პარტნიორი იყოს, მათაც სიმართლე უნდა ვუთხრათ, მეგობარსაც სიმართლე უნდა ვუთხრათ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა იყოს - შენი მეგობარი, კეთილმოსურნე თუ მტერი, როდესაც თვალებში ნაცარს გაყრიან, კეთილი უნდა ინებო, დადგე სიმაღლეზე და თქვა შენი სათქმელი. თეთრზე უნდა თქვა, რომ თეთრია, შავზე - შავია და ეს სხვებსაც უნდა გააგებინო&ldquo;, - განაცხადა კახა კალაძემ.
         1596 
         1597 &nbsp;</content:encoded>
         1598                 <link>https://www.ghn.ge/news/297533-saertod-ar-mainteresebs-risi-sjera-dasavlets-chventvis-qvelaze-mtavaria-rom-12-rekomendatsia-ivnisis-bolos-zedmitsevnit-ikneba-shesrulebuli-kakha-kaladze</link>
         1599                 <description>საერთოდ არ მაინტერესებს, რისი სჯერა დასავლეთს, ჩვენთვის ყველაზე მთავარია, რომ 12 რეკომენდაცია ივნისის ბოლოს ზედმიწევნით იქნება შესრულებული - კახა კალაძე</description>
         1600                 <topic>პოლიტიკა</topic>
         1601                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/884218369.jpeg</image>
         1602                 <pubDate>2023-06-13 </pubDate>
         1603                 <guid>297533</guid>
         1604             </item>
         1605 
         1606         
         1607             
         1608             <item>
         1609                 <title>როდესაც საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი  ლობირებს “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში არ მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი,  მიჩნდება კითხვა, რა დაგიშავათ სამშობლომ, რომ ასე იმეტებთ ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში? - მაკა ბოჭორიშვილი</title>
         1610                 <content:encoded>&bdquo;ჩვენი საზოგადოება, რომლის უდიდესი ნაწილისთვის სულ ერთი ნამდვილად არ არის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და მასთან დაკავშირებული პროცესები, იმსახურებს, ფლობდეს მეტ ინფორმაციას და იცოდეს სიმართლე საქართველოსთან დაკავშირებით არსებულ განწყობებზე, მათ წარმომავლობაზე და მოლოდინზე&ldquo;, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
         1611 
         1612 მან გასულ კვირას გამართულ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
         1613 
         1614 &bdquo;ჩვენი მიზანი ყოველთვის არის მსგავს შეხვედრებისას, გაკეთებულ საქმეზე ვისაუბროთ და ვიზრუნოთ ევროკავშირთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე. მიუხედავად იმისა,&nbsp; რომ იყო მცდელობა გასულ კვირას გამართული შეხვედრა გამოყენებულიყო მხოლოდ კრიტიკული პოზიციების გასაჟღერებლად, ჩვენ შევძელით გარდა მათზე პასუხების გაცემისა, გვესაუბრა ასოცირების შეთანხმების და ევროკავშირის&nbsp; რეკომენდაციების შესრულების პროგრესზე, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებების მცდარი ინტერპრეტაციების განხილვა&ldquo;, - აღნიშნა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.
         1615 
         1616 მისი თქმით, შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია, პირველად მოხდა და ეს იყო კარგი შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას თავად ედევნებინა თვალი და შესაბამისი დასკვნები გაეკეთებინა.
         1617 
         1618 &bdquo;გასულ კვირას ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ გაჩნდა აღქმა, რომ არის სერიოზული მცდელობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა მოხდეს არა იმ 12 რეკომენდაციის შეფასების საფუძველზე, რომელიც ევროკომისიამ შეიმუშავა და ევროკავშირის 27 წევრმა ქვეყანამ დაამტკიცა, როგორც კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობა, არამედ უხილავი წინაპირობების მიხედვით, რომლის განსაზღვრაც და შესრულებაც რთულია საქართველოს ხელისუფლებისთვის&ldquo;, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
         1619 
         1620 მისი თქმით, ასეთი წინაპირობების ინტერპრეტაცია მარტივია, ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს არ დაუშვას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
         1621 
         1622 &bdquo;რთულია ბრიუსელმა უგულებელყოს ხელისუფლების ძალისხმევა, რომელიც არ დაგვიშურებია იმისთვის, რომ 12- ვე რეკომენდაციის შესასრულებლად გვემუშავა ამ ერთი წლის განმავლობაში. რთულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებმა უგულვებელყონ ის ძალისხმევა, რომელიც არ დაგვიშურებია იმისათვის, რომ შეგვექმნა ყველა წინაპირობა, დეკემბერში ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად. რთულია ასევე არ დაინახო ოპოზიციის დიდი ნაწილის ძალისხმევა, ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყნის სტრატეგიული მიზნის ნაცვლად გადააქციოს ხელისუფლებისთვის ბრძოლის იარაღად. ასევე რთულია არ შეიმჩნიო ის გამალებული კამპანია, რაც მიმართულია საქართველოს ისტორიული, სტრატეგიული არჩევანის - ევროატლანტიკური ოჯახის წევრობის საკითხზე უსაფუძვლო კითხვის ნიშნების გასაჩენად&ldquo;, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
         1623 
         1624 მისი თქმით, გასული ერთი წლის განმავლობაში ხშირად ისმის ფრაზა, რომ ევროკავშირმა ევროპული პერსპექტივა მოგვანიჭა და ახლა ბურთი საქართველოს მხარესაა.
         1625 
         1626 &bdquo;მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ფეხბურთის თამაში არ მგონია, და არც იმას ვფიქრობ, რომ მოედნის ერთი ნახევრიდან მეორე ნახევარზე ბურთის გორაობის დრო და ფუფუნება გვაქვს,&nbsp; მაინც მოგმართავთ თქვენ, ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან: თუკი ბურთი საქართველოს მხარესაა და ფეხბურთის წესებით ვთამაშობთ გაითვალისწინეთ, რომ თამაშს მხოლოდ კარგი გუნდი იგებს. მხოლოდ თავდამსხმელი ვერაფერს იზამს თუნდაც 12 გოლის გატანით, თუ მცველი თავის საქმეს არ გააკეთებს ან მეკარე უფრო მეტ ბურთს გაუშვებს კარში. პარლამენტის ოპოზიციონერო წევრებო, თუ თქვენ საქართველოს მხარეს არ ითამაშებთ, ამ მატჩის მოგება ჩვენი ქვეყნისთვის რთული იქნება&ldquo;, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
         1627 
         1628 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლებსაც მიმართა.
         1629 
         1630 &bdquo;გილოცავთ, თქვენი ხმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბრიუსელშიც კარგად ისმის. იმდენად კარგად, რომ ამ ფონზე საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხის კრიტიკა იმავე ადამიანებისგან, რომლებიც ქართული ე.წ. კრიტიკული ტელეარხების სათაურებით გვესაუბრებიან, რთული გასაგები ხდება. ძვირფასო ოპოზიციონერო ჟურნალისტებო, ვიდრე ქართულ საპარლამენტო დელეგაციას რუსეთის დუმის დელეგაციებს შეადარებთ, და ზედსართავს - &lsquo;&ldquo;რუსული&ldquo; ხშირ-ხშირად გამოიყენებთ&nbsp; საკუთრი ქვეყნის ხელისუფლების მისამართით, თქვენი მფლობელების დავალებით, დაფიქრდით,&nbsp; ხომ არ გიყენებენ თქვენივე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ?&ldquo; - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
         1631 
         1632 მან ასევე მიმართა სამოქალაქო საზოგადობის ზოგიერთ წარმომადგენელს.
         1633 
         1634 &bdquo;ბრიუსელში ძალიან ხშირად მოსიარულე სამოქალაქო საზოგადობის ზოგიერთ წარმომადგენელს მინდა მივმართო, გაუგებარია, რა გსურთ, როდესაც ბრიუსელში&nbsp; ითხოვთ ხალხს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და არა ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ეს არის ყალბი ვაი ლობიზმი. მსგავსი რამ არ არსებობს, ისე როგორც ხელისუფლების გარეშე არ არსებობს სახელმწიფო. მაშინ, როდესაც სამოქალაქო საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი&nbsp; ლობირებს ქართული ოცნების მმართველობის პირობებში არ მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, მე მიჩნდება კითხვა,&nbsp; ქართული საზოგადოების რა ნაწილის დაკვეთით ითხოვთ ასეთ აბსურდს? და ზოგადად, ვინც ასეთი გამალებით ხართ ანტიქართულ კამპანიაშია ჩართული რა დაგიშავათ ასეთი საკუთარმა სამშობლომ, რომ ასე იმეტებთ ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში? &ldquo; - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
         1635 
         1636 &nbsp;</content:encoded>
         1637                 <link>https://www.ghn.ge/news/297532-rodesats-sazogadoebis-zogierti-tsarmomadgeneli-lobirebs-kartuli-otsnebis-mmartvelobis-pirobebshi-ar-mienichos-sakartvelos-kandidatis-statusi-michndeba-kitkhva-ra-dagishavat-samshoblom-rom-ase-imetebt-am-umnishvnelovanes-momentshi-maka-bochorishvili</link>
         1638                 <description>როდესაც საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი  ლობირებს “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში არ მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი,  მიჩნდება კითხვა, რა დაგიშავათ სამშობლომ, რომ ასე იმეტებთ ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში? - მაკა ბოჭორიშვილი</description>
         1639                 <topic>პოლიტიკა</topic>
         1640                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/285507621.JPG</image>
         1641                 <pubDate>2023-06-13 </pubDate>
         1642                 <guid>297532</guid>
         1643             </item>
         1644 
         1645         
         1646             
         1647             <item>
         1648                 <title>თუ გსურთ ევროპულ გზაზე ჩვენ გვქონდეს პროგრესი, აუცილებლად უნდა იყოს გათავისუფლებული პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები - დავით კირკიტაძე უმრავლესობას</title>
         1649                 <content:encoded>&bdquo;თუ მართლა გულწრფელად გსურთ ევროპულ გზაზე ჩვენ გვქონდეს პროგრესი, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს ნიკა გვარამია და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული სხვა ადამიანები&ldquo;, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით კირკიტაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
         1650 
         1651 დეპუტატის თქმით, ევროკავშირში არ არიან ისეთი ქვეყნები, რომლებსაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავთ.
         1652 
         1653 &bdquo;ეს იქნება მნიშვნელოვანი ბიძგი იმისათვის, რომ ერთობლივად ყველამ, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ,&nbsp; ევროპული კოლეგები დავარწმუნოთ იმაში, რომ ჩვენ მართლა ვიმსახურებთ სტატუსს, ჩვენ ვართ მართლა ძირძველი ევროპული ცივილიზაციის ნაწილი&ldquo;, - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.
         1654 
         1655 &nbsp;</content:encoded>
         1656                 <link>https://www.ghn.ge/news/297531-tu-gsurt-evropul-gzaze-chven-gvkondes-progresi-autsileblad-unda-iqos-gatavisuflebuli-politikuri-nishnit-dakavebuli-adamianebi-davit-kirkitadze-umravlesobas</link>
         1657                 <description>თუ გსურთ ევროპულ გზაზე ჩვენ გვქონდეს პროგრესი, აუცილებლად უნდა იყოს გათავისუფლებული პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები - დავით კირკიტაძე უმრავლესობას</description>
         1658                 <topic>პოლიტიკა</topic>
         1659                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/711521755.JPG</image>
         1660                 <pubDate>2023-06-13 </pubDate>
         1661                 <guid>297531</guid>
         1662             </item>
         1663 
         1664         
         1665             
         1666             <item>
         1667                 <title>საფრანგეთში დარწმუნებულები არიან, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება - ნიკოლოზ სამხარაძე</title>
         1668                 <content:encoded>საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საფრანგეთის დედაქალაქში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაფასა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით გასულ კვირას შედგა.
         1669 
         1670 &bdquo;პარიზში ჩვენ როგორც სენატის თავმჯდომარეს, ასევე ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შევხვდით. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა მოსმენა, სადაც საქართველოსთან მიმართებაში დიდი ინტერესი დაფიქსირდა. საფრანგეთში სრულიად შეცვლილია განწყობა ევროკავშირის განწყობასთან დაკავშირებით და შეხვედრებისას ეს მათ თვითონვე აღიარეს. თუ კი თუნდაც ერთი წლის წინ საფრანგეთი საერთოდ არ მოიაზრებდა გაფართოებას ჩვენს რეგიონში, ახლა ისინი დარწმუნებულები არიან, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. შესაბამისად, ყველა შეხვედრაზე ჩვენ ურყევი მხარდაჭერა დაგვიდასტურეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისადმი და ყველა ღიად ლაპარაკობს იმაზე, რომ მომავალში საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. ეს, რა თქმა უნდა, დიდი ცვლილებაა საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაში და ეს არის მომენტი, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ&ldquo;, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
         1671 
         1672 კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრებზე განხილულ თემატიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძირითად საკითხებს იმ საფრთხეებზე საუბარი წარმოადგენდა, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ არის მომართული. მისივე თქმით, საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ფრანგ კოლეგებს ის ვითარება გააცნო, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა შექმნილი და იმ საფრთხეებზე ისაუბრეს, რომელიც ჰიბრიდულ და დეზინფორმაციულ კამპანიებს უკავშირდება. &bdquo;ფრანგი კოლეგების მხრიდან ჩვენ ინფორმაციას ადექვატური რეაგირება მოყვა. მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული ის, რომ საქართველო ვერ მოიქცევა ისე როგორც შეიძლება მოიქცეს ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ამ შეფასებაში ისინი სრულად დაგვეთანხმნენ. რაც შეეხება საქართველოს მიმართ მხარდაჭერას, ფრანგი კოლეგები მიესალმებიან იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს რეფორმების მიმართულებით&ldquo;, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.</content:encoded>
         1673                 <link>https://www.ghn.ge/news/297530-safrangetshi-dartsmunebulebi-arian-rom-sakartvelo-evrokavshiris-tsevri-gakhdeba-nikoloz-samkharadze</link>
         1674                 <description>საფრანგეთში დარწმუნებულები არიან, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება - ნიკოლოზ სამხარაძე</description>
         1675                 <topic>პოლიტიკა</topic>
         1676                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/2066892116.jpg</image>
         1677                 <pubDate>2023-06-13 </pubDate>
         1678                 <guid>297530</guid>
         1679             </item>
         1680 
         1681         
         1682             
         1683             <item>
         1684                 <title>დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის  დასკვნით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ რეალურად იტყუება - ანა წითლიძე</title>
         1685                 <content:encoded>დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის &nbsp;დასკვნით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ &bdquo;ქართული ოცნება&ldquo; რეალურად იტყუება, - ამის შესახებ განაცხადა &bdquo;ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&ldquo; პარლამენტის დეპუტატმა, ანა წითლიძემ.
         1686 
         1687 მისი თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა მისთვის მოულოდენლი არ ყპფილა და ის პიდაპირ მიუთითებს, რომ &bdquo;ქართული ოცნების&ldquo; კანონპროექტი არის რეპრესიული.
         1688 
         1689 &ldquo;ვენეციის კომისიის ეს დასკვნა დეოლიგარქიზაციის&nbsp;კანონპროექტთან&nbsp;დაკავშირებით ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ზუსტად ეს არგუმენტები გვქონდა ჩვენ საკომიტეტო განხილვაზე, როდესაც დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი განიხილებოდა. თქვენ ასევე იცით, რომ წარდგენილი გვაქვს ალტერნატიული კანონპროექტი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით და ვენეციის კომისიის ამ დასკვნით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ &bdquo;ქართული ოცნება&ldquo; რეალურად იტყუება, როცა ის ამბობს, რომ ასრულებს 12 პუნქტიან ვალდებულებას. დეოლიგარქიზაცია ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა დამარცვლით გვითხრეს, რომ ნიშნავს &bdquo;დებიძინიზაციას&ldquo;, &bdquo;ქართული ოცნების&ldquo; ეს კანონპროექტი კი ფაქტობრივად, მიღების შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული&nbsp;იქნება&nbsp;ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესმენებისთვის, რომლებსაც შეიძლება გაუჩნდეთ სურვილი, რომ დაეხმარონ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას. ამიტომაც, ვენეციის კომისიის ამ დასკვნამ კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა და მისცა&nbsp;პირდაპირი&nbsp;რეკომენდაცია &bdquo;ქართულ&nbsp;ოცნებას&ldquo;, რომ დეოლიგარქიზაციის პრობლემა არის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის საქართველოს დემოკრატიულ&nbsp;განვითარებას, 12 პუნქტიანი ვალდებულების&nbsp;შესრულებას, ერთადერთი ოლიგარქი არსებობს ამ ქვეყანაში - ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ვენეციის კომისიის ეს დასკვნა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს კანონპროექტი არ&nbsp;იქნეს&nbsp;მიღებული ამ ფორმით, რადგან ის არის რეპრესიული&quot;, - განაცხადა ანა წითლიძემ.
         1690 
         1691 ვენეციის კომისიამ &quot;ქართული ოცნების&quot; მიერ შემუშავებულ &bdquo;დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის&ldquo; შესახებ დასკვნა&nbsp;გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული.</content:encoded>
         1692                 <link>https://www.ghn.ge/news/297528-deoligarkizatsiis-kanonproekttan-dakavshirebit-venetsiis-komisiis-daskvnit-kidev-ertkhel-gamochnda-rom-kartuli-otsneba-realurad-itqueba-ana-tsitlidze</link>
         1693                 <description>დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის  დასკვნით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ რეალურად იტყუება - ანა წითლიძე</description>
         1694                 <topic>კომენტარი</topic>
         1695                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1503799898.png</image>
         1696                 <pubDate>2023-06-13 </pubDate>
         1697                 <guid>297528</guid>
         1698             </item>
         1699 
         1700         
         1701             
         1702             <item>
         1703                 <title>„საქართველოს ფოსტასა“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს  მოეწერა ხელი</title>
         1704                 <content:encoded>&bdquo;საქართველოს ფოსტასა&ldquo; და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
         1705 
         1706 მემორანდუმი მიზნად ისახავს &bdquo;მედეა ღამბაშიძე&ndash;პირველი ქართველი სტუდენტი &ldquo; ქალბატონის წიგნი-ალბომის გამოცემას. მნიშვნელოვანია, რომ გამოცემას თან უნიკალური ფოტოები და წერილები დაერთვება, რომელიც დღემდე საოჯახო ალბომშია დაცული და საზოგადოება მათ პირველად იხილავს.
         1707 
         1708 მემორანდუმს ხელი &bdquo;საქართველოს ფოსტის&ldquo; გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ მოაწერეს.</content:encoded>
         1709                 <link>https://www.ghn.ge/news/297527-sakartvelos-fostasa-da-ivane-javakhishvilis-sakhelobis-tbilisis-sakhelmtsifo-universitets-shoris-urtierttanamshromlobis-memorandums-moetsera-kheli</link>
         1710                 <description>„საქართველოს ფოსტასა“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს  მოეწერა ხელი</description>
         1711                 <topic>საზოგადოება</topic>
         1712                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1594682723.JPG</image>
         1713                 <pubDate>2023-06-13 </pubDate>
         1714                 <guid>297527</guid>
         1715             </item>
         1716 
         1717         
         1718             
         1719             <item>
         1720                 <title>გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა საერთაშორისო ექსპერტთან ერთად მეწყრულ ტერიტორიები დაათვალიერეს</title>
         1721                 <content:encoded>გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს&nbsp; გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებისთვის, საერთაშორისო ექსპერტმა თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი ჩაატარა თანამედროვე მეთოდოლოგიების გამოყენებით ლოკალური ტერიტორიისთვის მეწყრის საფრთხის დეტალური რუკის მომზადების საკითხზე.
         1722 
         1723 ექსპედიციის ფარგლებში, სპეციალისტებმა, ექსპერტთან ერთად, ადგილზე დაათვალიერეს&nbsp; ქვეყნის მასშტაბით შერჩეული 11 მეწყრული ტერიტორია, სადაც პროექტის მხარდაჭერით თანამედროვე მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდა. ამ ეტაპზე, აღნიშნული სისტემა სატესტო რეჟიმში მუშაობს. სისტემის საშუალებით ხდება მეწყრული დეფორმაციების მაღალი სიზუსტით დაფიქსირება, რაც მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების, ისე ინფრასტრუქტურული და სამეურნეო საქმიანობის სწორი დაგეგმვისთვის.
         1724 
         1725 პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით. პროგრამა მიზნად ისახავს წყალდიდობების, მეწყრებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სხვა ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური კატასტროფების რისკის შემცირებას და მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მაქსიმალურ დაცვას.</content:encoded>
         1726                 <link>https://www.ghn.ge/news/297526-garemos-erovnuli-saagentos-geologebma-saertashoriso-eksperttan-ertad-metsqrul-teritoriebi-daatvalieres</link>
         1727                 <description>გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა საერთაშორისო ექსპერტთან ერთად მეწყრულ ტერიტორიები დაათვალიერეს</description>
         1728                 <topic>საზოგადოება</topic>
         1729                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/2012703275.jpg</image>
         1730                 <pubDate>2023-06-13 </pubDate>
         1731                 <guid>297526</guid>
         1732             </item>
         1733 
         1734         
         1735             
         1736             <item>
         1737                 <title>დასავლეთი უკრაინას თუ არ დაეხმარება, საქართველო, მოლდოვა და სხვა ქვეყნები დიდი რისკის ქვეშ აღმოჩნდებიან - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი</title>
         1738                 <content:encoded>დასავლეთი უკრაინას თუ არ დაეხმარება, საქართველო, მოლდოვა და სხვა ქვეყნები დიდი რისკის ქვეშ&nbsp;აღმოჩნდებიან, &ndash; ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ ვაშინგტონში, ენტონი ბლინკენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე&nbsp;განაცხადა.
         1739 
         1740 მას უკრაინის კონტრშეტევის შესახებ დაუსვეს შეკითხვა.
         1741 
         1742 &bdquo;კონტრშეტევას რაც შეეხება, ვიმედოვნებ, ის დაეხმარება მშვიდობისკენ ნაბიჯის გადადგმაში, რადგან ჩვენ, ყველას გვინდა მშვიდობა. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, რადგან მშვიდობა გვსურს. უკრაინას თუ არ დავეხმარებით, ევროპას უფრო დიდი საფრთხე დაემუქრება და საქართველო, მოლდოვა და მრავალი სხვა ქვეყანა დიდი რისკის ქვეშ&nbsp;აღმოჩნდებიან. ამიტომ, ჩვენ ამას ვაკეთებთ თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად. კონტრშეტევა ხელს თუ შეუწყობს უკრაინიდან რუსების გაძევებას, ეს უკრაინას თავისუფლებას დაუბრუნებს&ldquo;, &ndash; განაცხადა ანტონიო ტაიანიმ.
         1743 
         1744 მისივე თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე პირველი ნაბიჯი შესაძლოა, გახდეს ნატო-სა და უკრაინის საბჭოს შექმნა.</content:encoded>
         1745                 <link>https://www.ghn.ge/news/297525-dasavleti-ukrainas-tu-ar-daekhmareba-sakartvelo-moldova-da-skhva-kveqnebi-didi-riskis-kvesh-aghmochndebian-italiis-sagareo-sakmeta-ministri</link>
         1746                 <description>დასავლეთი უკრაინას თუ არ დაეხმარება, საქართველო, მოლდოვა და სხვა ქვეყნები დიდი რისკის ქვეშ აღმოჩნდებიან - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი</description>
         1747                 <topic>პოლიტიკა</topic>
         1748                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1953209095.png</image>
         1749                 <pubDate>2023-06-13 </pubDate>
         1750                 <guid>297525</guid>
         1751             </item>
         1752 
         1753         
         1754             
         1755             <item>
         1756                 <title>გალტ &amp;amp; თაგარტი მომხმარებელს G&amp;amp;T Trader-ის განახლებულ აპლიკაციას სთავაზობს</title>
         1757                 <content:encoded>გალტ &amp; თაგარტი ზრუნავს საკუთარ მომხმარებელზე და მიზნად ისახავს, შექმნას უმაღლესი ხარისხის მომსახურება, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტირების პროცესების უფრო სწრაფად და მარტივად განხორციელებას.
         1758 
         1759 სწორედ ამ მიზნით, გალტ &amp; თაგარტის საბროკერო მომხმარებელს განახლებულ G&amp;T Trader-ის აპლიკაციას სთავაზობს.
         1760 
         1761 ძველ ვერსიასთან შედარებით კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული G&amp;T Trader-ის პლატფორმა აღჭურვილია უსაფრთხოების დამატებითი ფუნქციონალით, რომლის მეშვეობითაც აპლიკაციაზე წვდომა შესაძლებელია როგორც სახის ამოცნობის სისტემის (Face ID), ასევე თითის ანაბეჭდის სენსორის გამოყენებით.
         1762 
         1763 მომხმარებლის ინდივიდუალურ სურვილებზე მორგებული გამოცდილების შესაქმნელად კი აპლიკაციას აქვს როგორც მუქი თემის (Dark Mode), ასევე თეთრი თემის (White Mode) ფუნქციაც.
         1764 
         1765 თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. გალტ &amp; თაგარტი მუდმივად აქვეყნებს კვლევებს და პროაქტიულ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას მომხმარებლებს საფონდო ბირჟაზე მიმდინარე სიახლეების შესახებ, რათა ხელი შეუწყოს მომხმარებლის მხრიდან მონაცემებზე დაფუძნებული, ეფექტური და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას. ახალი კვლევების მისაღებად გამოიწერეთ გალტ &amp; თაგარტის ნიუსლეთერი ვებგვერდზე.
         1766 
         1767 ინვესტირების პროცესების კიდევ უფრო გასამარტივებლად Galt &amp; Taggart-ის აპლიკაცია მომხმარებელს სთავაზობს ისეთ დამხმარე ხელსაწყოებს, როგორებიცაა Screener, Watchlist, Research-ის მოდული, თუ ტექნიკური ანალიზისთვის საჭირო ინდიკატორები და ხელსაწყოები. პლატფორმაში ჩაშენებული Research-ის მოდულის მეშვეობით ინვესტორებს შეუძლიათ პლატფორმიდან გაუსვლელად მიიღონ ინფორმაცია ბაზრის სიახლეებზე, გაეცნონ ფინანსური შედეგების კალენდარს, რაც კიდევ უფრო ამარტივებს ფასიანი ქაღალდების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს.
         1768 
         1769 &bdquo;ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ G&amp;T Trader-ის აპლიკაცია, რათა ის უფრო მეტად დახვეწილი, სწრაფი და კომფორტული გავხადოთ. განახლებული ფუნქციონალი მოსახერხებელია ყველა დონის გამოცდილების მქონე მომხმარებლისთვის. ძველ ვერსიასთან შედარებით კიდევ უფრო მეტად სწრაფი ოპერაციული სისტემა კი შესაძლებლობას აძლევს კლიენტებს, სულ რამდენიმე წამში განახორციელონ მათთვის სასურველი ოპერაცია,&ldquo; - აღნიშნავენ Galt &amp; Taggart-ში.
         1770 
         1771 ინფორმაციისთვის, G&amp;T Trader-ის პლატფორმა მომხმარებელს აძლევს წვდომას 35,000-ზე მეტ საინვესტიციო ინსტრუმენტზე, 45-ზე მეტ საერთაშორისო ბირჟასა და რეგიონულ, ძნელად მისაწვდომ ფინანსურ ბაზარზე.
         1772 
         1773 G&amp;T Trader-ი ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის სისტემებზე, ასევე ანდროიდზე. აპლიკაციის ჩამოსატვირთად და განსაახლებლად ეწვიეთ Apple App Store-ს და Google Play-ს.</content:encoded>
         1774                 <link>https://www.ghn.ge/news/297524-galt-tagarti-momkhmarebels-gt-trader-is-ganakhlebul-aplikatsias-stavazobs</link>
         1775                 <description>გალტ &amp; თაგარტი მომხმარებელს G&amp;T Trader-ის განახლებულ აპლიკაციას სთავაზობს</description>
         1776                 <topic>საზოგადოება</topic>
         1777                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1715722498.png</image>
         1778                 <pubDate>2023-06-13 </pubDate>
         1779                 <guid>297524</guid>
         1780             </item>
         1781 
         1782         
         1783             
         1784             <item>
         1785                 <title>მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს</title>
         1786                 <content:encoded>შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები 13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
         1787 
         1788 მეხანძრე-მაშველებმა მემორიალთან კიდევ ერთხელ გაიხსენეს 8 წლის წინ გმირულად გარდაცვლილი თანამებრძოლი, ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც სამაშველო ოპერაციის დროს 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თავად კი უსაფრთხო ადგილზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
         1789 
         1790 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 13 ივნისის ტრაგედიის დროს მთავარი მორეაგირე უწყება იყო, რომლის თანამშრომლები სტიქიის ეპიცენტრში მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ. მეხანძრე-მაშველები პირველადი რეაგირების გარდა, რამდენიმე კვირის განმავლობაში, სტიქიის სალიკვიდაციო, საძიებო და აღდგენით სამუშაოებში იყვნენ&nbsp;ჩართულები.</content:encoded>
         1791                 <link>https://www.ghn.ge/news/297523-mekhandzre-mashvelebma-13-ivniss-daghupulta-memoriali-qvavilebit-sheamkes</link>
         1792                 <description>მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს</description>
         1793                 <topic>საზოგადოება</topic>
         1794                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/859412027.png</image>
         1795                 <pubDate>2023-06-13 </pubDate>
         1796                 <guid>297523</guid>
         1797             </item>
         1798 
         1799         
         1800             
         1801             <item>
         1802                 <title>უნდა შევქმნათ ფინანსური პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს გადამმუშავებელი საწარმოების წახალისებას ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით - სოლომონ პავლიაშვილი</title>
         1803                 <content:encoded>მეწარმეებისთვის ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებისა და პერსპექტივების გაცნობის მიზნით, სემინარი &bdquo;ცირკულარული ეკონომიკა საქართველოში” გაიმართა.
         1804 
         1805 სემინარს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო.
         1806 
         1807 &bdquo;ჩვენ უნდა შევქმნათ ფინანსური პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს გადამმუშავებელი საწარმოების წახალისებას ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით, რათა ეფექტიანად &nbsp;ამუშავდეს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება. როცა ვსაუბრობთ ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლაზე, ამას სჭირდება მხარდაჭერა, შესაბამისი ფინანსური პლატფორმა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია&ldquo;, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. &nbsp;&nbsp;
         1808 
         1809 ცირკულარული ეკონომიკის საერთაშორისო ექსპერტმა, მდგრადი საკონსულტაციო სერვისების დირექტორმა დარიუშ პრასეკმა დამსწრე საზოგადოებას ცირკულარული ეკონომიკის ძირითადი პრინციპები, შესაძლებლობები, საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკა გააცნო.&nbsp;
         1810 
         1811 დარიუშ პრასეკის განცხადებით, &nbsp;მცირე და საშუალო ბიზნესს შეუძლია გადამწყვეტი როლი შეასრულოს საქართველოს ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვაში.
         1812 
         1813 საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშემ, ლიზე ვანვეიმელბეკემ, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით პროგრესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შეტანილი წვლილის შესახებ ისაუბრა.
         1814 
         1815 &bdquo;საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით ნამდვილად არის პროგრესი. უკვე შეფასდა ცირკულარობა, რაც უმნიშვნელოვანესია მაკროეკონომიკის დონეზე. გამოიკვეთა დარგები, სადაც ცირკულარობის მაღალი ხარისხი, ანუ ნარჩენგადამუშავების მეტი პოტენციალია. &nbsp;გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო ამ მიმართულებით კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროსტანდარტებს. ასევე აუცილებელია გადამმუშავებელი საწარმოების მხარდაჭერა, რათა მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება, რეციკრირება. სწორედ ამისთვისაა საჭირო ახალი პლატფორმა. მოვუწოდებ ფინანსურ ინსტიტუტებს, მხარი დაუჭირონ ამ პროცესს”, - ლიზე ვანვეიმელბეკემ.
         1816 
         1817 სემინარი &nbsp;&bdquo;ცირკულარული ეკონომიკა საქართველოში”, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა.</content:encoded>
         1818                 <link>https://www.ghn.ge/news/297522-unda-shevkmnat-finansuri-platforma-romelits-khels-sheutsqobs-gadammushavebeli-satsarmoebis-tsakhalisebas-tsirkularuli-ekonomikis-mimartulebit-solomon-pavliashvili</link>
         1819                 <description>უნდა შევქმნათ ფინანსური პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს გადამმუშავებელი საწარმოების წახალისებას ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით - სოლომონ პავლიაშვილი</description>
         1820                 <topic>ეკონომიკა</topic>
         1821                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/127880098.JPG</image>
         1822                 <pubDate>2023-06-13 </pubDate>
         1823                 <guid>297522</guid>
         1824             </item>
         1825 
         1826         
         1827             
         1828             <item>
         1829                 <title>რუსმა ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ქალაქ კრივი რიჰის წინააღმდეგ, დაიღუპა სამი და დაშავდა 25 ადამიანი</title>
         1830                 <content:encoded>13 ივნისის ღამეს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს ქალაქ კრივი რიჰის წინააღმდეგ, დაიღუპა სამი და დაშავდა 25 ადამიანი.
         1831 
         1832 სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰი ლისაკის ინფორმაციით, მტრის ჭურვი მოხვდა ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს. დაზიანდა სამოქალაქო ობიექტები. მისივე თქმით, 5-სართულიანი სახლის ნგრევის შედეგად, ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი. დაშავებულთა შორის 19 მოქალაქე კლინიკებში გადაიყვანეს.
         1833 
         1834 ლისაკის ინფორმაციით, სამი ადამიანი დაშავდა კერძო საწარმოში, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
         1835 
         1836 მისივე თქმით, დანგრეული საწყობის ნანგრევებში ადამიანები არიან დარჩენილი. დაზიანებულია ავტომობილები.
         1837 
         1838 გარდა ამისა, 4 დაშავებულია კიდევ სხვა ტერიტორიაზე, სადაც ხანძარი შენობას და ავტომობილს გაუჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
         1839 
         1840 &nbsp;დაზიანებულია სამურნეო ნაგებობებიც.
         1841 
         1842 უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო კრივი რიჰიდან.
         1843 
         1844 &bdquo;თანაგრძნობას ვუცხადებ ყველას, ვინც ახლობლები დაკარგა! არასდროს ვაპატიებთ ტერორისტებს, ყოველი რაკეტისთვის პასუხს აგებენ&ldquo;, - დაწერა ზელენსკიმ.
         1845 
         1846 
         1847 
         1848 https://www.facebook.com/zelenskiy.official/videos/625733705936068/
         1849 
         1850 
         1851 
         1852 &nbsp;</content:encoded>
         1853                 <link>https://www.ghn.ge/news/297521-rusma-okupantebma-ierishi-miitanes-kalak-krivi-rihis-tsinaaghmdeg-daighupa-sami-da-dashavda-25-adamiani</link>
         1854                 <description>რუსმა ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ქალაქ კრივი რიჰის წინააღმდეგ, დაიღუპა სამი და დაშავდა 25 ადამიანი</description>
         1855                 <topic>მსოფლიო</topic>
         1856                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1252419053.png</image>
         1857                 <pubDate>2023-06-13 </pubDate>
         1858                 <guid>297521</guid>
         1859             </item>
         1860 
         1861         
         1862             
         1863             <item>
         1864                 <title>რუსეთის საოკუპაციო ძალები კიევს ფრთოსანი რაკეტებით თავს დაესხნენ, უკრაინის თავდაცვამ მტრის ყველა სამიზნე გაანადგურა</title>
         1865                 <content:encoded>13 ივნისის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალები კიევს ფრთოსანი რაკეტებით თავს დაესხნენ. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მტრის ყველა სამიზნე გაანადგურა.
         1866 
         1867 ამის შესახებ კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი პოპკო ტელეგრამზე წერს.
         1868 
         1869 როგორც პოპკო აღნიშნავს, მეტრმა რაკეტები კასპიის ზღვის რაიონიდან&nbsp;ისროლა.
         1870 
         1871 მისივე თქმით, კიევის გარშემო საჰაერო სივრცეში მტრის ყველა სამიზნე განადგურდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ. მსხვერპლისა და ნგრევს შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
         1872 
         1873 ამასთან, რუსმა ოკუპანტებმა გასულ ღამეს იერიში მიიტანეს სუმის ოლქის წინააღმდეგ. ასევე,&nbsp;კრივი რიჰში მტრის ჭურვი ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. არიან დაღუპულები და დაშავებულები.</content:encoded>
         1874                 <link>https://www.ghn.ge/news/297520-rusetis-saokupatsio-dzalebi-kievs-frtosani-raketebit-tavs-daeskhnen-ukrainis-tavdatsvam-mtris-qvela-samizne-gaanadgura</link>
         1875                 <description>რუსეთის საოკუპაციო ძალები კიევს ფრთოსანი რაკეტებით თავს დაესხნენ, უკრაინის თავდაცვამ მტრის ყველა სამიზნე გაანადგურა</description>
         1876                 <topic>მსოფლიო</topic>
         1877                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/696650559.png</image>
         1878                 <pubDate>2023-06-13 </pubDate>
         1879                 <guid>297520</guid>
         1880             </item>
         1881 
         1882         
         1883             
         1884             <item>
         1885                 <title>დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული - ვენეციის კომისია</title>
         1886                 <content:encoded>დეოლიგარქიზაციის&nbsp;კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული, ხოლო ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად საჭიროა არა პერსონალური, არამედ სისტემური მიდგომა, &ndash; ამის შესახებ აღნიშნულია&nbsp;ვენეციის კომისიის&nbsp;რეკომენდაციაში,&nbsp;რომელიც საქართველოს მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ &bdquo;დეოლიგაქრიზაციის&nbsp;შესახებ&ldquo; კანონპროექტს ეხება.
         1887 
         1888 &bdquo;ვენეციის კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, საფრთხე იმისა, რომ კერძო ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის საფრთხე ინდივიდუალური პირის ხელში აღმოჩნდება, გამჭვირვალობის,&nbsp;ლეგიტიმურობისა&nbsp;და ანგარიშვალდებულების გარეშე, შესაძლოა, არსებობდეს თითქმის ყველა ქვეყანაში. ქვეყნების უმრავლესობამ შეიმუშავა და აამოქმედა ურთიერთდაკავშირებული საკანონმდებლო, ინსტიტუციონალური, ადმინისტრაციული, ეკონომიკური და სხვა ზომები, რათა შეამციროს ის დამაზიანებელი ეფექტი, რომელიც მსგავსი გავლენის რამდენიმე ადმიანის ხელში კონცენტრაციას მოაქვს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისთვის. იმ ქვეყნის კონტექსტიდან გამომდინარე, რომელსაც ეს ეხება, მოიცავს ზომებს, მაგალითისთვის: კონკურენციის სფეროში ეფექტური პოლიტიკა, ბრძოლა კორუფციასთან და ფულის გათეთრებასთან, მედიის პლურალიზმის უზრუნველყოფის ზომები, პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესების დადგენა და ა.შ.
         1889 
         1890 იმის ნაცვლად, რომ ამ მრავალ&nbsp;სექტორალურ, სისტემურ მიდგომას მიჰყოლოდა, საქართველომ გადაწყვიტა&nbsp;ოლიგარქიზაციის&nbsp;დამანგრეველ გავლენასთან საბრძოლველად, სხვაგვარი &bdquo;პერსონალური მიდგომა&ldquo; აირჩია და მოამზადა&nbsp;დე​ოლიგარქიზაციის&nbsp;კანონი. ეს &bdquo;პერსონალური მიდგომა&ldquo;, როგორც ეს მითითებულია გადამუშავებულ კანონში, მიისწრაფვის პერსონების იდენტიფიცირება მოახდინოს &bdquo;ოლიგარქებად&ldquo; სპეციფიკური კრიტერიუმების მიხედვით, როგორებიცაა სიმდიდრე, მედიამფლობელობა და ა.შ. და უწესებს მათ რიგ შეზღუდვებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონის გადამუშავებულ ვარიანტში, სადამსჯელო ზომებისა და შეზღუდვების უმეტესობა გაუქმებულია, ამ კანონის მუხლების შესაძლო თვითნებური გამოყენება ჯერ კიდევ შეიძლება, უქმნიდეს საფრთხეს კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ პლურალიზმს.
         1891 
         1892 ვაღიარებთ რა, რომ ოლიგარქიულ გავლენასთან ბრძოლაში უნივერსალური მიდგომა არ არსებობს და რომ ზოგიერთ ექსტრემალურ სიტუაციაში, როგორიცაა, მაგალითისთვის, სახელმწიფოს მიტაცება, რადიკალური ზომები, როგორიც არის პერსონალურ ხასიათის ზოგიერთი ზომა, შეიძლება იყოს გამართლებული, დროებითი და განსაკუთრებული საფუძვლებით, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ეს უნდა იყოს დამატებითი ზომები და არა სისტემური მიდგომის ალტერნატივა. თუმცა, თუ ასეთი საჭიროება იქნებოდა, ასეთი ზომები უნდა შემუშავებულიყო პოლიტიკური პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის სტანდარტების სრული დაცვით. ამასთან ერთად, უნდა არსებობდეს მკაფიო ლეგალური კრიტერიუმები, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დამოუკიდებლობის მტკიცე გარანტიები და სამართლიანი სამართლებრივი პროცესი. ასეთი წინაპირობები, როგორც ჩანს, ეწინააღმდეგება ამ კანონების კონსტრუქციას. ამაში მდგომარეობს დღევანდელი ფორმით წარმოდგენილი&nbsp;დეოლიგარქიზაციის&nbsp;კანონების უდიდესი პარადოქსი: თუ ადმინისტრაცია და სასამართლო სისტემა ძლიერია და საკმარისად დამოუკიდებელი, რომ მხარი დაუჭიროს &bdquo;პერსონალური ზომების&ldquo; მიღებას, როგორც ეს არის აღწერილი, მაშინ ეს ზომები მეტად აღარ არის საჭირო, რადგან წინაპირობები დაცულია, რათა&nbsp;აამუშაო&nbsp;უფრო მეტად სისტემური და ეფექტური სტრატეგია. ხოლო თუ პირიქითაა და ადმინისტრაცია და სასამართლო სისტემა &bdquo;მიტაცებულია&ldquo; იმ ინტერესების მიერ, რომლის წინააღმდეგაც ბრძოლისკენ არის მიმართული &bdquo;პერსონალური ზომები&ldquo;, მაშინ ასეთი ზომები არის არაეფექტური, რადგან მიღებულია აღმასრულებელი აქტების მეშვეობით, რომლებსაც სრულად არ გაუვლიათ ეფექტური სასამართლო კონტროლი, და ეს ძალზედ სახიფათოა ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის&nbsp;უზენაესობისთვის.
         1893 
         1894 ამჟამად,&nbsp;დეოლიგარქიზაციის&nbsp;კანონპროექტის შესწორებული ვარიანტი&nbsp;ოლიგარქიზაციის&nbsp;პრობლემის არც დემოკრატიულ და არც ეფექტურ პასუხად არ შეიძლება განიხილებოდეს. ამ კუთხით, საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს, დაამტკიცოს &bdquo;სისტემურის&ldquo; გარდა, როგორ და რამდენად საჭიროა ის პერსონალური ზომები, რომლებიც რჩება შესწორებულ კანონპროექტში, ოლიგარქიული გავლენის არა მხოლოდ ნაწილობრივ, არამედ მთლიანად დასაძლევად. მართლაც, ოლიგარქიული გავლენის წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლის ნაცვლად,&nbsp;დეოლიგარქიზაციის&nbsp;ამ ტიპის კანონმდებლობა ქმნის რისკს, ხელისუფლებაში მყოფთა ხელში პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის სახიფათო იარაღად იქცეს. ვინაიდან, ამ ეტაპზე ვენეციის კომისია არ არის დარწმუნებული, რომ შესწორებულ კანონპროექტში ცვლილებებმა შეიძლება, აღმოფხვრას გარდაუვალი უთანხმოება ევროპის საბჭოს სტანდარტებთან ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში, ვენეციის კომისია ასკვნის, რომ შესწორებული კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული და საჭიროა &bdquo;სისტემური&ldquo; მიდგომა.
         1895 
         1896 ამიტომ, ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევს, არ მიიღონ&nbsp;დეოლიგარქიზაციის&nbsp;კანონპროექტის შესწორებული ვარიანტი და ქვეყანაში ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად:
         1897 
         1898 &bull; ჩაატაროს არსებული სისტემური ზომების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი, მათი ხარვეზების სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და კოორდინაციის თვალსაზრისით;
         1899 
         1900 &bull; შეიმუშაონ&nbsp;მაკორექტირებელი, დამატებითი ან&nbsp;ურთიერთშემავსებელი&nbsp;კანონმდებლობა ან ზომები, რომლებიც, მათ შორის, მოიცავს:
         1901 
         1902 &bull; ეფექტური კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბებას და განხორციელებას;
         1903 
         1904 &bull; მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას და კორუფციის პრევენციას, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის, ანუ&nbsp;GRECO-ს&nbsp;რეკომენდაციების შესაბამისად;
         1905 
         1906 &bull; სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაცვას;
         1907 
         1908 &bull; მედიის პლურალიზმისა და მედიის მფლობელობის გამჭვირვალობის განმტკიცებას;
         1909 
         1910 &bull; ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკის შემდგომი გაუმჯობესებას, მათ შორის იურიდიული პირებისა და ღონისძიებების გამჭვირვალობას, აგრეთვე ბენეფიციარი საკუთრების შესახებ ინფორმაციის დროულ და ეფექტურ წვდომას&nbsp;MONEYVAL-ისა&nbsp;და&nbsp;FATF-ის&nbsp;რეკომენდაციების შესაბამისად;
         1911 
         1912 &bull; პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესებისა და არსებული კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას;
         1913 
         1914 &bull; ცვლილებებს საგადასახადო კანონმდებლობაში;
         1915 
         1916 &bull; ძირითადი მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ორგანოების დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაძლიერებას;
         1917 
         1918 &bull; შეაფასოს, თუ როგორ შეუძლიათ სხვადასხვა ინსტიტუტს (ანტიკორუფციულ ორგანოებს, ანტიმონოპოლიური კომიტეტს, სახელმწიფო აუდიტს, საბანკო ზედამხედველობის ორგანოებს და ა.შ.) უკეთ იმუშაონ ერთად, რათა თავიდან აიცილონ და აღმოფხვრან &bdquo;ოლიგარქიული&ldquo; გავლენა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; რეგულარულად შეაფასოს ასეთი ღონისძიებების გავლენა;
         1919 
         1920 &bull; ამგვარად, ოლიგარქიული გავლენის პრევენციისა და წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, დანერგოს ყოვლისმომცველი სისტემა, რომელიც ფოკუსირებული სტრატეგიის/სამოქმედო გეგმის მეშვეობით გაუმკლავდება&nbsp;ოლიგარქიზაციის&nbsp;პრობლემას, ამ პრობლემის ურთიერთდაკავშირებული ბუნების აღიარებით, რაც კანონის სხვადასხვა სფეროსა და მათ განმახორციელებელ ინსტიტუტებს შორის დაკავშირების საშუალებას მისცემს;
         1921 
         1922 &bull; განახორციელოს იგი დაუყოვნებლივ, გამჭვირვალედ და ანგარიშვალდებულად.
         1923 
         1924 ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ ზემოაღნიშნული სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისთვის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული დაცვით, უნდა განხორციელდეს სასამართლო სისტემის ერთიანი (ჰოლისტური) რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს მის დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს.
         1925 
         1926 ვენეციის კომისია მზადაა, საქართველოს ხელისუფლებას ნებისმიერი შემდგომი დახმარება გაუწიოს.</content:encoded>
         1927                 <link>https://www.ghn.ge/news/297529-deoligarkizatsiis-kanonproekti-arsebuli-formit-ar-unda-iqos-mighebuli-venetsiis-komisia</link>
         1928                 <description>დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული - ვენეციის კომისია</description>
         1929                 <topic>პოლიტიკა</topic>
         1930                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1701782894.png</image>
         1931                 <pubDate>2023-06-13 </pubDate>
         1932                 <guid>297529</guid>
         1933             </item>
         1934 
         1935         
         1936             
         1937             <item>
         1938                 <title>13 ივნისის ტრაგედიიდან რვა წელი გავიდა</title>
         1939                 <content:encoded>13 ივნისის სტიქიიდან რვა წელი გავიდა. თბილისში 2015 წელს დატრიალებულმა ტრაგედიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვრპლა. დაიკარა 2 და დაზარალდა ათასობით მოქალაქე.
         1940 
         1941 სტიქიამ გაანადგურა&nbsp;​საცხოვრებელი&nbsp;სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა &bdquo;მზიურისა&ldquo; და ზოოპარკის ტერიტორიები. სტიქიისას დაიხოცა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა,&nbsp;კოჯორი-სამადლოს&nbsp;დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი.</content:encoded>
         1942                 <link>https://www.ghn.ge/news/297519-13-ivnisis-tragediidan-rva-tseli-gavida</link>
         1943                 <description>13 ივნისის ტრაგედიიდან რვა წელი გავიდა</description>
         1944                 <topic>საზოგადოება</topic>
         1945                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1396379187.jpg</image>
         1946                 <pubDate>2023-06-13 </pubDate>
         1947                 <guid>297519</guid>
         1948             </item>
         1949 
         1950         
         1951             
         1952             <item>
         1953                 <title>უკრაინის წარმატებულმა კონტრშეტევამ შესაძლოა, აიძულოს პუტინი, დათანხმდეს მოლაპარაკებების გამართვაზე - ენტონი ბლინკენი</title>
         1954                 <content:encoded>ამერიკის&nbsp; შეერთებული შტატები დარწმუნებულია უკრაინის კონტრშეტევის წარმატებაში, რომელიც გააძლიერებს კიევის პოზიციებს ომის დასრულებასთან დაკავშირებით მომავალ ნებისმიერ მოლაპარაკებებზე.
         1955 
         1956 ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
         1957 
         1958 ბლინკენმა აღნიშნა, რომ საუბარია უკრაინის შეტევის პირველ დღეებზე, ამიტომ ჯერ ძალიან ადრეა საუბარი, მის შედეგებზე.
         1959 
         1960 &bdquo;50-ზე მეტი სახელმწიფოს მიერ უკრაინის მხარდაჭერის, ასევე უკრაინელი ხალხისა და უკრაინელი სამხედროების სიმამაცისა და გამძლეობის შედეგად, დარწმუნებული ვართ, რომ ისინი გააგრძელებენ წარმატებებს ტერიტორიების დაბრუნებაში, რომლებიც მათ რუსეთმა წაართვა&ldquo;, - განაცხადა ბლინკენმა.
         1961 
         1962 აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, უკრაინის დახმარება დასავლელი მოკავშირეების მხრიდან გრძელვადიან პერსპექტივაში მიმართულია მშვიდობის დამყარებისკენ, რომელიც უნდა იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი.
         1963 
         1964 &bdquo;კონტრშეტევაში წარმატება ორ რამეს მოიტანს: გააძლიერებს აშშ-ს პოზიციას ნებისმიერ მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ ამის შესაძლებლობა გაჩნდება და შესაძლოა პუტინი აიძულოს საბოლოოდ ფოკუსირდეს მოლაპარაკებებზე მის მიერ დაწყებული ომის დასასრულებლად&ldquo;, - განაცხადა ბლინკენმა.
         1965 
         1966 ბლინკენის თქმით, სწორედ ამიტომ აშშ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას დღეს, რათა მან შეძლოს წარმატება ბრძოლის ველზე, ასევე იმუშავებს დახმარების სხვა ფორმებზე, რათა უკრაინამ შეძლოს გახდეს წარმატებული სახელმწიფო.</content:encoded>
         1967                 <link>https://www.ghn.ge/news/297516-ukrainis-tsarmatebulma-kontrshetevam-shesadzloa-aidzulos-putini-datankhmdes-molaparakebebis-gamartvaze-entoni-blinkeni</link>
         1968                 <description>უკრაინის წარმატებულმა კონტრშეტევამ შესაძლოა, აიძულოს პუტინი, დათანხმდეს მოლაპარაკებების გამართვაზე - ენტონი ბლინკენი</description>
         1969                 <topic>მსოფლიო</topic>
         1970                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/136292335.jpg</image>
         1971                 <pubDate>2023-06-13 </pubDate>
         1972                 <guid>297516</guid>
         1973             </item>
         1974 
         1975         
         1976             
         1977             <item>
         1978                 <title>ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ვახშამზე უმასპინძლა</title>
         1979                 <content:encoded>საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ვახშამზე უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
         1980 
         1981 მათივე ინფორმაცით, მთავრობის მეთაურმა დიპლომატებთან ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი არაფორმალურ გარემოში განიხილა. საუბარი შეეხო კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკას.
         1982 
         1983 ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.</content:encoded>
         1984                 <link>https://www.ghn.ge/news/297515-irakli-gharibashvilma-evrokavshiris-tsevri-kveqnebis-elchebs-vakhshamze-umaspindzla</link>
         1985                 <description>ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ვახშამზე უმასპინძლა</description>
         1986                 <topic>პოლიტიკა</topic>
         1987                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/967797345.jpg</image>
         1988                 <pubDate>2023-06-12 </pubDate>
         1989                 <guid>297515</guid>
         1990             </item>
         1991 
         1992         
         1993             
         1994             <item>
         1995                 <title>გაერო რუსეთისგან ელოდება უსაფრთხოების გარანტიებს, რათა ხერსონის რეგიონის დატბორილ მარცხენა სანაპიროზე მისია გაგზავნოს - დმიტრო კულება</title>
         1996                 <content:encoded>გაერო მზად არის სპეციალური მისია გაგზავნოს ხერსონის რეგიონის მარცხენა სანაპიროზე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად, ისინი რუსული მხარისგან უსაფრთხოების გარანტიებს ელოდებიან. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.
         1997 
         1998 მისი თქმით, ამ დროისათვის გაერომ და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა უკვე დაიწყეს ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზე დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.
         1999 
         2000 მისივე თქმით, გაეროს უკვე ფორმირებული მისია მზად არის გაემგზავროს დნიპროს მარცხენა სანაპიროზე, მაგრამ ამისთვის ელოდებიან რუსული მხარისგან უსაფრთხოების გარანტიებს.
         2001 
         2002 &ldquo;ჩვენი შეთანხმების თანახმად, რომელსაც ჩევნ მივაღწიეთ გასულ ხუთშაბათს გაეროსთან... ასეთი მისია ჩამოყალიბებულია, მათ უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნა გაუგზავნეს უკრაინასა და რუსეთს. უკრაინამ ასეთი გარანტიები მყისიერად წარუდგინა. რუსეთს პასუხი ჯერ არ გაუცია&ldquo;, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.
         2003 
         2004 მისივე თქმით, უკრაინაში უკვე ჩავიდა ტვირთი19-მდე ქვეყნიდან, რომელიც მას კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგების აღმოსაფხვრელად გადაეცა.</content:encoded>
         2005                 <link>https://www.ghn.ge/news/297514-gaero-rusetisgan-elodeba-usafrtkhoebis-garantiebs-rata-khersonis-regionis-datboril-martskhena-sanapiroze-misia-gagzavnos-dmitro-kuleba</link>
         2006                 <description>გაერო რუსეთისგან ელოდება უსაფრთხოების გარანტიებს, რათა ხერსონის რეგიონის დატბორილ მარცხენა სანაპიროზე მისია გაგზავნოს - დმიტრო კულება</description>
         2007                 <topic>მსოფლიო</topic>
         2008                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1664934521.jpg</image>
         2009                 <pubDate>2023-06-12 </pubDate>
         2010                 <guid>297514</guid>
         2011             </item>
         2012 
         2013         
         2014             
         2015             <item>
         2016                 <title>დააკავეს პირი, რომელმაც ლილოს დასახლებაში სანადირო თოფით მეზობელი მოკლა</title>
         2017                 <content:encoded>შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ს.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
         2018 
         2019 უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 ივნისს, ბრალდებულმა თბილისში, ლილოს დასახლებაში, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეზობელს - 1974 წელს დაბადებულ ა.ყ.-ს.
         2020 
         2021 დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
         2022 
         2023 სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
         2024 
         2025 დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
         2026 
         2027 განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.</content:encoded>
         2028                 <link>https://www.ghn.ge/news/297513-daakaves-piri-romelmats-lilos-dasakhlebashi-sanadiro-tofit-mezobeli-mokla</link>
         2029                 <description>დააკავეს პირი, რომელმაც ლილოს დასახლებაში სანადირო თოფით მეზობელი მოკლა</description>
         2030                 <topic>სამართალი</topic>
         2031                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/816342953.jpg</image>
         2032                 <pubDate>2023-06-12 </pubDate>
         2033                 <guid>297513</guid>
         2034             </item>
         2035 
         2036         
         2037             
         2038             <item>
         2039                 <title>ივანიშვილის რეჟიმმა რისი გაფუჭებაც შეძლო, ყველაფერი გააფუჭა, თუმცა არსებობს შანსი, გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო საქართველომ კანდიდატის სტატუსი მაინც მიიღოს - ბოკერია</title>
         2040                 <content:encoded>ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ყველა მონაცემებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებასთან დაკავშირებით ბრიუსელსა და სხვა დედაქალაქებში გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.&nbsp;
         2041 
         2042 მისივე თქმით, ყველა შემთხვევაში, საზოგადოების მთავარი ამოცანა პუტინისტური ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლაა.&nbsp;
         2043 
         2044 &quot;ივანიშვილის რეჟიმმა რისი გაფუჭებაც შეძლო, ყველაფერი გააფუჭა. ამის მიუხედავად არსებობს შანსი, რომ გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მაგრამ ყველა ჩვენგანის ამოცანა, საზოგადოების, ყველა შემთხვევაში არის, ამ პუტინისტური ხელისუფლების შეცვლა დემოკრატიულად, პროდასავლური ხელისუფლებით. იმიტომ რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ამ სტატუსით რეალურ წინსვლას ნატოს წევრობისკენ, ევროკავშირთან დაახლოებისკენ, დასავლეთში დაბრუნებისკენ, უსაფრთხოებასა და თავისუფლების დაცვისკენ სვლას&quot;.- ამბობს ბოკერია.</content:encoded>
         2045                 <link>https://www.ghn.ge/news/297512-ivanishvilis-rezhimma-risi-gafuchebats-shedzlo-qvelaferi-gaafucha-tumtsa-arsebobs-shansi-geopolitikuri-mosazrebebis-gamo-sakartvelom-kandidatis-statusi-maints-miighos-bokeria</link>
         2046                 <description>ივანიშვილის რეჟიმმა რისი გაფუჭებაც შეძლო, ყველაფერი გააფუჭა, თუმცა არსებობს შანსი, გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო საქართველომ კანდიდატის სტატუსი მაინც მიიღოს - ბოკერია</description>
         2047                 <topic>კომენტარი</topic>
         2048                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1051961311.jpeg</image>
         2049                 <pubDate>2023-06-12 </pubDate>
         2050                 <guid>297512</guid>
         2051             </item>
         2052 
         2053         
         2054             
         2055             <item>
         2056                 <title>მინდა მივმართო თემურ ჭყონიას, შეგიძლია, გათხოვდე, ცოლად მოიყვანო სააკაშვილი ან დანარჩენები, არ გვაინტერესებს, ჩვენს შვილებს დაანებეთ თავი,თორემ დაგასხამთ თავზე მაგ შენ კოკა-კოლას - დაჩი ცაგურია</title>
         2057                 <content:encoded>გუშინ ჭყონიას გაუვრცელებია, ბავშვი რომ რაღაცას იყიდის, ჩუქნიან წიგნს, სადაც მოთხრობილია, რა მაგარია ელტონ ჯონის და მისი ქმრის თუ ცოლის ცხოვრება, - პირველი არხის ცნობით, ამის შესახებ დაჩი ცაგურიამ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის &bdquo;საქართველო უპირველეს ყოვლისა&ldquo; დამფუძნებელი შეკრების მიმდინარეობისას განაცხადა.
         2058 
         2059 &quot;გუშინ ჭყონიას გაუვრცელებია, ბავშვი რომ მივა &bdquo;მაკდონალდსში&ldquo; და რაღაცას იყიდის, ჩუქნიან წიგნს, სადაც მოთხრობილია, როგორი კარგი და რა მაგარია ელტონ ჯონის და მისი ქმრის თუ ცოლის ცხოვრება. მინდა, მივმართო თემურ ჭყონიას, თემურ, ჩვენ არ გვაინტერესებს შენი პირადი ცხოვრება, შენ შეგიძლია, გათხოვდე ხვალ, ცოლად მოიყვანო სააკაშვილი ან დანარჩენები, არ გვაინტერესებს, თქვენი პირადი ცხოვრებაა, ჩვენს შვილებს დაანებეთ თავი. ჩვენს მომავალს დაანებეთ თავი. ეგ სისაძაგლე მოაშორე მაგ ქსელიდან, თორემ სადაც მიხვალ, დაგასხამთ თავზე მაგ შენს &bdquo;კოკა-კოლას&ldquo;. მოაშორე მაგ ქსელიდან ეს სისაძაგლე. ვისაც როგორ უნდა, ზრდასრულმა ადამიანმა ისე იცხოვროს, არ გვაინტერესებს, ჩემი საქმე არ არის, ჩვენს შვილებს დაანებეთ თავი&ldquo;, &ndash; განაცხადა ცაგურიამ.</content:encoded>
         2060                 <link>https://www.ghn.ge/news/297511-minda-mivmarto-temur-chqonias-shegidzlia-gatkhovde-tsolad-moiqvano-saakashvili-an-danarchenebi-ar-gvainteresebs-chvens-shvilebs-daanebet-tavitorem-dagaskhamt-tavze-mag-shen-koka-kolas-dachi-tsaguria</link>
         2061                 <description>ჭყონიას გაუვრცელებია, ბავშვი რომ რაღაცას იყიდის, ჩუქნიან წიგნს, სადაც მოთხრობილია, რა მაგარია ელტონ ჯონის და მისი ქმრის თუ ცოლის ცხოვრება. თემურ, ეგ სისაძაგლე მოაშორე, თორემ დაგასხამთ თავზე მაგ შენ კოკა-კოლას - დაჩი ცაგურია</description>
         2062                 <topic>კომენტარი</topic>
         2063                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1483232945.jpg</image>
         2064                 <pubDate>2023-06-12 </pubDate>
         2065                 <guid>297511</guid>
         2066             </item>
         2067 
         2068         
         2069             
         2070             <item>
         2071                 <title>საქართველო თუ წელს მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება უდიდესი ბიძგი „ქართული ოცნების“ ისედაც მზარდი რეიტინგისთვის - მამუკა მდინარაძე</title>
         2072                 <content:encoded>საქართველო თუ წელს მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება უდიდესი ბიძგი &bdquo;ქართული ოცნების&ldquo; ისედაც მზარდი რეიტინგისთვის, უდიდესი წარმატება და 2024 წლის არჩევნებში კიდევ უფრო მყარი გარანტია &bdquo;ქართული ოცნებისათვის&ldquo;, ამიტომ, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, სუბეიქტურადაც კი აწყობს ეს &bdquo;ქართულ ოცნებას&ldquo;, ნეიტრალური პოზიციიდანაც უნდა დავინახოთ, &ndash; ამის შესახებ &bdquo;ქართული ოცნების&ldquo; აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
         2073 
         2074 მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების უმრავლესობას არ სურს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, ვინაიდან მათი ლოგიკითაც კი, ეს ქვეყნის წარმატებასთან ერთად, მმართველი გუნდის წარმატებაც იქნება.
         2075 
         2076 &bdquo;ცუდ სიზმარშიც კი არ უნდათ ამის გაგონება ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლების უმრავლესობას სამწუხაროდ, იმიტომ, რომ&nbsp;მათი მსჯელობიდან და ლოგიკიდანაც კი გამომდინარეობს, რომ ისინი კატასტროფას ხედავენ ქვეყნის ამ წარმატებაში, რაც მათი აზრითაც ითარგმნება &bdquo;ქართული ოცნების&ldquo; წარმატებად. ამიტომაც არის, რომ ისინი და შემთხვევით არ ვამბობ, მათი პატრონები, იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამაში პირად უბედურებას ხედავენ, რადგან მიაჩნიათ, რომ &bdquo;ქართულ ოცნებას&ldquo; ძალიან დიდი ხანი ვერაფერს მოუხერხებენ. ამიტომ აგუებენ ახლა საზოგადოებას იმ აზრს, რომ რეალურად, თავად რასაც აფუჭებენ, ამ გაფუჭებულს შესაბამისი შედეგი &ndash; კანდიდატის სტატუსის ვერმიღება რომ მოჰყვეს, შემდეგ ეს დააბრალონ &bdquo;ქართულ ოცნებას&ldquo;, ამით გამოიწვიონ ქაოსი, არეულობა, შეცვალონ ხელისუფლება და ასე გააგრძელონ ქვეყნის ომში ჩართვის ის გეგმა, რომელიც ახალი არ არის და წელზე მეტს ითვლის უკვე&ldquo;, &ndash; განაცხადა მამუკა მდინარაძემ.</content:encoded>
         2077                 <link>https://www.ghn.ge/news/297510-sakartvelo-tu-tsels-miighebs-kandidatis-statuss-es-ikneba-udidesi-bidzgi-kartuli-otsnebis-isedats-mzardi-reitingistvis-mamuka-mdinaradze</link>
         2078                 <description>საქართველო თუ წელს მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება უდიდესი ბიძგი „ქართული ოცნების“ ისედაც მზარდი რეიტინგისთვის - მამუკა მდინარაძე</description>
         2079                 <topic>კომენტარი</topic>
         2080                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1573891470.jpg</image>
         2081                 <pubDate>2023-06-12 </pubDate>
         2082                 <guid>297510</guid>
         2083             </item>
         2084 
         2085         
         2086             
         2087             <item>
         2088                 <title>როინ მეტრეველი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ჭაობის სიმბოლოა და მთელი ქვეყანა ივანიშვილის რეჟიმს იქით მიჰყავს - გიგა ბოკერია</title>
         2089                 <content:encoded>ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში&nbsp; მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად როინ მეტრეველის დანიშვნა ლოგიკურია.&nbsp;
         2090 
         2091 მისივე თქმით, ეგ ინსტიტუცია, რა ფორმითაც არსებობს, თავადა არის საბჭოთა გადმონაშთი, ხოლო &quot;როინ მეტრეველი არის სიმბოლო საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ჭაობის და სწორედ იქით მიჰყავს ივანიშვილის რეჟიმს მთელი ჩვენი ქვეყანა&quot;.&nbsp;
         2092 
         2093 გიგა ბოკერია მთავარი არხის ეთერში გასულ სიუჟეტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთ მომავალს უმზადებს ივანიშვილის რეჟიმი შემდეგ თაობებს.&nbsp;
         2094 
         2095 &quot;ეს ის არის რასაც უმზადებს ივანიშვილის რეჟიმი ჩვენს ქვეყანას - საბჭოთა წარსულს, ბელარუსიზაციას, პუტინიზაციას, კატასტროფას ჩვენი შემდგომი თაობებისთვის&quot;.- ამბობს ბოკერია.</content:encoded>
         2096                 <link>https://www.ghn.ge/news/297509-roin-metreveli-sabchota-da-postsabchota-chaobis-simboloa-da-mteli-kveqana-ivanishvilis-rezhims-ikit-mihqavs-giga-bokeria</link>
         2097                 <description>როინ მეტრეველი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ჭაობის სიმბოლოა და მთელი ქვეყანა ივანიშვილის რეჟიმს იქით მიჰყავს - გიგა ბოკერია</description>
         2098                 <topic>კომენტარი</topic>
         2099                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1920278437.jpeg</image>
         2100                 <pubDate>2023-06-12 </pubDate>
         2101                 <guid>297509</guid>
         2102             </item>
         2103 
         2104         
         2105             
         2106             <item>
         2107                 <title>დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს ავამოქმედებთ მომდევნო წლის პირველი მარტიდან - მამუკა მდინარაძე</title>
         2108                 <content:encoded>ქართული ოცნების&ldquo; აღმასრულებელი მდივანის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროკომისია თუ არ მოხსნის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის საკითხს, მაშინ კანონპროექტის ამოქმედების ვადა მომდევნო წლის პირველი მარტი იქნება.
         2109 
         2110 &bdquo;მოგეხსენებათ, ვენეციის კომისიის დასკვნით, ექვსივე რეკომენდაცია იქნა გაზიარებული, მოწონებული როგორც მოხდა კანონში ასახვა მათი რეკომენდაციების. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა საკვანძო საკითხი არის გათვალისწინებული. ერთადერთი, მინიშნება, შეიძლება, ასე დავარქვათ, იყო პერსონალიზაციის საკითხთან დაკავშირებით.
         2111 
         2112 მოგეხსენებათ, თავისი არსით ევრორეკომენდაციებში შესული ეს თემა გულისხმობს პერსონალიზაციას, ამიტომ ჩვენ რომ არ დავიწყოთ მსჯელობა და კიდევ დამატებით ინსინუაციები რომ არ მოჰყვეს ამას ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის პოზიციების დაუმთხვევლობაში და რომ არ ვეძებოთ რაღაც შეთქმულების თეორიები, ჩვენ მოვიქცევით ასე &ndash; დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონში ჩაიწერება ამოქმედების ვადად შემდეგი წლის პირველი მარტი. სწორედ ამ არგუმენტიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისია წლის ბოლომდე მოხსნის ამ საკითხს, თუ ასე მიიჩნევენ, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა შემდეგი წლის დასაწყისში, პირველივე სხდომაზე გამარტივებული წესით საერთოდ არ ავამოქმედოთ ეს კანონი. სხვა შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ რეკომენდაციების გათვალისწინებით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს და ავამოქმედებთ კიდეც მომდევნო წლის პირველი მარტიდან. აქ არანაირ და ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ&ldquo;, &ndash; განაცხადა მამუკა მდინარაძემ.</content:encoded>
         2113                 <link>https://www.ghn.ge/news/297508-deoligarkizatsiis-shesakheb-kanons-avamokmedebt-momdevno-tslis-pirveli-martidan-mamuka-mdinaradze</link>
         2114                 <description>დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს ავამოქმედებთ მომდევნო წლის პირველი მარტიდან - მამუკა მდინარაძე</description>
         2115                 <topic>პოლიტიკა</topic>
         2116                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/402284667.jpg</image>
         2117                 <pubDate>2023-06-12 </pubDate>
         2118                 <guid>297508</guid>
         2119             </item>
         2120 
         2121         
         2122             
         2123             <item>
         2124                 <title>მიმდინარე კვირაში პრეზიდენტის ვეტოს დავძლევთ - მამუკა მდინარაძე</title>
         2125                 <content:encoded>ფრაქცია &bdquo;ქართული ოცნების&ldquo; თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს მიმდინარე კვირაში დაძლევს.
         2126 
         2127 &bdquo;საქართველოს ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, ეროვნული ბანკის მართვა ხორციელდებოდეს სწორად, კომპეტენტური, დამოუკიდებელი კადრებით იყოს დაკომპლექტებული და მართვა ხორციელდებოდეს იმ გამოწვევების შესაბამისად, რაზეც შემდეგ ხშირად არის ხოლმე საუბარი &ndash; დევალვაცია, ინფლაცია, ფასები და ა.შ. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია და უმრავლესობაც იზიარებს ამ პოზიციას, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო უნდა იქნას დაძლეული, საბოლოოდ იქნა დღეს ეს გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენ მიმდინარე კვირაში ვეტოს დავძლევთ. ერთადერთი განსხვავება, რაც არის ჩვენს პოზიციასა და პრეზიდენტის შენიშვნებს შორის, ეს არის ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის საკითხი. სხვა განსხვავება არ არის. ამ ერთმა საკითხმა გამოიწვია კამათი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა კრიტიკა ამ საკითხზე არის სუბიექტური, არ გამომდინარეობს რეალური საფუძვლებიდან, ამიტომ საქართველოს პარლამენტი დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს&ldquo;, &ndash; განაცხადა მდინარაძემ.</content:encoded>
         2128                 <link>https://www.ghn.ge/news/297507-mimdinare-kvirashi-prezidentis-vetos-davdzlevt-mamuka-mdinaradze</link>
         2129                 <description>მიმდინარე კვირაში პრეზიდენტის ვეტოს დავძლევთ - მამუკა მდინარაძე</description>
         2130                 <topic>პოლიტიკა</topic>
         2131                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/644213064.jpg</image>
         2132                 <pubDate>2023-06-12 </pubDate>
         2133                 <guid>297507</guid>
         2134             </item>
         2135 
         2136         
         2137             
         2138             <item>
         2139                 <title>პენიტენციურ დაწესებულებებში  იუსტიციის სახლები იხსნება</title>
         2140                 <content:encoded>დღეიდან იუსტიციის სახლის სერვისების მიღება მსჯავრდებულებისათვის სასჯელის&nbsp; მოხდის ადგილზევე იქნება ხელმისაწვდომი. პროექტი ქართული ინოვაციაა და ანალოგი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ აქვს.&nbsp; იუსტიციის სახლის პირველი ფილიალი მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის მინისტრმა გახსნა.
         2141 
         2142 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფთათვის იუსტიციის სახლის 50-ზე მეტი სერვისია ხელმისაწვდომი, მათ შორის &ndash; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღება, დაბადების რეგისტრაცია, არასრულწლოვან შვილებთან დაკავშირებულ საკითხებზე თანხმობის გაცემა, მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები, მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენა, განქორწინების რეგისტრაცია, ატესტატის აღება, ინდმეწარმედ რეგისტრაცია და სხვ. სერვისის მიღებას მსჯავრდებულები წინასწარი დაჯავშნით შეძლებენ.
         2143 
         2144 ფილიალები პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებსაც მოემსახურება. დღემდე პატიმრობაში მყოფ პირებს ან მესამე პირისათვის გაცემული მინდობილობის საფუძველზე შეეძლოთ სერვისის მიღება, ან იუსტიციის სახლთან წერილობითი კომუნიკაციით. ორივე შემთხვევაში სერვისი ხანგრძლივ დროს და არასაკმარისად მოქნილ პროცედურებს ითვალისწინებდა. პენიტენციურ სისტემაში იუსტიციის სახლის ფილიალების გახსნის შემდეგ მსჯავრდებულებისთვის მომსახურება ზუსტად ისეთივე კომფორტული იქნება, როგორიც იუსტიციის სახლის ნებისმიერი ვიზიტორისთვისაა, სერვისცენტრისთვის განკუთვნილი სივრცე კი, სრულ შესაბამისობაშია იუსტიციის სახლების ინტერიერთან.
         2145 
         2146 მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლის ფილიალის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სარჯველაძე, იუსტიციის სახლის, აგრეთვე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელები, მოწვეული სტუმრები.
         2147 
         2148 დღესვე იუსტიციის სახლის ფილიალი რუსთავის მე-5 (ქალთა) დაწესებულებაშიც ამოქმედდა და ეტაპობრივად სხვა დაწესებულებებშიც გაიხსნება.
         2149 
         2150 პროექტი იუსტიციის სახლსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს შორის გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.</content:encoded>
         2151                 <link>https://www.ghn.ge/news/297505-penitentsiur-datsesebulebebshi-iustitsiis-sakhlebi-ikhsneba</link>
         2152                 <description>პენიტენციურ დაწესებულებებში  იუსტიციის სახლები იხსნება</description>
         2153                 <topic>საზოგადოება</topic>
         2154                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/438070939.jpg</image>
         2155                 <pubDate>2023-06-12 </pubDate>
         2156                 <guid>297505</guid>
         2157             </item>
         2158 
         2159         
         2160             
         2161             <item>
         2162                 <title>პრემიერ-მინისტრი ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრს შეხვდა</title>
         2163                 <content:encoded>საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრ დომინიკ ჰასლერს შეხვდა.
         2164 
         2165 შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა, რომ დომინიკ ჰასლერის ვიზიტი მნიშვნელოვანი ეტაპია ორმხრივ ურთიერთობებში, რაც ახალ ბიძგს მისცემს ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობას.
         2166 
         2167 ხაზი გაესვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობებზე. აღინიშნა, რომ საქართველო არის საიმედო სატრანზიტო პარტნიორი, რომელიც მზად არის განავითაროს ძირითადი რეგიონული სატრანზიტო მარშრუტები, რომლებიც აუცილებელია რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ ურთიერთკავშირების გასაძლიერებლად.
         2168 
         2169 შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლებისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობას.
         2170 
         2171 პრემიერ-მინისტრმა დომინიკ ჰასლერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ლიხტენშტაინის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.</content:encoded>
         2172                 <link>https://www.ghn.ge/news/297504-premier-ministri-likhtenshtainis-sagareo-sakmeta-ganatlebisa-da-sportis-ministrs-shekhvda</link>
         2173                 <description>პრემიერ-მინისტრი ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრს შეხვდა</description>
         2174                 <topic>პოლიტიკა</topic>
         2175                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/2021693598.jpg</image>
         2176                 <pubDate>2023-06-12 </pubDate>
         2177                 <guid>297504</guid>
         2178             </item>
         2179 
         2180         
         2181             
         2182             <item>
         2183                 <title>საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ავტომობილების გაფრქვევების ევრო 5 სტანდარტის შემოღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო</title>
         2184                 <content:encoded>&bdquo;გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე შემცირებაა. ამ კუთხით სამინისტრომ, საქართველოს პარლამენტთან ერთად, უმნიშვნელოვანესი რეგულაციები მიიღო და აქტიურად მიმდინარეობს მათი აღსრულება-დანერგვის პროცესი&ldquo;, - &nbsp;განახადა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ.
         2185 
         2186 როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ჰაერის ხარისხის მონიტორინგს რეგუარულად ახორციელებს. ამასთან, სამინისტრომ გააგრძელა მუშაობა სამრეწველო საწარმოებიდან ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების სრულად დანერგვის მიმართულებით. ამ ეტაპზე, დაახლოებით, 50-მდე აქტიური საწარმოდან ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულია 20 მსხვილი საწარმო, დანარჩენი საწარმოების უმრავლესობაში კი,&nbsp; მიმდინარეობს ფილტრებისა და მონიტორინგის სისტემების მონტაჟის პროცესი.
         2187 
         2188 &bdquo;ჩვენი მიზანია, წლის ბოლომდე ქვეყანაში მოქმედი ყველა მსხვილი სამრეწველო საწარმო იყოს აღჭურვილი თანამედროვე ფილტრებითა და ონლაინ მონიტორინგის სისტემებით, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა სამრეწველო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად. ამასთან, ამ მიმართულებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ,,სამრეწველო ემისიების შესახებ&ldquo; ახალი კანონპროექტი, რომლის განხილვაც პარლამენტში უკვე მიმდინარეობს&ldquo;, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
         2189 
         2190 საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, &nbsp;&bdquo;ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ&ldquo; ტექნიკური რეგლამენტი დამტიკცდა. სატრანსპორტო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების ეტაპობრივ შემცირების მიზნით, 2024 წლის 1 იანვრიდან, ქვეყანაში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი&nbsp; იზღუდება. ავტომობილებისთვის ე.წ. ევრო 5 სტანდარტის შესაბამისი გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები მტკიცდება და ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება ავტომობილი, რომლის ემისიის სტანდარტი ვერ აკმაყოფილებს ევრო 5 ნორმას. რეგისტრაცია (იმპორტი) დაიშვება მხოლოდ იმ ქვეყნებიდან, სადაც შემოღებულია ევრო 5 და უფრო მაღალი სტანდარტი.
         2191 
         2192 &bdquo;ბოლო წლებში, აღნიშნული ქვეყნებიდან ავტომობილების იმპორტის წილი ჯამურ იმპორტში დაახლოებით 98%-ს შეადგენს. შესაბამისად, ავტომობილების იმპორტის ბიზნესოპერატორებს არ შეექმნებათ ახალ ბაზრებზე გადაწყობის პრობლემა. რეგულაცია შეეხება მსუბუქ და მძიმე სამგზავრო ავტომობილებს (მათ შორის ავტობუსებს და მიკრო ავტობუსებს) და მსუბუქ და მძიმე სატვირთო საავტომობილო საშუალებებს (ანუ M1, M2, M3 და N1, N2, N3 კატეგორიის ავტომობილების პირველად და დროებით რეგისტრაციას). რეგულაცია მოქმედებს მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებსა და აბსოლუტურად ყველა მეზობელ ქვეყანაში. ამ რეგულაციის შემოღება კიდევ უფრო დაახლოვებს ქვეყანას ევროპულ სტანდარტებთან&ldquo;, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
         2193 
         2194 ტექნიკური რეგლამენტი არ შეეხება ქვეყანაში უკვე დარეგისტრირებულ ავტომობილებს და ავტომობილების ექსპორტს, რეექსპორტს და ტრანზიტს. ასევე, არ ვრცელდება ისტორიული ინტერესის სატრანსპორტო საშუალებაზე, სპორტულ ავტომობილზე, რომელიც არ არის განკუთვნილი საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის მისაღებად და სახანძრო ან/და სამაშველო ღონისძიებების შესრულებისათვის გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებებზე. &nbsp;რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლიდან.
         2195 
         2196 მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით,&nbsp; დროებით აიკრძალება ნარჩენის - ე.წ. კატალიზური კონვერტორის ექსპორტი, რაც შეამცირებს რეალიზაციის მიზნით, ე.წ კატალიზატორების სპეციალურად ამოღებას ავტომობილებიდან და ხელს შეუწყობს ავტომობილების გამონაბოლქვიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას.
         2197 
         2198 ავტოტრანსპორტიდან ჰაერის დაბინძურების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლიდან, მსხვილ ქალაქებში დაიწყება ხილული, ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გზებზე კონტროლი სპეციალური აპარატურის საშუალებით.
         2199 
         2200 &nbsp;&bdquo;შემუშავდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც, 2023 წლის მეორე ნახევრიდან, ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის გზებზე კონტროლს სპეციალური აპარატურის საშუალებით, რომელსაც პარლამენტი ახლა განიხილავს. ვფიქრობ,&nbsp; ერთობლივად, ყველა&nbsp; ქმედება აუცილებლად მოგვცემს დადებით შედეგს, რაც გააუმჯობესებს ქვეყანაში ჰაერის ხარისხს, ამავდროულად, ხელს შეუწყობს საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებასაც&ldquo;, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.</content:encoded>
         2201                 <link>https://www.ghn.ge/news/297503-sakartvelos-mtavrobam-kveqanashi-avtomobilebis-gafrkvevebis-evro-5-standartis-shemoghebastan-dakavshirebit-gadatsqvetileba-miigho</link>
         2202                 <description>საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ავტომობილების გაფრქვევების ევრო 5 სტანდარტის შემოღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო</description>
         2203                 <topic>ეკონომიკა</topic>
         2204                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1395402122.jpg</image>
         2205                 <pubDate>2023-06-12 </pubDate>
         2206                 <guid>297503</guid>
         2207             </item>
         2208 
         2209         
         2210             
         2211             <item>
         2212                 <title>ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად, უკრაინაში ნაციზმზე გამარჯვების და ხსოვნის დღე 8 მაისს აღინიშნება</title>
         2213                 <content:encoded>უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ&nbsp;ხელი მოაწერა&nbsp;კანონს, რომლის თანახმად, უკრაინაში ნაციზმზე გამარჯვების და ხსოვნის დღე 8 მაისს აღინიშნება. ამის შესახებ იუწყება უკრაინული მედია.
         2214 
         2215 კანონის განმარტებაში ნათქვამია, რომ უკრაინა, როგორც ცივილიზებული, მშვიდობისმოყვარე და დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო, პატივს სცემს ყველას გმირობის ხსოვნას, ვინც ნაციზმს ებრძოდა, ასევე ყველა მსხვერპლს, ვისაც შეეხო ომი.
         2216 
         2217 ევროპულ სახელმწიფოებში ეს გამარჯვება ყოველწლიურად 8 მაისს აღინიშნება, ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციის დღეს.</content:encoded>
         2218                 <link>https://www.ghn.ge/news/297506-volodimir-zelenskim-kheli-moatsera-kanons-romlis-tanakhmad-ukrainashi-natsizmze-gamarjvebis-da-khsovnis-dghe-8-maiss-aghinishneba</link>
         2219                 <description>ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვით, უკრაინაში ნაციზმზე გამარჯვების და ხსოვნის დღე 8 მაისს აღინიშნება</description>
         2220                 <topic>მსოფლიო</topic>
         2221                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/2066422982.png</image>
         2222                 <pubDate>2023-06-12 </pubDate>
         2223                 <guid>297506</guid>
         2224             </item>
         2225 
         2226         
         2227             
         2228             <item>
         2229                 <title>„საქართველოს ფოსტა“ „მსოფლიო საფოსტო კავშირისა“ და „მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის“ გლობალურ კონფერენციაზე</title>
         2230                 <content:encoded>მიმდინარე წლის 6 - 8 ივნისს, იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში,&nbsp; მსოფლიო საფოსტო კავშირისა (Universal Postal Union) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (World Customs Organization) გლობალური კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე &bdquo;საქართველოს ფოსტის&ldquo; გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე წარსდგა პრეზენტაციით: &bdquo;სინერგია და ეფექტურობა საფოსტო ოპერატორისა და საბაჟო ადმინისტრაციის თანამშრომლობისას&ldquo;. კონფერენციის თემა გახლდათ &bdquo;ქვეყანაში შემავალი ელექტრონული კომერციის გამოწვევები და შესაძლებლობები საფოსტო და საბაჟო დარგების თანამშრომლობისას&ldquo;. &bdquo;მსოფლიოს ვუზიარებთ &bdquo;საქართველოს ფოსტისა&ldquo; და საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ურთიერთთანამშრომლობის&nbsp; წარმატებულ მოდელს. თანამშრომლობა გულისხმობს &bdquo;მსოფლიო საფოსტო კავშირსა&ldquo; და &bdquo;მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციას&ldquo; შორის 2022 წლის მაისს გაფორმებულ შეთანხმებაში, გათვალისწინებული რეგულაციების საფუძველზე, შემდგარი თანამშრომლობის შედეგებს, რაც გამოიხატება, საფოსტო ოპერატორის მიერ, პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, საბაჟო ადმინისტრაციისათვის, წინასწარ გაცვლილ გზავნილთან დაკავშირებით სრულყოფილი მონაცემების უზრუნველყოფას.&ldquo; - აღნიშნა ლევან ჩიკვაიძემ.
         2231 
         2232 ღონისძიების ფარგლებში, გამართულ სესიებსა და შეხვედრებზე, საფოსტო და საბაჟო სექტორის წარმომადგენლებმა საფოსტო და საბაჟო საქმიანობის უახლესი ტენდენციები, გამოწვევები და განვითარების ხედვები განიხილეს.</content:encoded>
         2233                 <link>https://www.ghn.ge/news/297502-sakartvelos-fosta-msoflio-safosto-kavshirisa-da-msoflio-sabazho-organizatsiis-globalur-konferentsiaze</link>
         2234                 <description>„საქართველოს ფოსტა“ „მსოფლიო საფოსტო კავშირისა“ და „მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის“ გლობალურ კონფერენციაზე</description>
         2235                 <topic>საზოგადოება</topic>
         2236                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/685974562.JPG</image>
         2237                 <pubDate>2023-06-12 </pubDate>
         2238                 <guid>297502</guid>
         2239             </item>
         2240 
         2241         
         2242             
         2243             <item>
         2244                 <title>იაპონური ბრენდის ახალი განაცხადი - Mazda CX60 საქართველოშია</title>
         2245                 <content:encoded>კიდევ უფრო დახვეწილი და&nbsp; გამორჩეული - &bdquo;მაზდა ცენტრი თეგეტამ&ldquo; საქართველოში ახალი ავტომობილი წარადგინა. &bdquo;ველნეს კურორტ ბიოლიში&ldquo; Mazda-ს პრემიუმ მოდელის CX60-ის შესაძლებლობები პირველად მედიის წარმომადგენლებმა შეაფასეს. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზე ენახათ ახალი ავტომობილი, გასცნობოდნენ მის შესაძლებლობებსა და დიზაინის სიახლეებს.
         2246 
         2247 
         2248 
         2249 Mazda CX60 პრემიუმ კლასის მოდელია, რაც გამოიხატება როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის სხვადასხვა დეტალში, ასევე მძღოლსა და მგზავრებზე ორიენტირებულ მოწინავე ტექნოლოგიებში, უსაფრთხოების სისტემებსა და სხვა ტექნიკურ მახასიათებლებში. Miled Hybrid ვერსიაში პირველად ვხვდებით ახალ 3.3 ექვსცილინდრიან ძრავას. ავტომობილი აღჭურვილია ბენზინის ძრავით, რომელსაც ეხმარება ელექტროგენერატორი, რაც უზრუნველყოფს წვის შემცირებას, უკეთეს აჩქარებასა და მაქსიმალურად ნაკლებ ხმაურს. გარდა ამისა, ბევრად ნაკლებია გამონაბოლქვის დონეც.
         2250 
         2251 
         2252 
         2253 ნოდარ ჭირაქაძე, &bdquo;მაზდა ცენტრი თეგეტას&ldquo; ბრენდ დირექტორი:&nbsp;&bdquo;ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ საქართველოში იაპონური ბრენდის ახალი მოდელი უკვე წარვადგინეთ. ამ ავტომობილში, პირველად Mazda-ს ისტორიაში, ქროსოვერზე, AWD სისტემაში, ამძრავი და ძირითადი ძალის მიმცემი უკანა თვლებია. სიმძლავრის დარჩენილი ნაწილი ნაწილდება წინა თვლებზე, რაც განაპირობებს სიმძიმის ოპტიმალურ გადანაწილებას ხიდებს შორის. მოგეხსენებათ მსგავსი სისტემები ხშირად გვხვდება სხვა პრემიუმ მწარმოებლებთან. Miled Hybrid ძრავა, ცხადია, ნიშნავს ნაკლებ წვას, ნაკლებ გამონაბოლქვსა და, შესაბამისად, ნაკლებ ზიანს გარემოსათვის.
         2254 
         2255 Mazda მომხმარებლებს სთავაზობს ტექნოლოგიას SKYACTIVE, რომელიც გამოიყენება ავტომობილის დაკიდების სისტემაში, გადაცემათა კოლოფში და რაც მთავარია, ძრავაში. ეს კი განაპირობებს მაღალ სიმძლავრეს, მაქსიმალურ ეფექტიანობას, საწვავის ნაკლებ მოხმარებასა და მცირე გამონაბოლქვს&ldquo;.
         2256 
         2257 
         2258 
         2259 Mazda CX60 აღჭურვილია სახის ამოცნობის ინოვაციური სისტემით, რომელიც ავტომობილის სალონშია დამონტაჟებული. მეხსიერების პაკეტი მანქანებში ახალი სპეციფიკაცია არ არის, თუმცა მაზდას შემთხვევაში ის დაკავშირებული იქნება სახის ამოცნობის სისტემასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი ავტომატურად მიიღებს დამახსოვრებულ კონფიგურაციას მას შემდეგ, რაც მძღოლს ამოიცნობს. ავტომობილის ჩაქრობის შემდეგ ის ავტომატურად გასწევს სავარძელს უკან იმისათვის, რომ მძღოლს მანქანიდან გადმოსვლა გაუადვილოს.
         2260 
         2261 
         2262 
         2263 ნოდარ ჭირაქაძე, &bdquo;მაზდა ცენტრი თეგეტას&ldquo; ბრენდ დირექტორი: &bdquo;აღსანიშნავია, რომ Mazda CX60-ით პრემიუმ ავტომობილების სეგმენტში გადავიდა. ყურადღება დეტალებისადმი, დიზაინის ფილოსოფია, რომელიც Mazda-ს იაპონური მემკვიდრეობიდან გამომდინარეობს, მასალების სელექცია, რომლებიც გამოყენებულია ავტომობილში, მძღოლსა და მგზავრებზე ორიენტირებული უსაფრთხოებისა და სხვა მოწინავე ტექნოლოგიები განაპირობებს იმას, რომ Mazda-ს ეს მოდელი პრემიუმ სეგმენტის ავტომობილების სიას სამართლიანად იკავებს&ldquo;. &nbsp;
         2264 
         2265 საქართველოს ბაზარზე ამ ეტაპზე Mazda CX60-ის Miled Hybrid და ბენზინის (skyctive) მოდელებია წარმოდგენილი. &bdquo;მაზდა ცენტრი თეგეტა&ldquo; უახლოეს პერიოდში Plug In Hybrid ვერსიის შემოყვანას გეგმავს.
         2266 
         2267 --
         2268 
         2269 &bdquo;მაზდა ცენტრი თეგეტა&ldquo; ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. &bdquo;თეგეტა ჰოლდინგის&ldquo; შვილობილი კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.</content:encoded>
         2270                 <link>https://www.ghn.ge/news/297501-iaponuri-brendis-akhali-ganatskhadi-mazda-cx60-sakartveloshia</link>
         2271                 <description>იაპონური ბრენდის ახალი განაცხადი - Mazda CX60 საქართველოშია</description>
         2272                 <topic>ბიზნესი</topic>
         2273                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1530267092.JPG</image>
         2274                 <pubDate>2023-06-12 </pubDate>
         2275                 <guid>297501</guid>
         2276             </item>
         2277 
         2278         
         2279             
         2280             <item>
         2281                 <title>2025 წელს საქართველო უმასპინძლებს ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს, ჯამში 100 მლნ ლარი დაგვიჯდება ამ ფესტივალის ორგანიზება - პრემიერი</title>
         2282                 <content:encoded>ვიწყებთ მზადებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, მოგეხსენებათ, 2025 წელს საქართველო უმასპინძლებს ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს, ამის თაობაზე დღეს გვექნება მსჯელობა. ჩვენ 100 მლნ ლარი უნდა გამოვყოთ ბიუჯეტიდან და ფესტივალისთვის დავიწყებთ მზადებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
         2283 
         2284 მისივე თქმით, აღნიშნულის უზრუნველსაყოფად თბილისსა და ბაკურიანში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
         2285 
         2286 &bdquo;ბაკურიანში მოეწყობა ბიატლონის და თხილამურებით რბოლის მოედანი, თბილისში აშენდება ყინულის სასახლე და სხვა ახალი ინფრასტრუქტურა დაემატება თბილისსა და ბაკურიანს. წელს 25 მლნ ლარი უკვე არის გამოყოფილი, ჯამში 100 მლნ ლარი დაგვიჯდება ამ ფესტივალის ორგანიზება,&ldquo;- განაცხადა პრემიერმა.</content:encoded>
         2287                 <link>https://www.ghn.ge/news/297496-2025-tsels-sakartvelo-umaspindzlebs-zamtris-olimpiur-festivals-jamshi-100-mln-lari-dagvijdeba-am-festivalis-organizeba-premieri</link>
         2288                 <description>2025 წელს საქართველო უმასპინძლებს ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს, ჯამში 100 მლნ ლარი დაგვიჯდება ამ ფესტივალის ორგანიზება - პრემიერი</description>
         2289                 <topic>პოლიტიკა</topic>
         2290                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/933729924.jpg</image>
         2291                 <pubDate>2023-06-12 </pubDate>
         2292                 <guid>297496</guid>
         2293             </item>
         2294 
         2295         
         2296             
         2297             <item>
         2298                 <title>ხელისუფლების ზოგადი მიდგომაა საპოლიციო რეჟიმის შექმნა ეკონომიკაში, შემოთავაზებული კანონპროექტი საპოლიციო, სადამსჯელო და რუსული სულისკვეთებისაა! - კახა ოქრიაშვილი</title>
         2299                 <content:encoded>საქართველოს პარლამენტში იხილება კანონპროექტი, რომლის მთავარი მიზანია, ჯანდაცვის სამინისტროს მაკონტროლებელი ნაწილის საპოლიციო ორგანოდ ქცევა, გაფართოებული უფლებამოსილებითა და დასჯითი და სააღსრულებო მექანიზმების მინიჭებით, სასამართლოს ჩარევის გარეშე, - ამის შესახებ &bdquo;პროგრესისა და სამართლის&ldquo; ლიდერმა კახა ოქრიშვილმა განაცხადა.
         2300 
         2301 მისი თქმით, ხელისუფლების ზოგადი მიდგომაა საპოლიციო რეჟიმის შექმნა ეკონომიკაში.
         2302 
         2303 &bdquo;ეს არის სტრატეგიული საკითხი! ცალკე უბედურებაა სასამართლო სისტემის დაბალი სანდოობა და გაცილებით უარესია სასამართლოს ჩახსნა სამეწარმეო პროცესიდან. ჯანდაცვა, როგორც სხვა ნებისმიერი დარგი, ეკონომიკის ნაწილია, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით. ისეთივე, როგორიც მაგალითად, სოფლის მეურნეობა, რადგან საკვები პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის დარგია.&nbsp;
         2304 
         2305 სამწუხაროდ, ეს ხელისუფლების ზოგადი მიდგომაა საპოლიციო რეჟიმის შექმნა ეკონომიკაში. ეს კანონპროექტი აფუჭებს სამეწარმეო გარემოს ქვეყანაში, რაც აუცილებლად იქონიებს ნეგატიურ გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე - კიდევ მერამდენე გარე თუ შიდა ინვესტორი უკვე აღარც კი ფიქრობს, რომ საქართველოში საინვესტიციო გარემო გამოსწორდება. პირიქით,&nbsp; უკან-უკან მიდის და საინვესტიციო ატმოსფეროს გაფუჭება მომავალში კიდევ უფრო შეაფერხებს ჩვენს ქვეყანაში წელს დაგეგმილ 4-5%-იან ეკონომიკურ ზრდას და ნეგატიურ გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტზე.
         2306 
         2307 მსგავსი კანონპროექტები ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა და ეკონომიკის სუბიექტებს შორის სამართლიანი, დემოკრატიული პროცესების არსებობის ევროპულ პრაქტიკას. ეს კანონპროექტი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ და დარწმუნებული ვარ, ის შეფასდება, როგორც ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული.
         2308 
         2309 თუ ევროპისკენ მივდივართ, ჩახედოს ჩვენმა ხელისუფლებამ ევროპულ კანონმდებლობას ნებისმიერ დარგში და მიიღოს შესაბამისი სულისკვეთების კანონები. შემოთავაზებული კანონპროექტი კი საპოლიციო, სადამსჯელო და რუსული სულისკვეთებისაა.
         2310 
         2311 სულაც არ მიხარია, რომ ხელისუფლება ცდილობს, ნებით თუ უნებურად გაანადგუროს სამეწარმეო ეკონომიკური ატმოსფერო საქართველოში.
         2312 
         2313 არადა, საქართველოში შესაძლებელია მუდმივი 10-12 %-იანი ეკონომიკური ზრდა ხანგრძლივად, ყოველწლიურად, რომ არა მსგავსი უაზრო მცდელობები, გაანადგურონ შიდა თუ გარე ინვესტორების სურვილი, ააშენონ ეს ქვეყანა!&ldquo; - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.</content:encoded>
         2314                 <link>https://www.ghn.ge/news/297517-khelisuflebis-zogadi-midgomaa-sapolitsio-rezhimis-shekmna-ekonomikashi-shemotavazebuli-kanonproekti-sapolitsio-sadamsjelo-da-rusuli-suliskvetebisaa-kakha-okriashvili</link>
         2315                 <description>ხელისუფლების ზოგადი მიდგომაა საპოლიციო რეჟიმის შექმნა ეკონომიკაში, შემოთავაზებული კანონპროექტი საპოლიციო, სადამსჯელო და რუსული სულისკვეთებისაა! - კახა ოქრიაშვილი</description>
         2316                 <topic>პოლიტიკა</topic>
         2317                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/941230300.png</image>
         2318                 <pubDate>2023-06-12 </pubDate>
         2319                 <guid>297517</guid>
         2320             </item>
         2321 
         2322         
         2323             
         2324             <item>
         2325                 <title>შალვა პაპუაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა</title>
         2326                 <content:encoded>&nbsp;საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა.
         2327 
         2328 პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ევრორეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას, რომლის ფარგლებშიც ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა. შალვა პაპუაშვილმა, ასევე ისაუბრა პარლამენტის როლზე ,,გრეკოს”რეკომენდაციების შესრულების ნაწილში და გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს პარლამენტსა და&nbsp; ანტიკორუფციულ ბიუროს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად.
         2329 
         2330 რაჟდენ კუპრაშვილმა თავის მხრივ ბიუროს მიერ განხორციელებულ მიღწევებსა და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდა პარლამენტის თავმჯდომარეს ინფორმაცია. საუბარი შეეხო ანტიკორუფციული ბიუროს მანდატს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების დახვეწასა და ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხებს.
         2331 
         2332 რაჟდენ კუპრაშვილმა აღნიშნა, რომ სამსახური აქტიურად იმუშავებს ანტიკორუფციული სტრატეგიის შექმნაზე და ხელს შეუწყობს საზოგადოებასა და საჯარო მოხელეებში დეკლარაციის შევსების უნარ-ჩვევების ამაღლების პროცესს, რომელიც ანტიკორუფციული სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.</content:encoded>
         2333                 <link>https://www.ghn.ge/news/297500-shalva-papuashvili-antikoruftsiuli-biuros-khelmdzghvanel-razhden-kuprashvils-shekhvda</link>
         2334                 <description>შალვა პაპუაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა</description>
         2335                 <topic>პოლიტიკა</topic>
         2336                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/31406687.jpg</image>
         2337                 <pubDate>2023-06-12 </pubDate>
         2338                 <guid>297500</guid>
         2339             </item>
         2340 
         2341         
         2342             
         2343             <item>
         2344                 <title>ძალიან დადებითი ტენდენციები გვაქვს ეკონომიკის მიმართულებით, პირველ კვარტალში, თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დაფიქსირდა საქართველოში - ირაკლი ღარიბაშვილი</title>
         2345                 <content:encoded>პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.
         2346 
         2347 ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომის დაწყების წინ რამდენიმე განცხადება გააკეთა, მათ შორის, მთავრობის მეთაურმა ეკონომიკის მიმართულებით დადებით ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით&nbsp; მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.
         2348 
         2349 &bdquo;მინდოდა კიდევ ერთხელ აღმენიშნა, რომ ჩვენ ძალიან დადებითი ტენდენციები გვაქვს ეკონომიკის მიმართულებით, ამის თაობაზე ინფორმაცია აქვს მოსახლეობას, ჩვენს საზოგადოებას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს, პირველ კვარტალში, თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დაფიქსირდა საქართველოში, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიურია,&ldquo;- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.</content:encoded>
         2350                 <link>https://www.ghn.ge/news/297499-dzalian-dadebiti-tendentsiebi-gvakvs-ekonomikis-mimartulebit-pirvel-kvartalshi-titkmis-nakhevari-miliardi-dolaris-pirdapiri-utskhouri-investitsia-dafiksirda-sakartveloshi-irakli-gharibashvili</link>
         2351                 <description>ძალიან დადებითი ტენდენციები გვაქვს ეკონომიკის მიმართულებით, პირველ კვარტალში, თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დაფიქსირდა საქართველოში - ირაკლი ღარიბაშვილი</description>
         2352                 <topic>პოლიტიკა</topic>
         2353                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1752641300.jpg</image>
         2354                 <pubDate>2023-06-12 </pubDate>
         2355                 <guid>297499</guid>
         2356             </item>
         2357 
         2358         
         2359             
         2360             <item>
         2361                 <title>შეხვედრა „ორჰუსის კონვენცია: საზოგადოების ეფექტური მონაწილეობა კარგი მმართველობის, ჯანსაღი გარემოსა და მდგრადი განვითარებისთვის“ გაიმართა</title>
         2362                 <content:encoded>ტაშკენტში &bdquo;ორჰუსის კონვენცია: საზოგადოების ეფექტური მონაწილეობა კარგი მმართველობის, ჯანსაღი გარემოსა და მდგრადი განვითარებისთვის&ldquo; შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში ორჰუსის კონვენციის მხარე ქვეყნების გარემოს დაცვის სამინისტროებისა და ორჰუსის ცენტრების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
         2363 
         2364 შეხვედრა მიზნად ისახავდა ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზოგადოების მხრიდან ორჰუსის კონვენციის პრინციპების განხორციელების მნიშვნელობის შესახებ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების წარდგენას.
         2365 
         2366 უზბეკეთის რესპუბლიკაში გამართულ შეხვედრაში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის მდგრადი განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელი ნინო გოხელაშვილი მონაწილეობდნენ.
         2367 
         2368 ნინო გოხელაშვილმა, როგორც საქართველოში ორჰუსის კონვენციის ეროვნულმა პასუხისმგებელმა პირმა, პრეზენტაცია წარადგინა ქვეყანაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობისა და გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების კონტექსტში ორჰუსის კონვენციის განხორციელებაზე.&nbsp; გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა ორჰუსის ცენტრების მნიშვნელობაზე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინსტიტუციურ მოწყობაზე, გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველოში მიმდინარე პროგრამებსა და ორჰუსის კონვენციის ხელშეწყობაზე გააკეთა მოხსენება.
         2369 
         2370 შეხვედრა ქ. ტაშკენტში (უზბეკეთის რესპუბლიკა) ეუთოს, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ უზბეკეთის ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან თანამშრომლობით გაიმართა.</content:encoded>
         2371                 <link>https://www.ghn.ge/news/297518-shekhvedra-orhusis-konventsia-sazogadoebis-efekturi-monatsileoba-kargi-mmartvelobis-jansaghi-garemosa-da-mdgradi-ganvitarebistvis-gaimarta</link>
         2372                 <description>შეხვედრა „ორჰუსის კონვენცია: საზოგადოების ეფექტური მონაწილეობა კარგი მმართველობის, ჯანსაღი გარემოსა და მდგრადი განვითარებისთვის“ გაიმართა</description>
         2373                 <topic>საზოგადოება</topic>
         2374                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1433214792.jpg</image>
         2375                 <pubDate>2023-06-12 </pubDate>
         2376                 <guid>297518</guid>
         2377             </item>
         2378 
         2379         
         2380             
         2381             <item>
         2382                 <title>მიმდინარე წლიდან თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში დავიწყებთ ხილული, ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გზებზე კონტროლს - ირაკლი ღარიბაშვილი</title>
         2383                 <content:encoded>პარალელურად გარემოს ეროვნული სააგენტო დაიწყებს ხარისხის სისტემატიურ შემოწმებას, ასევე ავტომობილების და ჩვენ დავიწყებთ, უკვე მიმდინარე წლიდან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ხილული, ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გზებზე კონტროლს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
         2384 
         2385 პრემიერის თქმით, შესაბამისი კონტროლი სპეციალური აპარატურის საშუალებით მოხდება.
         2386 
         2387 &bdquo;6 წელია საწვავზე მაქსიმალურად დიდ კონტროლს ვაწარმოებთ, ხარისხი მოწმდება, სისტემატიურად. გეტყვით, რომ ჩვენ სხვა კომპლექსური ღონისძიებები დავგეგმეთ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს გაუმართავი ავტომობილები რიგ შემთხვევაში ბიზნესად არის გადაქცეული. ე. წ. კატალიზატორების საკითხი და პრობლემა. ჩვენ ამის თაობაზე საკითხი შევისწავლეთ და ვთქვით, რომ აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ამიტომ, ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება.&nbsp; სამწუხარო რეალობაა და პრაქტიკაში ჩვენ ვიცით, რომ ავტომობილებს აცლიან ამ დეტალს, კატალიზატორს და ყიდიან უცხოეთში. ეს არის მთავარი პრობლემის გამომწვევი. ამიტომ, ვფიქრობთ, ძალიან მალე შედეგი გვექნება. ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება მას შემდეგ, რაც ამ სტანდარტს შემოვიღებთ.
         2388 
         2389 პარალელურად გარემოს ეროვნული სააგენტო დაიწყებს ხარისხის სისტემატიურ შემოწმებას, ასევე ავტომობილების და ჩვენ დავიწყებთ, უკვე მიმდინარე წლიდან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ხილული, ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გზებზე კონტროლს. სპეციალური აპარატურის საშუალებით&ldquo;, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.</content:encoded>
         2390                 <link>https://www.ghn.ge/news/297498-mimdinare-tslidan-tbilisshi-rustavshi-batumsa-da-kutaisshi-davitsqebt-khiluli-charbi-gamonabolkvis-mkone-satransporto-sashualebebis-gzebze-kontrols-irakli-gharibashvili</link>
         2391                 <description>მიმდინარე წლიდან თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში დავიწყებთ ხილული, ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გზებზე კონტროლს - ირაკლი ღარიბაშვილი</description>
         2392                 <topic>პოლიტიკა</topic>
         2393                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1895187060.jpg</image>
         2394                 <pubDate>2023-06-12 </pubDate>
         2395                 <guid>297498</guid>
         2396             </item>
         2397 
         2398         
         2399             
         2400             <item>
         2401                 <title>აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება, ამიტომ, ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება - ირაკლი ღარიბაშვილი</title>
         2402                 <content:encoded>აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ამიტომ, ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
         2403 
         2404 პრემიერის თქმით, ჰაერის დაბინძურების მიმართულებით აღნიშნული საკითხი მთავარი პრობლემის გამომწვევია.
         2405 
         2406 &bdquo;6 წელია საწვავზე მაქსიმალურად დიდ კონტროლს ვაწარმოებთ, ხარისხი მოწმდება, სისტემატიურად. გეტყვით, რომ ჩვენ სხვა კომპლექსური ღონისძიებები დავგეგმეთ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს გაუმართავი ავტომობილები რიგ შემთხვევაში ბიზნესად არის გადაქცეული. ე. წ. კატალიზატორების საკითხი და პრობლემა. ჩვენ ამის თაობაზე საკითხი შევისწავლეთ და ვთქვით, რომ აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ამიტომ, ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება.&nbsp; სამწუხარო რეალობაა და პრაქტიკაში ჩვენ ვიცით, რომ ავტომობილებს აცლიან ამ დეტალს, კატალიზატორს და ყიდიან უცხოეთში. ეს არის მთავარი პრობლემის გამომწვევი. ამიტომ, ვფიქრობთ, ძალიან მალე შედეგი გვექნება. ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება მას შემდეგ, რაც ამ სტანდარტს შემოვიღებთ.
         2407 
         2408 პარალელურად გარემოს ეროვნული სააგენტო დაიწყებს ხარისხის სისტემატიურ შემოწმებას, ასევე ავტომობილების და ჩვენ დავიწყებთ, უკვე მიმდინარე წლიდან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ხილული, ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გზებზე კონტროლს. სპეციალური აპარატურის საშუალებით&ldquo;, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.</content:encoded>
         2409                 <link>https://www.ghn.ge/news/297497-autsilebelia-katalizatorebis-eksportis-shechereba-amitom-tsalke-dadgenilebas-gamovtsemt-da-kveqnidan-katalizatorebis-gatana-aikrdzaleba-irakli-gharibashvili</link>
         2410                 <description>აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება, ამიტომ, ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება - ირაკლი ღარიბაშვილი</description>
         2411                 <topic>პოლიტიკა</topic>
         2412                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/909435753.jpg</image>
         2413                 <pubDate>2023-06-12 </pubDate>
         2414                 <guid>297497</guid>
         2415             </item>
         2416 
         2417         
         2418             
         2419             <item>
         2420                 <title>უნივერსიტეტის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერი გაეცნო</title>
         2421                 <content:encoded>უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.
         2422 
         2423 კახა კალაძის თქმით, გზის გარკვეული მონაკვეთები ჩავარდნილი, ხოლო უნივერსიტეტისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე ძლიერი წვიმის დროს წყალი გუბდებოდა. რეაბილიტაციის შედეგად, ეს პრობლემები მოგვარდება.
         2424 
         2425 &bdquo;დავიწყეთ უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია. პირველი, რაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაკეთდება, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. აღნიშნული პრობლემა გზის სავალ ნაწილსაც ეტყობოდა - გარკვეული მონაკვეთები ჩავარდნილი იყო და გადაადგილების პრობლემას ქმნიდა. გარდა ამისა, გაკეთდება განათების ახალი სისტემა, დამონტაჟდება ლედ-სანათები, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვემოთ იქნება ჩატანილი და მოეწყობა სანიაღვრე სისტემა. ეს კონკრეტული ადგილი, რომელიც თამარაშვილის ქუჩაზე გასასვლელია, ძლიერი წვიმის დროს პრობლემას წარმოადგენდა, რადგან ერთ-ერთი დაბალი ადგილია და აქ ძალიან დიდი რაოდენობის წყალი გუბდებოდა. შესაბამისად, უნდა მოეწყოს სანიაღვრე სისტემა. გარდა ამისა, საპარკინგე ადგილები გაჩნდება. აქამდე მანქანის გაჩერება შეუძლებელი იყო. ასევე, არ არსებობდა ტროტუარები, ფეხით გადაადგილებაც პრობლემას წარმოადგენდა, აღნიშნულ პროექტში კი ეს ყველაფერი გათვალიწინებული იქნება. სამუშაოებს ნოემბერში დავამთავრებთ&ldquo;, - განაცხადა კახა კალაძემ.
         2426 
         2427 სამუშაოებს ასევე გაეცნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე.
         2428 
         2429 პროექტის პირველ ეტაპზე, მთლიანად შეიცვლება და განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები. მათ შორის, წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე, გაზმომარაგების და სხვადასხვა საჰაერო ქსელები, რომლებიც მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება.
         2430 
         2431 1 600 მეტრის სიგრძის გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარები და გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება ახალი LED ლამპიონები. ტერიტორიაზე ასევე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის.
         2432 
         2433 სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ქუჩის ერთ მხარეს ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდა.
         2434 
         2435 შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილდებიან&nbsp; ცალმხრივად - მხოლოდ ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო მიხეილ თამარაშვილის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებებს უნივერსიტეტის ქუჩაზე შეხვევა შეეზღუდათ.
         2436 
         2437 სატრანსპორტო საშუალებებს თამარაშვილის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შეუძლიათ ვაჟა-ფშაველას გამზირისა და სანდრო ეულის ქუჩის გამოყენებით. ასევე პერიოდულად, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე, შეიზღუდება უნივერსიტეტისა და მიმდებარე ქუჩებს შორის ავტომანქანების მოძრაობა.</content:encoded>
         2438                 <link>https://www.ghn.ge/news/297495-universitetis-kuchaze-mimdinare-sareabilitatsio-samushaoebs-tbilisis-meri-gaetsno</link>
         2439                 <description>უნივერსიტეტის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერი გაეცნო</description>
         2440                 <topic>საზოგადოება</topic>
         2441                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1370796872.jpg</image>
         2442                 <pubDate>2023-06-12 </pubDate>
         2443                 <guid>297495</guid>
         2444             </item>
         2445 
         2446         
         2447             
         2448             <item>
         2449                 <title>საერთოდ არსებობს ოპოზიცია? ერთადერთი, რითაც შემოიფარგლებიან ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული განცხადებებია - კახა კალაძე</title>
         2450                 <content:encoded>თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ოპოზიცია ევროინტეგრაციის გზაზე მხოლოდ საბოტაჟით გამოირჩევა.
         2451 
         2452 როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განმარტა, ოპოზიცია ცდილობს, საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს, რასაც შემდეგ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენებენ.
         2453 
         2454 &bdquo;საერთოდ არსებობს ოპოზიცია? ერთადერთი რითაც შემოიფარგლებიან - განცხადებებია ქვეყნის წინააღმდეგ. მათი ქმედებები საბოტაჟისკენაა მიმართული. ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს სტატუსის მიღებაში ხელი შეუშალონ, ისევე როგორც ვიზალიბერალიზაციის, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისას. ყველაფერს აკეთებენ, როგორმე ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. შემდეგ ექნებათ მცდელობა, რომ ეს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენონ&ldquo;, - განაცხადა კახა კალაძემ.
         2455 
         2456 &nbsp;მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიციის ქმედებებს, მმართველ პარტიას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.
         2457 
         2458 &nbsp;&bdquo;ოპოზიცია წვალობს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. დღეს &bdquo;ქართულ ოცნებას&ldquo; ჰყავს ბევრი მხარდამჭერი, რადგან ვატარებთ ქვეყნის ინტერესებს, უზრუნველვყოფთ, რომ იყოს მშვიდობა და ეკონომიკური გაძლიერება. დაწყებული გვაქვს მოსახლეობასთან შეხვედრები. მათ ვესაუბრებით ხედვებზე, რა უნდა გაკეთდეს ამა თუ იმ მიმართულებით. ვესაუბრებით გამოწვევებზე. არასდროს დაგვიკარგავს კომუნიკაცია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან. ეს მმართველი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია&ldquo;, - აღნიშნა კახა კალაძემ.</content:encoded>
         2459                 <link>https://www.ghn.ge/news/297494-saertod-arsebobs-opozitsia-ertaderti-ritats-shemoifarglebian-kveqnis-tsinaaghmdeg-mimartuli-gantskhadebebia-kakha-kaladze</link>
         2460                 <description>საერთოდ არსებობს ოპოზიცია? ერთადერთი, რითაც შემოიფარგლებიან ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული განცხადებებია - კახა კალაძე</description>
         2461                 <topic>კომენტარი</topic>
         2462                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1639201163.jpeg</image>
         2463                 <pubDate>2023-06-12 </pubDate>
         2464                 <guid>297494</guid>
         2465             </item>
         2466 
         2467         
         2468             
         2469             <item>
         2470                 <title>„ქართულ ოცნებას“ მუდმივად ელანდება და თხზავს ფსევდოდესტაბილიზაციის გეგმას, რომლის ფაქტობრივ მტკიცებულებას ვერასოდეს წარადგენს - თინა ბოკუჩავა</title>
         2471                 <content:encoded>თუ ვინმე ცდილობს ამ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას, ეს არის &bdquo;რუსული ოცნება&ldquo;, რომელმაც ჩამოაშორა ჩვენი ქვეყანა ევროატლანტიკურ გზას - თინა ბოკუჩავა
         2472 
         2473 &bdquo;თუ ვინმე ცდილობს ამ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას, ეს არის &bdquo;რუსული ოცნება&ldquo;, რომელმაც ჩამოაშორა ჩვენი ქვეყანა ევროატლანტიკურ გზას და გადაიყვანა რუსულ ორბიტაზე,&ldquo; - ამის შესახებ განაცხადა &bdquo;ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&ldquo; ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.&nbsp;
         2474 
         2475 ბოკუჩავა გამოეხმაურა &bdquo;ქართული ოცნების&ldquo; ბრალდებას, რომ ოპოზიციას სურს დესტაბილიზაცია თუ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს.
         2476 
         2477 მისი თქმით, &bdquo;ქართულ ოცნებას&ldquo; მუდმივად ელანდება და თხზავს ფსევდოდესტაბილიზაციის გეგმას, რომლის ფაქტობრივ მტკიცებულებას ვერასოდეს წარადგენს,
         2478 
         2479 &bdquo;ქართულ ოცნებას&ldquo; მუდმივად ელანდება და თხზავს ვითომ ფსევდო დესტაბილიზაციის გეგმას, რომლის ფაქტობრივ მტკიცებულებას ვერასოდეს ვერ წარადგენს, რადგან ასეთი არასოდეს არ არსებობდა, არ არსებობს და ვერ იარსებებს. ჩვენ ვართ პროდასავლური პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამ ქვეყანაში უნდა სტაბილურობა, მშვიდობა, განვითარება, დემოკრატია და ჩვენი ქვეყნის შეყვანა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. თუ რაიმეს მოაქვს დესტაბილიზაცია და ქაოსი, ეს არის ასოცირება რუსეთთან, ჩამოშორება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური გზიდან და რუსეთის ორბიტაზე გადაყვანა და ამას ვინ აკეთებს? ამას აკეთებს &bdquo;რუსული ოცნება&ldquo; ყოველდღიურად, ყოველდღიურად საკუთარი რიტორიკით.&ldquo; - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.</content:encoded>
         2480                 <link>https://www.ghn.ge/news/297493-kartul-otsnebas-mudmivad-elandeba-da-tkhzavs-fsevdodestabilizatsiis-gegmas-romlis-faktobriv-mtkitsebulebas-verasodes-tsaradgens-tina-bokuchava</link>
         2481                 <description>„ქართულ ოცნებას“ მუდმივად ელანდება და თხზავს ფსევდოდესტაბილიზაციის გეგმას, რომლის ფაქტობრივ მტკიცებულებას ვერასოდეს წარადგენს - თინა ბოკუჩავა</description>
         2482                 <topic>კომენტარი</topic>
         2483                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/704263661.png</image>
         2484                 <pubDate>2023-06-12 </pubDate>
         2485                 <guid>297493</guid>
         2486             </item>
         2487 
         2488         
         2489             
         2490             <item>
         2491                 <title>ოპოზიციის ოცნებაა „ხელისუფლების ცვლილება&quot; თუმცა ქვეყნის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა იცის, როგორ იმოქმედოს, „ქართულ ოცნებას“ დღეს ჰყავს ყველაზე მეტი მხარდამჭერი- კახა კალაძე</title>
         2492                 <content:encoded>დედაქალაქის მერი მედიასთან საუბრისას&nbsp; გამოეხმაურა&nbsp; ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას&nbsp; იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანას&nbsp; ხელისუფლების შეცვლის გარეშე კანდიდატის სტატუსის მიღება გაუჭირდება.
         2493 
         2494 კახა კალაძის თქმით,&nbsp; ოპოზიციის მთავარ ოცნებას სწორედ ხელისუფლების ცვლილება წარმოადგენს, თუმცა ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კარგად იცის,&nbsp; როგორ უნდა იმოქმედოს მომავალ არჩვენებზე.
         2495 
         2496 &bdquo;ხელისუფლების ცვლილება - ეს არის მათი ოცნება. თუმცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა ძალიან კარგად იცის, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და როგორ უნდა იმოქმედოს, 2024 წლის არჩევნები მაქვს მხედველობაში. რაც შეეხება სტატუსს, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, რომელიც ივნისის ბოლოს მთლიანად შესრულებული იქნება. რას ნიშნავს, ვერ მიიღებს? იყო დათქმა გაკეთებული, წარმოდგენილი 12-პუნქტიანი გეგმა, შევასრულეთ და დარწმუნებული ვარ, აღნიშნულ სტატუსს მივიღებთ, რომელსაც აქამდეც ვიმსახურებდით. თუ რომელიმე ქვეყანა იმსახურებდა, მიეღო სტატუსი, პირველი&nbsp; ეს იყო საქართველო, ყველანაირი მონაცემებით, თვალსაზრისით, ყველა ქვეყანაზე წინ ვიყავით, თუმცა მიღებულ იქნა არასამართლიანი გადაწყვეტილება. თვითონ რეზოლუციებშიც აღნიშნავდნენ იმას, რომ საქართველო აღნიშნულ სტატუსს იმსახურებდა&ldquo;, - განაცხადა თბილისის მერმა.
         2497 
         2498 კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში არეულობა და რევოლუცია ბევრის ინტერესებშია,&nbsp; თუმცა მათ არაფერი გამოუვათ იმის გამო, რომ &bdquo;ქართული ოცნება&ldquo;&nbsp; ქვეყნის და ხალხის&nbsp; ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკას ატარებს.&nbsp;&nbsp;
         2499 
         2500 &bdquo;სამწუხაროა, რომ არასამართლიანი და პოლიტიკით გაჯერებული გადაწყვეტილება იყო კანდიდატის სტატუსზე უარი და ეს მიმართული იყო იქითკენ, რომ&nbsp; გამოეყენებინათ ქვეყნის შიგნით არეულობისთვის, დაპირისპირებისთვის, რევოლუციის მცდელობაც იყო, მაგრამ მერწმუნეთ, არავის არაფერი არ გამოუვა. &bdquo;ქართულ ოცნებას&ldquo; დღეს ჰყავს ყველაზე მეტი მხარდამჭერი, ვინც გვერდში უდგას, რადგან ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ითვალისწინებს და ატარებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკას, რომელშიც გათვალისწინებულია ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესები&ldquo;, - განაცხადა კახა კალაძემ.</content:encoded>
         2501                 <link>https://www.ghn.ge/news/297492-opozitsiis-otsnebaa-khelisuflebis-tsvlileba-tumtsa-kveqnis-mosakhleobis-udidesma-natsilma-itsis-rogor-imokmedos-kartul-otsnebas-dghes-hqavs-qvelaze-meti-mkhardamcheri-kakha-kaladze</link>
         2502                 <description>ოპოზიციის ოცნებაა „ხელისუფლების ცვლილება&quot; თუმცა ქვეყნის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა იცის, როგორ იმოქმედოს, „ქართულ ოცნებას“ დღეს ჰყავს ყველაზე მეტი მხარდამჭერი- კახა კალაძე</description>
         2503                 <topic>კომენტარი</topic>
         2504                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1309814374.jpg</image>
         2505                 <pubDate>2023-06-12 </pubDate>
         2506                 <guid>297492</guid>
         2507             </item>
         2508 
         2509         
         2510             
         2511             <item>
         2512                 <title>ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ფონდ „ქართუს&quot; მიერ აბასთუმნის სრული განახლება მომდინარეობს - კახა კალაძე აბასთუმნის რეაბილიტაციაზე</title>
         2513                 <content:encoded>დედაქალაქის მერი აბასთუმანში&nbsp; ფონდ &bdquo;ქართუს&ldquo; მიერ განხორციელებულ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებას გამოეხმაურა და ჟურნალისტებს მოუწოდა, საზოგადოებას მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდონ.
         2514 
         2515 კახა კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი, ვინც ამ საკურორტო ქალაქში ინვესტიცია განახორციელა.
         2516 
         2517 &bdquo;შეგიძლიათ ინფორმაცია მარტივად გადაამოწმოთ. ჩემი თხოვნა იქნება, სისულელეზე და სიცრუეზე არ გააკეთოთ სიუჟეტები და საზოგადოება არ შეიყვანოთ შეცდომაში. ძალიან მარტივად შეიძლება უაზრო ბრალდებების&nbsp; გადამოწმება. აბასთუმნის სრული განახლება მიმდინარეობს. ეს კურორტი წლების განმავლობაში მიგდებული იყო. რამეს ხომ არ ვაჭარბებ?! - ხომ ასე იყო. არანაირი ყურადღება არ ექცეოდა. ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით და უშუალო ჩართულობით დაიწყო რეაბილიტაცია. პირველი იყო, ვინც კონკრეტული ინვესტიცია განახორციელა. იქ მცხოვრებთა საკუთრებაში არსებულ სახლებსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა &bdquo;ქართუმ&ldquo; გააკეთა და თქვენ გვეუბნებით ახლა, რომ ვიღაცას თურმე აბასთუმანში არ უშვებენ. ეს ხომ სასაცილოა და ლოგიკაში საერთოდ არ ჯდება. ამიტომ, გთხოვთ, არ შეიყვანოთ საზოგადოება შეცდომაში, გადაამოწმეთ ინფორმაცია და სიმართლე უთხარით მოსახლეობას&ldquo;, - განაცხადა კახა კალაძემ.</content:encoded>
         2518                 <link>https://www.ghn.ge/news/297491-bidzina-ivanishvilis-initsiativit-fond-kartus-mier-abastumnis-sruli-ganakhleba-momdinareobs-kakha-kaladze-abastumnis-reabilitatsiaze</link>
         2519                 <description>ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ფონდ „ქართუს&quot; მიერ აბასთუმნის სრული განახლება მომდინარეობს - კახა კალაძე აბასთუმნის რეაბილიტაციაზე</description>
         2520                 <topic>კომენტარი</topic>
         2521                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/496048799.jpeg</image>
         2522                 <pubDate>2023-06-12 </pubDate>
         2523                 <guid>297491</guid>
         2524             </item>
         2525 
         2526         
         2527             
         2528             <item>
         2529                 <title>მინდა მჯეროდეს, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ - კახა კალაძე</title>
         2530                 <content:encoded>თბილისის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს და ამასთან დაკავშირებით, სამართლიანი გადაწყვეტილეება იქნება მიღებული.
         2531 
         2532 ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიის შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
         2533 
         2534 &bdquo;მინდა მჯეროდეს, რომ გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და მოგვცემენ სტატუსს. თუ ისევ არასამართლიანი - ის პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომლის მცდელობაც წინაზე ჰქონდათ, რათა იგი ქვეყანაში არასწორად გამოეყენებინათ, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ამ ყველაფერს დაინახავს. არ მინდა, რომ უსამართლო გადაწყვეტილებით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში იმედგაცრუება და ევროპის მიმართ სკეპტიციზმი გაჩნდეს&ldquo;, - აღნიშნა&nbsp;კახა&nbsp;კალაძემ.</content:encoded>
         2535                 <link>https://www.ghn.ge/news/297490-minda-mjerodes-rom-samartlian-gadatsqvetilebas-miigheben-da-evrokavshiris-tsevrobis-kandidatis-statuss-mogvtsemen-kakha-kaladze</link>
         2536                 <description>მინდა მჯეროდეს, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ - კახა კალაძე</description>
         2537                 <topic>კომენტარი</topic>
         2538                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/658935627.jpg</image>
         2539                 <pubDate>2023-06-12 </pubDate>
         2540                 <guid>297490</guid>
         2541             </item>
         2542 
         2543         
         2544             
         2545             <item>
         2546                 <title>შს მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო შშმ პირთა უფლებების დაცვის 2023 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაში</title>
         2547                 <content:encoded>შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის 2023 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების მიზნით, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებმა შშმ პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
         2548 
         2549 ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა - ნინა ხატისკაცმა გახსნეს.
         2550 
         2551 შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2023 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციასა და მის განხილვას.
         2552 
         2553 სამოქმედო გეგმის ეფექტური იმპლემენტაციის მიზნით, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს გეგმით გათვალისწინებული მიზნები და ამოცანები, განსახორციელებელი აქტივობები და მათი შესრულების ინდიკატორები. შეხვედრის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციებისა და ამ სფეროში მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით რეკომენდაციები და მოსაზრებები წარმოდგინეს.
         2554 
         2555 სამუშაო შეხვედრა ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში, შვედეთის მხარდაჭერით და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელთან (NCCE) თანამშრომლობით.</content:encoded>
         2556                 <link>https://www.ghn.ge/news/297489-shs-ministris-moadgilem-monatsileoba-miigho-shshm-pirta-uflebebis-datsvis-2023-tslis-samokmedo-gegmastan-dakavshirebit-gamartul-shekhvedrashi</link>
         2557                 <description>შს მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო შშმ პირთა უფლებების დაცვის 2023 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაში</description>
         2558                 <topic>საზოგადოება</topic>
         2559                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/561203208.jpg</image>
         2560                 <pubDate>2023-06-12 </pubDate>
         2561                 <guid>297489</guid>
         2562             </item>
         2563 
         2564         
         2565             
         2566             <item>
         2567                 <title>სადრენაჟე სისტემის აღდგენითი სამუშაოები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში</title>
         2568                 <content:encoded>შპს &bdquo;საქართველოს მელიორაცია&ldquo; რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობ მასივს &nbsp;&nbsp;აწესრიგებს.
         2569 
         2570 ლანჩხუთის &nbsp;მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურის ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან 3 კილომეტრამდე სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორული და შემკრები არხი იწმინდება.
         2571 
         2572 სამუშაოების დასრულების შემდეგ, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება; შედეგად, 55 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება და აგროწარმოების შესაძლებლობა გაიზრდება.
         2573 
         2574 დამშრობ მასივზე სამუშაოები ივნისის ბოლოს დასრულდება.
         2575 
         2576 &nbsp;
         2577 
         2578 &nbsp;</content:encoded>
         2579                 <link>https://www.ghn.ge/news/297488-sadrenazhe-sistemis-aghdgeniti-samushaoebi-lanchkhutis-munitsipalitetshi</link>
         2580                 <description>სადრენაჟე სისტემის აღდგენითი სამუშაოები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში</description>
         2581                 <topic>საზოგადოება</topic>
         2582                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1886153840.JPG</image>
         2583                 <pubDate>2023-06-12 </pubDate>
         2584                 <guid>297488</guid>
         2585             </item>
         2586 
         2587         
         2588             
         2589             <item>
         2590                 <title>კიმ ჩენ ინი რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერების მომხრეა</title>
         2591                 <content:encoded>ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი აქვს.
         2592 
         2593 კიმმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი მიმართავში აღნიშნა, რომ მხარს უჭერს და სოლიდარობას უცხადებს მას უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
         2594 
         2595 &nbsp;&bdquo;სამართლიანობა აუცილებლად გაიმარჯვებს და რუსი ხალხი გააგრძელებს გამარჯვებების ისტორიას&ldquo;, - ნათქვამია პუტინისადმი რუსეთის დღესთან დაკავშირებით გაგზავნილ მიმართვაში.
         2596 
         2597 ის მომხრეა მოსკოვთან უფრო მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობის. &bdquo;მაგრად ჩავჭიდოთ ხელი რუსეთის პრეზიდენტს, ორი ქვეყნის ხალხთა სურვილების შესაბამისად შევასრულოთ დიადი მიზანი მძლავრი ქვეყნის ასაშენებლად&ldquo;, - ნათქვამია კიმის გზავნილში.</content:encoded>
         2598                 <link>https://www.ghn.ge/news/297487-kim-chen-ini-rusettan-strategiuli-tanamshromlobis-gadzlierebis-momkhrea</link>
         2599                 <description>კიმ ჩენ ინი რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერების მომხრეა</description>
         2600                 <topic>მსოფლიო</topic>
         2601                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/161463644.jpg</image>
         2602                 <pubDate>2023-06-12 </pubDate>
         2603                 <guid>297487</guid>
         2604             </item>
         2605 
         2606         
         2607             
         2608             <item>
         2609                 <title>Global Finance-მა საქართველოს ბანკი წლის საუკეთესო კასტოდიან ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში</title>
         2610                 <content:encoded>საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის საუკეთესო კასტოდიანი ბანკები წელს 21-ედ გამოავლინა. საქართველოს ბანკი კი 2023 წლის საუკეთესო კასტოდიან ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
         2611 
         2612 გამოცემამ ფინანსური ინსტიტუტების მიერ ლოკალურ და რეგიონულ ბაზარზე 2022 წელს შექმნილი და გაუმჯობესებული სერვისები შეაფასა, საბაზრო კვლევებსა და საექსპერტო წყაროებზე დაყრდნობით კი გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები გამოავლინა.
         2613 
         2614 &bdquo;დღეს ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, ფინანსური სექტორის მნიშვნელობა სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება. Global Finance-ის მიერ საუკეთესო კასტოდიანი ბანკის ჯილდო კი ისეთი ფინანსური ინსტიტუტების გამოვლენას ემსახურება, რომლებიც ქმნიან ინოვაციურ და ეფექტურ გადაწყვეტებს მომხმარებლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით&ldquo;, - აღნიშნავს Global Finance-ის სარედაქციო ხელმძღვანელი, ჯოზეფ გირაპუტო.
         2615 
         2616 &bdquo;საქართველოს ბანკი, როგორც კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მიზნად ისახავს, შექმნას ისეთი ტექნოლოგიური და პროცედურული გადაწყვეტები, რომლებიც მაქსიმალურად იქნება მორგებული მომხმარებლის კომფორტსა და საჭიროებებზე. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ არსებული პროდუქტებისა და სერვისების განახლებასა და გაუმჯობესებაზე, პარალელურად კი ვახდენთ ახალი ინიციატივების იმპლემენტაციას, რომლებიც ზრდიან ეფექტურობას და შესაბამისობაში მოდიან თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებთან. ჩვენს წარმატებას მოწმობს ის ფაქტი, რომ ჩვენი ციფრული სერვისების ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა (Digital MAU) ყოველწლიურად საშუალოდ 33.3%-ით იზრდებოდა და 2022 წელს 1.1 მილიონი შეადგინა. საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის მიერ მოპოვებული აღიარება კი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენთვის, რომელიც მიგვანიშნებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. ეს გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და შევქმნათ კიდევ უფრო მეტი ახალი და ინოვაციური საბანკო პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორებისა და შენახვის პროცედურებს უფრო მეტად გაუმარტივებს&ldquo;, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის გლობალური საბანკო ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელი, ელენე ცხადაია.</content:encoded>
         2617                 <link>https://www.ghn.ge/news/297486-global-finance-ma-sakartvelos-banki-tslis-sauketeso-kastodian-bankad-daasakhela-tsentralur-da-aghmosavlet-evropashi</link>
         2618                 <description>Global Finance-მა საქართველოს ბანკი წლის საუკეთესო კასტოდიან ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში</description>
         2619                 <topic>ბიზნესი</topic>
         2620                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1294284737.png</image>
         2621                 <pubDate>2023-06-12 </pubDate>
         2622                 <guid>297486</guid>
         2623             </item>
         2624 
         2625         
         2626             
         2627             <item>
         2628                 <title>15 წლის გოგო, რომელიც ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსიდან გადავარდა, გარდაიცვალა</title>
         2629                 <content:encoded>15 წლის გოგო, რომელიც ბათუმში, გვიან ღამით მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან გადავარდა, გარდაიცვალა.&nbsp;
         2630 
         2631 გავრცელებული ცნობით, მოზარდს მძიმე დაზიანებები ჰქონდა.
         2632 
         2633 შემთხვევა ბათუმში გუშინ, 11 ივნისს მოხდა. გოგონა საცხოვრებელი კორპუსიდან გადავარდა და მანქანას დაეცა.</content:encoded>
         2634                 <link>https://www.ghn.ge/news/297485-15-tslis-gogo-romelits-batumshi-satskhovrebeli-korpusidan-gadavarda-gardaitsvala</link>
         2635                 <description>15 წლის გოგო, რომელიც ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსიდან გადავარდა, გარდაიცვალა</description>
         2636                 <topic>საზოგადოება</topic>
         2637                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1446513883.jpg</image>
         2638                 <pubDate>2023-06-12 </pubDate>
         2639                 <guid>297485</guid>
         2640             </item>
         2641 
         2642         
         2643             
         2644             <item>
         2645                 <title>ვოლოდიმირ ზელენსკი ანჯეი დუდას ტელეფონით ესაუბრა</title>
         2646                 <content:encoded>უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
         2647 
         2648 &bdquo;ანჯეი დუდასთან, როგორც ყოველთვის, ნაყოფიერი საუბარი მქონდა. ვისაუბრეთ ვილნიუსში ნატო-ს სამიტის მოლოდინებზე. ჩვენ გვესმის ალიანსის გადამწყვეტი ნაბიჯების მნიშვნელობა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით&ldquo;, &ndash; წერს ვოლოდიმირ ზელენსკი &bdquo;ტელეგრამზე&ldquo;.
         2649 
         2650 მისი თქმით, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ასევე განიხილეს, ფრონტის ხაზზე. უკრაინის საჭიროებების საკითხი. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პოლონეთს ძლიერი მხარდაჭერისთვის.</content:encoded>
         2651                 <link>https://www.ghn.ge/news/297484-volodimir-zelenski-anjei-dudas-telefonit-esaubra</link>
         2652                 <description>ვოლოდიმირ ზელენსკის და ანჯეი დუდას  ტელეფონით ესაუბრა</description>
         2653                 <topic>მსოფლიო</topic>
         2654                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/387772630.png</image>
         2655                 <pubDate>2023-06-12 </pubDate>
         2656                 <guid>297484</guid>
         2657             </item>
         2658 
         2659         
         2660             
         2661             <item>
         2662                 <title>უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი - სტოროჟევოე გაათავისუფლეს</title>
         2663                 <content:encoded>უკრაინის დამცველები განაგრძობენ წინსვლას დონეცკის ოლქში. ოდესელმა საზღვაო ქვეითებმა განაცხადეს,&nbsp;რომ კონრეშეტევის ფარგლებში გაათავისუფლეს დონეცკის ოლქის დასახლება სტოროჟევოე. დასახლებული პუნქტი ოკუპაციის ქვეშ 2022 წლის მარტის შემდეგ იმყოფებოდა.
         2664 
         2665 &bdquo;დასახლებული პუნქტის გაწმენდის შედეგად განადგურდა 50-მდე რაშისტი, ოთხი ტყვედ ავიყვანეთ. დღეს სახელმწიფო დროშა ისევ აღიმართება სტოროჟევოეს თავზე და ასე იქნება ყოველ დასახლებულ პუნქტში, ვიდრე არ გავათავისუფლებთ მთელ უკრაინულ მიწას&ldquo;, - ნათქვამია საზღვაო ქვეითთა 35-ე ცალკეული ბრიგადის განცხადებაში.
         2666 
         2667 დასახლებული პუნქტის დეოკუპაცია ასევე დაადასტურა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ. მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა მადლობა გადაუხადა საზღვაო ქვეითებს და აღნიშნა, რომ მთელი უკრაინული მიწა გათავისუფლდება.
         2668 
         2669 &nbsp;&bdquo;სახელმწიფო დროშა კვლავ აღიმართება სტოროჟევოეს თავზე და ასე იქნება ყოველ დასახლებულ პუნქტში, ვიდრე არ გავათავისუფლებთ მთელ უკრაინის მიწას. მადლობა საზღვაო ქვეითების 35-ე ცალკეულ ბრიგადას. გაგრძელება იქნება&ldquo;, - განაცხადა ანა მალიარმა.
         2670 
         2671 მანამდე გავრცელდა ინფორმაცია დონეცკის ოლქში, დასახლებული პუნქტების - ბლაგოდატნოესა და მაკაროვკას გათავისუფლების შესახებ.</content:encoded>
         2672                 <link>https://www.ghn.ge/news/297483-ukrainelma-samkhedroebma-donetskis-olkis-kidev-erti-dasakhlebuli-punkti-storozhevoe-gaatavisufles</link>
         2673                 <description>უკრაინელმა სამხედროებმა დოვეცკის ოლქის კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი - სტოროჟევოე გაათავისუფლეს</description>
         2674                 <topic>მსოფლიო</topic>
         2675                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/106694444.png</image>
         2676                 <pubDate>2023-06-12 </pubDate>
         2677                 <guid>297483</guid>
         2678             </item>
         2679 
         2680         
         2681             
         2682             <item>
         2683                 <title>უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი - მაკაროვკა გაათავისუფლეს</title>
         2684                 <content:encoded>უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტი მაკაროვკა გაათავისუფლეს, რომელიც ცოტა ხნის წინ დეოკუპირებულ დასახლება ბლაგოდატნოესთან ახლოს მდებარეობს. ასევე წინ წაიწიეს ბახმუტის მიმართულებით და სამხრეთით.
         2685 
         2686 ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Telegram-ზე წერს.
         2687 
         2688 &bdquo;მიმართულებები, სადაც მიმდინარეობს შეტევა: ბახმუტის მიმართულებით ჩვენი არმია აგრძელებს შეტევით მოქმედებებს, არის წარმატება ვერხოვსკის წყალსაცავის რაიონში. წინ წაიწიეს 250 მეტრით.
         2689 
         2690 სამხრეთით არის წინსვლა ორი მიმართულებით 300-დან 1 500 მეტრამდე. გათავისუფლებულია დასახლებული პუნქტები - ბლაგოდატნოე და მაკაროვკა.
         2691 
         2692 მიმართულებებით, სადაც ჩვენი ჯარი თავს იცავს, არც ერთი პოზიცია დაგვიკარგავს&ldquo;, - განაცხადა მალიარმა.
         2693 
         2694 შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია უკრაინელების მიერ დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტის, ბლაგოდატნოეს გათავისუფლების შესახებ.
         2695 
         2696 &nbsp;</content:encoded>
         2697                 <link>https://www.ghn.ge/news/297482-ukrainelma-samkhedroebma-donetskis-olkis-kidev-erti-dasakhlebuli-punkti-makarovka-gaatavisufles</link>
         2698                 <description>უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი - მაკაროვკა გაათავისუფლეს</description>
         2699                 <topic>მსოფლიო</topic>
         2700                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1497805888.png</image>
         2701                 <pubDate>2023-06-12 </pubDate>
         2702                 <guid>297482</guid>
         2703             </item>
         2704 
         2705         
         2706             
         2707             <item>
         2708                 <title>სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - ვოლოდიმირ ზელენსკი</title>
         2709                 <content:encoded>სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაიწყო რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების გამოძიება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხდა.
         2710 
         2711 მისი თქმით, ამ დღეებში ხერსონის ოლქში იმყოფებოდნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები.
         2712 
         2713 &bdquo;ამ დღეებში ხერსონის ოლქში იმყოფებოდნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები. კატასტროფის შემდეგ პირველივე დღეს გენერალურმა პროკურორმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისში გაგზავნა შესაბამისი მიმართვა ამ კატასტროფის გამოძიებასთან დაკავშირებით და სამუშაო უკვე დაწყებულია.
         2714 
         2715 ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულების წარმომადგენლებმა ცხადად ნახონ რუსეთის ტერაქტის შედეგები და გაიგონ, რომ რუსული ტერორი გრძელდება. გრძელდება მაქსიმალურად ცინიკურად და დატბორილი ტერიტორიების სასტიკი დაბომბვით&ldquo;, - განაცხადა ზელენსკიმ.
         2716 
         2717 მან აღნიშნა, რომ უკრაინა ხელს შეუწყობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დამოუკიდებელ და ობიექტურ გამოძიებას. &bdquo;ჩვენი ყველა სამართალდამცველი და სხვა ინსტიტუტები მაქსიმალურად ჩართული არიან ამ პროცესებში. დაზარალებულ ტერიტორეიბთან, თვითმხილველებთან, ყველანაირ ინფორმაციასთან და მტკიცებულებებთან არსებობს სრულყოფილი წვდომა. ეს გამოძიება ძალიამ მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის&ldquo;, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
         2718 
         2719 მისი თქმით, რუსი ტერორისტებისა და თავად ტერორისტი -სახელმწიფოს სრული და სამართლიანი პასუხისმგებლობა - აუცილებელი პირობაა იმისა, რომ მსოფლიოში მსგავსი ბოროტება აღარასდროს განმეორდება.</content:encoded>
         2720                 <link>https://www.ghn.ge/news/297481-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlom-kakhovkis-hidroelektrosadguris-afetkebis-faktze-gamodzieba-daitsqo-volodimir-zelenski</link>
         2721                 <description>სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - ვოლოდიმირ ზელენსკი</description>
         2722                 <topic>მსოფლიო</topic>
         2723                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/582638190.png</image>
         2724                 <pubDate>2023-06-12 </pubDate>
         2725                 <guid>297481</guid>
         2726             </item>
         2727 
         2728         
         2729             
         2730             <item>
         2731                 <title>უკრაინელმა სამხედროებმა ავდიივკის მიმართულებით ფრონტის ხაზი გადაწიეს და მტრის პოზიციები დაიკავეს|ვიდეო</title>
         2732                 <content:encoded>უკრაინის შეიარაღებული ძალების 59-ე ცალკეული მოტომსროლელთა ბრიგადის ჯარისკაცებმა ფრონტის ხაზი გადაწიეს და ავდიივკის მიმართულებით მტრის პოზიციები დაიკავეს.
         2733 
         2734 შესაბამის ინფორმაციას უკრაინელი სამხედროები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
         2735 
         2736 &bdquo;გავათავისუფლეთ ხერსონი - გავათავისუფლებთ დონცკსაც. ამ დღეებში იაკობ განძიუკის სახელობის 59-ე ცალკელი მოტომსროლელეთა ბრიგადის ჯარისკაცებმა ფრონტის ხაზი გადაწიეს, დაიკავეს მტრის პოზიციები ავდიივკის მიმართულებით. ჩვენი ბიჭების სიმამცე გასაოცარია&ldquo;, - ნათქვამია ინფორმაციაში.
         2737 
         2738 ამასთან, სამხედროებმა გაავრცელეს ბრძოლის ამსახველი ვიდეომასალა.
         2739 
         2740 
         2741 
         2742 https://www.facebook.com/GeneralStaff.ua/videos/1928434590847884/
         2743 
         2744 
         2745 
         2746 &nbsp;</content:encoded>
         2747                 <link>https://www.ghn.ge/news/297480-ukrainelma-samkhedroebma-avdiivkis-mimartulebit-frontis-khazi-gadatsies-da-mtris-pozitsiebi-daikavesvideo</link>
         2748                 <description>უკრაინელმა სამხედროებმა ავდიივკის მიმართულებით ფრონტის ხაზი გადასწიეს და მტრის პოზიციები დაიკავეს | ვიდეო</description>
         2749                 <topic>მსოფლიო</topic>
         2750                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1005432529.png</image>
         2751                 <pubDate>2023-06-11 </pubDate>
         2752                 <guid>297480</guid>
         2753             </item>
         2754 
         2755         
         2756             
         2757             <item>
         2758                 <title>ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს</title>
         2759                 <content:encoded>უეფა-მ ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა, &ndash; ინფორმაციას ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
         2760 
         2761 &quot;სენსაციური იყო კვარაცხელიას პირველი სეზონი სერია A-ში, რომელიც დაეხმარა ნაპოლის 1990 წლის შემდეგ პირველი ტიტულის მოპოვებაში და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მისი თამაშები იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მეტსახელად &quot;კვარადონა&quot; შეარქვეს, რაც ნაპოლის&nbsp;არგენტინელ ლეგენდაზე, დიეგო არმანდო მარადონაზე მიანიშნებს&quot;, - ნათქვამია ინფორმაციაში.
         2762 
         2763 ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო სეზონში 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი გააკეთა და ერთხელ პენალტი მოიპოვა.</content:encoded>
         2764                 <link>https://www.ghn.ge/news/297479-khvicha-kvaratskhelia-chempionta-ligis-sauketeso-akhalgazrda-fekhburtelad-aghiares</link>
         2765                 <description>ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს</description>
         2766                 <topic>სპორტი</topic>
         2767                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1160997156.jpg</image>
         2768                 <pubDate>2023-06-11 </pubDate>
         2769                 <guid>297479</guid>
         2770             </item>
         2771 
         2772         
         2773             
         2774             <item>
         2775                 <title>ოპოზიცია არ უნდა იყოს მთხლე, ქუჩა უნდა გრგვინავდეს და ხელისუფლებას ეუბნებოდე, რომ შენ არ ასრულებ არაფერს და როგორ ბედავ, ჩვენ აგერ ვართ ყველა 12 პუნქტის შესრულებისთვის - თაკო ჩარკვიანი</title>
         2776                 <content:encoded>თუ ვხედავთ, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს, მაშინ ოპოზიცია არ უნდა იყოს, მთხლე. უნდა იყოს ძლიერი, ამბიციებსა და დანაწევრებაზე კი არ უნდა ფიქრობდნენ გარკვეული დაბალპროცენტიანი პარტიები, რომლებსაც პრემიერობა ელანდებათ, არამედ ქუჩა უნდა გრგვინავდეს და ხელისუფლებას ეუბნებოდე, რომ შენ არ ასრულებ არაფერს და როგორ ბედავ, ჩვენ აგერ ვართ ყველა 12 პუნქტის შესრულებისთვის, - ამის შესახებ პარტია &bdquo;კანონი და სამართლის&ldquo; ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა პირველ არხს განუცხადა.
         2777 
         2778 მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა აიძულოს ხელისუფლება, გადადგას ნაბიჯები და არა ისაუბროს დანაწევრებაზე.
         2779 
         2780 &bdquo;როდესაც ხედავ, ხელისუფლება არაფერს აკეთებს, შენ რას ელოდები? რატომ არ გინდა, აიძულო და აიძულო ნიშნავს ქუჩის მომძლავრებას, დანაწევრებაზე საუბარს კი არა. ახლა რა დროს საუბარია, რომ არ დავდგები ამასთან, იმასთან, მინუს &bdquo;ნაციონალური მლძრაობა&ldquo; და ა.შ. ეს ხომ კობახიძემ გაახმოვანა და ვერ გავიგე, გარკვეული ტიპები ამ ოპოზიციაში, პირდაპირ დავასახელებ, მაგალითად, &bdquo;ლელო&ldquo;, კობახიძის იდეას ახმოვანებს და ასრულებს? ამიტომ ვამბობ, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რადგან მის ხელშია შესრულების ბერკეტი, მაგრამ ჩვენ ველოდებით, როდის არ მოგვცემენ სტატუსს? ეს თამაში არ მომწონს. თუ ვხედავთ, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს, მაშინ ოპოზიცია არ უნდა იყოს, მაპატიეთ, მთხლე. უნდა იყოს ძლიერი, ამბიციებსა და დანაწევრებაზე კი არ უნდა ფიქრობდნენ გარკვეული დაბალპროცენტიანი პარტიები, რომლებსაც პრემიერობა ელანდებათ, არამედ ქუჩა უნდა გრგვინავდეს და ხელისუფლებას ეუბნებოდე, რომ შენ არ ასრულებ არაფერს და როგორ ბედავ, ჩვენ აგერ ვართ ყველა 12 პუნქტის შესრულებისთვის.
         2781 
         2782 ხელისუფლებას ხომ არ უნდა 12 პუნქტის შესრულება და უკვე ეჭვი მაქვს, მგონი, არც ხაზარაძეს უნდა, რადგან 12 პუნქტი რომ შესრულდება და ჩატარდება სასამართლო რეფორმები, საარჩევნო რეფორმებიც, საარჩევნო რეფორმით ეს 2-პროცენტიანები 5-პროცენტიანი ბარიერის გადამლახველები, რავიცი, ღმერთმა ქნას. დასავლეთი ღირებულებებს გთხოვს და ამათ ბანკებში, 20, 18, თავის დროზე მახსოვს, 22 პროცენტი იყო, ახლა ცოტა ჩამოსულია. 12 პუნქტის შესრულების შემდეგ კი აღარ იქნება. დასავლური ღირებულების დროს ის პროცენტები იქნება, როგორიც დასავლეთშია. საბანკო სისტემა არ ქვია იმას, რომელიც მუშაობს ადამიანების განადგურებაზე პროცენტით&ldquo;, &ndash; აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.</content:encoded>
         2783                 <link>https://www.ghn.ge/news/297478-opozitsia-ar-unda-iqos-mtkhle-kucha-unda-grgvinavdes-da-khelisuflebas-eubnebode-rom-shen-ar-asruleb-arafers-da-rogor-bedav-chven-ager-vart-qvela-12-punktis-shesrulebistvis-tako-charkviani</link>
         2784                 <description>ოპოზიცია არ უნდა იყოს მთხლე, ქუჩა უნდა გრგვინავდეს და ხელისუფლებას ეუბნებოდე, რომ შენ არ ასრულებ არაფერს და როგორ ბედავ, ჩვენ აგერ ვართ ყველა 12 პუნქტის შესრულებისთვის - თაკო ჩარკვიანი</description>
         2785                 <topic>კომენტარი</topic>
         2786                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1742575284.jpg</image>
         2787                 <pubDate>2023-06-11 </pubDate>
         2788                 <guid>297478</guid>
         2789             </item>
         2790 
         2791         
         2792             
         2793             <item>
         2794                 <title>რუსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც ნავით ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროს ტოვებდნენ - დაჭრილია 6 ადამიანი</title>
         2795                 <content:encoded>რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც ხერსონის ოლქის ოკუპირებული მარცხენა სანაპიროდან ნავებით გამოსვლას ცდილობდნენ, ცეცხლი გაუხსნეს. დაიჭრა 6 ადამიანი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი Telegram-ზე წერს.
         2796 
         2797 &bdquo;რუსეთის არმია თავს დაესხნა ნავს, სადაც მოქალაქეები იმყოფებოდნენ და ხერსონის ოლქის მარცხენა საპიროდან გამოსვლას ცდილობდნენ.
         2798 
         2799 მათ {რუსმა ოკუპანტებმა} მოქალქეებს ცეცხლი ზურგში გაუხსნეს. დაიჭრა 6 ადამიანი&ldquo;, - წერს ერმაკი
         2800 
         2801 მისივე ცნობით, დაშავებულებმა ხერსონადე მიაღწის, სადაც ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.</content:encoded>
         2802                 <link>https://www.ghn.ge/news/297477-rusetis-dzalebma-tsetskhli-gaukhsnes-mshvidobian-mokalakeebs-romlebits-navit-khersonis-olkis-martskhena-sanapiros-tovebdnen-dachrilia-6-adamiani</link>
         2803                 <description>რუსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხნეს მშვიდობიან მოქალქეებს, რომლებიც ნავით ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროს ტოვებდნენ - დაჭრილია 6 ადამიანი</description>
         2804                 <topic>მსოფლიო</topic>
         2805                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/535413947.jpg</image>
         2806                 <pubDate>2023-06-11 </pubDate>
         2807                 <guid>297477</guid>
         2808             </item>
         2809 
         2810         
         2811             
         2812             <item>
         2813                 <title>მოველით, რომ წელს ევროკავშირი, სამართლიანი შეფასებების საფუძველზე გადამწყვეტ ნაბიჯს გადადგამს და კანდიდატის სტატუსს საქართველოს მიანიჭებს - მაკა ბოჭორიშვილი</title>
         2814                 <content:encoded>ბრიუსელში, ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეთორმეტე სხდომა გაიმართა.
         2815 
         2816 სხდომას, თანათავმჯდომარეები, - მაკა ბოჭორიშვილი და მარინა კალიურანდი ხელმძღვანელობდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ&nbsp; საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები, აგრეთვე საქართველოს აღმასრულებელი სტრუქტურების, საქართველოს სახალხო დამცველის და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები.
         2817 
         2818 კომიტეტზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე და ევროპარლამენტარებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საქართველოს მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. ხაზი გაესვა, რომ&nbsp; ქართული მხარისთვის პრიორიტეტად რჩება დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება.
         2819 
         2820 ,,საქართველოს მიერ 2022 წელს გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე არის ქვეყნის კონსტიტუციური მიზანი, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი. ევროკავშირის საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ გვაქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირი გადადგამს მტკიცე ნაბიჯს და წელს საქართველოს მიანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაიყვანს. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიზნის მისაღწევად, საქართველოს ხელისუფლების მიერ ხორციელდება ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციების შესრულება და ამ ეტაპისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი უკვე შესრულებულია, საქართველოს გააჩნია პოტენციალი გახსნას ახალი გეოპოლიტიკური შესაძლებლობები და წვლილი შეიტანოს უფრო ფართო ევროპულ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში. მოველით, რომ წელს ევროკავშირი, სამართლიანი შეფასებების საფუძველზე გადამწყვეტ ნაბიჯს გადადგამს და მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს საქართველოს, რაც წაახალისებს ევროპულ გზაზე ჩვენს წინსვლას სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად. იმედი მაქვს, ევროპარლამენტი ხელს შეუწყობს ამ გადაწყვეტილებას და ჩვენი კომიტეტის დღევანდელი მუშაობა საფუძველს ჩაუყრის ამ პოზიტიურ დინამიკას.”- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
         2821 
         2822 ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი მორიგ სხდომას თბილისში გამართავს.
         2823 
         2824 საპარლამენტო დელეგაციას წარმოადგენდნენ მაკა ბოჭორიშვილი, ლევან ქარუმიძე, მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გიორგი ჩაკვეტაძე, ეკა სეფაშვილი, ჰერმან საბო და ანა წითლიძე.
         2825 
         2826 &nbsp;</content:encoded>
         2827                 <link>https://www.ghn.ge/news/297476-movelit-rom-tsels-evrokavshiri-samartliani-shefasebebis-safudzvelze-gadamtsqvet-nabijs-gadadgams-da-kandidatis-statuss-sakartvelos-mianichebs-maka-bochorishvili</link>
         2828                 <description>მოველით, რომ წელს ევროკავშირი, სამართლიანი შეფასებების საფუძველზე გადამწყვეტ ნაბიჯს გადადგამს და კანდიდატის სტატუსს საქართველოს მიანიჭებს - მაკა ბოჭორიშვილი</description>
         2829                 <topic>პოლიტიკა</topic>
         2830                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1296861814.jpeg</image>
         2831                 <pubDate>2023-06-11 </pubDate>
         2832                 <guid>297476</guid>
         2833             </item>
         2834 
         2835         
         2836             
         2837             <item>
         2838                 <title>კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა რაოდენობა გაიზარდა</title>
         2839                 <content:encoded>უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ხერსონის ოლქში დაღუპულია 5 ადამიანი.
         2840 
         2841 35 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის მიჩნეული, მათ შორის 7 ბავშვია.
         2842 
         2843 ხერსონის ოლქში კაშხლის ნგრევის შემდეგ წყალდიდობის შედეგად დატბორილია 46 დასახლებული პუნქტი, ხოლო მიკოლაივის ოლქში - 31 დასახლება.
         2844 
         2845 6 ივნისს, გამთენიისას, &bdquo;სამხრეთის&ldquo; ოპერატიულმა სარდლობამ და ხერსონის ოლქის ადმინისტრაციამ განაცხადეს, რომ რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. ჰესი მთლიანად განადგურებულია და აღდგენას აღარ ექვემდებარება.</content:encoded>
         2846                 <link>https://www.ghn.ge/news/297475-kakhovkis-kashkhlis-afetkebis-shemdeg-tsqaldidobis-shedegad-daghupulta-da-dakargulta-raodenoba-gaizarda</link>
         2847                 <description>კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა რაოდენობა გაიზარდა</description>
         2848                 <topic>მსოფლიო</topic>
         2849                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/2041245765.png</image>
         2850                 <pubDate>2023-06-11 </pubDate>
         2851                 <guid>297475</guid>
         2852             </item>
         2853 
         2854         
         2855             
         2856             <item>
         2857                 <title>სერგეი შოიგუს ბრძანებით, ყველა კერძო სამხედრო კომპანიამ კონტრაქტი უნდა გააფორმოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან</title>
         2858                 <content:encoded>რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, &nbsp;ყველა კერძო სამხედრო კომპანიამ კონტრაქტი უნდა გააფორმოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს.
         2859 
         2860 ბრძანება ეხება ყველა &bdquo;მოხალისეთა რაზმს&ldquo;, მათ შორის კერძო რუსულ სამხედრო კომპანია &bdquo;ვაგნერს&ldquo;.
         2861 
         2862 რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება &bdquo;მოხალისეთა ფორმირებებს&ldquo; საჭირო სამართლებრივ სტატუსს მიანიჭებს. შექმნის ერთიან მიდგომას საორგანიზაციო, დაგეგმარებისა და მომარაგების საკითხებისადმი. ამასთან, ინდივიდუალურ &bdquo;მოხალისეებსაც&ldquo; აქვთ უფლება, კონტრაქტი გააფორმონ რაზებთანაც და თავდაცვის სამინისტროსთანაც.
         2863 
         2864 გამოცემა აღნიშნავს, რომ შოიგუს ეს ბრძანება იმ ფონზე გამოქვეყნდა, როდესაც კერძო რუსული სამხედრო კომპანია &bdquo;ვაგნერის&ldquo; ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინის მხრიდან ხშირად ისმის რუსეთის თავდაცვის მინისტრის მიმართ კრიტიკა.</content:encoded>
         2865                 <link>https://www.ghn.ge/news/297474-sergei-shoigus-brdzanebit-qvela-kerdzo-samkhedro-kompaniam-kontrakti-unda-gaaformos-rusetis-tavdatsvis-saministrostan</link>
         2866                 <description>სერგეი შოიგუმ გასცა ბრძანება ყველა კერძო სამხედრო კომპანიამ კონტრაქტი  გააფორმოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან</description>
         2867                 <topic>მსოფლიო</topic>
         2868                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1116637732.jpg</image>
         2869                 <pubDate>2023-06-11 </pubDate>
         2870                 <guid>297474</guid>
         2871             </item>
         2872 
         2873         
         2874             
         2875             <item>
         2876                 <title>უკრაინულმა ძალებმა დონეცკის ოლქის დასახლება ბლაგოდატნოე გაათავისუფლეს</title>
         2877                 <content:encoded>უკრაინელი სამხედროების განცხადებით, დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტი ბლაგოდატნოე გაათავისუფლეს. 68-ე ცალკეული ბრიგადის ჯარისკაცები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ ინფორმაციას, რომ უკრაინის ძალების ქვედანაყოფებთან ერთად გათავისუფლებულია ბლაგოდატნოე.
         2878 
         2879 სამხედროები აღნიშნავენ, რომ რუსი ოკუპანტები უკანასკნელ წამამდე იბრძოდნენ, მაგრამ მათ წნეხს ვერ გაუძლეს.
         2880 
         2881 სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოკადრებშ ჩანს, რომ სამხედროები ნახევრად დანგრეულ შენობაში შედიან და იქ უკრიანის დროშას ამაგრებენ.
         2882 
         2883 ბლაგოდატნოე დასახლება ველიკაია ნოვოსიოლკას სიახლოვეს მდებაროებს, სადაც რუსული და უკრაინული წყაროების ინფორმაციით, გრძელდება უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა. ხსენებული დასახლებული პუნქტი დონეცკისა და ზაპოროჟიეს ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვესაა განთავსებული.</content:encoded>
         2884                 <link>https://www.ghn.ge/news/297473-ukrainulma-dzalebma-donetskis-olkis-dasakhleba-blagodatnoe-gaatavisufles</link>
         2885                 <description>უკრაინულმა ძალებმა დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტი ბლაგოდატნოე გაათავისუფლეს</description>
         2886                 <topic>მსოფლიო</topic>
         2887                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1640358915.png</image>
         2888                 <pubDate>2023-06-11 </pubDate>
         2889                 <guid>297473</guid>
         2890             </item>
         2891 
         2892         
         2893             
         2894             <item>
         2895                 <title>ჯაფარიძე-ხოშტარია-ვაშაძე არიან აგენტები, თავის დროზე მათი დავალება იყო, რომ დაეთბოთ ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, დღეს აქვთ დავალება, რომ ხელი შეუწყონ ესკალაციას და ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური ვითრების დამძიმებას - კობახიძე</title>
         2896                 <content:encoded>ზურაბ ჯაფარიძე თავის დროზე იდიოტს უწოდებდა ყველას, ვინც უარს იტყოდა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ&nbsp;ურთიერთობებზე და დღეს მას აქვს რადიკალურად საპირისპირო პოზიცია, &ndash;&nbsp;ამის შესახებ &bdquo;ქართული ოცნების&ldquo; თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
         2897 
         2898 &bdquo;შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯაფარიძე არის ე.წ. ბოლშევიკური ტროიკის შემადგენელი ნაწილი. ხოშტარია, ვაშაძე და ის მუდმივად აპროტესტებენ გარკვეულ თემებს, რაც უკავშირდება რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. ამ დროს ხოშტარია პირადად იღებს რუსულ რუბლებს, ხუთი მილიონი რუბლი ჩაერიცხა ბოლო პერიოდში საკუთარ ანგარიშზე რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. გახსოვთ, რომ ვაშაძეს ჰყავდა რუსეთის მოქალაქე, რუსი მდგმური საკუთარ ბინაში. ასეთი ადამიანებისგან, ბუნებრივია, არ გვიკვირს ასეთი ფარისევლური განცხადებები.
         2899 
         2900 რაც შეეხება ზურა ჯაფარიძეს, თავის დროზე ის იდიოტს უწოდებდა ყველას, ვინც უარს იტყოდა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და დღეს მას აქვს რადიკალურად საპირისპირო პოზიცია. აქედან გამომდინარე, ჩანს, რომ ისინი არიან უბრალოდ აგენტები და დაკვეთის მიმღებები. თავის დროზე მათ ჰქონდათ განსხვავებული დავალება, მაშინაც აგენტები იყვნენ. მათი დავალება იყო, რომ უნდა დაეთბოთ ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. დღეს აქვთ მიღებული განსხვავებული დავალება, რომ ხელი შეუწყონ ესკალაციას და ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური ვითრების დამძიმებას. ეს არის ზურაბ ჯაფარიძის დავალება&ldquo;, &ndash; აღნიშნა კობახიძემ.</content:encoded>
         2901                 <link>https://www.ghn.ge/news/297472-jafaridze-khoshtaria-vashadze-arian-agentebi-tavis-droze-mati-davaleba-iqo-rom-daetbot-urtiertobebi-rusetis-federatsiastan-dghes-akvt-davaleba-rom-kheli-sheutsqon-eskalatsias-da-chveni-kveqnistvis-ekonomikuri-vitrebis-damdzimebas-kobakhidze</link>
         2902                 <description>ჯაფარიძე-ხოშტარია-ვაშაძე არიან აგენტები, თავის დროზე მათი დავალება იყო, რომ დაეთბოთ ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, დღეს აქვთ დავალება, რომ ხელი შეუწყონ ესკალაციას და ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური ვითრების დამძიმებას - კობახიძე</description>
         2903                 <topic>კომენტარი</topic>
         2904                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1693063031.jpg</image>
         2905                 <pubDate>2023-06-11 </pubDate>
         2906                 <guid>297472</guid>
         2907             </item>
         2908 
         2909         
         2910             
         2911             <item>
         2912                 <title>ზურაბ ჯაფარიძეს დღეს ავალებენ, რომ უნდა ჩავიდეს სადღაც და ჩაიხადოს, ხვალ სხვა რამეს დაავალებენ და იტყვის, რომ რუსეთთან ურთიერთობა ცუდი არ არის – ეს არის აგენტის ხვედრი - მამუკა მდინარაძე</title>
         2913                 <content:encoded>ზურაბ ჯაფარიძეს არავინ ეკითხება, რას იტყვის, რა კითხვას დაუსვამენ და რას უპასუხებს. მაშინ დაავალეს და უთხრეს, რომ შენ ახლა რუსეთთან დაკავშირებით არ უნდა ილაპარაკო ცუდი რაღაცები,&nbsp; უნდა ილაპარაკო ეკონომიკაზე, ურთიერთობის გაღრმავებაზე. ზურაბ ჯაფარიძემ, ისევე როგორც მისმა პოლიტიკურმა მეგობრებმა, ასე ილაპარაკეს, &ndash; ამის შესახებ &bdquo;ქართული ოცნების&ldquo; აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ &bdquo;გირჩი-მეტი თავისუფლების&ldquo; ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის შესახებ დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.
         2914 
         2915 მამუკა მდინარაძის განცხადებით, ჯაფარიძეს ახლა დავალებული აქვს, რომ &bdquo;აჟრიალებდეს ყველაფერ რუსულზე&ldquo;, ხოლო მომავალში, შესაძლოა, კვლავ დაავალონ ნარატივის შეცვლა, რაც, მისივე თქმით, აგენტის ხვედრია.
         2916 
         2917 &bdquo;დღეს ავალებენ, რომ შენ ახლა უნდა ჩახვიდე სადღაც და ჩაიხადო. უკაცრავად, ამის თქმა რომ მიწევს. შენ ახლა გევალება, რომ უნდა გაჟრიალებდეს ყველაფერ რუსულზე, უნდა გაგიჟდე, გადაირიო და უნდა დაგბურძგლოს, ამას აკეთებს. ხვალ სხვა რამეს დაავალებენ, ისევ შეცვლის ამ ნარატივს და ისევ იტყვის, რომ რუსეთთან ურთიერთობა მხოლოდ​ ეკონომიკურია და ცუდი არ არის &ndash; ეს არის აგენტის ხვედრი.
         2918 
         2919 საბედნიეროდ, უდიდეს უმრავლესობას ამ ქვეყანაში, შეუძლია საკუთარი აზრებით ილაპარაკოს, რასაც თვითონ ფიქრობს. ზურაბ ჯაფარიძეს და მისნაირებს თანავუგრძნოთ, რადგან მათ არ შეუძლიათ, საკუთარი აზრი ჰქონდეთ. რასაც დაავალებენ, იმას ილაპარაკებენ. რუსეთზე ხან ასე ილაპარაკებენ, რომ ეკონომიკას ეხება საქმე, ხან ისე ილაპარაკებენ, თითქოს ბრაზდებიან, რადგან გაბრაზება აქვთ დავალებული&ldquo;, &ndash; განაცხადა მამუკა მდინარაძემ.</content:encoded>
         2920                 <link>https://www.ghn.ge/news/297471-zurab-jafaridzes-dghes-avaleben-rom-unda-chavides-sadghats-da-chaikhados-khval-skhva-rames-daavaleben-da-itqvis-rom-rusettan-urtiertoba-tsudi-ar-aris-es-aris-agentis-khvedri-mamuka-mdinaradze</link>
         2921                 <description>ზურაბ ჯაფარიძეს დღეს ავალებენ, რომ უნდა ჩავიდეს სადღაც და ჩაიხადოს, ხვალ სხვა რამეს დაავალებენ და იტყვის, რომ რუსეთთან ურთიერთობა ცუდი არ არის – ეს არის აგენტის ხვედრი - მამუკა მდინარაძე</description>
         2922                 <topic>კომენტარი</topic>
         2923                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1547196.jpg</image>
         2924                 <pubDate>2023-06-11 </pubDate>
         2925                 <guid>297471</guid>
         2926             </item>
         2927 
         2928         
         2929             
         2930             <item>
         2931                 <title>კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც არეული აქვთ ორიენტაცია, არ არიან ჩვენი ღირსეული, ჯანსაღი ახალგაზრდობა - ირაკლი კობახიძე</title>
         2932                 <content:encoded>ქვეყანას ჰყავს ღირსეული, გამორჩეული ახალგაზრდობა და კონკრეტულ ადამიანებზე ქართული ახალგაზრდობის დაყვანა არის ძალიან დიდი სირცხვილი, &ndash; ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია &bdquo;ქართული ოცნების&ldquo; თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
         2933 
         2934 კობახიძეს ჰკითხეს არის თუ არა ახალგაზრდების დისკრიმინაცია მის მიერ გუშინ გაკეთებული&nbsp;განცხადება, რაზეც &bdquo;ქართული ოცნების&ldquo; თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მის განცხადებაში საუბარი იყო კონკრეტულ ახალგაზრდებზე.
         2935 
         2936 &bdquo;აქ საუბარი იყო კონკრეტულ ახალგაზრდებზე, რომლებსაც მართლა ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული.&nbsp;ყველანაირ ორიენტაციაში ვგულისხმობ, პირველ რიგში, პოლიტიკურ ორიენტაციას, თუმცა არამარტო, სხვა ტიპის ორიენტაციაც იგულისმება.&nbsp;მათ, პირველ რიგში,&nbsp;აქვთ პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა, თუმცა ეს პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა სხვა ორიენტაციასთან პირდაპირ არის დაკავშირებული. ცდილობენ, ეს ახალგაზრდები რაღაცნაირად გააიგივონ ჩვენს ახალგაზრდობასთან. ზოგადად, ჩვენს ქვეყანას ჰყავს ღირსეული, გამორჩეული ახალგაზრდობა და ამ კონკრეტულ ადამიანებზე ქართული ახალგაზრდობის დაყვანა არის ძალიან დიდი სირცხვილი. ეს არის დაუშვებელი.&nbsp;ეს ახალგაზრდები, კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც არეული აქვთ ორიენტაცია, არ არიან ჩვენი ღირსეული, ჯანსაღი ახალგაზრდობა&ldquo;, &ndash; განაცხადა ირაკლი კობახიძემ.</content:encoded>
         2937                 <link>https://www.ghn.ge/news/297470-konkretuli-adamianebi-romlebsats-areuli-akvt-orientatsia-ar-arian-chveni-ghirseuli-jansaghi-akhalgazrdoba-irakli-kobakhidze</link>
         2938                 <description>კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც არეული აქვთ ორიენტაცია, არ არიან ჩვენი ღირსეული, ჯანსაღი ახალგაზრდობა - ირაკლი კობახიძე</description>
         2939                 <topic>კომენტარი</topic>
         2940                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1075171535.jpg</image>
         2941                 <pubDate>2023-06-11 </pubDate>
         2942                 <guid>297470</guid>
         2943             </item>
         2944 
         2945         
         2946             
         2947             <item>
         2948                 <title>„ესენგეში“ მყოფი ქვეყანა იღებს კანდიდატის სტატუსს და საქართველო ვერ იღებს, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე რიტორიკისთვის თუ ვინმემ უნდა დაგვსაჯოს, ეს არ იქნება სამართლიანი - მამუკა მდინარაძე</title>
         2949                 <content:encoded>ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე რიტორიკისთვის თუ ვინმემ უნდა დაგვსაჯოს, ეს არ იქნება სამართლიანი, &ndash; ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია &bdquo;ქართული ოცნების&ldquo; თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
         2950 
         2951 კითხვაზე, იზიარებს თუ არა თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებას, რომ კანდიდატის სტატუსის არმინიჭებით საქართველოს დასავლეთი ჩაგრავს, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ აბსოლუტურად იზიარებს.
         2952 
         2953 &bdquo;შარშან, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ და ვერ მივიღეთ,&nbsp;დავიჩაგრეთ, თან ძალიან დავიჩაგრეთ. მეტსაც გეტყვით, უსამართლოდ დავიჩაგრეთ. არაფერს ვერჩი, მაგალითად, ჩვენს მეგობარ ქვეყანას, მოლდოვას, მაგრამ სტატუსი მიიღო &bdquo;ესენგეში&ldquo; შემავალმა ქვეყანამ და ჩვენ ვერ მივიღეთ. ჩვენ ევროპისვე, ევროკავშირისვე გამოქვეყნებული კრიტერიუმებით გაცილებით წინ ვართ, ვიდრე ის ქვეყნები, რომლებმაც მიიღეს კანდიდატის სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ დიახ, დავიჩაგრეთ. რატომ და რისთვის, მოდი, საზოგადოებას მივანდოთ ამის განსჯა. მაგრამ რადგან გვაქვს საშუალება, ვილაპარაკოთ, რომ ეს არ იყო სამართლიანი გადაწყვეტილება, ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება. ეს დაადასტურა ევროკავშირმაც თავისი გამოქვეყნებული კრიტერიუმებით, ეს,&nbsp;პირველ რიგში, იმ ფაქტმა დაადასტურა, რომ &bdquo;ესენგეში&ldquo; მყოფი ქვეყანა იღებს კანდიდატის სტატუსს და საქართველო, რომელიც პირნათლად არსულებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ვერ იღებს კანდიდატის სტატუსს. ძალიან კარგი იყო ევროპული პერსპექტივა, მაგრამ იღებს მხოლოდ ევროპულ პერსპექტივას.&nbsp;&nbsp;ეს არ არის სამართლიანი გადაწვეტილება და სამსწუხაროდ, არ გამოვრიცხავ, რომ წელსაც ასე მოხდეს, თუმცა მე მაინც ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, უნდა მივიღოთ კანდიდატის ტატუსი და ჩვენი&nbsp;მეგობრების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება აღარ უნდა იყოს,&nbsp;არ ვიმსახურებდით არასდროს და არც ახლა ვიმსახურებთ, რადგან ვართ მართლები. ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე რიტორიკისთვის თუ ვინმემ უნდა დაგვსაჯოს, ეს არ იქნება სამართლიანი. ვფიქრობ, არ უნდა დავისაჯოთ და დავიჩაგროთ&ldquo;, &ndash; განაცხადა მამუკა მდინარაძემ.</content:encoded>
         2954                 <link>https://www.ghn.ge/news/297469-esengeshi-mqofi-kveqana-ighebs-kandidatis-statuss-da-sakartvelo-ver-ighebs-chveni-erovnuli-interesebidan-gamomdinare-ritorikistvis-tu-vinmem-unda-dagvsajos-es-ar-ikneba-samartliani-mamuka-mdinaradze</link>
         2955                 <description>„ესენგეში“ მყოფი ქვეყანა იღებს კანდიდატის სტატუსს და საქართველო ვერ იღებს, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე რიტორიკისთვის თუ ვინმემ უნდა დაგვსაჯოს, ეს არ იქნება სამართლიანი - მამუკა მდინარაძე</description>
         2956                 <topic>კომენტარი</topic>
         2957                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1631298705.png</image>
         2958                 <pubDate>2023-06-11 </pubDate>
         2959                 <guid>297469</guid>
         2960             </item>
         2961 
         2962         
         2963             
         2964             <item>
         2965                 <title>ჯაბა სამუშიამ უნივერსიტეტის წარმატებული გუნდები და მათი გულშემატკივრები დააჯილდოვა</title>
         2966                 <content:encoded>თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ კაპელას, ფუტსალის, ფრენბურთის გუნდებსა და მათ გულშემატკივრებს თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ მადლობის სიგელები გადასცა, სტუდენტური კაპელას ხელმძღვანელი ლაშა მიროტაძე კი, უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა.
         2967 
         2968 მიმდინარე წელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კულტურისა და სპორტის მიმართულებით განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. &bdquo;ჩვენი სტუდენტები სამეცნიერო თუ სასწავლო პროცესების პარალელურად აქტიურად არიან ჩართულნი სპორტულ თუ შემოქმედებით ღონისძიებებში. ჩვენ შევაჯამეთ ის მნიშვნელოვანი წარმატებები, რომელიც 2023 წელს ჰქონდათ სპორტულ გუნდებს, ასევე დავაჯილდოვეთ უნივერსიტეტის სტუდენტური კაპელა პოლონეთში წარმატებული გამოსვლისთვის, მინდა მივულოცო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თითოეულ მის სტუდენტს ეს გამარჯვება, &ldquo;-განაცხადა თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ.
         2969 
         2970 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კაპელა მე-19 საერთაშორისო საგუნდო ფესტივალის Mundus Cantat 2023 გამარჯვებული და გრან პრის (The Grand Prix) მფლობელი გახდა. რაც შეეხება სპორტის მიმართულებას, უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი 2022-2023 წლების სეზონის ფუტსალის ლიგა 2-ის გამარჯვებული გახდა. სტუდენტური ფესტივალი 2023-ის ფრენბურთის ჩემპიონატში კი, გამარჯვება უნივერსიტეტის გოგონათა გუნდმა მოიპოვა და ოქროს მედლები გადაეცათ. უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდი ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა.
         2971 
         2972 &nbsp;ღონისძიების დასასრულს უნივერსიტეტის სტუდენტურმა კაპელამ საგუნდო ფესტივალის Mundus Cantat 2023 საფინალო სიმღერა შეასრულა. დაჯილდოების ღონისძიებას უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ.</content:encoded>
         2973                 <link>https://www.ghn.ge/news/297468-jaba-samushiam-universitetis-tsarmatebuli-gundebi-da-mati-gulshematkivrebi-daajildova</link>
         2974                 <description>ჯაბა სამუშიამ უნივერსიტეტის წარმატებული გუნდები და მათი გულშემატკივრები დააჯილდოვა</description>
         2975                 <topic>პოლიტიკა</topic>
         2976                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1743640727.jpg</image>
         2977                 <pubDate>2023-06-11 </pubDate>
         2978                 <guid>297468</guid>
         2979             </item>
         2980 
         2981         
         2982             
         2983             <item>
         2984                 <title>ISW  ადასტურებს, რომ უკრაინის არმიამ ზაპოროჟიეს ოლქში ლოკალურ წარმატებებს მიაღწია</title>
         2985                 <content:encoded>უკრაინის არმიამ ტაქტიკურ წარმატებებს მიაღწია ზაპოროჟიეს ოლქში, სადაც უკრაინის კონტრშეტევის საწყისი ეტაპი მიმდინარეობს. ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის ომის შემსაწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშში.
         2986 
         2987 ექსპერტების თანახმად, 10 ივნისს უკრაინის ძალებმა ფრონტის სულ მცირე ოთხ მონაკვეთზე განახორციელეს შეტევა. კერძოდ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აქტიური მოქმედებები ჩატაარეს ლუჰანსკის ოლქის ბელოგოროვკის რაიონში. ბახმუტთან უკრაინულმა ქვედანაყოფებმა 1,4 კილომეტრიოთ წინ წაიწიეს. უკრაინულ ძალებს აქტიური სამხედრო მოქმედებები ჰქონდათ დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების ადმინისტრაციულ საზღვარზე (ბოლშოი ნოვოსიოლკის რაიონში) და ზაპოროჟიეში ორეხოვოს რაიონში.
         2988 
         2989 &nbsp;&bdquo;10 ივნისს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები, მიუთითებენ, რომ ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში უკრაინულმა ძალებმა ლოკალურ წარმატებებს მიაღწიეს კონტრეშეტევის დროს ორეხოვოდან სამხრეთ-დასავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით&ldquo;, - აღნიშნულია ISW-ს ანგარიშში.
         2990 
         2991 ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უკრაინული ძალების წარმატებების შესახებ დადასტურებული ინფორმაციების ფონზე, რუსი &bdquo;სამხედრო ბლოგერები&ldquo; ამტკიცებენ, რომ რუსეთის ძალები ხსენებულ რაიონებში წარმატებით თავდაცვით ბრძოლებს აწარმოებენ უკრაინელების კონტრშეტევის წინააღმდეგ.</content:encoded>
         2992                 <link>https://www.ghn.ge/news/297467-isw-adasturebs-rom-ukrainis-armiam-zaporozhies-olkshi-lokalur-tsarmatebebs-miaghtsia</link>
         2993                 <description>ISW  ადასტურებს, რომ უკრაინის არმიამ ზაპოროჟიეს ოლქში ლოკალურ წარმატებებს მიაღწია</description>
         2994                 <topic>მსოფლიო</topic>
         2995                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1894965089.jpeg</image>
         2996                 <pubDate>2023-06-11 </pubDate>
         2997                 <guid>297467</guid>
         2998             </item>
         2999 
         3000         
         3001             
         3002             <item>
         3003                 <title>მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე მოგზაურობა ღამით, 3D განათებების ფონზე, უკვე შესაძლებელია</title>
         3004                 <content:encoded>გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე მოწყობილი ღამის 3D განათებები დაათვალიერა. მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულები ზვიად შალამბერიძე და გიორგი გუგუჩია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი.
         3005 
         3006 პირველად საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე მოგზაურობა ღამის საათებშიც ხდება შესაძლებელი. ეკომეგობრული, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი 3D განათების სისტემა, ზიანს არ აყენებს გარემოს და, ამავდროულად, მოგზაურობას კიდევ უფრო სანახაობრივს ხდის.
         3007 
         3008 &bdquo;დაცული ტერიტორიების გაფართოება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. შარშან,დაახლოებით 120 000 ჰექტრით გავზარდეთ დაცული ტერიტორიების ფართობი. ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ბუნების დაცვის და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის, ასევე, ტურისტული მიმართულების განვითარებისთვის. გასულ წელს, ჩვენს დაცულ ტერიტორიებს დაახლოებით 900 000 ვიზიტორი ეწვია, მიმდინარე წელს კი, 5 თვის განმავლობაში, გასულ წელთან შედარებით, 50%-ით არის გაზრდილი ვიზიტორთა რაოდენობა. მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტორებს დავახვედროთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რისთვისაც არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. ამჟამად მიმდინარეობს დაახლოებით 1200 კმ საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება. გასულ წელს დავიწყეთ მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერის 3D განათების პროექტი, რაც უკვე დასრულდა და ვიზიტორებს უკვე საშუალება აქვთ, ღამის საათებში დაათვალიერონ ძალიან ლამაზი სანახაობა&ldquo;, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
         3009 
         3010 აღსანიშნავია, რომ დღეიდან მომდევნო 1 კვირის განმავლობაში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მკვიდრი მოსახლეობა მარტვილის კანიონზე, ხოლო ხონის მუნიციპალიტეტის მკვიდრი მოსახლეობა ოკაცეს ჩანჩქერზე უფასოდ შეძლებს იმოგზაუროს 3D განათების ფონზე.
         3011 
         3012 საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუდმივად ზრუნავს დაცული ტერიტორიების განვითარებაზე, მიმდინარე წელს, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე, ეკოტურიზმის განვითარებისთვის, 22.5 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდება. აღნიშნულის ფარგლებში მოეწყო მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე 3D განათების სისტემები, რომლის საერთო ბიუჯეტმაც 4 მილიონი ლარი შეადგინა.
         3013 
         3014 &nbsp;</content:encoded>
         3015                 <link>https://www.ghn.ge/news/297466-martvilis-kanionsa-da-okatses-chanchkerze-mogzauroba-ghamit-3d-ganatebebis-fonze-ukve-shesadzlebelia</link>
         3016                 <description>მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე მოგზაურობა ღამით, 3D განათებების ფონზე, უკვე შესაძლებელია</description>
         3017                 <topic>პოლიტიკა</topic>
         3018                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/462943723.jpg</image>
         3019                 <pubDate>2023-06-11 </pubDate>
         3020                 <guid>297466</guid>
         3021             </item>
         3022 
         3023         
         3024             
         3025             <item>
         3026                 <title>გერმანიაში იძიებენ რუსული გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში პოლონეთის შესაძლო კავშირებს</title>
         3027                 <content:encoded>გერმანიაში იძიებენ რუსული გაზსადენის, &bdquo;ჩრდილოეთის ნაკადის&ldquo; აფეთქებაში პოლონეთის შესაძლო კავშირებს. გერმანელი გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ რუსულ გაზსადენ &bdquo;ჩრდილოეთის ნაკადზე&ldquo; დივერსიის მოწყობისას ოპერაციულ ბაზად პოლონეთი გამოიყენეს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი იუწყება.
         3028 
         3029 გამოცემა წერს, რომ გერმანელმა გამომძიებლებმა სრულად დაადგინეს 15-მეტრიანი იახტის, Andromeda- ს, მარშრუტი, რომელიც, სავარაუდოდ, გამოიყენეს რუსულ გაზსადენზე დივერსიის მოსაწყობად.
         3030 
         3031 გამოძიება ცდილობს გაიგოს, თუ რატომ შევიდა იახტა რომელსაც სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერებები გადაჰქონდა, დანიის კუნძულზე მდებარე პორტიდან გასვლის შემდეგ პოლონეთის ტერიტორიულ წყლებში, თქვეს გამოცემის წყაროებმა. მათი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, იახტა პოლონეთის სანაპირომდე მივიდა თუ უბრალოდ მიუახლოვდა სხვა გემს.
         3032 
         3033 The Wall Street Journal-ის ცნობით, გამომძიებლები იძიებენ, თუ რატომ დაიქირავეს იახტა ვარშავის ტურისტული სააგენტოს მეშვეობით, რომელიც შესაძლოა იყოს უკრაინის საკუთრებაში არსებული კომპანიების ქსელის ნაწილი უკრაინის დაზვერვასთან შესაძლო კავშირებით.
         3034 
         3035 2022 წლის სექტემბრის ბოლოს &bdquo;ჩრდილოეთის ნაკადი 1&ldquo; და &bdquo;ჩრდილოეთის ნაკადი 2&ldquo; გაზსადენების ოთხიდან სამი ხაზი დაზიანდა. შვედეთის, დანიისა და გერმანიის გამოძიებებმა აჩვენა, რომ გაზსადენები აფეთქდა, მაგრამ დამნაშავე ჯერ კიდევ დგინდება.</content:encoded>
         3036                 <link>https://www.ghn.ge/news/297465-germaniashi-idzieben-rusuli-gazsadenis-chrdiloetis-nakadis-afetkebashi-polonetis-shesadzlo-kavshirebs</link>
         3037                 <description>გერმანიაში იძიებენ რუსული გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში პოლონეთის შესაძლო კავშირებს</description>
         3038                 <topic>მსოფლიო</topic>
         3039                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1619005374.jpeg</image>
         3040                 <pubDate>2023-06-10 </pubDate>
         3041                 <guid>297465</guid>
         3042             </item>
         3043 
         3044         
         3045             
         3046             <item>
         3047                 <title>უკრაინა საქართველოს გარეშე არ არსებობს, უკრაინამ საქართველოც მაჩუქა - შონ პენი</title>
         3048                 <content:encoded>როგორც ერთ ამერიკელს უკრაინამ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველოც მაჩუქა, - ამის შესახებ განაცხადა ჰოლივუდის მსახიობმა და რეჟისორმა &nbsp;შონ პენმა, რომელიც თბილისში იმყოფება.&nbsp;
         3049 
         3050 &bdquo;ბედნიერება ადამიანებისთვის ერთიანობას ნიშნავს. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, უკრაინა საქართველოს გარეშე არ არსებობდა და ახლაც ასეა. როგორც ერთ ამერიკელს უკრაინამ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველოც მაჩუქა.
         3051 
         3052 მე შემიძლია ვუთხრა ქართველებს სიმართლე, რომელიც ვიცი საწყენია, მაგრამ ბოლო 24 საათის განმავლობაში უფრო მეტი გავიგე, ვიდრე მთელი ცხოვრება ვიცოდი ამ ქვეყნის შესახებ, ახლა კი საქართველოზე ყოველმხრივ შემიძლია საუბარი. რაც შეეხება უკრაინას, მე მათ სოლიდარობას ვუცხადებ. უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა, რადგან ისინი იცავენ ახლა საკუთარ სახლებსა და ოჯახებს” -&nbsp;თქვა შონ პენმა. {თარგმანი: მთავარი არხი}
         3053 
         3054 შონ პენი ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალში (ZEG Tbilisi Storytelling Festival) იღებს მონაწილეობას, რომლის საუბრის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი და ოკუპაციაა.
         3055 
         3056 ფოტო:&nbsp;ZEG - Tbilisi Storytelling Festival
         3057 
         3058 &nbsp;</content:encoded>
         3059                 <link>https://www.ghn.ge/news/297464-ukraina-sakartvelos-gareshe-ar-arsebobs-ukrainam-sakartvelots-machuka-shon-peni</link>
         3060                 <description>უკრაინა საქართველოს გარეშე არ არსებობს, უკრაინამ საქართველოც მაჩუქა - შონ პენი</description>
         3061                 <topic>საზოგადოება</topic>
         3062                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/2136476539.png</image>
         3063                 <pubDate>2023-06-10 </pubDate>
         3064                 <guid>297464</guid>
         3065             </item>
         3066 
         3067         
         3068             
         3069             <item>
         3070                 <title>ოლაფ შოლცმა დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე - საქართველოში გერმანიის ელჩი</title>
         3071                 <content:encoded>ოლაფ შოლცმა დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, &ndash; ამის შესახებ &bdquo;ტვიტერის&ldquo; ოფიციალურ გვერდზე საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი წერს.
         3072 
         3073 ელჩის თქმით, გერმანია ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
         3074 
         3075 &bdquo;გერმანიის კანცლერმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, სწრაფი და გაბედული რეფორმების საჭიროება მომდევნო კვირებში. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგების შესახებ საუბრისას აღინიშნა, რომ გერმანია ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში&ldquo;, &ndash; წერს ელჩი.</content:encoded>
         3076                 <link>https://www.ghn.ge/news/297463-olaf-sholtsma-daadastura-sakartvelos-mkhardachera-evrokavshirisken-mimaval-gzaze-sakartveloshi-germaniis-elchi</link>
         3077                 <description>ოლაფ შოლცმა დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე - საქართველოში გერმანიის ელჩი</description>
         3078                 <topic>პოლიტიკა</topic>
         3079                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1224923708.jpeg</image>
         3080                 <pubDate>2023-06-10 </pubDate>
         3081                 <guid>297463</guid>
         3082             </item>
         3083 
         3084         
         3085             
         3086             <item>
         3087                 <title>სამწუხაროა, რომ რეკომენდაციების შესრულებაში ჩართულია მხოლოდ ხელისუფლება - კახა კალაძე</title>
         3088                 <content:encoded>თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულებაში მხოლოდ ხელისუფლებაა ჩართული, ოპოზიცია კი პირიქით, ამ პროცესს ხელს უშლის.
         3089 
         3090 ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.&nbsp;
         3091 
         3092 &bdquo;რა თქმა უნდა, ჩვენ ვუერთდებით სურვილს, რომ ყველა რეკომენდაცია შესრულდეს. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამ რეკომენდაციების შესრულებაში მონაწილეობს მხოლოდ ხელისუფლება. ოპოზიცია სრულებით არ არის ჩართული, მეტიც, ის დაკავებულია იმით, რომ ხელი შეუშალოს ამ პროცესს, ხელი შეუშალოს საქართველოს ევროინტეგრაციის რთულ გზაზე. ახალი არაფერია, როგორც წლების წინ მიმდინარეობდა მცდელობა, რომ ხელი შეეშალათ ქვეყნის ვიზალიბერალიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულებისთვის, დარბოდნენ ბრიუსელში კაბინეტებში, დღესაც იგივე ხდება, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რეკომენდაციების შესასრულებლად, დეკემბერში კი ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩვენს ევროპელ მეგობრებზე, რომ მათ მიიღონ გადაწყვეტილება. მე მინდა მჯეროდეს, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და არა ისეთი, როგორც გაკეთდა მაშინ, როდესაც უკრაინას და მოლდოვას მისცეს სტატუსი და საქართველო დაჩაგრეს გარკვეული პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე&ldquo;, - განაცხადა კახა კალაძემ.</content:encoded>
         3093                 <link>https://www.ghn.ge/news/297462-samtsukharoa-rom-rekomendatsiebis-shesrulebashi-chartulia-mkholod-khelisufleba-kakha-kaladze</link>
         3094                 <description>სამწუხაროა, რომ რეკომენდაციების შესრულებაში ჩართულია მხოლოდ ხელისუფლება - კახა კალაძე</description>
         3095                 <topic>კომენტარი</topic>
         3096                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1974384954.jpg</image>
         3097                 <pubDate>2023-06-10 </pubDate>
         3098                 <guid>297462</guid>
         3099             </item>
         3100 
         3101         
         3102             
         3103             <item>
         3104                 <title>კახა კალაძე სამგორის რაიონის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო</title>
         3105                 <content:encoded>თბილისის მერი კახა კალაძე სამგორის რაიონის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ&nbsp; ღონისძიებას დაესწრო.
         3106 
         3107 კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სამგორის რაიონის დაარსებიდან 50 წლისთავი მიულოცა.
         3108 
         3109 &bdquo;სამგორი ზეიმობს დაარსებიდან 50 წლისთავს. ერთ-ერთი ახალგაზრდა რაიონია ჩვენს უძველეს, ულამაზეს დედაქალაქში. გილოცავთ დღევანდელ დღეს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და იმ ახალგაზრდებს, ვისი ინიციატივითაც და უშუალო ჩართულობით &nbsp;შედგა დღევანდელი საღამო, მადლობა გადავუხადო&ldquo;, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
         3110 
         3111 ღონისძიების კონცეფციის განხორციელებაში, რომელიც ადგილობრივი ახალგაზრდების&nbsp; ჩართულობით შემუშავდა, რაიონის ტერიტორიაზე მოქმედი კერძო და არაკომერციული&nbsp; ორგანიზაციები იყვნენ ჩართულნი.
         3112 
         3113 საიუბილეო ღონისძიება საბავშვო-გასართობ, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს მოიცავდა. გამოიფინა &nbsp;სამგორის&nbsp; განვითარების ამსახველი ისტორიული&nbsp; ფოტო-მასალა.&nbsp; მოეწყო პროფესიული და&nbsp; სასკოლო საგანმანათლებლო დაწესებულებების საგამოფენო სივრცეები, აგრეთვე გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.&nbsp;&nbsp;
         3114 
         3115 ფესტივალი&nbsp; მუსიკალური პროგრამით დაიხურა, რომლის ფარგლებშიც, მაყურებლის წინაშე წარდგნენ ჯგუფები -&nbsp; &bdquo;რეგიონი&ldquo; და &bdquo;რეზო და&nbsp; ბავშვები&ldquo;.</content:encoded>
         3116                 <link>https://www.ghn.ge/news/297461-kakha-kaladze-samgoris-raionis-50-tslis-iubilesadmi-midzghvnil-ghonisdziebas-daestsro</link>
         3117                 <description>კახა კალაძე სამგორის რაიონის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო</description>
         3118                 <topic>საზოგადოება</topic>
         3119                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/422996881.jpg</image>
         3120                 <pubDate>2023-06-10 </pubDate>
         3121                 <guid>297461</guid>
         3122             </item>
         3123 
         3124         
         3125             
         3126             <item>
         3127                 <title>მივიდნენ ადამიანები, რომლებმაც ეტყობა, ხოშტარიას გამოართვეს რუბლები და სცადეს პროვოკაცია - მამუკა მდინარაძე თსუ-ში ინციდენტზე</title>
         3128                 <content:encoded>თავიდან მივიდნენ ჟურნალისტები, ამის შემდეგ მივიდნენ ადამიანები, რომლებმაც ეტყობა ხოშტარიას გამოართვეს რუბლები და ამით სცადეს პროვოკაციის მოწყობა, რაც არ გამოუვიდათ, რადგან საკადრისი პასუხი გაეცათ თავად სტუდენტების მხრიდან, &ndash; ამის შესახებ &bdquo;ქართული ოცნების&ldquo; აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ირაკლი კობახიძის ლექციის დასრულების შემდეგ, თსუ-ში მომხდარი ინციდენტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
         3129 
         3130 მისი თქმით, პროვოკაციის ორგანიზატორი ტელეკომპანია &bdquo;ფორმულა&ldquo; იყო, ვინაიდან აღნიშნული ტელევიზიის გადამღები ჯგუფი, &bdquo;რადიო თავისუფლების&ldquo; ჟურნალისტებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე იმაზე ადრე მივიდა, ვიდრე პროვოკაციის მომწყობი პირები.
         3131 
         3132 მდინარაძის თქმით, ინციდენტში მონაწილეები &bdquo;ნაციონალური მოძრაობის&ldquo; აქტივისტები იყვნენ და მათ ირაკლი კობახიძის სტუდენტებისგან საკადრისი პასუხი მიიღეს.
         3133 
         3134 &bdquo;რეალურად, ისინი, ვინც პროვოკაციას აწყობდნენ, იყვნენ &bdquo;ნაციონალური მოძრაობის&ldquo; აქტივისტები, შეიძლება თსუ-ის სტუდენტი იყო, მაგრამ იქ არაფერი ესაქმებოდა. ვინც იყო ირაკლის სტუდენტი, უსმენდა ლექციას და ვისაც ეკუთვნოდა, რომ იმ ლექციაზე მსხდარიყვნენ. იმათ გასცეს საკადრისი პასუხი, როგორც ვნახე, გადაამისამართეს შესაბამის ადგილზე ის რუბლებიც&ldquo;, &ndash; აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.</content:encoded>
         3135                 <link>https://www.ghn.ge/news/297460-mividnen-adamianebi-romlebmats-etqoba-khoshtarias-gamoartves-rublebi-da-stsades-provokatsia-mamuka-mdinaradze-tsu-shi-intsidentze</link>
         3136                 <description>მივიდნენ ადამიანები, რომლებმაც ეტყობა, ხოშტარიას გამოართვეს რუბლები და სცადეს პროვოკაცია, რაც არ გამოუვიდათ, საკადრისი პასუხი გაეცათ თავად სტუდენტებისგან - მამუკა მდინარაძე თსუ-ში ინციდენტზე</description>
         3137                 <topic>კომენტარი</topic>
         3138                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1079189006.jpg</image>
         3139                 <pubDate>2023-06-10 </pubDate>
         3140                 <guid>297460</guid>
         3141             </item>
         3142 
         3143         
         3144             
         3145             <item>
         3146                 <title>საქართველო  მტკიცედ გააგრძელებს ადამიანის უფლებების დაცვას, რაც ევროპული ტრადიციების ფუნდამენტური ნაწილია - ბექა ოდიშარია</title>
         3147                 <content:encoded>ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია და მეგობრობის ჯგუფის წევრები: ნოდარ ტურძელაძე, გელა სამხარაული, დავით კაჭარავა და ლევან მგალობლიშვილი ლატვიის&nbsp; სეიმის ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ინგრიდა ცირცენს შეხვდნენ.
         3148 შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები განიხილეს. ბექა ოდიშარიამ&nbsp; და დელეგაციის წევრებმა საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრეს.
         3149 
         3150 ყურადღება გამახვილდა სასჯელაღსრულების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე.
         3151 
         3152 &bdquo;საყოველთაოდ აღიარებულია, რომ გენდერული თანასწორობის კუთხით ლატვია სამაგალითო ქვეყანაა და ამ მიმართულებით&nbsp; ლატვიის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.
         3153 საქართველო&nbsp; მომავალშიც მტკიცედ გააგრძელებს ადამიანის უფლებების დაცვას, რაც ევროპული ტრადიციების ფუნდამენტური ნაწილია&ldquo;, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.
         3154 
         3155 საუბარი ასევე შეეხო საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციას, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალურ სტატისტიკაშია აღნიშნული.
         3156 
         3157 დელეგაციის წევრებმა, ლატვიელ კანონმდებლებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბოლო 10 წლის განმავლობაში მკვეთრად არის შემცირებული საქართველოს წინააღმდეგ მიმართული საჩივრებისა და საქმეების რაოდენობა.
         3158 
         3159 ლატვიის მხარემ, თავის მხრივ,&nbsp; კიდევ ერთხელ დაადასტურა ლატვიის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა და მეგობრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.&nbsp;
         3160 საპარლამენტო დელეგაციის წევრების განმარტებით, ლატვიის რესპუბლიკის ხელისუფლება ობიექტურად აფასებს საქართველოში არსებულ მდგომარეობას და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
         3161 
         3162 შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ირაკლი ყურაშვილი და საელჩოს უფროსი მრჩეველი, მიხეილ სულაბერიძე.
         3163 
         3164 
         3165 &nbsp;</content:encoded>
         3166                 <link>https://www.ghn.ge/news/297459-sakartvelo-mtkitsed-gaagrdzelebs-adamianis-uflebebis-datsvas-rats-evropuli-traditsiebis-fundamenturi-natsilia-beka-odisharia</link>
         3167                 <description>საქართველო  მტკიცედ გააგრძელებს ადამიანის უფლებების დაცვას, რაც ევროპული ტრადიციების ფუნდამენტური ნაწილია - ბექა ოდიშარია</description>
         3168                 <topic>პოლიტიკა</topic>
         3169                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/475790272.jpeg</image>
         3170                 <pubDate>2023-06-10 </pubDate>
         3171                 <guid>297459</guid>
         3172             </item>
         3173 
         3174         
         3175             
         3176             <item>
         3177                 <title>მოსული იყვნენ „ფორმულასთან“ აფილირებული ახალგაზრდები, რომლებსაც ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული, საჭიროა, ისინი სწორ რელსებზე მოექცნენ, ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგონები - დაქორწინდნენ - ირაკლი კობახიძე თსუ-ში ინციდენტზე</title>
         3178                 <content:encoded>ტელეკომპანია &bdquo;ფორმულას&ldquo; მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყო, იყვნენ მოსული, იღებდნენ ამ ე.წ ინციდენტს. სინამდვილეში იყო მოსული &bdquo;ფორმულასთან&ldquo; აფილირებული რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებსაც ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული, &ndash; ამის შესახებ პარტია &bdquo;ქართული ოცნების&ldquo; თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.
         3179 
         3180 &bdquo;ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ ახალგაზრდების გადარჩენა. მგონია, მათი გადარჩენა შესაძლებელია. დარწმუნებული ვარ, მათი ორიენტაციის სწორ რელსებზე მოქცევა შესაძლებელია. ეს ახალგაზრდები რამდენიმე დღის წინ პარლამენტის წინ იდგნენ და პრემიერის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ, არაფერ შუაში არ არის მათი სტუდენტობა, ამ შემთხვევაში. მათი ორიენტაცია ყველანაირად არის არეული. მგონია, რომ ეს ადამიანები უნდა მოექცნენ სწორ რელსებზე. საჭიროა, ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები &ndash; დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ. ამ ახალგაზრდებს აქვთ ყველანაირი ორიენტაცია არეული, მათ შორის, პოლიტიკურიც, როცა თან &bdquo;ნაცი&ldquo;, &bdquo;გირჩელი&ldquo; და ა.შ, ეს ნიშნავს პოლიტიკური ორიენტაციის არევას, მაგრამ, ჩვენი მიზანია, ეს ახალგაზრდები სწორ გზას დაადგნენ, ჩადგნენ საკუთარი ქვეყნის სამსახურში და არა იმ პოლიტიკური ძალების სამსახურში, რომლებიც არიან უცხოელი აგენტები. მათი ყველანაირი ორიენტაცია, დაწყებული პოლიტიკურიდან უნდა გამოსწორდეს, ეს არის ჩვენი ამოცანა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ, მათ შორის ამ ახალგაზრდების გადასარჩენად&ldquo;, &ndash; განაცხადა კობახიძემ.</content:encoded>
         3181                 <link>https://www.ghn.ge/news/297458-mosuli-iqvnen-formulastan-afilirebuli-akhalgazrdebi-romlebsats-qvelanairi-orientatsia-akvt-areuli-sachiroa-isini-stsor-relsebze-moektsnen-bichebma-tsolebi-moiqvanon-gogonebi-dakortsindnen-irakli-kobakhidze-tsu-shi-intsidentze</link>
         3182                 <description>მოსული იყვნენ „ფორმულასთან“ აფილირებული ახალგაზრდები, რომლებსაც ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული, საჭიროა, ისინი სწორ რელსებზე მოექცნენ, ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგონები - დაქორწინდნენ - ირაკლი კობახიძე თსუ-ში ინციდენტზე -</description>
         3183                 <topic>კომენტარი</topic>
         3184                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/164237862.jpg</image>
         3185                 <pubDate>2023-06-10 </pubDate>
         3186                 <guid>297458</guid>
         3187             </item>
         3188 
         3189         
         3190             
         3191             <item>
         3192                 <title>ჭიათურაში მაღაროელები საპროტესტო აქციას მართავენ, შეჩერებულია სამუშაო პროცესი</title>
         3193                 <content:encoded>ორგანიზაცია &bdquo;ღირსეული შრომის პლატფორმის&ldquo; ცნობით, მეოთხე დღეა, ჭიათურაში 3000-ზე მეტი მაღაროელი საპროტესტო აქციას მართავს. შეჩერებულია სამუშაო პროცესი.
         3194 
         3195 ჭიათურაში მაღაროლები და მათი ოჯახის წევრები ამ წუთებშიც საპროტესტო აქციას მართავენ. დამსაქმებლის მიერ გატარებული ცვლილებების შედეგად სამუშაოს რაოდენობა გაიზარდა, ხელფასი კი იგივე დარჩა.
         3196 
         3197 მაღაროელების მთავარი მოთხოვნებია:
         3198 
         3199 ხელფასის ზრდა ქვეყანაში არსებული ინფლაციის გათვალისწინებით; ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნება, შრომის უსაფრთხოების დაცვა; აღჭურვილობისა და სპეცტანსაცმლის შეცვლა, სანგრების განიავება; სადაზღვევო კომპანიის შეცვლა; საპენსიო დანაზოგის გაუქმება, საშემოსავლოს შემცირება, კუთვნილი შვებულებით სარგებლობა; ქალაქის ეკოლოგიური საკითხის მოწესრიგება.
         3200 
         3201 როგორც &bdquo;ღირსეული შრომის პლატფორმა&ldquo; აღნიშნავს, ჭიათურასა და მიმდებარე ტერიტორიაზე, &bdquo;ჯორჯიან მანგანეზის&ldquo; ჩვიდმეტწლიანი საქმიანობის შედეგად,&nbsp; ჰაერის, ნიადაგის და მდინარის დაბინძურება მანგანუმით და სხვა მძიმე ნივთიერებებით, ასჯერ და მეტჯერ აღემატება დაშვებულ ნორმებს, მიწის ჩაშლას და მეწყერს, სოფელი სოფელზე ეწირება.
         3202 
         3203 2017 წლიდან კომპანიის მიერ გარემოზე მიყენებული მასშტაბური ზიანის (416 მილიონი ლარის) გამოსასწორებლად, დასაქმებულთა შრომითი უფლებების დასაცავად, სასამართლოს გადაწყვეტილებით კომპანიაში სპეციალური მმართველი დაინიშნა, რომელიც სახელმწიფოს წარმომადგენელია. ამ მიზეზით, უკვე წლებია, &bdquo;ჯორჯიან მანგანეზში&ldquo; შესამოწმებლად, არც გარემოსდაცვით ინსპექციები შესულან, არც შრომის ინსპექცია. კომპანიას, თითქმის ნახევარ მილიარდიანი ჯარიმა ჩამოეწერა. 2023 წლის 1 მაისიდან, ჭიათურაში სამუშაო პროცესი აღდგა, კიდევ უფრო დამძიმებული შრომის პირობებით.</content:encoded>
         3204                 <link>https://www.ghn.ge/news/297457-chiaturashi-magharoelebi-saprotesto-aktsias-martaven-shecherebulia-samushao-protsesi</link>
         3205                 <description>ჭიათურაში მაღაროელები საპროტესტო აქციას მართავენ, შეჩერებულია სამუშაო პროცესი</description>
         3206                 <topic>საზოგადოება</topic>
         3207                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/570205112.jpg</image>
         3208                 <pubDate>2023-06-10 </pubDate>
         3209                 <guid>297457</guid>
         3210             </item>
         3211 
         3212         
         3213             
         3214             <item>
         3215                 <title>ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები ლატვიის სეიმის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ</title>
         3216                 <content:encoded>დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია და მეგობრობის ჯგუფის წევრები, ნოდარ ტურძელაძე, გელა სამხარაული, დავით კაჭარავა და ლევან მგალობლიშვილი, ლატვიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის სეიმის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს, აგიტა ზარინა-სტურეს შეხვდნენ.
         3217 
         3218 შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მასპინძლებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ის პროგრესი გააცნო, რომელიც ქვეყანას 12 პუნქტიან რეკომენდაციიასთან მიმართებაში აქვს.
         3219 
         3220 კომიტეტის თავმჯდომარემ აგიტა ზარინა-სტურე ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის, შესაბამისი კომიტეტების დონეზე თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ინიციატივით გამოვიდა. ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, რომ ლატვიის მხარის ინიციატივის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის როგორც პროფილურ საპარლამენტო კომიტეტს, ისე&nbsp; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
         3221 შეხვედრისას პარლამენტის წევრმა, ნოდარ ტურძელაძემ ერთობლივი ფესტივალის ან კულტურულ-შემეცნებითი პროგრამების დანერგვის იდეა წამოაყენა, რასაც მასპინძელი კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმა.
         3222 
         3223 ბექა ოდიშარიამ, ლატვიის მხარეს მადლობა გადაუხადა, საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამების წარმატებით განხორციელებისთვის, რომლის შედეგად, ორმოცდაათამდე&nbsp; ქართველი სტუდენტი ლატვიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობს.&nbsp; მან აგრეთვე, მადლიერების სიტყვებით მოიხსენია&nbsp; ქართული დიასპორის წარმომადგენლები, რომლებიც ლატვიაში საქართველოს ღირსეულად წარმოაჩენენ და ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწევიან.
         3224 &nbsp;</content:encoded>
         3225                 <link>https://www.ghn.ge/news/297456-latviis-respublikis-parlamenttan-megobrobis-jgufis-tsevrebi-latviis-seimis-kulturis-ganatlebisa-da-metsnierebis-komitetis-tavmjdomares-shekhvdnen</link>
         3226                 <description>ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები ლატვიის სეიმის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ</description>
         3227                 <topic>პოლიტიკა</topic>
         3228                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/848480359.jpeg</image>
         3229                 <pubDate>2023-06-10 </pubDate>
         3230                 <guid>297456</guid>
         3231             </item>
         3232 
         3233         
         3234             
         3235             <item>
         3236                 <title>მცხეთაში ქურდობის ბრალდებით პოლიციამ სამი პირი დააკავა</title>
         3237                 <content:encoded>შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის საგურამოს პოლიციის თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი სამი პირი - 1990 წელს დაბადებული გ.შ., 1994 წელს დაბადებული ბ.ტ და 1996 წელს დაბადებული ს.ტ. დააკავეს.
         3238 
         3239 დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
         3240 
         3241 უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მცხეთის რაიონის სოფელ კევლიანში მდებარე ა.ტ.-ს კუთვნილ აგარაკზე ფარულად შეაღწიეს, საიდანაც საოჯახო ტექნიკა და სხვადასხვა ნივთები მოიპარეს. სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ასევე დადგინდა, რომ დაკავებულებმა სხვადასხვა დროს, მცხეთა- მთიანეთის ტერიტორიაზე რამდენიმე აგარაკი გაქურდეს.
         3242 
         3243 სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია აგარაკებიდან მოპარული ნივთები და საოჯახო ტექნიკა.
         3244 
         3245 გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის &bdquo;გ&ldquo; ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.
         3246 
         3247 &nbsp;</content:encoded>
         3248                 <link>https://www.ghn.ge/news/297455-mtskhetashi-kurdobis-braldebit-politsiam-sami-piri-daakava</link>
         3249                 <description>მცხეთაში ქურდობის ბრალდებით პოლიციამ სამი პირი დააკავა</description>
         3250                 <topic>სამართალი</topic>
         3251                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/523900219.jpg</image>
         3252                 <pubDate>2023-06-10 </pubDate>
         3253                 <guid>297455</guid>
         3254             </item>
         3255 
         3256         
         3257             
         3258             <item>
         3259                 <title>უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში უკრაინელმა სამხედროებმა მნიშვნელოვანი ოპერაციები ჩაატარეს - ბრიტანეთის დაზვერვა</title>
         3260                 <content:encoded>დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო 48 საათში უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში, ზოგიერთ მონაკვეთზე მნიშვნელოვანი ოპერაციები ჩატარდა.
         3261 
         3262 ბრიტანეთის დაზვერვის თანახამდ, ზოგიერთ რაიონში უკრაინის არმიამ, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან პროგრესს მიაწია და რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვია. სხვა მონაკვეთებზე უკრაინული ქვედანაყოფები წინ გაცილებით ნელა მიიწევენ.
         3263 
         3264 ამავე დროს, რუსეთის ძალების მოქმედებები არაერთმნიშვნელოვანი იყო: ზოგიერთი ქვედანაყოფი, სავარაუდოდ, ატარებს დამაჯერებლ მანევრულ თავდაცვით ოპერაციებს, მაშინ როცა სხვა ქვედანაყოფები უკან უწესერიგოდ იხევენ და დიდ დანაკარგს განიციდან მათ მიერვე დანაღმული ველიდან უკან დახევის ფონზე.
         3265 
         3266 ანგარიშის თანახმად, რუსული სამხედრო-საჰაერო ძალები უჩვეულოდ აქტიურები იყვნენ უკრაინის სამხრეთში, სადაც რუსეთისთვის საჰაერო სივრცე გაცილებით სახიფათოა, ვიდრე ქვეყნის სხვა ადგილებში. თუმცა კვლავ გაუგებარი რჩება იყო თუ არა ტაქტიკური ავიადარტყმები ეფექტური.
         3267 
         3268 ამასთან, ესტონური დაზვერვის ცნობით, ბრძოლების ინტენსივობა განსაკუთრებით გაიზარდა ზაპოროჟიეს ოლქში.
         3269 
         3270 მანამდე CNN-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ უკრაინის არმიამ ბახმუტის რაიონში პირველ წარმატებას თავდაცვის ხაზის გარღვევის დროს მიაღწია, თუმცა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა.</content:encoded>
         3271                 <link>https://www.ghn.ge/news/297454-ukrainis-aghmosavletsa-da-samkhretshi-ukrainelma-samkhedroebma-mnishvnelovani-operatsiebi-chaatares-britanetis-dazverva</link>
         3272                 <description>უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში უკრაინელმა სამხედროებმა მნიშვნელოვანი ოპერაციები ჩაატარეს - ბრიტანეთის დაზვერვა</description>
         3273                 <topic>მსოფლიო</topic>
         3274                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1129118348.jpg</image>
         3275                 <pubDate>2023-06-10 </pubDate>
         3276                 <guid>297454</guid>
         3277             </item>
         3278 
         3279         
         3280             
         3281             <item>
         3282                 <title>შალვა პაპუაშვილი საფრანგეთში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელს IFRI-ის დირექტორს, თომა გომარს შეხვდა</title>
         3283                 <content:encoded>საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის IFRI-ის დირექტორს, თომა გომარს შეხვდა.
         3284 
         3285 საუბრის ძირითადი თემა შეეხებოდა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს და პარლამენტის როლს რეკომენდაციების შესრულებაში.
         3286 
         3287 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებას და აღნიშნა, რომ საქართველოს წვლილი&nbsp; უსაფრთხოებაში და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად განუზომელია.
         3288 
         3289 ასევე, მხარეებმა იმსჯელეს რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და გამოწვევებზე. ამ მიზნით, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე, რათა რეგიონში უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კავკასიის რეგიონისთვის, არამედ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვისაც.
         3290 
         3291 &nbsp;</content:encoded>
         3292                 <link>https://www.ghn.ge/news/297453-shalva-papuashvili-safrangetshi-sametsniero-kvleviti-institutis-khelmdzghvanels-ifri-is-direktors-toma-gomars-shekhvda</link>
         3293                 <description>შალვა პაპუაშვილი საფრანგეთში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელს IFRI-ის დირექტორს, თომა გომარს შეხვდა</description>
         3294                 <topic>პოლიტიკა</topic>
         3295                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/404363832.jpeg</image>
         3296                 <pubDate>2023-06-10 </pubDate>
         3297                 <guid>297453</guid>
         3298             </item>
         3299 
         3300         
         3301             
         3302             <item>
         3303                 <title>აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტი განიხილეს</title>
         3304                 <content:encoded>კონცეფციის დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილა. შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, სამინისტროს ხელმძღვანელი პირები და ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.
         3305 
         3306 საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტი საძოვრებით მდგრადი სარგებლობისა და&nbsp; მათი დაცვის ერთიანი, თანმიმდევრული მიდგომის ჩამოსაყალიბებლად, ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემუშავდა. ახალმა მიდგომებმა უნდა უზრუნველყოს საძოვრებზე მიწის დეგრადაციის პრევენცია და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება. კონცეფცია წარმოადგენს საკანონმდებლო ინიციატივების საფუძველს, რომელიც დაარეგულირებს საძოვრების მართვის საკითხებს.
         3307 
         3308 შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფოსა და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საძოვრები (დაცული ტერიტორიებისა და ტყის მიწების ჩათვლით) სარგებლობისთვის ხელმისაწვდომი იქნება საერთო სარგებლობის რეჟიმით, ასევე იჯარით. საძოვრების მართვის მუნიციპალური გეგმების მიხედვით მოხდება საძოვრების იდენტიფიცირება, კლასიფიკაცია, ზონირება და სარგებლობის რეჟიმების დადგენა. საძოვრების საერთო სარგებლობის სისტემა დაინერგება სასოფლო დასახლებების ახლომდებარე საძოვრებზე. შეიქმნება მოსარგებლეთა გაერთიანებები და მათ სარგებლობაში გადაეცემათ სოფლის საძოვრები. დანარჩენი საძოვრების გამოყენება შესაძლებელი იქნება იჯარით. მნიშვნელოვანია, რომ სოფლის საძოვრის, ზამთრისა და ზაფხულის საძოვრის სტატუსების კანონით განსაზღვრა მოხდება.
         3309 
         3310 &bdquo;საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის&ldquo; დოკუმენტი&nbsp; შემუშავდა პროექტის &bdquo;მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით&ldquo; ფარგლებში ჩამოყალიბებულ უწყებათშორის სამუშაო ჯგუფთან კოორდინაციით, ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების მიერ. პროექტის მხარდამჭერია გლობალური გარემოს დაცვის ფონდი (GEF).
         3311 
         3312 &nbsp;</content:encoded>
         3313                 <link>https://www.ghn.ge/news/297452-acharis-soflis-meurneobis-saministroshi-sadzovrebis-mdgradi-martvis-erovnuli-politikis-kontseftsiis-dokumenti-ganikhiles</link>
         3314                 <description>აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტი განიხილეს</description>
         3315                 <topic>ეკონომიკა</topic>
         3316                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/894214327.jpg</image>
         3317                 <pubDate>2023-06-10 </pubDate>
         3318                 <guid>297452</guid>
         3319             </item>
         3320 
         3321         
         3322             
         3323             <item>
         3324                 <title>“ნაციონალური მოძრაობა&quot;არის მთავარი ძალა რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, დარწმუნებული ვარ ქართველ პატრიოტებთან ერთად დავამარცხებთ რუსულ რეჟიმს - ლევან ხაბეიშვილი</title>
         3325                 <content:encoded>&ldquo;ნაციონალური მოძრაობა&quot;არის მთავარი ძალა რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, - ამის შესახებ &ldquo;ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ბათუმში მოსახლეოპბასთან შეხვედრისას განაცხადა.
         3326 
         3327 მისი თქმით, .ქართველ პატრიოტებთან ერთად შეძლებენ &bdquo;ქართული ოცნების&ldquo; დამარცხებას.
         3328 
         3329 &ldquo;ბათუმში ვხვდებით მოსახლეობას, მნიშვნელოვანია &quot;ნაციონალური მოძრაობისთვის&quot; ინფრასტრუქტურის გაძლიერება. 160 სოფელში ,ქალაქში,მუნიციპალიტეტში ვაპირებთ ზაფხულში შეხვედრებს და მნიშვნელოვანია რუსი ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, ცხადია ხალხთან ერთად .&quot;ნაციონალური მოძრაობა&quot;არის მთავარი ძალა რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ მისი კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ და მე დარწმუნებული ვარ სწორედ ამ ხალხთან ერთად,ქართველ პატრიოტებთან ერთად დავამარცხებთ რუსულ რეჟიმს საქართველოში” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
         3330 
         3331 &ldquo;ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით, მოსახლეობა ხვდება, რომ გამოსავალი ქვეყნის ხელისუფლების ცვლილებაშია.
         3332 
         3333 &ldquo;გრძელდება შეხვედრები მოსახლეობასთან. დღეს პარტიის თავმჯდომარესთან, ლევან ხაბეიშვილთან ერთად შევხვდით მოსახლეობას ,ვესაუბრებით მათ პრობლემებზე, ასევე პარტიის სამომავლო გეგმებზე, იმ გამოწვევებზე, რაც ქვეყანაში არის. მოსახლეობა ძალიან კარგად ხვდება, რომ თუ კი ამ რუსული ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, რომელიც ხელმძღვანელობს და ხელისუფლებაშია, რა თქმა უნდა, სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას არ უდგას წინ .ამიტომ, მოსახლეობას ჭირდება მხოლოდ ერთი რამ - დასავლური კურსი, რომელიც აიღო მიხეილ სააკაშვილმა &ldquo;ნაციონალური მოძრაობასთან” ერთად ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან და ეს ერთადერთ შემთხვევაში მოხდება თუ კი ბიძინა ივანიშვილს და მის რუსულ პარტიას ჩამოვიშორებთ მართვის სადავეებიდან,” - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.
         3334 
         3335 &nbsp;</content:encoded>
         3336                 <link>https://www.ghn.ge/news/297451-natsionaluri-modzraobaaris-mtavari-dzala-rusi-oligarkis-tsinaaghmdeg-dartsmunebuli-var-kartvel-patriotebtan-ertad-davamartskhebt-rusul-rezhims-levan-khabeishvili</link>
         3337                 <description>“ნაციონალური მოძრაობა&quot;არის მთავარი ძალა რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, დარწმუნებული ვარ ქართველ პატრიოტებთან ერთად დავამარცხებთ რუსულ რეჟიმს - ლევან ხაბეიშვილი</description>
         3338                 <topic>პოლიტიკა</topic>
         3339                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/155724220.png</image>
         3340                 <pubDate>2023-06-10 </pubDate>
         3341                 <guid>297451</guid>
         3342             </item>
         3343 
         3344         
         3345             
         3346             <item>
         3347                 <title>ოდესის ოლქში უკრაინის თავდაცვამ მტრის 8 „შაჰედი“ ჩამოაგდო, დაიღუპა 3 და დაშავდა 26 ადამიანი</title>
         3348                 <content:encoded>10 ივნისის ღამეს ოდესის ოლქში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მტრის &bdquo;შაჰედის&ldquo; ტიპის 8 დრონი და ორი რაკეტა ჩამოაგდო.
         3349 
         3350 უკრაინის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის ნატალია გუმენიუკის თქმით, რვავე &bdquo;შაჰედი&ldquo;, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესის ოლქის წინააღმდეგ გაუშვა, ჩამოგდებულია. მისივე თქმით, ნამსხვრევები ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ბინას მოხვდა და ხანძარი გაჩნდა, დაიღუპა 3 ადამიანი.
         3351 
         3352 როგორც გუმენიუკმა აღნიშნა, ამჟამად ცნობილია 26 დაშავებულის შესახებ, რომლებმაც სხვადახვა სახის დაზიანება აფეთქების ტალღის შედეგად მიიღეს. მათ შორის არის ორი ბავშვი და ერთი ორსული. ოკუპანტებმა ასევე სარაკეტო დარტყმა მიაყენეს ოდესის ოლქის სანაპიროს. თავდაცვამ ორი რაკეტა გაანადგურა, ერთი სანაპიროზე ჩავარდა, რომლის ნამსხვრევებმაც და აფეთქების ტალღამ საცხოვრებელი სახლები დააზიანა. დაიჭრა სამი ადამიანი.</content:encoded>
         3353                 <link>https://www.ghn.ge/news/297450-odesis-olkshi-ukrainis-tavdatsvam-mtris-8-shahedi-chamoagdo-daighupa-3-da-dashavda-26-adamiani</link>
         3354                 <description>ოდესის ოლქში უკრაინის თავდაცვამ მტრის 8 „შაჰედი“ ჩამოაგდო, დაიღუპა 3 და დაშავდა 26 ადამიანი</description>
         3355                 <topic>მსოფლიო</topic>
         3356                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/714379852.png</image>
         3357                 <pubDate>2023-06-10 </pubDate>
         3358                 <guid>297450</guid>
         3359             </item>
         3360 
         3361         
         3362             
         3363             <item>
         3364                 <title>გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მაისში უკანონო თევზჭერის 51 ფაქტი გამოავლინეს</title>
         3365                 <content:encoded>გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 51 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 20 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.&nbsp;
         3366 
         3367 უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი - 15 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 5 სამართალდარღვევა, 4-4 ფაქტია გამოვლენილი მცხეთა-მთიანეთში, კახეთსა და გურიაში, ქვემო ქართლში - 3, სამცხე-ჯავახეთში - 1, აჭარაშიც - 1. 10 ფაქტია გამოვლენილი შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ. სამართალდარღვევები აღკვეთილია დედაქალაქშიც - მაისში, თბილისში, უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოვლინდა.&nbsp;
         3368 
         3369 ბრაკონიერები, უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ბადე, ელექტროშოკური აპარატი და სხვა.
         3370 
         3371 ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ინტენსიურად ტარდება პრევენციული ღონისძიებებიც, განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც, ბოლო წლებში, ბრაკონიერობის ფაქტები შედარებით ხშირია.
         3372 
         3373 გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, დეპარტამენტის თანამშომლები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენენ.&nbsp;&nbsp;&nbsp;
         3374 
         3375 გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ&nbsp; 1 მაისიდან&nbsp; 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში, აკრძალულ ადგილას აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს გულისხმობს, ხოლო, სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში.</content:encoded>
         3376                 <link>https://www.ghn.ge/news/297449-garemosdatsviti-zedamkhedvelobis-departamentis-tanamshromlebma-maisshi-ukanono-tevzcheris-51-fakti-gamoavlines</link>
         3377                 <description>გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მაისში უკანონო თევზჭერის 51 ფაქტი გამოავლინეს</description>
         3378                 <topic>საზოგადოება</topic>
         3379                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/2039882074.jpg</image>
         3380                 <pubDate>2023-06-10 </pubDate>
         3381                 <guid>297449</guid>
         3382             </item>
         3383 
         3384         
         3385             
         3386             <item>
         3387                 <title>ოთარ შამუგიამ სახელმწიფოს ხელშეწყობით გაშენებული ლურჯი მოცვის ბაღი და სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერა</title>
         3388                 <content:encoded>გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში,&nbsp; ადგილობრივი ფერმერების, დავით და დილარ თოდუების ბაღში, ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.
         3389 
         3390 ,,სამეგრელოში უკვე იწყება მოცვის მოსავლის აღება. მოგეხსენებათ, &nbsp;ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ მოცვის ბაღების გაშენების ხელშეწყობის პროგრამა. 2500 ჰექტარზე მეტ ფართობზე უკვე გაშენებულია ბაღები, რაც იმას ნიშნავს, რომ, მომავალ წლებში, 20-25 ათასი ტონა მოსავალი, ათეულობით მილიონი დოლარის ღირებულების ექსპორტის შესაძლებლობა და დასავლეთ საქართველოს რეგიონისთვის დამატებითი შემოსავალი გვექნება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჩვენ ვეხმარებით ფერმერებს წარმოების მთლიან ჯაჭვში - როგორც ბაღების გაშენებაში, ასევე სამაცივრე მეურნეობებისა და გადამმუშავებელი საწარმოების მოწყობაში&quot;, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
         3391 
         3392 სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ რეგიონის ფერმერებისთვის სახელმწიფოს მხრიდან მხარდამჭერ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ყოველი ახალი გაშენებული ბაღი, სამაცივრე მეურნეობა თუ გადამმუშავებელი საწარმო ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ზრდის ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალს.
         3393 
         3394 ფერმერი დილარ თოდუა ერთ-ერთი პირველია, ვინც სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით სარგებლობს. მან სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ლურჯი მოცვის ბაღი 2017, 2018, 2021 წლებში გააშენა და სამაცივრე მეურნეობა მოაწყო. როგორც ფერმერმა აღნიშნა, ბაღების გაშენებას და მეურნეობის გაფართოებას სამომავლოდაც გეგმავს.
         3395 
         3396 დავით და დილარ თოდუებმა პროგრამით &bdquo;დანერგე მომავალი&ldquo;&nbsp;&nbsp;&nbsp; 238,000 ლარის თანადაფინანსება მიიღეს; ბაღების გაშენებისა და სამაცივრე მეურნეობის მოწყობის მიზნობრიობით გაცემული&nbsp; შეღავათიანი აგროკრედიტის თანხა&nbsp; 1 მლნ ლარს აჭარბებს.&nbsp;&nbsp;
         3397 
         3398 აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, ლურჯი მოცვის&nbsp; გაშენების მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი&nbsp; 127,9 მლნ ლარს აღემატება, სადაც სესხის პროცენტის სუბსიდირებას სოფლის განვითარების სააგენტო 16,6 მლნ ლარის ოდენობით ახორციელებს. მათ შორის,&nbsp; სამეგრელოს რეგიონში ლურჯი მოცვის გაშენების მიზნობრიობით გაცემულია&nbsp; 69 მლნ ლარზე მეტი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 9,8 მლნ ლარს აღემატება.&nbsp;
         3399 
         3400 პროგრამის &bdquo;დანერგე მომავალი&ldquo; ფარგლებში,&nbsp; 41 მლნ ლარზე მეტით თანხით, 2,500 ჰა-ზე მეტ ფართობზე&nbsp; დაფინანსებულია ლურჯი მოცვის გაშენება,&nbsp; მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში, 27 მლნ ლარზე მეტი თანხით, 1,500 ჰექტარზე ლურჯი მოცვის გაშენება.</content:encoded>
         3401                 <link>https://www.ghn.ge/news/297447-otar-shamugiam-sakhelmtsifos-khelshetsqobit-gashenebuli-lurji-motsvis-baghi-da-samatsivre-meurneoba-daatvaliera</link>
         3402                 <description>ოთარ შამუგიამ სახელმწიფოს ხელშეწყობით გაშენებული ლურჯი მოცვის ბაღი და სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერა</description>
         3403                 <topic>ეკონომიკა</topic>
         3404                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/2077195172.jpg</image>
         3405                 <pubDate>2023-06-10 </pubDate>
         3406                 <guid>297447</guid>
         3407             </item>
         3408 
         3409         
         3410             
         3411             <item>
         3412                 <title>დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებისთვის ბრალი შვიდი მუხლით 37 ეპიზოდზე ოფიციალურად წაუყენეს</title>
         3413                 <content:encoded>აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებისთვის ბრალი შვიდი მუხლით 37 ეპიზოდზე ოფიციალურად&nbsp;წაუყენეს. მათ შორის 31 ეპიზოდში სასამართლო ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის განზრახ შენახვას ედავება. იუწყება BBC
         3414 
         3415 ბრალდების მტკიცებით, ტრამპი დოკუმენტებს აბაზანაში, საძინებელსა და სხვადასხვა ადგილას ინახავდა. გამოძიების ცნობით, აბაზანიდან ამოღებული დოკუმენტები შეიცავს ინფორმაციას შეერთებული შტატების ბირთვული პროგრამის, აშშ-სა და სხვა უცხოური ძალების იარაღის შესაძლებლობებზე.
         3416 
         3417 ამასთან, სასამართლო ტრამპს გასაიდუმლოებული დოკუმენტების ორჯერ სხვებისთვის გაზიარებაშიც ადანაშაულებს. გამოძიების ინფორმაციით, პირველი შემთხვევა გოლფის ეროვნულ კლუბში დაფიქსირდა, სადაც ტრამპმა პირებს დოკუმენტები &bdquo;თავდასხმის გეგმად&ldquo; გააცნო. ის აღნიშნულ საქმეზე მაიამის ფედერალურ სასამართლოში 13 ივნისს უნდა გამოცხადდეს.
         3418 
         3419 ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ საქმის პროკურორებისთვის რთული იქნება დაამტკიცონ, რომ ტრამპმა გაცნობიერებულად და განზრახ დაარღვია კანონი. ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ აღნიშნული საქმე ხელს ვერ შეუშლის ტრამპს მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში.</content:encoded>
         3420                 <link>https://www.ghn.ge/news/297446-donald-tramps-saidumlo-dokumentebis-ukanonod-gamoqenebistvis-brali-shvidi-mukhlit-37-epizodze-ofitsialurad-tsauqenes</link>
         3421                 <description>დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებისთვის ბრალი შვიდი მუხლით 37 ეპიზოდზე ოფიციალურად წაუყენეს</description>
         3422                 <topic>მსოფლიო</topic>
         3423                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1612955114.jpg</image>
         3424                 <pubDate>2023-06-10 </pubDate>
         3425                 <guid>297446</guid>
         3426             </item>
         3427 
         3428         
         3429             
         3430             <item>
         3431                 <title>ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ხელისუფლებას კი არა, ქვეყანას სჭირდება - კახა კალაძე კანდიდატის სტატუსზე</title>
         3432                 <content:encoded>დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის საქართველო ყველაფერს აკეთებს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
         3433 
         3434 &bdquo;საქართველომ გააკეთა ყველაფერი, მანამდეც, სანამ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული 12-პუნქტიანი გეგმის მოცემასთან დაკავშირებით. თუმცა მისცეს უკრაინას და მოლდოვას, ჩვენ კი არ მოგვცეს. გულწრფელად ვამბობ, ძალიან მტკივა გული&nbsp; იმაზე, რაც უკრაინაში ხდება, თანავუგრძნობ უკრაინელ ხალხს. მინდა, მშვიდობა, ტერიტორიული მთლიანობა ვუსურვო მათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე უკრაინაზე შედარებების გამო არ ვსაუბრობ. მაგრამ როდესაც სტატუსი მისცეს მოლდოვას, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვნად უკან იყოს საქართველოზე და საქართველოს ისე დატოვეს, ეს ძალიან შეურაცხმყოფელია. ამან ძალიან დიდი იმედგაცრუება გამოიწვია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში.
         3435 
         3436 მოგვცეს 12-პუნქტიანი გეგმა. მზად ვართ, შევასრულოთ ყოველგვარი პრობლემის გარეშე და აქაც დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მათი მხრიდან მისაღები. დაველოდოთ. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს ვაკეთებთ. დანარჩენი მათზეა დამოკიდებული&ldquo;, - განაცხადა თბილისის მერმა.
         3437 
         3438 ამასთან, კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში ოპოზიცია მონაწილეობას არ იღებს.
         3439 
         3440 &bdquo;ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, ოპოზიციას კი ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ რაღაც ხელისუფლებას სჭირდება ან უნდა, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავლის თემა. პირდაპირ იყო საუბარი, რომ ოპოზიცია უნდა იღებდეს ამ პროცესში მონაწილეობას, მაგრამ ეს ადამიანები ამ ქვეყნის განვითარებას ეწინააღმდეგებიან, მშვიდობას ეწინააღმდეგებიან. გვახსოვს, როდესაც საუბარი იყო ასოცირების ხელშეკრულებაზე, ვიზალიბერალიზაციაზე, ბრიუსელში დარბოდნენ კაბინეტებში იმისთვის, რომ ხელი შეეშალათ ამ პროცესებისთვის. სამწუხაროდ, დღესაც იგივე ხდება&ldquo;, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.</content:encoded>
         3441                 <link>https://www.ghn.ge/news/297445-qvelam-unda-itsodes-rom-es-khelisuflebas-ki-ara-kveqanas-schirdeba-kakha-kaladze-kandidatis-statusze</link>
         3442                 <description>ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ხელისუფლებას კი არა, ქვეყანას სჭირდება - კახა კალაძე კანდიდატის სტატუსზე</description>
         3443                 <topic>პოლიტიკა</topic>
         3444                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1627394053.jpg</image>
         3445                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         3446                 <guid>297445</guid>
         3447             </item>
         3448 
         3449         
         3450             
         3451             <item>
         3452                 <title>ეს არის სიცოცხლით სავსე თბილისი, სიცოცხლით სავსე სამგორის რაიონი, მეამაყება, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, გავხსნათ შესანიშნავი პარკი -  კახა კალაძე</title>
         3453                 <content:encoded>სამგორის რაიონში, კერძოდ, ვარკეთილის დასახლებაში, ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ განახლებული, სამ ჰექტრამდე პარკი გაიხსნა. პარკი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა და შეკრებილ მოსახლეობას მიმართა.
         3454 
         3455 &bdquo;აი, ეს არის სიცოცხლით სავსე თბილისი, სიცოცხლით სავსე სამგორის რაიონი. მე, როგორც დედაქალაქის მერს, როგორც ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში მცხოვრებ რიგით მოქალაქეს ძალიან მეამაყება და მიხარია, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, გავხსნათ შესანიშნავი პარკი - რეკრეაციული სივრცე, რომელიც გათვლილია ყველა თაობის ადამიანზე. ეს იქნება ადგილი, სადაც თქვენ შეძლებთ დასვენებას, გართობას, ვარჯიშს. მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს - ამ პარკს ყველამ ერთად მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ, რადგან სამწუხაროდ, ხდება ვანდალიზმის ფაქტები. ეს ყველაფერი თქვენია, მეგობრებო. ამ პატარა ანგელოზების - ჩვენი შვილების, მომავალი თაობების არის, ამიტომ, გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ ამ ყველაფერს.&ldquo;, - განაცხადა კახა კალაძემ.
         3456 
         3457 დედაქალაქის მერმა სამგორის მოსახლეობა ხვალისთვის სამგორობის ღონისძიებაზე მიიწვია.
         3458 
         3459 &bdquo;მინდა, ხვალ ყველანი დაგპატიჟოთ სამგორობაზე. ჰუალინგის მიმდებარე ტერიტორიაზე გვექნება ძალიან დიდი ღონისძიება და აბსოლუტურად ყველას, თქვენი შვილებით, შვილიშვილებით გელით. ერთად ვიზეიმოთ სამგორის რაიონის 50 წლისთავი&ldquo;, - განაცხადა კახა კალაძემ.
         3460 
         3461 პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა განახორციელა. პარკის ტერიტორიაზე განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა საპარკო ინვენტარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა და დასასვენებელი პავილიონები. ტერიტორიაზე განხორციელდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება. კერძოდ, დაირგო სხვადასხვა სახეობის 5 524 მწვანე ნარგავი და მოეწყო სარწყავი სისტემა.
         3462 
         3463 
         3464 
         3465 
         3466 
         3467 
         3468 
         3469 
         3470 
         3471 &nbsp;</content:encoded>
         3472                 <link>https://www.ghn.ge/news/297444-es-aris-sitsotskhlit-savse-tbilisi-sitsotskhlit-savse-samgoris-raioni-meamaqeba-rom-dghes-gvakvs-shesadzlebloba-gavkhsnat-shesanishnavi-parki-kakha-kaladze</link>
         3473                 <description>ეს არის სიცოცხლით სავსე თბილისი, სიცოცხლით სავსე სამგორის რაიონი, მეამაყება, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, გავხსნათ შესანიშნავი პარკი -  კახა კალაძე</description>
         3474                 <topic>საზოგადოება</topic>
         3475                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1426482125.png</image>
         3476                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         3477                 <guid>297444</guid>
         3478             </item>
         3479 
         3480         
         3481             
         3482             <item>
         3483                 <title>“ნაციონალურ მოძრაობაში” ხაბეიშვილი იქნება, მეორე ხაბეიშვილი თუ მესამე ხაბეიშვილი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს - კახა კალაძე</title>
         3484                 <content:encoded>დედაქალაქის მერის შეფასებით, აშკარაა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირებაა, თუმცა, მისივე თქმით, ვინ იქნება აღნიშნული პარტიის სათავეში, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.&nbsp;
         3485 
         3486 &bdquo;ცხადი და აშკარაა, რომ დაპირისპირება აქვთ ერთმანეთში, ამიტომ, არ მინდა ამ სიღრმეებში შევიდე. საერთოდ არ მაინტერესებს ნაციონალური მოძრაობა, არც მათი დაპირისპირებები, იმიტომ, რომ უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ხელისუფლებას, ძალიან ბევრ, მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. ხალხს დღეს რაც ჭირდება ყველაზე მეტად, ეს არის მშვიდობა, სიმშვიდის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება, იმისთვის, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ამ ქვეყანაში მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა. ნაციონალურ მოძრაობაში ხაბეიშვილი იქნება, მეორე ხაბეიშვილი თუ მესამე ხაბეიშვილი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს&ldquo;, - განაცხადა კახა კალაძემ.</content:encoded>
         3487                 <link>https://www.ghn.ge/news/297443-natsionalur-modzraobashi-khabeishvili-ikneba-meore-khabeishvili-tu-mesame-khabeishvili-amas-arsebiti-mnishvneloba-ar-akvs-kakha-kaladze</link>
         3488                 <description>“ნაციონალურ მოძრაობაში” ხაბეიშვილი იქნება, მეორე ხაბეიშვილი თუ მესამე ხაბეიშვილი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს - კახა კალაძე</description>
         3489                 <topic>კომენტარი</topic>
         3490                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1085121243.png</image>
         3491                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         3492                 <guid>297443</guid>
         3493             </item>
         3494 
         3495         
         3496             
         3497             <item>
         3498                 <title>მაღალი დონის შეხვედრები იმისთვისაა, რომ მეგობრებს ვუთხრათ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია - კახა კალაძე</title>
         3499                 <content:encoded>თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრას გამოეხმაურა.
         3500 
         3501 მისი თქმით, მსგავსი მაღალი დონის შეხვედრებისას ხაზი ესმება, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროინტეგრაციის პროცესი.
         3502 
         3503 &bdquo;ხედავთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილი აქტიურად იყენებს ყველა საერთაშორისო პლატფორმას. აუცილებელია ასეთი მაღალი დონის შეხვედრები იმისთვის, რომ ჩვენს მეგობრებს, საზოგადოებას ვუთხრათ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია და რამდენად რთულია ამ გზის გავლა, რაშიც ჩვენს ხალხს სჭირდება თანადგომა&ldquo;, - განაცხადა კახა კალაძემ.
         3504 
         3505 მისი თქმით, საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე უკვე განახორციელა უმნიშვნელოვანესი რეფორმები.
         3506 
         3507 &bdquo;საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, უმნიშვნელოვანესი რეფორმები განახორციელა ევროინტეგრაციის გზაზე. თუ რომელიმე ქვეყანა სტატუსის მიღებას იმსახურებდა, ეს საქართველოა. მოგვცეს 12-პუნქტიანი გზამკვლევი და სრული მზაობაა - კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული, რომ აღნიშნული გეგმა ზედმიწევნით იყოს შესრულებული და დეკემბერში ქვეყანას სტატუსი მიანიჭონ&ldquo;, - აღნიშნა კახა კალაძემ.</content:encoded>
         3508                 <link>https://www.ghn.ge/news/297442-maghali-donis-shekhvedrebi-imistvisaa-rom-megobrebs-vutkhrat-ramdenad-mnishvnelovania-chventvis-evropuli-integratsia-kakha-kaladze</link>
         3509                 <description>მაღალი დონის შეხვედრები იმისთვისაა, რომ მეგობრებს ვუთხრათ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია - კახა კალაძე</description>
         3510                 <topic>კომენტარი</topic>
         3511                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1375942445.jpg</image>
         3512                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         3513                 <guid>297442</guid>
         3514             </item>
         3515 
         3516         
         3517             
         3518             <item>
         3519                 <title>უკრაინაზე თავდასხმებისთვის რუსეთმა ირანისგან ასობით საბრძოლო უპილოტო თვითმფრინავი მიიღო</title>
         3520                 <content:encoded>თეთრ სახლში აცხადებენ, რომ &nbsp;რუსეთი აძლიერებს ირანთან თავდაცვით თანამშრომლობას. თეთრი სახლში გაკეთებული განცხადებების თანახამდ, რუსეთმა ირანისგან ასობით საბრძოლო უპილოტო საფრენი თვითმფრინავი მიიღო, რომლებსაც ის უკრაინაში თავდასხმებისთვის იყენებს.
         3521 
         3522 &nbsp;&bdquo;ბოლო კვირებში რუსეთმა ირანული უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა კიევზე დარტყმების განსახორციელებლად და უკრაინელი ხალხის დასაშინებლად, როგორც ჩანს რუსეთ-ირანის სამხედრო პარტნიორობა ძლიერდება&ldquo;, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.
         3523 
         3524 &bdquo;ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ იმით, რომ რუსეთი მუშაობს ირანთან რუსეთის შიგნით ირანული უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაზე&ldquo;, - განაცხადა ჯონ კირბიმ.
         3525 
         3526 კირბის განცხადებით, აშშ-ის აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი ირანიდან იღებს მასალებს, რომლებიც საჭიროა ქარხნის ასაშენებლად დრონების წარმოებისთვის, რომელიც შესაძლოა, სრულად ჩაეშვას მომავლი წლის დასაწყისში, თათრეთში, ელაბუგის ეკონომიკურ ზონაში.
         3527 
         3528 &nbsp;</content:encoded>
         3529                 <link>https://www.ghn.ge/news/297441-ukrainaze-tavdaskhmebistvis-rusetma-iranisgan-asobit-sabrdzolo-upiloto-tvitmfrinavi-miigho</link>
         3530                 <description>უკრაინაზე თავდასხმებისთვის რუსეთმა ირანისგან ასობით საბრძოლო უპილოტო თვითმფრინავი მიიღო</description>
         3531                 <topic>მსოფლიო</topic>
         3532                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/752060877.jpg</image>
         3533                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         3534                 <guid>297441</guid>
         3535             </item>
         3536 
         3537         
         3538             
         3539             <item>
         3540                 <title>ბექა ოდიშარია ლატვიაში შეხვედრებს მართავს</title>
         3541                 <content:encoded>ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია და მეგობრობის ჯგუფის წევრები: ნოდარ ტურძელაძე, გელა სამხარაული, დავით კაჭარავა და ლევან მგალობლიშვილი ლატვიის სეიმის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს აივა ვიკსნას და ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.
         3542 
         3543 შეხვედრაზე ლატვიის მხარემ სრული თანადგომა გამოხატა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში. ლატვიელი კანონმდებლების განცხადებით, ისინი ძალისხმევას არ დაიშურებენ პოლიტიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო და ეკონომიკური პროექტების მხარდასაჭერად, რომელიც საქართველოს განვითარებას, ევროპის ბაზარზე დამკვიდრებასა და ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას უზრუნველყოფს.
         3544 
         3545 ბექა ოდიშარიამ მადლობა გადაუხადა ლატვიელ კოლეგებს ოფიციალური მიწვევისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს ურთიერთობები მომავალში ახალ შინაარსს შეიძენს.
         3546 &bdquo;ქართველები და ლატვიელები მუდმივად თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ ვისწრაფვით. ჩვენ ბევრი საერთო ღირებულება, მიზანი და ისტორიული გამოწვევა გვაქვს. მადლობას გიხდით ყველა პლატფორმაზე თანადგომისთვის, განსაკუთრებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, არაღიარების პოლიტიკისა და ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის&ldquo;, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
         3547 
         3548 შეხვედრაში მონაწილეობდნენ ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ირაკლი ყურაშვილი და საელჩოს უფროსი მრჩეველი, მიხეილ სულაბერიძე.
         3549 
         3550 &nbsp;</content:encoded>
         3551                 <link>https://www.ghn.ge/news/297440-beka-odisharia-latviashi-shekhvedrebs-martavs</link>
         3552                 <description>ბექა ოდიშარია ლატვიაში შეხვედრებს მართავს</description>
         3553                 <topic>პოლიტიკა</topic>
         3554                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/66114657.jpeg</image>
         3555                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         3556                 <guid>297440</guid>
         3557             </item>
         3558 
         3559         
         3560             
         3561             <item>
         3562                 <title>აშშ უკრაინას 2,1 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს</title>
         3563                 <content:encoded>აშშ-მა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის შესახებ განაცხადა, რომლის ღირებულებაც 2,1 მლრდ დოლარს შეადგენს. დახმარების პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალას Patriot-ების რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსებისთვის, 105 მმ და 203 მმ საარტილერიო ჭურვებისთვის და უპილოტო საჰაერო სისტემებისთვის.
         3564 
         3565 &bdquo;აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას, რათა უკრაინამ დააკმაყოფილოს ბრძოლის ველზე მისი დაუყოვნებლივი მოთხოვნილებები და გრძელვადიანი საჭიროებები უსაფრთხოებისთვის&ldquo;, &ndash; აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.
         3566 
         3567 აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ აშშ-ის სამხედრო დახმარების ჯამური მოცულობა უკრაინისთვის 39.7 მილიარდ დოლარზე მეტია.</content:encoded>
         3568                 <link>https://www.ghn.ge/news/297439-ashsh-ukrainas-21-mlrd-dolaris-samkhedro-dakhmarebis-akhal-pakets-gadastsems</link>
         3569                 <description>აშშ უკრაინას 2,1 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს</description>
         3570                 <topic>მსოფლიო</topic>
         3571                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/64577496.png</image>
         3572                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         3573                 <guid>297439</guid>
         3574             </item>
         3575 
         3576         
         3577             
         3578             <item>
         3579                 <title>უკრაინის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო - ვლადიმირ პუტინი</title>
         3580                 <content:encoded>რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა დაიწყო.
         3581 
         3582 ამის შესახებ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა.
         3583 
         3584 &bdquo;პირველ რიგში ჩვენ შეგვიძლია აბსოლუტურად ზუსტად გითხრათ, რომ ეს შეტევა დაიწყო. და ამაზე მეტყველებს უკრაინის არმიის მიერ სტრატეგიული რეზერვების გამოყენება. მეორეც: საბძოლო მოქმედებების ვერცერთ მონაკვეთზე უკრაინის არმიამ ვერ მაიღწია დასახულ ამოცანებს. ეს აბსოლუტურად ცხადია&ldquo;, - განაცხადა პუტინმა.
         3585 
         3586 მანამდე შეტევითი მოქმედებების&nbsp;დაწყების შესახებ დასავლური მედიაც წერდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი ამტკიცებდა, რომ ყველა შეტევის მოგერიება შეუძლიათ.</content:encoded>
         3587                 <link>https://www.ghn.ge/news/297438-ukrainis-armiam-kontrsheteva-daitsqo-vladimir-putini</link>
         3588                 <description>უკრაინის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო - ვლადიმირ პუტინი</description>
         3589                 <topic>მსოფლიო</topic>
         3590                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/16711940.jpg</image>
         3591                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         3592                 <guid>297438</guid>
         3593             </item>
         3594 
         3595         
         3596             
         3597             <item>
         3598                 <title>ოლაფ შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ გზაზე და მოუწოდა საქართველოს მთავრობას, მიმართონ აუცილებელ ძალისხმევას უახლოეს კვირებში - გერმანიის მთავრობა</title>
         3599                 <content:encoded>გერმანიის ფედერალური მთავრობა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას&nbsp;ავრცელებს.
         3600 
         3601 როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ოლაფ შოლცმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად საქართველოსთან მრავალფეროვანი თანამშრომლობის გაფართოება, ამჟამინდელი უსაფრთხოებისა და ევროპული პოლიტიკის საკითხები, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომის შედეგები განიხილა.
         3602 
         3603 გერმანიის ფედერალური მთავრობის ცნობით, კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ გზაზე და მოუწოდა საქართველოს მთავრობას, გადადგას აუცილებელი ნაბიჯები რეფორმების კუთხით. ოლაფ შოლცის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციები მიუთითებს გზას კანდიდატის სტატუსისკენ.
         3604 
         3605 მათივე ინფორმაციით, ოლაფ შოლცმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, მიმართონ აუცილებელ ძალისხმევას დროულად და მაქსიმალური მონდომებით უახლოეს კვირებში.
         3606 
         3607 რაც შეეხება უსაფრთხოების ვითარებას, როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ფედერალურმა კანცლერმა განაცხადა, რომ გერმანია განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გერმანიის კანცლერი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, გააგრძელონ ღია და შედეგზე ორიენტირებული აზრთა გაცვლა, შეინარჩუნონ მჭიდრო კონტაქტი.</content:encoded>
         3608                 <link>https://www.ghn.ge/news/297437-olaf-sholtsma-khazi-gausva-rom-germania-ganagrdzobs-sakartvelos-mkhardacheras-evrokavshirisken-gzaze-da-moutsoda-sakartvelos-mtavrobas-mimarton-autsilebel-dzaliskhmevas-uakhloes-kvirebshi-germaniis-mtavroba</link>
         3609                 <description>ოლაფ შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ გზაზე და მოუწოდა საქართველოს მთავრობას, მიმართონ აუცილებელ ძალისხმევას უახლოეს კვირებში - გერმანიის მთავრობა</description>
         3610                 <topic>პოლიტიკა</topic>
         3611                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1855965324.jpg</image>
         3612                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         3613                 <guid>297437</guid>
         3614             </item>
         3615 
         3616         
         3617             
         3618             <item>
         3619                 <title>საკუთარ კარში გაიტანა „გოლი“ „ლელოს“ წევრმა ბუაძემ,  დიდ ფასად დაუჯდება „ახალგაზრდა კამოს“ მიერ „საკუთარ კარში“ დარტყმული გოლი მის ლიდერს, მევახშეს - თაკო ჩარკვიანი</title>
         3620                 <content:encoded>არ შეიძლება ბრძოლა ხალხის ცრემლებზე გამდიდრებულ მევახშეებთან ერთად, რადგან ღირსების &bdquo;გაპროცენტებას&ldquo; მიჩვეულნი არიან, &ndash; ამის შესახებ პარტია &bdquo;კანონი და სამართლის&ldquo; ხელმძღვანელი თაკო ჩარკვიანი &bdquo;ფეისბუქის&ldquo; გვერდზე წერს.
         3621 
         3622 მისი&nbsp;თქმით, &bdquo;პოლიტმევახშეები ვაჭრობენ და ქვეყნის მართვის სადავეებზე ოცნებობენ&ldquo;.
         3623 
         3624 &bdquo;ვინმეს ოდნავ მაინც თუ ეპარებოდა ეჭვი და რაღაც პაწია იმედი ჰქონდა გულში, რომ წლების მანძილზე ხალხის მძარცველი მევახშე პატრიოტ პოლიტიკოსად გადაიქცეოდა, ნახევარი საქართველო რომ გასულია ქვეყნიდან, რადგან მათი მევახშეობით დაქცეული ოჯახების განადგურების ავტორ-შემსრულებლები სწორედ ეს &bdquo;მოგონილი ბიზნესმენები&ldquo; არიან (ბანკირის -საბანკო სისტემის მანტიით მოსილნი) სწორედ საბანკო სისტემის და ქვეყნის წინააღმდეგ &bdquo;საბოტაჟნიკები&ldquo; და ვინმეს თუ კიდევ ოდნავ მაინც ეგონა, რომ თივისგან აგურის სახლი აშენდება, აი, ბატონო, სრული ლუსტრაცია ხომ მოხდა გუშინ &bdquo;ტვ პირველზე&ldquo;, ღია ეთერში (ცოტა წვლილი ამ ლუსტრაციაში მეც ხომ მიმიძღვის?). ჰოდა, ასეა, არ შეიძლება ბრძოლა ხალხის ცრემლებზე გამდიდრებულ მევახშეებთან ერთად, რადგან ღირსების &bdquo;გაპროცენტებას&ldquo; მიჩვეულნი არიან.
         3625 
         3626 ოკუპანტი კარზეა მომდგარი, 12 პუნქტი შესასრულებელი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ამ დროს პოლიტმევახშეები ვაჭრობენ და ქვეყნის მართვის სადავეებზე ოცნებობენ. იმ მოსახლეობის მართვაზე ოცნებობენ, იმ ადამიანების მართვაზე, რომლებიც ჯერ არ გაქცეულან ამ ქვეყნიდან &bdquo;მათი წყალობით&ldquo;, ჯერ კიდევ აქ ცხოვრობენ და ჯოჯოხეთად ქცეულ მევახშეთა ბანკებში დაგირავებულ ცხოვრებას ებრძვიან. ჩემი მეგობარი მეუბნება, ახლა ეს ახალგაზრდა &bdquo;კამო&ldquo; ეთერში რომ იჯდა გუშინ, მისი ლიდერის, მევახშის ახალგაზრდობას მაგონებს ძლიერო. ხომ გაგიგონია, &bdquo;ძაღლი პატრონს ჰგავსო&ldquo;. ვინ ვის ჰგავს, არ ვიცი და &bdquo;ძაღლი პატრონს რომ ვერ ცნობს&ldquo; ამ ქვეყანაში, ეგ ზუსტად ვიცი. &bdquo;ლელო&ldquo; არ ვიცი და გუშინ ღია ეთერში საკუთარ კარში კი გაიტანა &bdquo;გოლი&ldquo; პარტია &bdquo;ლელოს&ldquo; წევრმა ბუაძემ, თან ისე გაიტანა საკუთარ კარში, ზუსტად ისე დარჩება ეს მისი &bdquo;შეცდომა გოლი&ldquo;, როგორც ფეხბურთში რჩება ხოლმე საკუთარ კარში გატანილი &bdquo;გოლები&ldquo; მოთამაშის ლაქად. დიდ ფასად დაუჯდება &bdquo;ახალგაზრდა კამოს&ldquo; მიერ &bdquo;საკუთარ კარში&ldquo; დარტყმული გოლი მის ლიდერს, მევახშეს. ხალხი ბრძენია&ldquo;, &ndash; წერს თაკო ჩარკვიანი.
         3627 
         3628 
         3629 
         3630 https://www.facebook.com/tako.charkviani.14/posts/2423258611174177
         3631 
         3632 
         3633 
         3634 
         3635 &nbsp;</content:encoded>
         3636                 <link>https://www.ghn.ge/news/297436-sakutar-karshi-gaitana-goli-lelos-tsevrma-buadzem-did-fasad-daujdeba-akhalgazrda-kamos-mier-sakutar-karshi-dartqmuli-goli-mis-liders-mevakhshes-tako-charkviani</link>
         3637                 <description>საკუთარ კარში გაიტანა „გოლი“ „ლელოს“ წევრმა ბუაძემ,  დიდ ფასად დაუჯდება „ახალგაზრდა კამოს“ მიერ „საკუთარ კარში“ დარტყმული გოლი მის ლიდერს, მევახშეს - თაკო ჩარკვიანი</description>
         3638                 <topic>კომენტარი</topic>
         3639                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1158630752.png</image>
         3640                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         3641                 <guid>297436</guid>
         3642             </item>
         3643 
         3644         
         3645             
         3646             <item>
         3647                 <title>ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე - ირაკლი ღარიბაშვილი</title>
         3648                 <content:encoded>ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და ქვეყნებს შორის არსებული კარგი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების საჭიროებაზე ვისაუბრეთ, &ndash; ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციულ კანცლერთან ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ&nbsp;&bdquo;ტვიტერში&ldquo; წერს.
         3649 
         3650 მთავრობის მეთაური ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას მადლობას უხდის.
         3651 
         3652 &bdquo;ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან. საუბარი შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძალიან კარგი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების საჭიროებას. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას. მიგვაჩნია, რომ ეს ურთიერთობა განმტკიცდება იმ მნიშვნელოვანი პროგრესის გამო, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.</content:encoded>
         3653                 <link>https://www.ghn.ge/news/297435-olaf-sholtstan-shekhvedraze-visaubret-evrokavshirshi-gatsevrianebis-protsesshi-sakartvelos-mier-mightseul-progresze-irakli-gharibashvili</link>
         3654                 <description>ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე - ირაკლი ღარიბაშვილი</description>
         3655                 <topic>პოლიტიკა</topic>
         3656                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1855159499.jpg</image>
         3657                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         3658                 <guid>297435</guid>
         3659             </item>
         3660 
         3661         
         3662             
         3663             <item>
         3664                 <title>ხაშურში მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში კიდევ ერთი პირი დააკავეს</title>
         3665                 <content:encoded>შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული, ა.ნ. მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
         3666 
         3667 დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
         3668 
         3669 უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ნ. - ს ნაცნობმა, 1970 წელს დაბადებულმა ი.კ. - მ მიმდინარე წლის 24 აპრილს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1970 წელს დაბადებულ ჯ.ნ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
         3670 
         3671 შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ა.ნ. - ც, თუმცა მან მომხდარი დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
         3672 
         3673 სამართალდამცველებმა 1970 წელს დაბადებულმა ი.კ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ბრალდებით ცხელ კვალზე, ხოლო ა.ნ. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მოგვიანებით დააკავეს.
         3674 
         3675 განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.</content:encoded>
         3676                 <link>https://www.ghn.ge/news/297434-khashurshi-momkhdari-mkvlelobis-sakmis-gamodziebis-farglebshi-kidev-erti-piri-daakaves</link>
         3677                 <description>ხაშურში  მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში  კიდევ - ერთი პირი დააკავა</description>
         3678                 <topic>სამართალი</topic>
         3679                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1476964711.jpg</image>
         3680                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         3681                 <guid>297434</guid>
         3682             </item>
         3683 
         3684         
         3685             
         3686             <item>
         3687                 <title>ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინში ოლაფ შოლცს შეხვდა</title>
         3688                 <content:encoded>საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლცს ბერლინში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
         3689 
         3690 შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს გააცნო საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული რეფორმები და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი. პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია.
         3691 
         3692 შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა საქართველოსთვის წევრი ქვეყნების როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ეტაპისთვის.
         3693 
         3694 მთავრობის მეთაურის თქმით, ფედერალური კანცლერი საქართველოს ევროინტეგრაციას ყოველთვის ღიად უჭერს მხარს, რისთვისაც ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს მადლობა გადაუხადა.
         3695 
         3696 შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები.
         3697 
         3698 მხარეებმა ისაუბრეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს.
         3699 
         3700 ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
         3701 
         3702 
         3703 
         3704 
         3705 
         3706 
         3707 
         3708 &nbsp;
         3709 
         3710 
         3711 
         3712 
         3713 
         3714 &nbsp;</content:encoded>
         3715                 <link>https://www.ghn.ge/news/297433-irakli-gharibashvili-berlinshi-olaf-sholtss-shekhvda</link>
         3716                 <description>ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინში ოლაფ შოლცს შეხვდა</description>
         3717                 <topic>პოლიტიკა</topic>
         3718                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1342785473.jpg</image>
         3719                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         3720                 <guid>297433</guid>
         3721             </item>
         3722 
         3723         
         3724             
         3725             <item>
         3726                 <title>400 მოხალისე გარემოსთვის - ბაკურიანის დალაგების ფესტივალი „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით ჩატარდა</title>
         3727                 <content:encoded>5 ივნისს მსოფლიომ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქველმოქმედო ორგანიზაცია &bdquo;სადაგის&ldquo; ორგანიზებით, 3-5 ივნისს ბაკურიანის დალაგების ფესტივალი მოეწყო, რომელშიც 400-ამდე&nbsp;მოხალისე ჩაერთო თბილისიდან, გორიდან, ბორჯომიდან და ბაკურიანიდან. ფესტივალს ასევე შეუერთდნენ გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესკომპანიები, საელჩოები, უცხოელი მოხალისეები. ბაკურიანის დალაგების ფესტივალის ოქროს სპონსორებს შორისაა &bdquo;თეგეტა ჰოლდინგი&ldquo;, რომლისთვისაც გარემოსდაცვითი აქტივობები კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა.
         3728 
         3729 ნათიკა ბერძული, &bdquo;თეგეტა ჰოლდინგის&ldquo; სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: &nbsp;&bdquo;მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად &bdquo;თეგეტა ჰოლდინგისა&ldquo; და &bdquo;თეგეტა გრინ პლანეტისთვის&ldquo; მნიშვნელოვანია გარემოზე მზრუნველ პარტნიორებთან ერთად მუშაობა. ამ მიზნით გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს სიამოვნებით დავუჭირეთ მხარი &bdquo;სადაგის&ldquo; ინიციატივას - ტურისტული თვალსაზრისით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კურორტის, ბაკურიანის, დალაგებას, სადაც თოვლის დნობის შემდეგ ძალიან დიდი რაოდენობით ნარჩენი ხილული ხდება.
         3730 
         3731 გარემოს დასუფთავების მიმართულებით &bdquo;სადაგის&ldquo; ინიციატივა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია, მასში ასობით მოხალისე ერთვება. ყველა გაერთიანდა ერთი მიზნით - დაესუფთავებინათ და ეზრუნათ გარემოზე. &bdquo;თეგეტა&ldquo; მათ გვერდითაა, ვინც გარემოზე ზრუნვის პასუხისმგებლობას ჩვენთან ერთად იზიარებს&ldquo;.
         3732 
         3733 დალაგების ყოველწლიური ფესტივალის მიზანი კურორტის დასუფთავება, ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით სისუფთავის შენარჩუნება და ბუნებაში დანაგვიანების პრობლემის აღმოფხვრის პოპულარიზაციაა. დასუფთავების შედეგად, ბაკურიანში შეგროვდა 52 000 ლიტრი ნარჩენი,&nbsp;სამშენებლო ნარჩენის გამოკლებით, როგორიცაა ლითონისა და ხის გისოსები და ასევე ავტომობილისა და სატვირთო ავტომობილის 400-ამდე საბურავი.&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;
         3734 
         3735 მაია მესტუმრე, &bdquo;სადაგის&ldquo; მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი: &bdquo;საქველმოქმედო ორგანიზაცია &bdquo;სადაგი&ldquo; 2 წელია, არსებობს. თვეში ორჯერ მაინც ვალაგებთ სხვადასხვა ტერიტორიას საქართველოში. ბაკურიანის დალაგების ფესტივალის ჩატარებამდე უკვე გვქონდა სამთო-სათხილამურო კურორტის დალაგების გამოცდილება. შევეჭიდეთ ბაკურიანის დალაგების სამდღიან ფესტივალს. შემოგვიერთდა ძალიან ბევრი ადამიანი - ასობით მოხალისე, რომელთა შორის &bdquo;თეგეტა ჰოლდინგის&ldquo; თანამშრომლებიც იყვნენ. &bdquo;თეგეტა&ldquo; პირველი კომპანია გახლდათ, რომელიც ღონისძიების ოქროს სპონსორობაზე სიამოვნებით დაგვთანხმდა. ფესტივალი ყოველწლიური იქნება და ნელ-ნელა ყველა კურორტს მოვიცავთ&ldquo;.
         3736 
         3737 ბაკურიანის დალაგების შედეგად შეგროვებულ 400-ამდე საბურავის გატანას &bdquo;თეგეტა გრინ პლანეტი&ldquo;&nbsp; გეგმავს.&nbsp;
         3738 
         3739 შალვა ახვლედიანი, &bdquo;თეგეტა გრინ პლანეტის&ldquo; დირექტორი: &bdquo;საქართველოში არსებობს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ლიცენზირებული გადამამუშავებელი ქარხნები. ჩვენ მზად ვართ, დასუფთავების შედეგად შეგროვებული 400-ამდე საბურავის გატანა და ჩაბარება უზრუნველვყოთ, რათა ისინი შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით გადამუშავდეს. როდესაც მეორადი საბურავები გარემოში ხვდება, თავისთავად, საფრთხის შემცველ ნარჩენად გადაიქცევა. საბურავის დაშლას ასეულობით წელი სჭირდება და, ფაქტობრივად, არ იშლება. გარდა ამისა, საბურავი აალებადია, მაღალ ტემპერატურაზე ცეცხლის გაჩენისა და გავრცელების საფრთხეს ქმნის. დაწვის შემთხვევაში აქვს სუნი და გამოყოფს მავნე ნივთიერებებს. ამიტომ კუსტარულად მისი დაწვა დაუშვებელია, მათი გადამუშავება მხოლოდ შესაბამის საწარმოებში უნდა მოხდეს, რათა გარემო დაბინძურებისგან დავიცვათ&ldquo;.
         3740 
         3741 ბაკურიანის დალაგების&nbsp; სამდღიანი ფესტივალის განმავლობაში მოხალისეებს&nbsp;საღამოობით შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ საინტერესო თემატურ შეხვედრებს. მოზარდებმა სასარგებლო ინფორმაცია და რჩევები მიიღეს &nbsp;გარემოს დაცვის&nbsp;მნიშვნელობის შესახებ.
         3742 
         3743 &nbsp;</content:encoded>
         3744                 <link>https://www.ghn.ge/news/297432-400-mokhalise-garemostvis-bakurianis-dalagebis-festivali-tegeta-holdingis-mkhardacherit-chatarda</link>
         3745                 <description>400 მოხალისე გარემოსთვის - ბაკურიანის დალაგების ფესტივალი „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით ჩატარდა</description>
         3746                 <topic>საზოგადოება</topic>
         3747                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/846611582.jpg</image>
         3748                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         3749                 <guid>297432</guid>
         3750             </item>
         3751 
         3752         
         3753             
         3754             <item>
         3755                 <title>ბახმუტის მიმართულებით, უკრაინელმა სამხედროებმა 1,2 კილომეტრით წინ წაიწიეს - უკრაინა</title>
         3756                 <content:encoded>ბახმუტის მიმართულებით, ზოგიერთ მონაკვეთზე უკრაინის თავდაცვის ძალებმა 1,2 კილომეტრით წინ წაიწიეს.
         3757 
         3758 ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალები აღმოსავლეთ სარდლობის წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.
         3759 
         3760 &bdquo;ვისარგებლეთ იმით, რომ მტერი ატარებს როტაციულ ღონისძიებებს, შემოსულმა ქვედანაყოფებმა ჯერ კიდევ არ იციან ადგილ-მდებარეობა, არ ჩაუტარებით შესაბამისი სადაზვერვო სამუშაოები, ჩვენ მათ წინააღმდეგ განვახორცილეთ დარტყმები და უკვე რამდენიე დღეა ვატარებთ შეტევით ქმედებებს.
         3761 
         3762 გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩვენმა ქვედანაყოფებმა ზოგიერთ მონაკვეთზე 1,2 კილომეტრით წინ წაიწიეს. ჩვენ ამას ვატარებთ თავდაცვითი ოპერაციების ფარგლებში, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა გრძლედება&ldquo;, - განაცხადა ჩერევატიმ.</content:encoded>
         3763                 <link>https://www.ghn.ge/news/297430-bakhmutis-mimartulebit-ukrainelma-samkhedroebma-12-kilometrit-tsin-tsaitsies-ukraina</link>
         3764                 <description>ბახმუტის მიმართულებით, უკრაინელმა სამხედროებმა 1,2 კილომეტრით წინ წაიწიეს</description>
         3765                 <topic>მსოფლიო</topic>
         3766                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1807250907.jpg</image>
         3767                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         3768                 <guid>297430</guid>
         3769             </item>
         3770 
         3771         
         3772             
         3773             <item>
         3774                 <title>„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ელექტორატისთვის ბრძოლა უნდა გააგრძელოს ცალკე, სხვა პროევროპულმა პარტიებმა უნდა შევქმნათ ერთობა - ბადრი ჯაფარიძე</title>
         3775                 <content:encoded>&bdquo;ნაციონალურმა მოძრაობამ&ldquo; ელექტორატისთვის ბრძოლა უნდა გააგრძელოს ცალკე, დამოუკიდებლად, სხვა პროევროპული პარტიები უნდა შევეცადოთ, შევქმნათ ისეთი ერთობა, რომელიც შეძლებს, გაარღვიოს ქვეყნისთვის დამაზიანებელი ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი, &ndash; ამის შესახებ &bdquo;ლელოს&ldquo; ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
         3776 
         3777 მისი თქმით, მათი ამოცანაა, ისეთი პროევროპული ერთიანობის შექმნას უნდა შეუწყონ ხელი, სადაც გვერდზე გაწევენ პირად პოლიტიკურ ამბიციებს.
         3778 
         3779 &ldquo;ჩვენი ამოცანაა, ისეთი პროევროპული ერთიანობის შექმნას შევუწყოთ ხელი, სადაც გაერთიანებული იქნებიან თანაბარუფლებიანი, თანასწორი პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები, სადაც შევძლებთ ევროპული იდეის ირგვლივ გაერთიანდეთ, გვერდზე გადავწიოთ პოლიტიკური პირადი ამბიციები და ყველაფერი დავუქვემდებაროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ქვეყნის ევროპულ, ევროატლანტიკურ პერსპექტივას&ldquo;, &ndash; განაცხადა ჯაფარიძემ.
         3780 
         3781 ჯაფარიძის თქმით, ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი ხელს აძლევს მხოლოდ &bdquo;ქართულ ოცნებას&ldquo; და ის უნდა შეიცვალოს.
         3782 
         3783 &bdquo;აქედან გამომდინარე, &bdquo;ნაციონალურმა მოძრაობამ&ldquo; თავისი ელექტორატისთვის ბრძოლა უნდა გააგრძელოს ცალკე, დამოუკიდებლად. პროევროპული სხვა პარტიები უნდა შევეცადოთ, შევქმნათ ისეთი ერთობა, რომელიც შეძლებს გაარღვიოს ეს პოლიტიკური ველი, კონტრპროდუქტიული, ქვეყნისთვის დამაზიანებელი ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი. აქედან გამომდინარე, ეს ერთობა არ გულისხმობს &bdquo;ნაციონალურ მოძრაობას&ldquo;, რიგ პარტიებს, რომელთაც არ სურთ ასეთ ერთობაში მონაწილეობა. დანარჩენ ყველა შესაძლო პარტნიორთან მიმდინარეობს ან დაიწყება მოლაპარაკება&ldquo;, &ndash; აღნიშნა ჯაფარიძემ.</content:encoded>
         3784                 <link>https://www.ghn.ge/news/297429-natsionalurma-modzraobam-elektoratistvis-brdzola-unda-gaagrdzelos-tsalke-skhva-proevropulma-partiebma-unda-shevkmnat-ertoba-badri-jafaridze</link>
         3785                 <description>„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ელექტორატისთვის ბრძოლა უნდა გააგრძელოს ცალკე, სხვა პროევროპულმა პარტიებმა უნდა შევქმნათ ერთობა - ბადრი ჯაფარიძე</description>
         3786                 <topic>კომენტარი</topic>
         3787                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/612464118.jpg</image>
         3788                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         3789                 <guid>297429</guid>
         3790             </item>
         3791 
         3792         
         3793             
         3794             <item>
         3795                 <title>ნუცუბიძის ქ. N46-ში დასასვენებელი სივრცისა  და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო</title>
         3796                 <content:encoded>საბურთალოს რაიონის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, შ. ნუცუბიძის N46-ში დასასვენებელი სივრცისა და&nbsp; სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე დაზიანებული ინვენტარის დემონტაჟი მოხდება.
         3797 
         3798 სამუშაოების შედეგად 2 000 კვ.მ ფართობზე განახლდება სკვერის სივრცე და დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, განათებისა და სარწყავი ქსელები. ჰიდროთესვის მეთოდით დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის 35 ხე-მცენარე.&nbsp; რეაბილიტირდება 800 კვ. მ&nbsp; ფართობის სპორტული მოედანი.
         3799 
         3800 დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოებს, საბურთალოს რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია შპს &bdquo;ლაგო&ldquo; ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან&nbsp; 519 397 ლარია გამოყოფილი. სპორტული მოედნის რეაბილიტაციისათვის კი 99 551 ლარია გათვალისწინებული და&nbsp; პროექტს შპს &bdquo;დოკასპორტი&ldquo; ასრულებს.
         3801 
         3802 საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილობრივ&nbsp; მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნული პროექტი&nbsp; მათთან ერთად განიხილა.</content:encoded>
         3803                 <link>https://www.ghn.ge/news/297428-nutsubidzis-k-n46-shi-dasasvenebeli-sivrtsisa-da-sportuli-moednis-reabilitatsia-daitsqo</link>
         3804                 <description>ნუცუბიძის ქ. N46-ში დასასვენებელი სივრცისა  და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო</description>
         3805                 <topic>საზოგადოება</topic>
         3806                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1181387004.png</image>
         3807                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         3808                 <guid>297428</guid>
         3809             </item>
         3810 
         3811         
         3812             
         3813             <item>
         3814                 <title>ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ბელარუსში ბირთვული იარაღი 7-8 ივლისის შემდეგ განთავსდება</title>
         3815                 <content:encoded>რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი მას შემდეგ განთავსდება, რაც 7-8 ივლისს შესაბამისი ობიქეტების მომზადება დასრულდება. პუტინმა ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკასთან შეხვედრაზე განაცხადა.
         3816 
         3817 &bdquo;იცით, რომ 7-8 ივლისს სრულდება შესაბამისი ობიექტების მომზადება, რომლის დასრულებისთანვე დავიწყებთ ღონისძიებებს თქვენს ტერიტორიაზე იარაღის შესაბამისი სახეობის განსათავსებლად. ასე, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით არის, ყველაფერი სტაბილურადაა&ldquo;, - განაცხდა პუტინმა.
         3818 
         3819 შეგახსენებთ, პუტინმა ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული ტაქტიკური იარაღის განთავსების შესახებ 25 მარტს განაცხადა.</content:encoded>
         3820                 <link>https://www.ghn.ge/news/297427-vladimir-putinis-gantskhadebit-belarusshi-birtvuli-iaraghi-7-8-ivlisis-shemdeg-gantavsdeba</link>
         3821                 <description>ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ბელარუსში ბირთვული იარაღი 7-8 ივლისის შემდეგ განთავსდება</description>
         3822                 <topic>მსოფლიო</topic>
         3823                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/778984429.jpg</image>
         3824                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         3825                 <guid>297427</guid>
         3826             </item>
         3827 
         3828         
         3829             
         3830             <item>
         3831                 <title>13 ივნისამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი</title>
         3832                 <content:encoded>გარემოს ეროვნული სააგენტოს&nbsp;ცნობით, 13 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება.&nbsp;
         3833 
         3834 თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.</content:encoded>
         3835                 <link>https://www.ghn.ge/news/297426-13-ivnisamde-maghali-temperaturis-fonze-shenarchunebuli-ikneba-tsvimiani-amindi</link>
         3836                 <description>13 ივნისამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი</description>
         3837                 <topic>საზოგადოება</topic>
         3838                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/893666381.jpg</image>
         3839                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         3840                 <guid>297426</guid>
         3841             </item>
         3842 
         3843         
         3844             
         3845             <item>
         3846                 <title>სამგორის რაიონის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება</title>
         3847                 <content:encoded>სამგორის გამგეობა რაიონის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მასშტაბურ ღონისძიებას აწყობს.
         3848 
         3849 ღონისძიების კონცეფცია, ადგილობრივი ახალგაზრდების&nbsp; ჩართულობით შემუშავდა, ხოლო მის განხორციელებაში რაიონის ტერიტორიაზე&nbsp; მოქმედი კერძო და არაკომერციული&nbsp; ორგანიზაციები არიან ჩართულნი.
         3850 
         3851 საიუბილეო ღონისძიება საბავშვო-გასართობ, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს მოიცავს. გამოიფინება &nbsp;სამგორის&nbsp; განვითარების ამსახველი ისტორიული&nbsp; ფოტო-მასალა.&nbsp; მოეწყობა პროფესიული და&nbsp; სასკოლო საგანმანათლებლო დაწესებულებების საგამოფენო სივრცეები, აგრეთვე გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.&nbsp;&nbsp;
         3852 
         3853 ფესტივალი&nbsp; მუსიკალური პროგრამით დაიხურება, რომლის ფარგლებშიც, მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ჯგუფები -&nbsp; &bdquo;რეგიონი&ldquo; და &bdquo;რეზო და&nbsp; ბავშვები&ldquo;.
         3854 
         3855 ღონისძიების პროგრამა:
         3856 
         3857 ღონისძიების დასაწყისი:&nbsp;&nbsp; 18:00 სთ
         3858 
         3859 ინსტალაცია - სტენდი&nbsp; &bdquo;სამგორი 50&ldquo;;
         3860 
         3861 საბავშვო-გასართობი აქტივობები
         3862 
         3863 საბავშვო კონცერტი
         3864 
         3865 სპორტული აქტივობები
         3866 
         3867 სამეწარმეო ბაზრობა&nbsp;&nbsp; და კვების ზონები
         3868 
         3869 ფოტოგამოფენა -&nbsp; სამგორის&nbsp; განვითარების ისტორიული&nbsp; ექსკურსი
         3870 
         3871 პროფესიული და&nbsp; სასკოლო საგანმანათლებლო დაწესებულებების საგამოფენო სივრცე
         3872 
         3873 კონცერტის დასაწყისი 21:00 საათი
         3874 
         3875 &bull;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp; ჯგუფი &bdquo;რეგიონი&ldquo;
         3876 
         3877 &bull;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp;&nbsp; &bdquo;რეზო და ბავშვები&ldquo;</content:encoded>
         3878                 <link>https://www.ghn.ge/news/297425-samgoris-raionis-50-tslis-iubilestan-dakavshirebit-ghonisdzieba-gaimarteba</link>
         3879                 <description>სამგორის რაიონის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება</description>
         3880                 <topic>პოლიტიკა</topic>
         3881                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1189725217.jpg</image>
         3882                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         3883                 <guid>297425</guid>
         3884             </item>
         3885 
         3886         
         3887             
         3888             <item>
         3889                 <title>საქართველო ისტორიულად არის ევროპის განუყოფელი ნაწილი და ყოველთვის ისწრაფოდა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ - ბექა ოდიშარია</title>
         3890                 <content:encoded>დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი&nbsp; ბექა ოდიშარია,&nbsp; და მეგობრობის ჯგუფის წევრები - ნოდარ ტურძელაძე,&nbsp; გელა სამხარაული, დავით კაჭარავა და ლევან მგალობლიშვილი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, დიდზის შმიდტს შეხვდნენ.
         3891 
         3892 შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილეს. ამ კუთხით ლატვიის მთავრობის წევრმა,&nbsp; დიდზის შმიდტმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა და&nbsp; სრული მზაობა გამოთქვა აქტიური მონაწილეობა მიიღოს კონსულტაციებში.
         3893 
         3894 &bdquo;ლატვია - საქართველოს მეგობრობას დიდი ტრადიციები აქვს. ჩვენ მუდმივად თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ ვისწრაფვით. თქვენ მიაღწიეთ საწადელს - ხართ ევროკავშირის წევრი, ჩვენ კი ამ ნანატრ დროს ჯერ კიდევ ველით. ამ კუთხით გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი. საქართველო ისტორიულად არის ევროპის განუყოფელი ნაწილი და ყოველთვის ისწრაფოდა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ. ამასთან სიამაყით აღვნიშნავ, რომ უკვე 9 წელია ვარ ლატვიის საპატიო კონსული საქართველოში.&nbsp; ეს ჩემთვის უდიდესი პატივია. ყოველთვის ვცდილობ გავაკეთო საუკეთესო ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების კიდევ უფრო დაახლოებაში&ldquo; - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
         3895 
         3896 შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მთავრობამ დღემდე უკვე მიაღწია დიდ წარმატებებს. ამასთან, გასული წლების მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, საქართველოს აქვს ორნიშნა 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. აღინიშნა, რომ&nbsp; IMF-ისა და მსოფლიო ბანკის პროგნოზების თანახმად,&nbsp; საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში და ევროპის მასშტაბით.
         3897 
         3898 ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ლატვიას შორის აგრარული მიმართულებით თანამშრომლობაზე.&nbsp; აღინიშნა, რომ 2016 წლიდან, საქართველო ყოველწლიურად მონაწილეობს რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე &ldquo;Riga Food&ldquo;.&nbsp; 2022 წელს&nbsp; გამოფენაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი 20-მდე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი.
         3899 
         3900 ამ პლატფორმის&nbsp; ფარგლებში, ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის ძირითად მიზნებს წარმოადგენს: საქართველოსა და ლატვიას შორის სოფლის მეურნეობის&nbsp; კუთხით ურთიერთობების გაძლიერება და განვითარება. &nbsp;
         3901 
         3902 შეხვედრის დასასრულს,&nbsp; ბექა ოდიშარიამ მონაწილეებს&nbsp; ლატვიასა და საქართველოს შორის&nbsp;&nbsp;&nbsp; დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე მიულოცა.
         3903 
         3904 შეხვედრაში მონაწილეობდნენ ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ყურაშვილი და საელჩოს უფროსი მრჩეველი, მიხეილ სულაბერიძე.
         3905 
         3906 მეგობრობის ჯგუფი განაგრძობს&nbsp; დღის წესრიგის მიხედვით მუშაობას. დაგეგმილია ლატვიის სეიმში მეგობრობის ჯგუფთან, დარგობრივი კომიტეტების თავმჯდომარეებთან და სხვა მაღალი რანგის პირებთან შეხვედრები.</content:encoded>
         3907                 <link>https://www.ghn.ge/news/297424-sakartvelo-istoriulad-aris-evropis-ganuqofeli-natsili-da-qoveltvis-istsrafoda-demokratiuli-sakhelmtsifos-msheneblobisken-beka-odisharia</link>
         3908                 <description>საქართველო ისტორიულად არის ევროპის განუყოფელი ნაწილი და ყოველთვის ისწრაფოდა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ - ბექა ოდიშარია</description>
         3909                 <topic>პოლიტიკა</topic>
         3910                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/730006288.jpg</image>
         3911                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         3912                 <guid>297424</guid>
         3913             </item>
         3914 
         3915         
         3916             
         3917             <item>
         3918                 <title>საქართველოს ბანკი ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის რეგიონებში ბიზნესებს ახალ შესაძლებლობებს უქმნის</title>
         3919                 <content:encoded>საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის საიმედო პარტნიორი, მუდმივად&nbsp; ცდილობს ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესს, კიდევ უფრო განვითარდეს. ამ მიზნით საქართველოს ბანკი &bdquo;რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროექტის&ldquo; ფარგლებში,&nbsp; ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
         3920 
         3921 პროექტის მიზანია, SME ბიზნესმა ზრდისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით უფრო მარტივად მოახერხოს ფინანსებზე წვდომა და შედეგად, საკუთარი ბიზნესი გახადოს უფრო მდგრადი და წარმატებული. პროექტი ხელს უწყობს საქართველოს ბანკს, დანერგოს არაფინანსური სერვისები მერძევეობის სექტორის მეწარმეებისთვის.
         3922 
         3923 პროგრამის მეშვეობით დაგეგმილია, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მერძევეობის მიმართულებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. კერძოდ,&nbsp; მერძევეობის სექტორში ჩართული კომპანიები, შეძლებენ აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია Loialte-სგან მიიღონ კონსულტაცია, რათა სწორად აწარმოონ ბუღალტერია და ამით გაზარდონ დაფინანსების შესაძლებლობები. პროექტის ფარგლებში ჯამში 100-მდე&nbsp; მეწარმის ჩართვა იგეგმება.
         3924 
         3925 &bdquo;საქართველოს ბანკის მიზანია, მის პარტნიორ კომპანიებთან ერთად, ბიზნესს განვითარებისთვის მაქსიმალურად კომფორტული, მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები თუ სერვისები შესთავაზოს. ამ თანამშრომლობის&nbsp; მიზანიც ეს&nbsp; გახლავთ, რომ&nbsp; აჭარის და იმერეთის რეგიონებში, მერძევეობის სფეროში დასაქმებული მეწარმეებისთვის&nbsp; ფინანსური ხელმისაწვდომობის ზრდას შევუწყოთ ხელი. პროექტი&nbsp; მეწარმეებს ანგარიშგებების მოწესრიგებაში დაეხმარება, რაც ბიზნესებს მისცემს შესაძლებლობას, მარტივად მოიზიდონ ფინანსური რესურსები სამომავლო განვითარებისთვის. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი არა მხოლოდ აჭარის და იმერეთის რეგიონებისთვის, არამედ მერძევეობისა დარგისთვის და ასევე, მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ანგარიშგებების მოწესრიგება დღემდე გამოწვევად რჩება, რაც აბრკოლებს ბიზნესების კიდევ უფრო გაძლიერებას. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც ბიზნესებს კიდევ უფრო გაუმარტივებს ოპერირებას და ხელს შეუწყობს მათი სამომავლო საქმიანობის გაფართოებას&ldquo;, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
         3926 
         3927 &bdquo;მოხარულნი ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოს ბანკთან და ვიყოთ ჩართულები პროექტში, რომელიც ხელს შეუწყობს მერძევეობის სექტორში მოღვაწე ფერმერებისთვის არაფინანსური სერვისების მიწოდებას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ბანკთან ერთად, მეწარმეების მხარდაჭერით ჩვენ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ მათი ფინანსების მართვის უნარი, ხელი შევუწყოთ მათი ბიზნესის სტაბილურობის დემონსტრირებას და ინვესტიციებისთვის დამატებითი ფინანსების მოზიდვას&ldquo;, - განაცხადა გიგა ფაიქიძემ, Loialte-ს მმართველმა პარტნიორმა.
         3928 
         3929 ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა და &ldquo;რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროექტმა” თანამშრომლობის მემორანდუმი სულ ცოტა ხნის წინ გააფორმეს.&nbsp; პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ არის დაფინანსებული. ის Swisscontact-ის (ძირითადი განმახორციელებელი), Mercy Corps-ისა და Springfield Center-ის კონსორციუმის მიერ ხორციელდება.&nbsp;&nbsp;
         3930 
         3931 &nbsp;</content:encoded>
         3932                 <link>https://www.ghn.ge/news/297423-sakartvelos-banki-finansebze-khelmisatsvdomobis-zrdistvis-regionebshi-biznesebs-akhal-shesadzleblobebs-ukmnis</link>
         3933                 <description>საქართველოს ბანკი ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის რეგიონებში ბიზნესებს ახალ შესაძლებლობებს უქმნის</description>
         3934                 <topic>ბიზნესი</topic>
         3935                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/46594165.jpg</image>
         3936                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         3937                 <guid>297423</guid>
         3938             </item>
         3939 
         3940         
         3941             
         3942             <item>
         3943                 <title>ბრიუსელის სავარძლიდან, კომფორტში მოწყობილები გველაპარაკებიან ბავშვური არგუმენტებით - შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე</title>
         3944                 <content:encoded>საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, &nbsp;ევროპარლამენტარების შეფასებები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, უპასუხისმგებლო და ზედაპირულია.
         3945 
         3946 &quot;სანქცია დაწესებული იყო რუსეთის მხრიდან და ჩაკეტილი იყო ფრენები. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ეს სანქცია მოხსნა, აღდგა ძველი რეჟიმი, რაც გულისხმობს რომ აღდგა ის ჩარჩო-შეთანხმებები, რომლებიც საქართველოსა და რუსეთს შორის ჯერ კიდევ 2010 წელს იყო გაფორმებული და ამ ჩარჩო შეთანხმების ფარგლებში კომპანიებმა რა თქმა უნდა მიმართეს შესაბამის ინსტიტუტებს ფრენების განხორციელების მიზნით.&nbsp;
         3947 
         3948 როდესაც საუბრობენ რომ თანხმობა იყო საჭირო, რა თქმა უნდა, თუკი საქართველო სანქციას დაუწესებდა, ეს იყო გზა, რომ არ დაგვეშვა ორმხრივი ფრენები. მაგრამ, ამ ადამიანებს მინდა ვკითხო, ვინც ბრიუსელის სავარძლიდან, კომფორტში მოწყობილები გველაპარაკებიან ამ ბავშვური არგუმენტებით, საქართველომ უნდა დაუწესოს თუ არა ორმხრივი სანქციები რუსეთს და ამით მოახდინოს ესკალაცია ურთიერთობის.
         3949 
         3950 ეს აჩვენებს უპასუხისმგებლობას ამ ადამიანების შეფასებებისა და ზედაპირულობას,&quot; -&nbsp;ამბობს პაპუაშვილი.
         3951 
         3952 &nbsp;</content:encoded>
         3953                 <link>https://www.ghn.ge/news/297431-briuselis-savardzlidan-komfortshi-motsqobilebi-gvelaparakebian-bavshvuri-argumentebit-shalva-papuashvili-evroparlamentarebze</link>
         3954                 <description>ბრიუსელის სავარძლიდან, კომფორტში მოწყობილები გველაპარაკებიან ბავშვური არგუმენტებით - შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე</description>
         3955                 <topic>პოლიტიკა</topic>
         3956                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/275297178.jpeg</image>
         3957                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         3958                 <guid>297431</guid>
         3959             </item>
         3960 
         3961         
         3962             
         3963             <item>
         3964                 <title>კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ, წყალდიდობის შედეგად ხერსონის ოლქში დაღუპულია ოთხი ადამიანი, 13 კი უკვალოდ არის დაკარგული - იგორ კლიმენკო</title>
         3965                 <content:encoded>უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის იგორ კლიმენკოს განცხადებით, ხერსონის ოლქში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შემდეგ, წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 13 მოქალაქე უგზო-უკვლოდ არის დაკარგული, ერთი ადამიანი კი მიკოლაივშია დაღუპული.
         3966 
         3967 &bdquo;ევაკუირებულია 2 412 ადამიანი {ხერსონის ოლქში}. დაიღუპა 4 მოქალაქე. ევაკუაციის დროს დაბომბვის შედეგად დაშავდა - 11. უგზოუკვლოდ დაკარგულად მიჩნეულია 13 ადამიანი.
         3968 
         3969 მიკოლაივის ოლქში დატბორილია 23 დასახლებული პუნქტი. ევაკუირებულია - 825. დაღუპულია ერთი ადამიანი&ldquo;, - განაცხადა კლიმენკომ.
         3970 
         3971 მისი თქმით, ხერსონის ოლქში დაიტბორა 48 დასახლება, მათ შორის 34 (3 625 სახლი) უკრაინის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, - 14 - დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
         3972 
         3973 6 ივნისს, გამთენიისას, &bdquo;სამხრეთის&ldquo; ოპერატიულმა სარდლობამ და ხერსონის ოლქის ადმინისტრაციამ განაცხადეს, რომ რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. ჰესი მთლიანად განადგურებულია და აღდგენას აღარ ექვემდებარება.</content:encoded>
         3974                 <link>https://www.ghn.ge/news/297422-kakhovkis-kashkhlis-afetkebis-shemdeg-tsqaldidobis-shedegad-khersonis-olkshi-daghupulia-otkhi-adamiani-13-ki-ukvalod-aris-dakarguli-igor-klimenko</link>
         3975                 <description>კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ, წყალდიდობის  შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 13 - უკვალოდ არის დაკარგული - იგორ კლიმენკო</description>
         3976                 <topic>მსოფლიო</topic>
         3977                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1545162721.png</image>
         3978                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         3979                 <guid>297422</guid>
         3980             </item>
         3981 
         3982         
         3983             
         3984             <item>
         3985                 <title>ოთარ შამუგია თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის  წევრებს შეხვდა  და საქმიანობის ანგარიშს გაეცნო</title>
         3986                 <content:encoded>გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს თხილის წარმოების ხელშეწყობის&nbsp; პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის&nbsp; მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში სამუშაო ჯგუფის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ გააცნო.
         3987 
         3988 მინისტრმა თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მასშტაბური სამუშაოები მცირე დროში და მაღალი პროფესიონალიზმით განხორციელდა.
         3989 
         3990 &bdquo;ყველაფერი გაკეთდა, რომ მიზნობრივი დახმარება გაგვეწია ფერმერებისთვის. ვფიქრობ, პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში, წლებია ვახორციელებთ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს. სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად მუშაობას, რათა მავნებელთან ბრძოლა ეფექტიანი იყოს. ერთობლივი ძალისხმევით, ვფიქრობ, წელს გაცილებით უკეთესი მოსავალი გვექნება&ldquo;, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
         3991 
         3992 აღსანიშნავია, რომ თხილის წარმოების ხელშეწყობის&nbsp; პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის მიზნით, კადასტრის ოპერატორების ვიზიტი 300-მდე სოფელში განხორციელდა.&nbsp;&nbsp;
         3993 
         3994 პროგრამის ფარგლებში შექმნილ კადასტრში&nbsp; რეგისტრირებულია 47,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი; მათ შორის, 44,000 ჰექტარზე მეტი 0,2-3 ჰექტრის ფართობის, დაახლოებით 3,000 ჰექტარი კი, 3 ჰა-ზე მეტი ფართობის ბაღია.
         3995 
         3996 სამუშაო ჯგუფში დასაქმებული იყო 140-ზე მეტი კადასტრის ოპერატორი, რომელთა შერჩევაც ადგილობრივი ახალგაზრდებისაგან მოხდა. მათ&nbsp; გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს.&nbsp;
         3997 
         3998 თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება სოფლის განვითარების&nbsp; სააგენტოსა და&nbsp; სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ.
         3999 
         4000 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, სამეგრელოს რეგიონში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე იმყოფებოდნენ.</content:encoded>
         4001                 <link>https://www.ghn.ge/news/297421-otar-shamugia-tkhilis-tsarmoebis-khelshetsqobis-programis-farglebshi-shekmnili-samushao-jgufis-tsevrebs-shekhvda-da-sakmianobis-angarishs-gaetsno</link>
         4002                 <description>ოთარ შამუგია თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის  წევრებს შეხვდა  და საქმიანობის ანგარიშს გაეცნო</description>
         4003                 <topic>პოლიტიკა</topic>
         4004                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1125379881.jpg</image>
         4005                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         4006                 <guid>297421</guid>
         4007             </item>
         4008 
         4009         
         4010             
         4011             <item>
         4012                 <title>ოპოზიციური პარტიები ხედავენ, რომ 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ და დაიწყეს სიტყვიერი დისტანცირება „ნაციონალური მოძრაობისგან” - ირაკლი ქადაგიშვილი</title>
         4013                 <content:encoded>საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიები&nbsp;ხედავენ, რომ 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ და დაიწყეს სიტყვიერი დისტანცირება &bdquo;ნაციონალური მოძრაობისგან&ldquo;.
         4014 
         4015 მისი თქმით, გზამ, რომელიც ოპოზიციას ჰქონდა არჩეული, სრული კრახი განიცადა.
         4016 
         4017 &bdquo;ამ პოლიტიკური გზის ფლაგმანი იყო &bdquo;ნაციონალური მოძრაობა&ldquo;&nbsp;და სხვა ყველა პარტია, რომელიც დესტრუქციული დღის წესრიგის თანამონაწილენი იყვნენ”, - თქვა ქადაგიშვილმა.
         4018 
         4019 მისივე თქმით, ხალხმა და ამომრჩეველმა უნდა დაინახოს, რომ ოპოზიცია რეალურად ათვითცნობიერებს იმ ჩიხურ მდგომარეობას, სადაც საკუთარი თავი შეიყვანეს.
         4020 
         4021 &bdquo;დისტანცირება რამდენად იქნება საქმეში ასახული და მათი პოლიტიკური მიზნები და გზა იქნება დაფუძნებული მართლაც ქვეყნის, ხალხის ინტერესებზე, ამას დრო გვაჩვენებს. ხალხმა და ამომრჩეველმა უნდა დაინახოს, რომ ესენი არა მხოლოდ ტაქტიკური მიზნით, არამედ რეალურად ათვითცნობიერებენ იმ ჩიხურ მდგომარეობას, სადაც საკუთარი თავი შეიყვანეს&ldquo;, &ndash; აღნიშნა ქადაგიშვილმა.
         4022 
         4023 მისივე თქმით, &bdquo;ნაციონალურ მოძრაობაში&ldquo;&nbsp;ყოფილ და დღევანდელ თავმჯდომარეს, ჩრდილოვან მმართველობას შორის დიდი აურზაურია ატეხილი.
         4024 
         4025 &bdquo;ნაცმოძრაობაც&ldquo; ცდილობს, რომ იმ ფონზე, რაც ამ პარტიის შიგნით მიმდინარეობს, ანუ დაშლის პროცესი, პოლიტიკური დღის წესრიგის არქონა, რამენაირად ასეთი მოწოდებებით შეინარჩუნოს ოპოზიციის ლიდერის ფლაგმანის როლი. ვხედავთ, რომ პარტიის შიგნით ყოფილ და დღევანდელ თავმჯდომარეს, ჩრდილოვან მმართველობას შორის დიდი აურზაურია ატეხილი. როგორ დალაგდება ოპოზიცია, ვინ ვის შეუერთდება, ამას არ ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. ამომრჩეველი ოპოზიციის ყველა აქტორს კარგად იცნობს და აფასებს ისე, რომ 5-პროცენტიან ბარიერს, &bdquo;ნაციონალური მოძრაობის&ldquo; გარდა, ვერავინ ლახავს. აქ მნიშვნელობა არ ექნება, ვინ ვის შეუერთდება, მთავარი იქნება, ვინ მოტრიალდება ეროვნული ინტერესებისკენ და რეალურად ვინ ეტყვის უარს იმ დესტრუქციულ პოლიტიკას, რასაც ისინი აქამდე ატარებენ.
         4026 
         4027 მოგეხსენებათ, მომავალი არჩევნები პროპორციული სიით უნდა ჩატარდეს, ამიტომ, რა თქმა უნდა, პარტიები ასე მარტივად ვერ გაერთიანდებიან. მაშინ უნდა მოხდეს ერთ პარტიაში შერწყმა, რომლის სურვილი არავის აქვს. ყველას უნდა, თავისი პატარა საფეოდალო ჰქონდეს. მოხდება თუ არა ამ ოპოზიციური პარტიების სახის ცვლილება, ამას დრო გვაჩვენებს. დღევანდელი განცხადებები არის საკუთარი პოზიციების დაფიქსირება მომავალი არჩევნების წინ და ეს ყველაფერი ასახავს ერთმანეთთან ვაჭრობასა და შეჯიბრს&ldquo;, &ndash; აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
         4028 
         4029 &nbsp;
         4030 
         4031 &nbsp;</content:encoded>
         4032                 <link>https://www.ghn.ge/news/297420-opozitsiuri-partiebi-khedaven-rom-5-protsentiani-barieris-gadalakhva-gauchirdebat-da-daitsqes-sitqvieri-distantsireba-natsionaluri-modzraobisgan-irakli-kadagishvili</link>
         4033                 <description>ოპოზიციური პარტიები ხედავენ, რომ 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ და დაიწყეს სიტყვიერი დისტანცირება „ნაციონალური მოძრაობისგან” - ირაკლი ქადაგიშვილი</description>
         4034                 <topic>პოლიტიკა</topic>
         4035                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/133638656.jpg</image>
         4036                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         4037                 <guid>297420</guid>
         4038             </item>
         4039 
         4040         
         4041             
         4042             <item>
         4043                 <title>პენტაგონი უკრაინისთვის 2 მლრდ დოლარის ღირებულების ახალი სამხედრო პაკეტის გადაცემის შესახებ განაცხადებს - Bloomberg</title>
         4044                 <content:encoded>შეერთებულო შტატები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გრძელვადიანი პაკეტის გადაცემის შესახებ განაცხადებს. ამის შესახებ Bloomberg წყაროზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ცნობიტ დახმარების პაკეტი 2 მლრდ დოლარის ღირებულების იქნება და ასში შევა საჰაერო თავდაცვის საშუალებები.
         4045 
         4046 ტანხა, რომელივ გამოყოფილეი იქნება უკრაინის უსაფრთხოების სფეროში დახმარების ფარგელბშ, გამშვები დანადგარების, ასევე Hawk-ის ტიპის რაკეტების, ასევე GEM-T ტიპის რაკეტებს საზენუტი-სარაკეტო კომპექლეს Patriot-ებისთვის</content:encoded>
         4047                 <link>https://www.ghn.ge/news/297419-pentagoni-ukrainistvis-2-mlrd-dolaris-ghirebulebis-akhali-samkhedro-paketis-gadatsemis-shesakheb-ganatskhadebs-bloomberg</link>
         4048                 <description>პენტაგონი უკრაინისთვის 2 მლრდ დოლარის ღირებულების ახალი სამხედრო პაკეტის გადაცემის შესახებ განაცხადებს - Bloomberg</description>
         4049                 <topic>მსოფლიო</topic>
         4050                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1347953136.png</image>
         4051                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         4052                 <guid>297419</guid>
         4053             </item>
         4054 
         4055         
         4056             
         4057             <item>
         4058                 <title>აგროსასურსთო სისტემაში კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გაძლიერებისთვის საქართველოში ახალი პროექტი იწყება</title>
         4059                 <content:encoded>საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, გაეროს სურასთისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ერთად, უმასპინძლა ახალი პროექტის წარდგენას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს აგროსასურსათო სექტორში კლიმატის ცვლილების შერბილებისა და კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი განვითარების ხელშეწყობას. პროექტის მხარდამჭერია კლიმატის მწვანე ფონდი (GCF).
         4060 
         4061 პროექტის ფარგლებში, FAO აქტიურად იმუშავებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მათ სააგენტოებთან ერთად, ახალი ხედვითა და მსოფლიოში არსებული გამოცდილების გაზიარებით, FAO ხელს შეუწყობს სათბურის აირების ემისიების შემცირებასა და აგრო-სასურსათო სისტემების ეფექტურობას. პროექტი, სექტორული მიმართულებით არსებულ პოლიტიკის ხარვეზებს შეეხება: დაეხმარება სამინისტროს განსაზღვროს სოფლის მეურნეობის სექტორის დაბალემისიანი განვითარების გზა, შეიმუშავებს პოლიტიკის რეკომენდაციებს და, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციებზე დაყრდნობით &ndash; ფინანსირების სამოქმედო გეგმას.
         4062 
         4063 ახალი პროექტის წარდგენას ესწრებოდნენ მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები აგროსასურსათო და სხვადასხვა სექტორიდან. ღონისძიება &nbsp;ემსახურებოდა დაინტერესებულ მხარეებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილებების გაზიარების ხელშეწყობას.
         4064 
         4065 მისასალმებელი სიტყვით ღონისძიება გახსნეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა და FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ. სამინისტროსა და FAO-ს წარმომადგენლებმა საქართველოს კლიმატის მწვანე ფონდთან თანამშრომლობისა და ახალი პროექტის შესახებ პრეზენტაციები გამართეს.
         4066 
         4067 &bdquo;მსოფლიო ნათლად ხედავს, რომ კლიმატის ცვლილება&nbsp; მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნების ეკონომიკის სხვადასხვა სექტორზე, მათ შორის, სოფლის მეურნეობაზე. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც საქართველოა. შესაბამისად, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩამოვაყალიბოთ ისეთი კონკრეტული ხედვები, რაც ხელს შეუწყობს&nbsp; სოფლის მეურნეობის სექტორს,&nbsp; გახდეს უფრო მეტად კლიმატგონივრული და კლიმატთან ადაპტაციის ღონისძიებები დაიგეგმოს და განხორციელდეს ევროკავშირის საერთაშორისო დონეზე მიღებული&nbsp; პრაქტიკის შესაბამისად.&nbsp; ჩვენ მზად ვართ შევიტანოთ გარკვეული ცვლილებები არსებულ სახელმწიფო პროგრამებში, დავნერგოთ ისეთი დამატებითი მექანიზმები, რაც ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სექტორის ადაპტაციის შესაძლებლობებს გაზრდის და აღნიშნული სექტორიდან ჰაერში მავნე გაფრქვევებს მინიმუმამდე&nbsp; შეამცირებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს&ldquo;, &ndash; აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
         4068 
         4069 პროექტი კლიმატის მწვანე ფონდის მზაობის დახმარების პროგრამის ნაწილია და დაახლოებით ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. FAO-ს გამოცდილებებზე დაყრდნობითა და GCF-ის მხარდაჭერით, აღნიშნული პარტნიორობა მიზნად ისახავს საქართველოს აგროსასურსათო სისტემის ტრანსოფორმაციას, მათ შორის, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გზაზე, მნიშვნელოვანი მონაცემების შეგროვებას.
         4070 
         4071 &bdquo;საქართველოში პროგრამების განხორციელების თითქმის 20-წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, მიგვაჩნია, რომ საქართველოს აგროსასურსათო სისტემაში კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობისა და ემისიების შემცირებით მდგრადი განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ერთობლივი ძალებითა და FAO-სა და პარტნიორების საუკეთესო გამოცდილებების გაერთიანებით, შეგვიძლია აგროსასურსათო სისტემების ტრანსფორმირება, რომლებიც საქართველოს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისათვის აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასა და ქვეყნის&nbsp; მდგრადი მომავლის განვითარებას დაეხმარება&ldquo;, &ndash; განაცხადა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ.
         4072 
         4073 საქართველო სასოფლო-სამეურნეო ტრადიციებითა და მდიდარი მემკვიდრეობით გამორჩეული ქვეყანაა. ამჟამად, ქვეყნის გამოწვევაა აგროსასურსათო სექტორის ზრდისა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში აღებული საერთაშორისო ვალდბულებების დაბალანსება და, ამავდროულად, ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო სექტორში კლიმატის ცვლილების უკვე გამოხატულ გავლენებთან ბრძოლა. კლიმატის ცვლილების პროცესებზე ჯეროვანი ზემოქმედების გარეშე, 2030 წლისთვის, სოფლის მეურნეობის სექტორში ემისიების 40%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი. ამ პროცესის წინააღმდეგ საქართველომ უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები: განაახლა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC) გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში, შეიმუშავა 2030 წლის კლიმატის ცვლილების სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა. მდგრადი აგროსასურსათო სისტემის შესაქმნელად და სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული პოტენციალის გასავითარებლად, ქვეყნისათვის ჯერ ისევ მნიშვნელოვანია პარტნიორების დახმარება, განსაკუთრებით კი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისათვის დასახული მიზნების შესასრულბლად და ადაპტაციისა და მედეგობის მხარდასაჭერად.
         4074 
         4075 &nbsp;</content:encoded>
         4076                 <link>https://www.ghn.ge/news/297418-agrosasursto-sistemashi-klimatis-tsvlilebastan-brdzolis-gadzlierebistvis-sakartveloshi-akhali-proekti-itsqeba</link>
         4077                 <description>აგროსასურსთო სისტემაში კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გაძლიერებისთვის საქართველოში ახალი პროექტი იწყება</description>
         4078                 <topic>პოლიტიკა</topic>
         4079                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1333238342.JPG</image>
         4080                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         4081                 <guid>297418</guid>
         4082             </item>
         4083 
         4084         
         4085             
         4086             <item>
         4087                 <title>ბრიუსელში ჩვენი დელეგაციის გუშინდელი გამოსვლა, პრაქტიკულად, დასრულდა 10:0 ქართული დელეგაციის სასარგებლოდ - გურამ მაჭარაშვილი</title>
         4088                 <content:encoded>ჩვენი დელეგაციის გუშინდელი გამოსვლა, პრაქტიკულად, დასრულდა 10:0 ქართული დელეგაციის სასარგებლოდ, &ndash; ამის შესახებ &bdquo;ხალხის ძალის&ldquo; წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
         4089 
         4090 &bdquo;გუშინდელი სხდომა უნდა განვიხილოთ ისე, როგორც პრაქტიკული მტკიცებულება, რასაც &bdquo;ხალხის ძალა&ldquo; და, ზოგადად, უმრავლესობა ვამბობდით, რომ საქართველო ჯერ კიდევ შარშან იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, მათივე ევროკომისიის გადაწყვეტილებებისა და დასკვნების შესაბამისად. სამწუხაროდ, იყო არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება. გუშინდელ სხდომაზე, როდესაც ევროპარლამენტარი ამბობს იმის საწინააღმდეგო პოზიციას, რაც ევროკომისიამ დასკვნის სახით გამოაქვეყნა, ეს ზუსტად ნიშნავს, რომ ამ ადამიანს აქვს რაღაც პარალელური ინტერესი. ბევრი ევროპარლამენტარი კორუფციაზეა დაკავებული ან რაღაც სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი აქვს, რომელიც ასევე საწინააღმდეგოა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი დელეგაციის გუშინდელი გამოსვლა, პრაქტიკულად, დასრულდა 10:0 ქართული დელეგაციის სასარგებლოდ. არა მარტო იმიტომ, რომ ეს ხალხი კარგად გამოვიდა, არამედ იმიტომაც, რომ სიმართლე იყო და არის ჩვენს მხარეს&ldquo;, &ndash; განაცხადა მაჭარაშვილმა.
         4091 
         4092 &nbsp;</content:encoded>
         4093                 <link>https://www.ghn.ge/news/297417-briuselshi-chveni-delegatsiis-gushindeli-gamosvla-praktikulad-dasrulda-100-kartuli-delegatsiis-sasargeblod-guram-macharashvili</link>
         4094                 <description>ბრიუსელში ჩვენი დელეგაციის გუშინდელი გამოსვლა, პრაქტიკულად, დასრულდა 10:0 ქართული დელეგაციის სასარგებლოდ - გურამ მაჭარაშვილი</description>
         4095                 <topic>კომენტარი</topic>
         4096                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1597962229.jpg</image>
         4097                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         4098                 <guid>297417</guid>
         4099             </item>
         4100 
         4101         
         4102             
         4103             <item>
         4104                 <title>ნიკოლოზ სამხარაძე საფრანგეთის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა</title>
         4105                 <content:encoded>საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, კრისტიან კამბონს შეხვდა.
         4106 
         4107 მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონში არსებული ვითარება, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი როგორც შავი ზღვის უსაფრთხოების, ასევე, ზოგადად, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის.
         4108 
         4109 შეხვედრისას ისაუბრეს ნატო-ს გაფართოებაზე და საქართველოს მიერ ერაყში, ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მისიებში შეტანილ წვლილზე. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან კონტრიბუტორს მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.
         4110 
         4111 სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას, მხარეებმა, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესსა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
         4112 
         4113 &bdquo;შეხვედრაზე ვისაუბრეთ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შეცვლილ განწყობებზე და აღვნიშნეთ, რომ ახლა ყველა ხვდება ამ საკითხის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას. ფრანგმა კოლეგამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის და ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ჰქონდეს წევრობისათვის მკაფიო სამოქმედო გეგმა და ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და დაიწყოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები&ldquo;, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
         4114 
         4115 შეხვედრაში საქართველოს პარლამენტიდან, დავით სონღულაშვილი და ელისო ბოლქვაძე მონაწილეობდნენ.
         4116 
         4117 საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება.</content:encoded>
         4118                 <link>https://www.ghn.ge/news/297416-nikoloz-samkharadze-safrangetis-senatis-sagareo-da-tavdatsvis-komitetis-tavmjdomares-shekhvda</link>
         4119                 <description>ნიკოლოზ სამხარაძე საფრანგეთის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა</description>
         4120                 <topic>პოლიტიკა</topic>
         4121                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/773816878.jpg</image>
         4122                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         4123                 <guid>297416</guid>
         4124             </item>
         4125 
         4126         
         4127             
         4128             <item>
         4129                 <title>რუსეთის ქალაქ ვორონეჟში უპილოტო საფრენი აპარატი ჩავარდა, დაშავდა სამი ადამიანი</title>
         4130                 <content:encoded>რუსეთის ქალაქ ვორონეჟში უპილოტო საფრენი აპარატი ჩავარდა. ამის შესახებ ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევი Telegram-არხზე წერს. მისი ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი.
         4131 
         4132 უპილოტო საფრენმა აპარატმა საცხოვრებელი სახლი დააზიანა
         4133 
         4134 მისივე განცხადებით, რეგიონის ხელისუფლება სასწრაფო შეხვედრას გამართავს მომხდარის შესაფასებლად.
         4135 
         4136 &bdquo;საყოფაცხოვრებო დახმარების შესახებ პირველი ინსტრუქციები მივეცი კორპუსის მაცხოვრებლებს. მათ დახმარებას გაუწევენ. ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების სამინისტრო და სხვა სპეცსამსახურები&ldquo;, &ndash; წერს გუსევი.
         4137 
         4138 რუსული მედიის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმას ვორონეჟის საავიაციო ქარხანაზე ცდილობდნენ.
         4139 
         4140 &nbsp;</content:encoded>
         4141                 <link>https://www.ghn.ge/news/297415-rusetis-kalak-voronezhshi-upiloto-safreni-aparati-chavarda-dashavda-sami-adamiani</link>
         4142                 <description>ვორონეჟში უპილოტო საფრენი აპარატი ჩავარდა, დაშავდა სამი ადამიანი</description>
         4143                 <topic>მსოფლიო</topic>
         4144                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/734510395.jpg</image>
         4145                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         4146                 <guid>297415</guid>
         4147             </item>
         4148 
         4149         
         4150             
         4151             <item>
         4152                 <title>საქართველოს ბანკმა და TBSC კონსალტინგმა საქართველოში მეოთხე ბიზნეს ქეისების კონკურსი ჩაატარეს</title>
         4153                 <content:encoded>სხარტი, კრეატიული და კრიტიკული აზროვნების მქონე ახალგაზრდებისთვის საქართველოს ბანკისა და TBSC კონსალტინგის ორგანიზებით, წელს ჰარვარდის ბიზნეს ქეისების კონკურსი მეოთხედ გაიმართა, რომელში მონაწილეობაც 12 უნივერსიტეტის 400-მდე სტუდენტმა მიიღო.
         4154 
         4155 ღია რაუნდი თბილისსა და ქუთაისში პარალელურად ჩატარდა, სადაც 22 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გამოვლინდა. ისინი ერთმანეთს მათთვის წინასწარ მიცემული ჰარვარდის ბიზნეს ქეისის ანალიზსსა და საუკეთესო, კრეატიული და ეფექტური რეკომენდაციების შემუშავებაში ეჯიბრებოდნენ.
         4156 
         4157 დავალების ფარგლებში მონაწილეებს ელექტრო საქონლის საბითუმო სავაჭრო კომპანია Jones Electrical Distribution Company-სთვის უნდა შეექმნათ გადაწყვეტა, რომელიც ელექტრო საქონლით ამარაგებდა სამშენებლო კომპანიებს და მომგებიანობის მიუხედავად, გაყიდვების სწრაფი ზრდის გამო ფულადი სახსრების დეფიციტს განიცდიდა.&nbsp; აღნიშნული ქეისის შესწავლამ სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა, მოემზადებინათ ფინანსური პროგნოზი და თანაფარდობის ანალიზი, რათა რეკომენდაცია გაეწიათ გადაწყვეტილებებისთვის, არსებული ალტერნატივების საფუძველზე.
         4158 
         4159 საკუთარი იდეები მონაწილეებმა ჟიურის წევრებს წარუდგინეს, რომლის შემადგენლობაშიც&nbsp; საქართველოს ბანკისა და სხვადასხვა წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები იყვნენ.
         4160 
         4161 პრეზენტაციის შემდეგ, ჟიურიმ 8 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გამოავლინა, რომლებიც 24 ივნისს ფინალურ ტურში მიიღებენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული გუნდები ფულადი პრიზებით - 11 000, 6 000 და 3 000 ლარით - დაჯილდოვდებიან.
         4162 
         4163 &bdquo;საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მიზნად ისახავს ახალგაზრდების მხარდაჭერას და მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ისეთი ინიციატივების განხორციელების პროცესში, რომელიც სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება. ერთ-ერთ ასეთ პროექტს ჰარვარდის ბიზნეს ქეისების კონკურსი წარმოადგენს.
         4164 
         4165 აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში, სტუდენტები მუშაობენ ისეთ ბიზნეს ქეისებზე, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები საკუთარ სასწავლო პროცესებში იყენებენ, შესაბამისად, ისინი იღებენ მნიშვნელოვან ცოდნას და ივითარებენ საჭირო უნარ-ჩვევებს. ამასთან, ქეისებზე მუშაობის დროს ისინი ირგებენ სხვადასხვა კომპანიაში გადაწყვეტილების მიმღები პირების როლს და მუშაობენ განსხვავებულ სცენარებზე, რათა შეიმუშაონ კომპანიის წინაშე არსებული გამოწვევის გადაჭრის ყველაზე ეფექტური და ოპტიმალური გზა&ldquo;, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
         4166 
         4167 ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის და TBSC კონსალტინგის თანამშრომლობის ფარგლებში, ჰარვარდის ბიზნეს ქეისების კონკურსი ყოველწლიურად იმართება. კონკურსში მონაწილეობა უკვე 1000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება.
         4168 
         4169 &nbsp;</content:encoded>
         4170                 <link>https://www.ghn.ge/news/297414-sakartvelos-bankma-da-tbsc-konsaltingma-sakartveloshi-meotkhe-biznes-keisebis-konkursi-chaatares</link>
         4171                 <description>საქართველოს ბანკმა და TBSC კონსალტინგმა საქართველოში მეოთხე ბიზნეს ქეისების კონკურსი ჩაატარეს</description>
         4172                 <topic>საზოგადოება</topic>
         4173                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/926564150.png</image>
         4174                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         4175                 <guid>297414</guid>
         4176             </item>
         4177 
         4178         
         4179             
         4180             <item>
         4181                 <title>თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა 14,8 მლნ ლარის ღირებულების თხილის ბაღების მოვლის   საშუალებები შეიძინეს</title>
         4182                 <content:encoded>თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა 14,8 მლნ ლარის ღირებულების თხილის ბაღების მოვლის საშუალებები შეიძინეს თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დარიცხული ქულების განაღდების პროცესის მიმდინარეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად გაეცნო.
         4183 
         4184 მინისტრი აგრომაღაზიაში იმყოფებოდა, სადაც ფერმერები დარიცხული ქულებით საჭირო შესაწამლ საშუალებებს იძენდნენ. ფერმერებთან საუბრის დროს მინისტრმა აღნიშნა, რომ თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა უკეთესად მოვლილ ბაღებს, ხარისხიან მოსავალს და მეტ შემოსავალს უზრუნველყოფს. &bdquo;თხილი სამეგრელოს მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. სახელმწიფო ყოველთვის გვერდში უდგას ფერმერებს; ერთობლივი ძალისხმევით, ვფიქრობ, რომ წელს გაცილებით უკეთესი მოსავალი გვექნება&ldquo;, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
         4185 
         4186 მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად , თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა გასული წლის ნოემბერში ამოქმედდა. პროგრამით, რომლითაც ჯამში, 90 ათასზე მეტი ფერმერი ისარგებლებს, 44 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე თხილის ბაღებში მავნებლების და დაავადებების საწინააღმდეგოდ ღონისძიებები განხორციელდება.
         4187 
         4188 პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში უნდა გააჩნდეს თხილის ბაღი, ჯამურად არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 ჰა. სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ლარით - 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით.
         4189 
         4190 ამ ეტაპზე, მეთხილე ფერმერებმა 14,8 მლნ ლარის ღირებულების თხილის ბაღების მოვლის საშუალებები შეიძინეს. დარიცხული ქულების რაოდენობა 21,5 მლნ ლარს აღემატება. პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. საქართველოს მასშტაბით მოქმედ 500-ზე მეტ სპეციალიზებულ აგრომაღაზიაში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 აგვისტოა.</content:encoded>
         4191                 <link>https://www.ghn.ge/news/297413-tkhilis-tsarmoebis-khelshetsqobis-programis-farglebshi-fermerebma-148-mln-laris-ghirebulebis-tkhilis-baghebis-movlis-sashualebebi-sheidzines</link>
         4192                 <description>თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა 14,8 მლნ ლარის ღირებულების თხილის ბაღების მოვლის   საშუალებები შეიძინეს</description>
         4193                 <topic>ეკონომიკა</topic>
         4194                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1434762579.jpg</image>
         4195                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         4196                 <guid>297413</guid>
         4197             </item>
         4198 
         4199         
         4200             
         4201             <item>
         4202                 <title>ჩვენი პარტნიორები ხედავენ, რომ რუსული ხელისუფლება პროდასავლელ ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს ართმევს და მწვავე კრიტიკით ცდილობენ დაიცვან ხალხის არჩევანი - თინა ბოკუჩავა</title>
         4203                 <content:encoded>&bdquo;აქამდე ჩვენი პარტნიორები დახურულ კარს მიღმა აჟღერებდნენ მსგავს მწვავე გზავნილებს და შეფასებებს.&nbsp;ახლა მოუწიათ ღიად გააკეთონ ეს, რადგან ხედავენ, რომ რუსული ხელისუფლება პროდასავლელ ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს ართმევს,&ldquo; - ამის შესახებ განაცხადა &bdquo;ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&ldquo; პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
         4204 
         4205 თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ საქართველოს პარტნიორები ხელისუფლების მიმართ მწვავე კრიტიკით ცდილობენ ქართველი ხალხის არჩევანის დაცვას.
         4206 
         4207 &bdquo;აქამდე ჩვენი პარტნიორები დახურულ კარს მიღმა აჟღერებდნენ მსგავს მწვავე გზავნილებს და შეფასებებს.&nbsp;ახლა მოუწიათ ღიად გააკეთონ ეს, რადგან ხედავენ, რომ რუსული ხელისუფლება პროდასავლელ ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს ართმევს. ეს არის მათი მთავარი წუხილი. რეალურად, ამგვარი მწვავე კრიტიკით ცდილობენ დაიცვან ქართველი ხალხის არჩევანი და ევროპული პერსპექტივა, სწორედ ეს არის არსი ამ კრიტიკის. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებიდან ამას შესაბამისი ნაბიჯები არ მოჰყვება, რადგან მას ღიად არჩეული აქვს რუსული გზა. მოლოდინი არის, რომ დასავლეთიდან მუდმივი ზეწოლა იქნება ღიად პრორუსულ ხელისუფლებაზე, რათა მათ ბოლომდე არ გადაუხვიონ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს. დასავლელი პარტნიორების ამოცანაა, რომ საქართველომ არ დაკარგოს შესაძლებლობის ისტორიული ფანჯარა და შეუნარჩუნდეს ევროპული პერსპექტივა,&ldquo; - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
         4208 
         4209 &nbsp;</content:encoded>
         4210                 <link>https://www.ghn.ge/news/297412-chveni-partniorebi-khedaven-rom-rusuli-khelisufleba-prodasavlel-kartvel-khalkhs-evropul-momavals-artmevs-da-mtsvave-kritikit-tsdiloben-daitsvan-khalkhis-archevani-tina-bokuchava</link>
         4211                 <description>ჩვენი პარტნიორები ხედავენ, რომ რუსული ხელისუფლება პროდასავლელ ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს ართმევს და მწვავე კრიტიკით ცდილობენ დაიცვან ხალხის არჩევანი - თინა ბოკუჩავა</description>
         4212                 <topic>პოლიტიკა</topic>
         4213                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/540221770.png</image>
         4214                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         4215                 <guid>297412</guid>
         4216             </item>
         4217 
         4218         
         4219             
         4220             <item>
         4221                 <title>ესტონეთის პრემიერის განცხადებით, ნატო-ს ქვეყნები არ განიხილავენ უკრაინაში ჯარების გაგზავნას</title>
         4222                 <content:encoded>ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ნატო-ს ქვეყნები არ განიხილავენ უკრაინაში ჯარების გაგზავნას. იუწყება ERR.
         4223 
         4224 &bdquo;ყველა სახელმწიფო უკრაინას ამა თუ იმ დახმარებას უწვეს. მაგრამ არცერთ ქვეყანას არ განუცხადებია, რომ სურს ამ ომში ჩაერთოს და თავისი სამხედროები გაგზავნოს, ასეთი გეგმების შესახებ არ მსმენია&ldquo;, - განაცხადა კალასმა.
         4225 
         4226 ნატო-ს ყოფილმა გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს მიაჩნია, რომ უკრაინის მომავალი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დისკუსიების ფარგლებში ნატო-ს ცალკეული ქვეყანა შესაძლოა, შეთანხმდეს უკრაინის ტერიტორიაზე თავიანთი ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით.
         4227 
         4228 რასმუსენის აზრით, თუ ნატო ვილნიუსის სამიტზე ვერ გადადგმას ნაბიჯებს ალიანსში უკრაინის გაწევრიანების ან მისთვის უსაფრხოების გარანტიების შესახებ, &bdquo;არსებობს მკაფიო შესაძლებლობა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ინდივუდუალურად მიიღოს ზომები&ldquo;.
         4229 
         4230 უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ხსენებულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ნატო-ს ქვეყნები მანამდე არ შეიყვანენ უკრაინის ტერიტორიაზე ჯარებს, ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულდება.</content:encoded>
         4231                 <link>https://www.ghn.ge/news/297411-estonetis-premieris-gantskhadebit-nato-s-kveqnebi-ar-ganikhilaven-ukrainashi-jarebis-gagzavnas</link>
         4232                 <description>ესტონეთის პრემიერის განცხადებით, ნატო-ს ქვეყნები არ განიხილავენ უკრაინაში ჯარების გაგზავნას</description>
         4233                 <topic>მსოფლიო</topic>
         4234                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/631755747.jpg</image>
         4235                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         4236                 <guid>297411</guid>
         4237             </item>
         4238 
         4239         
         4240             
         4241             <item>
         4242                 <title>დავით ნარმანიამ საგარეჯოში მელიორაციის რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა</title>
         4243                 <content:encoded>საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საგარეჯოში მელიორაციის რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. სემეკის თავმჯდომარესთან ერთად წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საპილოტე პროექტს გაეცნენ სემეკის წევრი გიორგი ფრუიძე და სემეკის აპარატის წარმომადგენლები. პროექტი განხორციელდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
         4244 
         4245 სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, მელიორაციის სექტორის განვითარებისთვის წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია.
         4246 
         4247 &bdquo;წყალმომხმარებელთა ორგანიზაციები &nbsp;ფერმერებისთვის იქნება სარწყავი წყლის უწყვეტი, საიმედო და ოპტიმალური გამოყენების ერთგვარი შესაძლებლობა. ასეთი ორგანიზაციები მელიორაციის სექტორის თანამედროვე რეგულირების ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია, რასაც მოწმობს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო გამოცდილებაც. აქედან გამომდინარე, საქართველოში ფერმერებმა უნდა იზრუნონ ასეთი ორგანიზაციების ჩამოყალიბებაზე&ldquo;, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
         4248 
         4249 &nbsp;მისივე თქმით, მელიორაციის სექტორის ეფექტიანი რეგულირებისათვის სემეკში სხვადასხვა წესსა და მეთოდოლოგიაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.&nbsp;
         4250 
         4251 &bdquo;ამჟამად, სემეკში ვმუშაობთ პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიაზე, რომლის საფუძველზეც სემეკი მიმდინარე წლის ბოლოს მელიორაციის სექტორისთვის ტარიფებს დაადგენს. ამასთანავე, მუშავდება წყლის მიწოდების წესები, რომელიც პირველად წყალმოსარგებლესა და ირიგაციის სისტემით მოსარგებლეთა შორის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს დაარეგულირებს. მიმდინარე წელს დამტკიცდება პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასთან/სხვა წყალმომხმარებელთან გასაფორმებელი მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები,&ldquo; - აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ. &nbsp;</content:encoded>
         4252                 <link>https://www.ghn.ge/news/297410-davit-narmaniam-sagarejoshi-melioratsiis-reabilitirebuli-infrastruktura-daatvaliera</link>
         4253                 <description>დავით ნარმანიამ საგარეჯოში მელიორაციის რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა</description>
         4254                 <topic>საზოგადოება</topic>
         4255                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/364739034.jpg</image>
         4256                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         4257                 <guid>297410</guid>
         4258             </item>
         4259 
         4260         
         4261             
         4262             <item>
         4263                 <title>დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალი შვიდი მუხლით წაუყენეს</title>
         4264                 <content:encoded>აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით იუსტიციის დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს.
         4265 
         4266 როგორც ტრამპის ადვოკატმა, ჯიმ ტრასტიმ CNN&nbsp;-ს განუცხადა, ტრამპს ბრალი, სულ მცირე, შვიდი მუხლით წაუყენეს. მათ შორის მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლისთვის.
         4267 
         4268 ადონალდ ტრამპი ამ ფაქტს თავის სოციალურ ქსელში Truth Social გამოეხმაურა და ვიდეომიმართვა გაავრცელა. მან ბრალის წაყენებას &bdquo;ბნელი დღე&ldquo; უწოდა და განაცხადა, რომ უდანაშაულოა და ყველაფერს გააკეთებს ამის დასამტკიცებლად.
         4269 
         4270 ტრამპი მაიამის ფედერალურ სასამართლოში 13 ივნისს უნდა გამოცხადდეს.
         4271 
         4272 გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტები 2022 წლის აგვისტოში ამოიღო.
         4273 
         4274 ტრამპი ამტკიცებდა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო და კონკრეტული ჯგუფების მიზანს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისთვის ხელის შეშლა წარმოადგენდა.</content:encoded>
         4275                 <link>https://www.ghn.ge/news/297409-donald-tramps-saidumlo-dokumentebis-ukanonod-gamoqenebastan-dakavshirebit-brali-shvidi-mukhlit-tsauqenes</link>
         4276                 <description>დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალი შვიდი მუხლით წაუყენეს</description>
         4277                 <topic>მსოფლიო</topic>
         4278                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1096019285.jpg</image>
         4279                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         4280                 <guid>297409</guid>
         4281             </item>
         4282 
         4283         
         4284             
         4285             <item>
         4286                 <title>ოთარ შამუგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეთხილე ფერმერებს შეხვდა</title>
         4287                 <content:encoded>გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მეთხილე ფერმერებს შეხვდა და თხილის ბაღში აგროტექნიკური სამუშაოების განხორციელების პროცესს ადგილზე გაეცნო. ადგილობრივმა ფერმერებმა მინისტრს მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და კმაყოფილება გამოთქვეს თხილის მხარდამჭერი ახალი სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების გამო.
         4288 
         4289 &bdquo;სამეგრელოში გავეცანით თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიმდინარეობას, რომელიც გულისხმობს, ერთ ჰექტარზე გადაანგარიშებით, ფერმერებისთვის 500 ლარის გამოყოფას, რათა მათ ბაღების მოვლისთვის საჭირო საშუალებები შეიძინონ. ვფიქრობ, პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. 15 მლნ ლარზე მეტია ათვისებული ფერმერების მხრიდან და, შესაბამისად, დღეს გვაქვს უფრო მეტად მოვლილი ბაღები, რაც მოგვცემს უკეთეს შედეგს როგორც მოსავლიანობის კუთხით, ასევე ხარისხობრივად. დასავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის თხილი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო. მას აქვს დიდი პოტენციალი. შარშან, დაახლოებით 100 მლნ დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა. ვფიქრობ, კარგი მოვლის შემთხვევაში, მოსავლიანობის ზრდის პირობებში, შეგვიძლია, ეს მონაცემები გავაორმაგოთ&ldquo;, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
         4290 
         4291 აღსანიშნავია, რომ ქართული თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში, ჯამში, 90 ათასზე მეტი ფერმერი ჩაერთვება. 44 000 ჰექტარზე მეტ თხილის ბაღში მავნებლების და დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებები განხორციელდება. რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, პროგრამით 45 000-ზე მეტი ფერმერი ისარგებლებს, რომელთა თხილის ბაღების ფართობი 24 000 ჰექტარს აღემატება.
         4292 
         4293 მინისტრმა, ფერმერებთან შეხვედრაზე, სამეგრელოში გავრცელებულ კულტურაზე, მოცვზეც ისაუბრა და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან მხარდამჭერი მოქმედი პროგრამების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
         4294 
         4295 &bdquo;მომავალ წლებში, მოცვი გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის. 2500 ჰა-ზე მეტი ბაღის გაშენება დავაფინანსეთ და ამ ბაღებიდან მოსავლიანობა 20-25 ათასი ტონა იქნება, რაც, დამატებით, 80-100 მლნ დოლარის შემოსავალს ნიშნავს. ეს შევძელით იმ პროექტების მეშვეობით, რომელსაც სახელმწიფო წლებია ახორციელებს და მომავალშიც გააგრძელებს&ldquo;, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
         4296 
         4297 ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, &bdquo;ქართული ოცნების&ldquo; ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სოფლის მეურნეობაში დიდი რესურსი ჩაიდო, რაც ყველასთვის, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის, თვალსაჩინოა. ფერმერებს გაუჩნდათ რეალური შემოსავალი, რომელიც, ერთი მხრივ, დამოკიდებულია მათ შრომაზე და, მეორე მხრივ, იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს.
         4298 
         4299 მინისტრთან ერთად, ფერმერებთან შეხვედრაზე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და თხილის ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი თოდუა იმყოფებოდნენ.</content:encoded>
         4300                 <link>https://www.ghn.ge/news/297408-otar-shamugia-zugdidis-munitsipalitetshi-metkhile-fermerebs-shekhvda</link>
         4301                 <description>ოთარ შამუგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეთხილე ფერმერებს შეხვდა</description>
         4302                 <topic>პოლიტიკა</topic>
         4303                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1756670429.jpg</image>
         4304                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         4305                 <guid>297408</guid>
         4306             </item>
         4307 
         4308         
         4309             
         4310             <item>
         4311                 <title>აუცილებელია შემდგომში უკრაინის მხარდაჭერა, რათა პუტინმა არ იფიქროს, რომ დავიღალეთ - რიში სუნაკი</title>
         4312                 <content:encoded>აუცილებელია შემდგომში უკრაინის მხარდაჭერა, რათა პუტინმა არ იფიქროს, რომ დავიღალეთ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე &nbsp;განაცხადა.
         4313 
         4314 &bdquo;პრეზიდენტი პუტინი იფიქრებს, რომ შეუძლია დაგველოდოს, რომ ალიანსი დაიღლება, გამოიფიტება და დანებდება. მაგრამ ეს ასე არ არის&ldquo;, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.
         4315 
         4316 მისი აზრით, თუ დასავლელი მოკავშირეები შეძლებენ უზრუნველყონ უკრაინის დახმარება, მათ შორის გრწელვადიან პერსპექტივაში, ეს იქნება მძლავრი სიგნალი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისთთვის, რომ აზრი არ აქვს დალოდებას. &bdquo;ჩვენ არსად წავალთ. ჩვენ ვიქნებით აქ {უკრაინაში} იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება და ვიმედოვნებ, ეს მას {პუტინს} დააახლოებს იმ აზრთან, რომ უნდა გაიყვანოს ჯარები და შეწყვიტოს უკანონო და არაპროვოცირებული აგრესიის აქტი&ldquo;, - განაცხადა სუნაკმა.</content:encoded>
         4317                 <link>https://www.ghn.ge/news/297407-autsilebelia-shemdgomshi-ukrainis-mkhardachera-rata-putinma-ar-ifikros-rom-davighalet-rishi-sunaki</link>
         4318                 <description>შემდგომში აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერა, რათა პუტინმა არ იფიქროს, რომ დავიღალეთ - რიში სუნაკი</description>
         4319                 <topic>მსოფლიო</topic>
         4320                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/401246004.png</image>
         4321                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         4322                 <guid>297407</guid>
         4323             </item>
         4324 
         4325         
         4326             
         4327             <item>
         4328                 <title>ZEG - ამბის თხრობის ფესტივალი გრძელდება            </title>
         4329                 <content:encoded>9 ივნისს, 11:00 საათზე, ZEG Tbilisi Storytelling Festival-ის მეორე საფესტივალო დღე გაიხსნება თემით &bdquo;თავისუფლება, რომელიც ყველას გვჭირდება&ldquo;, რომელშიც მონაწილეობას იღებს ნობელის პრემიის ლაურეატი მარია რესა. დღის განმავლობაში ფესტივალის სხვადასხვა სივრცეში გაიმართება დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორიცაა: &ldquo;დაგვავიწყა თუ არა, უკრაინის ომმა სხვა კონფლიქტები&ldquo;, &bdquo;ხელოვნური ინტელექტი: რა გველის”, &bdquo;მიგრანტების ისტორიები უკრაინიდან და ცენტრალური აზიიდან&ldquo;, &bdquo;განათლების მომავალი&ldquo;, &bdquo;ახალი ფორმების ძიება მონაცემთა ჟურნალისტიკაში&ldquo;, &bdquo;თაობის ცვლილება საქართველოში: დისკუსია GEN-Z-სთან&ldquo;, &bdquo;როგორ გადმოვცეთ ისტორიები სპორტის გმირების შესახებ&ldquo;, &bdquo;ნარატივის როლი არქიტექტურაში&ldquo;. მეორე საფესტივალო დღეს დახურავს ჰოლივუდის კინოოპერატორი ფედონ პაპამიქაელი თემით &bdquo;შემოქმედებითი კოლაბორაცია კინოინდუსტრიაში&ldquo;.
         4330 
         4331 ამასთან ერთად, ZEG-ის ფარგლებში, 19:30 საათზე, მარჯანიშვილის თეატრში, European Press Prize-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება, სადაც 2023 წლის საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრები გამოვლინდება. European Press Prize-ი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა მედიაინდუსტრიაში და სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს 150-მდე წამყვანი ჟურნალისტი ეწვია, როგორც ევროპიდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
         4332 
         4333 ZEG ფესტივალის 6 პარალელურ სცენაზე გაიმართება პანელური დისკუსიები, სესიები, ფილმების ჩვენებები, ვორქშოფები, ქალაქის ტურები და არაფორმალური ღონისძიებები. ფესტივალის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ ამბის თხრობის/გადმოცემის როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ მეთოდებს და მიიღონ ინსპირაცია საკუთარი საქმიანობისთვის.
         4334 
         4335 ფესტივალი აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის 60-მდე წამყვან პროფესიონალს, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რომლებიც ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხებს გაგვიზიარებენ. კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, გარემოს დაცვა, ტექნოლოგიები - ეს ის სფეროებია, რომლის შესახებაც 3 დღიანი ფესტივალის განმავლობაში არაერთი დისკუსია გაიმართება. სრული პროგრამა აქ: https://www.zegfest.com/event-programs/zeg-2023</content:encoded>
         4336                 <link>https://www.ghn.ge/news/297406-zeg-ambis-tkhrobis-festivali-grdzeldeba</link>
         4337                 <description>ZEG - ამბის თხრობის ფესტივალი გრძელდება            </description>
         4338                 <topic>საზოგადოება</topic>
         4339                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/1322566184.JPG</image>
         4340                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         4341                 <guid>297406</guid>
         4342             </item>
         4343 
         4344         
         4345             
         4346             <item>
         4347                 <title>საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია გურიის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციაში განიხილეს</title>
         4348                 <content:encoded>კონცეფციის დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს საძოვრებით მდგრადი სარგებლობისა და მათი დაცვის ერთიანი, თანმიმდევრული მიდგომის ჩამოყალიბებას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა.
         4349 
         4350 კონცეფციის დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) წარმომადგენლებმა, გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, ქეთევან მოისწრაფეშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.
         4351 
         4352 შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფოსა და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საძოვრები (დაცული ტერიტორიებისა და ტყის მიწების ჩათვლით) სარგებლობისთვის ხელმისაწვდომი იქნება საერთო სარგებლობის რეჟიმით, ასევე იჯარით. საძოვრების მართვის მუნიციპალური გეგმების მიხედვით მოხდება საძოვრების იდენტიფიცირება, კლასიფიკაცია, ზონირება და სარგებლობის რეჟიმების დადგენა. საძოვრების საერთო სარგებლობის სისტემა დაინერგება სასოფლო დასახლებების ახლომდებარე საძოვრებზე. შეიქმნება მოსარგებლეთა გაერთიანებები და მათ სარგებლობაში გადაეცემათ სოფლის საძოვრები. დანარჩენი საძოვრების გამოყენება შესაძლებელი იქნება იჯარით.
         4353 
         4354 მნიშვნელოვანია, რომ სოფლის საძოვრის, ზამთრისა და ზაფხულის საძოვრის სტატუსების კანონით განსაზღვრა მოხდება. პოლიტიკის დოკუმენტი საფუძვლად დაედება საძოვრების მართვის საკანონმდებლო პაკეტის მომზადებას.
         4355 
         4356 &bdquo;საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის&ldquo; დოკუმენტი&nbsp; შემუშავდა პროექტის &bdquo;მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით&ldquo; ფარგლებში ჩამოყალიბებულ უწყებათშორის სამუშაო ჯგუფთან კოორდინაციით, ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების მიერ. პროექტის მხარდამჭერია გლობალური გარემოს დაცვის ფონდი (GEF).</content:encoded>
         4357                 <link>https://www.ghn.ge/news/297405-sadzovrebis-mdgradi-martvis-erovnuli-politikis-kontseftsia-guriis-regionis-samkhareo-administratsiashi-ganikhiles</link>
         4358                 <description>საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია გურიის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციაში განიხილეს</description>
         4359                 <topic>ეკონომიკა</topic>
         4360                 <image>https://ghn.ge/img/uploads/files/news/2023-06/729594021.jpg</image>
         4361                 <pubDate>2023-06-09 </pubDate>
         4362                 <guid>297405</guid>
         4363             </item>
         4364 
         4365         
         4366     </channel>
         4367